ა(ა)იპ "მერცხალის" საქმე _ სუს-მა „გურია ნიუსის“ სტატიის შესწავლა უკვე დაიწყო

სამართალი

ა(ა)იპ "მერცხალის" საქმე _ სუს-მა „გურია ნიუსის“ სტატიის შესწავლა უკვე დაიწყო

2018 სექ 4 14:45:52

ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „ნენა, ნენა...": ყალბი ბეჭედი, არარსებულ ააიპ-ში გაცემული ხელფასები და "კანონდარღვევათა ბუკეტი" ოზურგეთში“ რეაგირება უკვე მოჰყვა _ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოპერატიული შესწავლა დაიწყო.

_ ოპერატიული საქმის ფარგლებში დაიწყო ფაქტის გადამოწმება. თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ საქმე ოზურგეთის მერის მიერ არარსებული ა(ა)იპ-ის გენდირექტორად დანიშნული პირს _ მურთაზ აბაშიძეს, საჯარო რეესტრის მიერ შეწყვეტილი რეგისტრაციის პროცესს, ყალბი ბეჭედს და ბიუჯეტიდან უკანონოდ გადახდილი ათი ათასებს ეხება.

საუბარია საფეხბურთო კლუბ "მერცხალზე", რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, არამედ გასულ წელს გაუქმებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კლუბია და ამდენი ხანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაუქმებული მუნიციპალიტეტის გუნდს აფინანსებს.

თუმცა, ეს დარღვევის ერთი ნაწილია _ გაცილებით მძიმეა სხვა ფაქტები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე 22 თებერვალს გამოსცემს #22 ბრძანებას, რომლის საფუძველზე მტკიცდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ს/კ "მერცხალის" წესდების ახალი რედაქცია, რომელიც ეგზავნება საჯარო რეესტრს რეგისტრაციის მიზნით; ამავე ბრძანებით, რეგისტრაციაზე უფლება ენიჭება ს. კ. "მერცხალის" დირექტორს მამია გოგუაძეს.

თუმცა, რეგისტრაციის გახორციელებამდე, 27 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის #806 ბრძანების თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ მერცხალის" გენერალურ დირექტორად ინიშნება მურთაზ აბაშიძე.

შარაშენიძის მიერ ბრძანებით დანიშნული, რეესტრში არგატარებული ა(ა)იპ-ის გენერალურ დირექტორი, 9 მარტს, მიდის საჯარო რეესტრში და შეაქვს განაცხადი სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ, საიდანაც 12 მარტს მოსდის პასუხი, რომ დოკუმენტებში ხარვეზია და მის აღმოსაფხვრელად ეძლევა 30 კალენდარული დღე. ხარვეზად რეესტრმა დირექტორის და გენერალური დირექტორის ფუნქციების გაუმიჯნაობა დაასახელა.

თუმცა, ხარვეზი საბოლოოდ მაინც არ აღმოფხვრილა და შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 12 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ. გასაჩივრების ვადა არც ამ შემთხვევაში გამოიყენეს.

ამის პარალელურად მურთაზ აბაშიძე ამზადებს ბეჭედს, რომელსაც აქვს ძველი, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ფუნქციონირების დროს მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი და ახალი სახელი _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი "მერცხალი". ეს მაშინ, როცა მსგავსი ა(ა)იპი არ არსებობს.

ამის შემდეგ, აბაშიძე კლუბში ნიშნავს 15 თანამშრომელს, პირადად აფორმებს მათთან ხელშეკრულებებს და როგორც კლუბის დირექტორი მამია გოგუაძე ამბობს, აიძულებს მას, გასცეს ხელფასები.

ასევე, არსებობს "მერცხალის" თანამშრომელთა საერთო კრების ოქმი, რომლის თანახმადაც, მურთაზ აბაშიძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიშნავს აკაკი ათუაშვილს, ხოლო გუნდის უფროსად _ შოთა გიორგაძეს (ასეთი სახის დოკუმენტი მურთაზ აბაშიძეს აჭარის ფეხბურთის ფედერაციაშიც აქვს გაგზავნილი).

