ეროვნული ბანკი საბჭოთა ანაბრების გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს

სამართალი

ეროვნული ბანკი საბჭოთა ანაბრების გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს

24 აპრ. 2013, 14:57:10

საქმე ეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციას, რომლის თანახმადაც, 1992-93 წლებში, ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყების მიერ 500-ზე მეტ კომპანიაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთისა და კუპონის გაცემა, რამდენად მართლზომიერად მოხდა, კონკრეტულად, რომელ ორგანიზაციებზე გაიცა თანხა, რა მოცულობის თანხა იქნა გაცემული სესხად და ვინ იყვნენ მაშინდელი ორგანიზაციის მეპატრონეები.

ეროვნული ბანკისგან აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ" მოითხოვა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა წერილობით მიუთითა, რომ "ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე."

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" "ახალგაზრდა ფინანსისტების" ინტერესების დაცვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვალს მიმართეს. ეროვნულმა ბანკმა არ ცნო სარჩელი, მიუთითა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, იგი არ ექცევა საჯარო ინფორმაციის ბაზაში და დაკავშირებულია პირის ფინანსებთან, რომლის ხელმისაწვდომობასაც განსაზღვრავს კონსტიტუცია.

პოზიციის მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერესების დამცველმა მანანა ღუბიანურმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 1990-იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ პასუხისმგებელია, თუმცა პასუხისმგებლობას არ იღებს საბჭოთა ანაბრების გაუფასურების ფაქტთან დაკავშირებით. მხარის შეფასებით, ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერც გაცემული კრედიტების მიზნობრივ ათვისებაზე აიღებს, თუმცა ცალსახად იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ კრედიტების გაცემის სქემა იყო არასწორი. ეროვნულმა ბანკმა მოთხოვნილ ინფორმაციას საბანკო საიდუმლოება უწოდა.

"ახალგაზრდა ადვოკატების" მტკიცებით, ეროვნული ბანკის პოზიცია დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგანაც საჯარო უწყებიდან მოთხოვნილ ინფორმაციას "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის თანახმად, ასეთი გრიფირება არ ადევს. ამასთან, ინფორმაცია არც კომერციული საიდუმლოების მატარებელია, რადგანაც მისი გამჟღავნება ვერავითარ ზიანს მიაყენებს პირთა კონკურენტუნარიანობას, რადგანაც ორგანიზაციები, რომლებზედაც ეროვნულმა ბანკმა 90–იან წლებში სესხი გასცა, დღეს არ საქმიანობენ. ამასთან, არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალობის ფაქტი, რითაც შეიძლება დადგინდეს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის უარი საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევასთან ერთად, ევროკონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, მხარეებმა დღევანდელ პროცესზე აღიარეს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდა ადვოკატები" და "ახალგაზრდა ფინანსისტები" საბჭოთა ანაბრების გაუფასურების სამართლებრივი და ეკონომიკური შედეგების კვლევას ანხორციელებენ, რომელიც საზოგადოებისთვის მაისში გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკიდან მოთხოვნილი ინფორმაციაც კვლევის მიზნებიდან გახდა საჭირო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ "ახალგაზრდა ადვოკატების" სარჩელის განხილვა გადაიდო. სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 2013 წლის 15 მაისს, 16:00 საათზე გამოიტანს.

"ახალგაზრდა ადვოკატები" "ახალგაზრდა ფინანსისტების" ინტერესებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში დაიცავს. ორგანიზაციის ინტერესებს სასამართლოში, "ახალგაზრდა ადვოკატების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.





