თეა წულუკიანი: "დღევანდელ სასამართლოში გადაწყვეტილებებს ქალები არ იღებენ"

სამართალი

თეა წულუკიანი: "დღევანდელ სასამართლოში გადაწყვეტილებებს ქალები არ იღებენ"

2013 აპრ 30 14:02:52
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი დაესწრნენ.

კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლო ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც გენდერული ბალანსი შენარჩუნებულია: "სიამაყით უნდა ვთქვა, რომ სასამართლოა ხელისუფლების ის შტო, სადაც ქალები 50%-ზე მეტს შეადგენენ. 2005 წელს გახორციელებული სასამართლო რეფორმის შედეგად დანიშნული 177 მოსამართლიდან 85 ქალია. უზენაეს სასამართლოში დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ სამი ქალი მოსამართლეა. ვისურვებდი მათი რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას".

კუბლაშვილის თქმით, "ქალი მოსამართლეები ხელმძღვანელ თანამდებობებზეც მუშაობენ, თუმცა, სასურველია თუ სასამართლოებს უფრო მეტი ქალი თავმჯდომარე ეყოლება."

იუსტიციის მინსტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ქალების ჩართულობა საკმაოდ მაღალია ადვოკატთა და მოსამართლეთა კორპუსში, რითაც პროკურატურა ვერ დაიკვეხნის: "საამაყოდ არ არის საქმე პროკურატურაში, სადაც საბჭოური ტრადიციები გრძელდება და მიღებულია, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე აუცილებლად კუნთმაგარი მამაკაცი უნდა მუშაობდეს. ვამაყობ, რომ თბილისის პროკურატურას ხელმძღვანელობს ქალი, რომელიც არც პროფესიონალიზმით და არც შრომისმოყვარეობით არ ჩამოუვარდება მამაკაცებს."