ეს იმ დროს, როცა გუნდს ჰყავს მთავარი მწვრთნელი _ ხარიტონ ჩხატარაშვილი, რომელიც მხოლოდ სიტყვიერად გაათავისუფლეს და რომელიც, როგორც მთავარი მწვრთნელი, თვეებია, ანაზღაურებას იღებს.

კიდევ ერთი დეტალი _ 3 აგვისტოს, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლაშა თავაძე მამია გოგუაძეს აბარებს წესდებას და უზუსტებს, რომ ამით უნდა იხელმძღვანელონ. თუმცა, წესდება, რომელიც გოგუაძემ თავაძისგან ოფიციალურად ჩაიბარა, რეესტრში არ არის გატარებული.

ის, რომ კანონი დაარღვიეს, “გურია ნიუსთან“ საუბრისას არ დაუმალავს ოზურგეთის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს ლაშა თავაძეს. ბეჭდის დამზადების და რეგისტრაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია დაადასტურა მურთაზ აბაშიძემაც.

ერთადერთი ვინც თემაზე კომენტარი არ გააკეთა, კონსტანტინე შარაშენიძეა, რომელიც ჩვენ ზარებს არ პასუხობს. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მას სუს-ი ამ დღეებში დაკითხვას, რადგან უკვე გამოიკვეთა, რომ ამ საქმეში მისი უშუალო ჩართულობა და დანაშაულია.

როგორც ცნობილია, ოზურგეთის მერის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია: ერთი სიძისთვის გადარიცხულ 30 000 ლარს ეხება, რომელზეც გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ სუს-ის უფროსის მოადგილეს, გიორგი ლილუაშვილს შარაშენიძე საკუთარ მეგობრად ასახელებს _ ჩვენი წყარო ამბობს, რომ ოზურგეთის მერი პირად საუბრებში ყველგან აღნიშნავს, რომ ლილუაშვილი მას მფარველობს და რომ საშიში არაფერია, რადგან დაკითხვები, რომლებზეც, როგორც შარაშენიძე, ასევე, მისი თანამშრომლები თვეებია, დადიან, მხოლოდ ფორმალობაა.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ამბობენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს.

ჩვენ შევეცადეთ ოზურგეთის მერის კომენტარიც მოგვეპოვებინა და გაგვეგო, რატომ სარგებლობს ის გიორგი ლილუაშვილის სახელით ბოროტად, თუმცა, მან ტრადიციას არ უღალატა და „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

და რაც შეეხება მეორე საქმეს _ მას აჭარის პროკურატურა იძიებს და მასში ისევ მურთაზ აბაშიძე ფიგურირებს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, საქმე ეხება აბაშიძისთვის ჩარიცხულ ფულს, რომელიც შარაშენიძემ აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილის საფუძველზე, წინა მერის დროს, უკანონოდ გათავისუფლებულ აბაშიძეს, ხელფასის განაცდურის სახელით ჩარიცხა. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს თანხა აბაშიძეს ბეგლარ სიორიძის მერობის დროსვე ჰქონდა მიღებული და ამის შემდეგ სააღსრულებლო პროცესი შეჩერებული იყო. სწორედ ამ გადარიცხვის კანონიერებას სწავლობს პროკურატურა და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, საქმე საკმაოდ მოცულობითია.

კონკრეტულად რას ედავებიან შარაშენიძეს, რატომ და რისი თანხა ჩაურიცხეს აბაშიძეს, ვინ მიმართა პროკურატურას და რა ეტაპზეა გამოძიება, ამის შესახებ „გურია ნიუსი“ უახლოეს მომავალში გიამბობთ.

ამავე თემაზე: "გურია ნიუსის" რესპონდენტის, უკიდურეს სიღატაკეში მყოფი თამუნა ჩხაიძის სახლის მშენებლობა დაიწყო




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...