 ახალი ამბები
  • ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნამახვანჰესის საკითხზე მომუშავე NGO-ებს მხარს უჭერსფინელი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის ჰაიდი ჰაუტალას მხარდაჭერა იმ არასამთავრობოებს, რომლებიც ნამახვანჰესის საკითხზე მუშაობენ, _ ამის შესახებ ის  twitter - ზე წერს. "მხარს ვუჭერ საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ", - წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველების მიერ მთავრობისთვის მიცემული ვადა დღეს, 23 აპრილს იწურება. ისინი პასუხს პრემიერ-მინისტრისგან ელოდებიან, ადგილობრივ მოსახლეობას 3 მოთხოვნა აქვს, რომელთა შესრულების შემდეგაც დიალოგის განახლებას ... ...
  • ბახმაროში ჰესის მშენებლობაზე წარმოება განახლდაბახმაროში 12 მგვტ ჰესის მშენებლობაზე წარმოება განახლდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია: “განცხადება დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე - შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ს მდ. ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი. შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ს მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილი იქნა მდ. ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში (იხ. ლინკი https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29333). ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სამინისტრომ გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით შეაჩერა აღნიშნული პროექტის ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ლინკი https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31512). შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-მა ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 აპრილს, N6862 წერილით სამინისტროში წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია.  გურიაში ამ მშენებლობას გარემოსდამცველები და ადგილობრივები აპროტესტებენ. ამავე თემაზე: "გადავარჩინოთ ბახმარო!“ _ უნიკალურ კურორტზე 12-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება რატომ დაიწუნა და შეაჩერა სამინისტრომ ბახმაროში ჰესის ... ...
  • "ძალიან მოკრძალებულად უნდა ვიყოთ" _ გამყრელიძე სააღდგომო შეზღუდვების შესახებსაპატრიარქოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ წინასააღდგომო პერიოდი იყოს უფრო მოკრძალებული, რამდენადაც შესაძლებელია, ანუ ტაძრებში ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები: პირბადე, დისტანცია, არაგადაჭედილი ტაძრები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან მოსახლეობას მოუწოდა, ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში სასაფლაოებზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეს. „ახლა ამინდი იძლევა საშუალებას და ჯობს, რადიოფიცირება მოხდეს და გარეთ იდგნენ ადამიანები შესაბამისი დისტანციით, როგორც შარშან გავაკეთეთ. გასულ წელს ეს ყველაფერი კარგად გაკეთდა და ამიტომაც არ გვქონია არავითარი ეპიდაფეთქება სარიტუალო ღონისძიებებიდან. რაც მთავარი თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში. სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ, სანთელი ავანთოთ“, – განაცხადა ამირან ... ...
  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს,,ნაცვლად იმისა, რომ ეს დახმარება მიეღო, უარი გამოაცხადა არა მარტო ევროკავშირის გარანტიით გამოსვლაზე 72 საათში, ანუ ფაქტობრივად, ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს, არამედ გვამუნათებს იმ ხალხს, გინც ვაპირებთ ამ შეთანხმების შესრულების მიზნით მხარი დავუჭიროთ ამნისტიის კანონპროექტს“, _ ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა  ნიკა მელიას ამნისტიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან  განაცხადა. "რაც არ უნდა გადაეწყვიტა ნიკა მელიას, კრიზისი მაინც უნდა დასრულებულიყო და დასრულების გარანტირებული ფორმა იყო ამნისტია, რომელიც ავტომატურად აძლევდა ნიკა მელიას გარეთ გამოსვლის საშუალებას მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა, მაგრამ ნიკა მელიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ", ნაცვლად იმისა, რომ ეს დახმარება მიეღო, უარი გამოაცხადა არა მარტო ევროკავშირის გარანტიით გამოსვლაზე 72 საათში, ანუ ფაქტობრივად ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს, არამედ გვამუნათებს იმ ხალხს, გინც ვაპირებთ ამ შეთანხმების შესრულების მიზნით მხარი დავუჭიროთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნიკა მელიასთვის არის მოფიქრებული, არანაირი პოლიციელისთვის, სხვა ადამიანისთვის, არამედ კონკრეტულად ნიკა მელიასთვის", _ განაცხადა მეგრელიშვილმა.  ... ...
  • ასლან ბჟანია: აფხაზეთის საჰაერო ძალების მოდერნიზება სჭირდება და რუსეთისგან დახმარებას ელოდება,,აფხაზეთის საჰაერო ძალების მოდერნიზება სჭირდება და ქვეყანა რუსეთისგან დახმარებას ელოდება“, _ ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ TASS- თან ინტერვიუში განაცხადა. "აფხაზეთს ჰყავს საჰაერო ძალები, მაგრამ მათ მოდერნიზაცია სჭირდებათ. გვჭირდება ახალი თვითმფრინავები და შესანიშნავად გაწვრთნილი აფხაზი.  ჩვენ ველოდებით რუსეთის მხარდაჭერას, ეს მხარდაჭერა, სავარაუდოდ, მალე იქნება", _ განაცხადა ბჟანიამ.  მისი თქმით,  რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა, ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იმყოფებოდენ  და აფხაზეთის თავდაცვის მინისტრთან მოლაპარაკებები გაიმართა. ასევე მან აღნიშნა,  რომ შეიქმნა ჯარების ერთიანი ჯგუფი, სხვადასხვა დონეზე ტარდება ერთობლივი წვრთნები სპეციფიკური უნარ-ჩვევების მოსამზადებლად. ამავე დროს, ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ არსებობს პრობლემები ეროვნული შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასთან დაკავშირებით.  ”ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი ვალდებულება შესრულდება ნებისმიერი მხარის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში”, _ აღნიშნა დეფატქო პეზიდენტმა. ცნობისთვის, აფხაზეთმა და რუსეთმა 2011 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, 2016 წელს ჯარის გაერთიანებული ორგანოს შესახებ შეთანხმებას და 2019 წელს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...