გირგვლიანის საქმეზე მელნიკოვი უკრაინაში დაიკითხა

სამართალი

გირგვლიანის საქმეზე მელნიკოვი უკრაინაში დაიკითხა

16 აპრ. 2013, 17:23:37
მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრთან ერთად პერიოდულად ასაჯაროებს გირგვლიანის, რობაქიძის, ჟვანიას და სხვა რეზონანსული საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებულ სიახლეებს, ჯერჯერობით, არც ერთი მათგანი დასრულებული არ არის.

"გურია ნიუსის" კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა ზემოხსენებული საქმეების გამოძიება, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა:

"მომხმარებელი ყოველთვის მართალია. ამ შემთხვევაშიც, გარკვეული ანალოგიით, სიმართლე თქვენს მხარეზეა. არც ჩათვალოთ ეს როგორც თავის მართლება, უბრალოდ ფაქტებს აღვნიშნავ.

სანდრო გირგვლიანის საქმე: უკრაინაში მივავლინეთ გამომძიებელი, რომელმაც უკვე დაკითხა მელნიკოვი გირგვლიანის და ასევე აზარაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც. ეს ის საქმეა, რომელშიც დათა ახალაია იმხილება. გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბოლოში ვართ გასული, თუკი ამ სიტყვებს _ "ახლოს ვართ, ბოლოში ვართ, მალე იქნება", ჯერ კიდევ ფასი შერჩენია. ვფიქრობთ, რომ მაისისთვის გაცნობებთ გამოძიების პოზიციას ამ საკითხზე.

ბუტა რობაქიძის საქმე: რობაქიძის საქმეზე ჩვენ დავექვემდებარეთ იმას, რომ გვსურს, დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და როცა ბოლო მომენტში წარმოდგენილ იქნა ის ვიდეო-ფირი, ჩვენ არ შეგვეძლო თვალი დაგვეხუჭა და გვეთქვა, რომ ეს ვიდეო-ფირი არ გვაინტერესებს. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენის სურვილი. სწორედ ამიტომ დავნიშნეთ ექსპერტიზა და ველოდებით უცხოეთიდან ამ ექსპერტიზის პასუხს. ამას რა დროც მიაქვს, ვთვლი, რომ ჩვენს ძალებს მიღმაა.

აფრასიძეების საქმე: აფრასიძეებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება. ეცერში მივლენილი გვყავდა ჯგუფი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. რაღაცეები ამ სტადიაზეც დადგენილია, უფრო სწორად, დადგენილია მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ იმისთვის, რომ საქმე დასრულებულად გამოვაცხადოთ, რაღაცეებია კიდევ დასადგენი.

26 მაისის საქმე: ძალიან ინტენსიურად ვიძიებთ 26 მაისის საქმეს და ვინძლო რომ 26 მაისამდე ეს საკითხიც იქნას გადაწყვეტილი და გამოძიების მიერ დადგენილი.

ზურაბ ჟვანიას საქმე: ეს არის საქმე, რომელსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება მშვიდი და წყნარი გამოძიება. ჩვენ ვფიქრობთ, ასეთი პირობები შევუქმნათ გამომძიებელს, რომელიც მართლაც კარგად მუშაობს, აანალიზებს ყველა შექმნილ მდგომარეობას. აქაც იკვეთება ძალიან საგულისხმო სიახლე, მაგრამ უფრო მეტი კონკრეტიკა, რას ავლენს ეს სიახლე და რას ცვლის, არ შეგვიძლია, რადგან ეს საქმეს ავნებს. გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი გარემოებები დავადგინოთ. საზოგადოებას მოვუწოდებთ მოთმენისკენ. სადაც ის ითმენდა 2005 წლის 3 თებერვლიდან დრტვინვით თუ უდტვინველად, რომ ეს საქმე ისე იყო წინა ხელისუფლების მიერ გახსნილად გამოცხადებული, რომ არ სჯეროდა ამის, გვადროვოს კიდევ რამდენიმე ხანი. დაგვერწმუნეთ, ჩვენზე მეტად არავის არ სურს ეს თემა გახსნილად გამოცხადდეს," _ გვითხრა კბილაშვილმა.

 