იუსტიციის მინისტრის თქმით მისთვის, როგორც ქალისთვის და როგორც მინისტრისთვის, ძალიან რთულია პასუხისმგებლობის აღება და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება: "იმაზე რთულია, ვიდრე ეს რომელიმე მამაკაცს დაესიზმრება," _ განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა კოტე კუბლაშვილს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მეტი ქალის დანიშვნა ურჩია და დასძინა, რომ დღევანდელ სასამართლოში გადაწყვეტილებებს ქალები არ იღებენ: "ვისურვებდი, რომ უზენაეს სასამართლოში უფრო მეტ ქალ მოსამართლეს ემუშავა და სწორედ მათ ემსჯელათ ქვედა ინსტანციებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ქალებს არ აწყენდათ ძირითადად დასაშვებობის საკითხებზე ემსჯელათ და უფრო მეტი დრო დაეთმოთ შვილებისა და ოჯახებისთვის," _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელია _ დეტალები შემთხვევის ადგილიდანსამტრედიაში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა შორის ერთ-ერთი წარმოშობით ჩოხატაურელია, _ აღნიშნულის შესახებ ''გურია ნიუსს'' სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ განუცხადა. ,,როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, მინივენი, რომელიც ბათუმის მხრიდან მოდიოდა, სამტრედიის შესასვლელში მოცურდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენის ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. მინივენის მძღოლი ჩოხატაურელია, ტრაილერს კი თურქეთის მოქალაქე მართავდა", _ გვითხრა ფოცხვერიამ.   ... ...
  • გომის მთას დასახლების სტატუსი ენიჭებადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურომ განიხილა: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ", განკარგულების პროექტი. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა გომის მთის, როგორც უნიკალური კურორტის შესახებ, რომელიც უკვე მსოფლიოს ყურადრების ცენტრში მოექცა და საუკეთესო კურორტების რეიტინგულ სიაში მოხვდა. _ ჩვენთან უშუალოდ მერის წინადადება  არის წარმოდგენილი, რომ გომის მთას მიენიჭოს  დასახლების  სტატუსი. მთავრია,  დაიძრას  ეს საკითხი. როცა სტატუსი მიენიჭება,  ეს იქნება უდიდესი  საქმე კურორტის  გეგმაზომიერი განვითარებისთვის. საკრებულოს  თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ განაცხადა, რომ გომის მთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭება,   აქ  არსებული ვითარების  კანონის ფარგლებში მოქცევას ნიშნავს, რაც კურორტის თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს.  _დღეს მართლაც მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,  ალექსანდრე სურგულაძემ. ხვალ, 26 თებერვალს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  თავის რიგგარეშე  სხდომაზე, რომელიც სწორედ გომის მთის საკითხს ეხება, მიიღებს გადაწყვეტილებას, მოიწონოს წინადადება, გომის მთას მიენიჭოს დასახლების სტატუსი.   ხოლო აღნიშნული განკარგულების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია  საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს,  რომელმაც  უნდა განსაზღვროს  გომის მთისთვის დასახლების სტატუსის ... ...
  • ბიჭს, რომელიც მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს, მანქანა აჩუქესბიჭს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებდა, #ალუტეცჰGეორგია-მ და #ინნგროუპ-მა ავტომობილი აჩუქა, _ ამის შესახებ რადიო "პალიტრას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ანა მარშანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ „SAPG – უსახლკარო ცხოველების პროექტი საქართველოში“ საქველმოქმედო გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაქარია დოლიძე, ცოტა ხნის წინ საქართველოს მასშტაბით მოგზაურობდა. გზად შემხვედრ თითოეულ მიუსაფარ ცხოველთან აჩერებდა „კეთილ მანქანას“ აპურებდა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით ეხმარებოდა. ტურნე საქართველოს მასშტაბით ნაქირავები ავტომობილით თბილისიდან დაიწყო და ცოტა ხნის წინ გურიაში იმყოფებოდა, საიდანაც გეზი აჭარისკენ აიღო. თუმცა, "კეთილმა მანქანამ" გზად უმტყუნა და ქობულეთიდან დედაქალაქში დაბრუნება მოუწია. მიუხედავად ამისა,  მიუსაფარი ცხოველები უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მათთვის განკუთვნილი საკვები გაუგზავნა.  როდის გაუჩნდა მიუსაფარი ცხოველების დახმარების სურვილი, სად უფრო კრიტიკული სურათი შეხვდა მოგზაურობის დროს და როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის გამოსწორება_ ამ საკითხების შესახებ ზაქარიამ „გურია ნიუსთან“, ჩოხატაურში სტუმრობის დროს ... ...
  • პაატა იმნაძე: საქართველო მთვარეზე არ არის და კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს"საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს", _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა კორონავირუსის გავრცელების რისკის შესახებ ჟურნალისტების შეკითვას უპასუხა. პაატა იმნაძის თქმით, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს. „კორონავირუსის გავრცელების რისკი ყოველდღიურად იმატებს. მეზობელ ქვეყანაში (ირანი), პრაქტიკულად, ვიცით, რომ ვირუსი გავრცელდა. საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს და ის მატულობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა იმნაძემ. საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.  ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების ... ...
  • თიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს (R)თიბისი IT აკადემიაში UX (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) Boot camp-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა მარტში დაიწყება და UX-ით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, უსასყიდლოდ შეისწავლონ ახალ პროფესია ან  ამ მიმართულებით საკუთარი ცოდნა გაიღრმაონ.  კურსს სპეციალურად მოწვეული უცხოელი მენტორები გაუძღვებიან, რომლებიც კვირაში 5 დღის განმავლობაში, ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდით, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემენ რეალურ პროექტებზე იმუშაონ.  კურსზე მოსახვედრად სტუდენტებმა რეგისტრაცია ონლაინ უნდა გაიარონ  შემდეგ ბმულზე - https://forms.gle/txFTHChXTDrG1bsU7 . აპლიკანტების შერჩევა ჟიურის მიერ გასაუბრების და ტესტირების შემდეგ მოხდება.  საგანმანათლებლო პლატფორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია  თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წამოიწყო. IT აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც  პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და  მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.  2019 წელს თიბისი IT აკადემიაში უკვე 120-მა ახალგაზრდამ გაიარა Front-end და Back-end development ის კურსები. ყველა წარმატებული სტუდენტი თიბისი ჯგუფში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდა.  2020 წელს აკადემიაში  200-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას. დაგეგმილია სტუდენტებისთვის ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების და კონკურსის ჩატარებაც.  2020   წლის გაზაფხულზე, UX-ის გარდა, თიბისი IT აკადემიაში Android და  IOS development-ის კურსებზეც დაიწყება სწავლა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა  შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ:     IOS Bootcamp- https://forms.gle/dJrYBQGA846QFvKJ7; Android  Bootcamp -  https://forms.gle/BPdZ3UkR8tCB17Wd8.  ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...