 ახალი ამბები
  • „ბაბუასთან იმყოფებოდა სტუმრად“ - ახალციხეში 14 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩოცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ახალციხეში, სოფელ მუგარეთში - 14 წლის მოზარდი, რომელიც ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა, მდინარეში დაიხრჩო. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ სოფლის რწმუნებულმა  გიორგი ბლიაძემ დაუდასტურა. „გარდაცვლილი 14 წლის ბიჭია, რომელიც ბაბუასთან იმყოფებოდა სტუმრად“, _  ამბობს ბლიაძე.  მოზარდის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია ... ...
  • ძვირფასო მგზავრებო! _ აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! (R)ძვირფასო მგზავრებო! ხვალ, 6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის რეისზე ჩვენი გზამკვლევები ნიკოლოზ წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან. სატახტო ქალაქისა  და მისი მნიშვნელობის შესახებ მგზავრობის დასაწყისში გიამბობთ, მოგვიანებით კი საინტერესო ამბებს ქუთაისზე  მოგიყვებით.  თეატრალების ეზო, ადგილი სადაც რეზო გაბრიაძე და იპოლიტე ხვიჩია ცხოვრობდნენ, იშხნელების გორა, პირველი აფთიაქი და კინო პავილიონი - დაგვემგზავრეთ და წინ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა გელოდებათ. მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! ... ...
  • ვინ რამდენი ქულა მიიღო ქართულში _ გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდანერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე გამოქვეყნდა. გურია ნიუსი გთავაზობთ, ჩოხატაურელ აბიტურიენტთა ჩვენს ხელთ არსებულ შედეგებს. მაქსიმალური 70 ქულიდან 70-ივე მიიღო ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი მგალობლიშვილმა, მას 8 ქულით ჩამორჩა თავისივე კლასელი ცოტნე გოცაძე. ამ წუთისთვის, ჩვენს ხელთ არსებული სია იმ აბიტურიენტებისა, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაღალი შეფასება დაიმსახურეს, ასეთია:  სამრევლო სკოლა: სალომე ანდღულაძე _ 61 ქულა, ია დოლიძე _ 60 ქულა, ნინი ცინცაბაძე _ 60 ქულა, ელისაბედ სიხარულიძე _ 58 ქულა, ალექსანდრე წეროძე _ 58 ქულა, მარიამ მამალაძე _ 58, ანა უნგიაძე _ 56 ქულა, ელენე ბარამიძე _ 55 ქულა, ქეთევან ჩხიკვაძე _ 54 ქულა, მიხეილ ბერძენიშვილი _ 51 ქულა, ლილიანა ლომინეიშვილი _ 45 ქულა, ნიკა ბედინეიშვილი _ 41 ქულა; ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე მარი ანთიძემ 60 ქულა მიიღო, მისმა სკოლელმა მაკა ცენტერაძემ კი _ 46 ქულა; შუა ამაღლება: ნანა სიხარულიძე _ 62; მანანა ანთიძე _ 46; ანა ჩხარტიშვილი _ 44; მარი ყაჭეიშვილი _ 43; დიმიტრი სიხარულიძე _ 38 . ამაღლება:  მარი თავაძე _ 50, ნანა სიხარულიძე _ 49; რაც შეეხება პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა შედეგებს, მოწოდებული ინფორმაციით: 1-მა კურსდამთავრებულმა მიიღო 63 ქულა,  3-მა _ 62; 1-მა _ 61; 2-მა _ 59; 2-მა _ 58; 2-მა _ 56; 3-მა _ 54; 3-50; 3-მა _ 40. როგორც პირველი საჯარო სკოლიდან გვატყობინებენ, მათ კურსდამთავრებულებს სახელების და გვარების გასაჯაროება არ სურთ. პ.ს. აღნიშნული მონაცემები რედაქციას ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიაწოდა და შეიძლება სრულად არ იყოს წარმოდგენილი იმ აბიტურიენტების სია, რომლებმაც ეროვნულ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მარალი შეფასება ... ...
  • „დარბაზში თავმოყრილია ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა"- ემიგრაციის მუზეუმი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშისაქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, მზადება მუზეუმის გასახსნელად 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. „რვა წელია რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრანტული მასალების მიმართულებით დიდი სამუშაო წამოვიწყეთ - ჩამოვიტანეთ მნიშვნელოვანი არქივები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან. თუმცა დღევანდელი დღე მაინც სხვა მოვლენამ განაპირობა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც სრულიად უნიკალური მასალების უდიდესი საცავი იყო, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადმოვიდა. ეს არქივი, თავის დროზე, გურამ შარაძემ გადასცა უნივერსიტეტს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი, ბინა, გურამ შარაძის შვილის, რუსუდან შარაძის დიდი მეცადინეობით, დაიდო“,_ აცხადებს კეკელიძე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით: „დარბაზში თავმოყრილია ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა, მათი ოცნებები და ანდერძი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მის ევროპულ ოჯახში მიღებას უკავშირდება. ემიგრანტთა ამ გამორჩეული თაობების წვლილი უდიდესია იმაში, რომ დღეს, საქართველო ევროპაში ბრუნდება და აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება!“   ... ...
  • სპეცოპერაცია ქუთაისში - დაკავებულია შუახნის მამაკაციცოტა ხნის სპეცოპერაცია ჩატარდა ქუთაისში. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, დაკავებულია შუახნის მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი მეტადონის პროგრამით სარგებლობდა და მან მედიკამენტები ერთ-ერთი შენობიდან გაიტანა. სპეცოპერაციის სხვა დეტალები,ჯერჯერობით, ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...