აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

სამართალი

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

27 მარ. 2017, 14:47:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ თორნიკე ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 22 მარტს, დაახლოებით 08:25 საათზე, თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, თორნიკე ტუღუში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი „BMW"-ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სხვა ავტომობილს შეეჯახა, რომელმაც დაკარგა მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე მყოფ ნანა ოჩიგავასა და მის რვა წლის შვილს შეეჯახა. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი გოგონა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნანა ოჩიგავა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები, მოპოვებული იქნა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზები, ჩატარდა სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც ადგენს ავტომანქანის ტექნიკურ გამართულობას, ავარიის მექანიზმს და მონაწილე მძღოლის ბრალეულობას, ხოლო საექსპერტო კვლევების ჩატარებას სჭირდება გარკვეული დრო. 2017 წლის 23 მარტის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო თორნიკე ტუღუშის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად.
ცნობისთვის, 2017 წლის 24 მარტს, თორნიკე ტუღუშის დაკავების შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2017 წლის 25 მარტს თორნიკე ტუღუში სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და 26 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს.




 ახალი ამბები
  • აუქციონი ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახისთვისქართველი მხატვარია ნინო ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს _ ის ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახის დასახმარებლად აუქციონს აწყობს.  “მეგობრებო, გამარჯობა! კვლავ დაგიბრუნდით საქველმოქმედო აუქციონით. დღევანდელ დღეს ვუძღვნით ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაღდადში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ხარაბაძეების ოჯახს. ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს _ წლინახევრის ბიჭს გაჭირვებაში ზრდიდნენ, დედა მეორე შვილზე მშობიარობისას გარდაიცვალა. ახალშობილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. დღევანდელ აუქციონზე გაიყიდება ილუსტრაცია ნოდარ დუმბაძის ლექსისთვის „ფისო“ _ მუყაო, აკრილი, 42/30 სმ. თანხა, რისი გადახდაც გსურთ ილუსტრაციის შესაძენად, დააფიქსირეთ კომენტარებში და აუცილებლად მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახითაც. გარკვეული ხარვეზების გამო, ზოგიერთი კომენტარი დროულად არ ჩანს. ილუსტრაციის საწყისი ფასია 200 ლარი. აუქციონი დასრულდება დღეს, 22:00. თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს. ნინო“, _ წერს ნინო ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში კაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი აეროპორტის გზატკეცილზე დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ... ...
  • 29 მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდებასაზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან შეცვლილი პრინციპით იმუშავებს. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება ტრანსპორტში და გაჩერებებზე. „იქნება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებზე. ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, _ განაცხადა ხმალაძემ. ხმალაძის განმარტებით კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. ... ...
  • „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა - EMC სასამართლოს მიმართავს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა. EMC-მა ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკოს" სახელით, ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის - ბახვი 2-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 23 აპრილს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მიიღო. გზშ-ის ანგარიშით დგინდება, რომ 36 მგვ-იანი სიმძლავრის დადგმული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს არარეგულირებადი, დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას. "ბახვი 2" ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტები განთავსდება მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, "ბახვი 3" ჰესის სათავე ნაგებობიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით ზედა ბიეფში, ზღვის დონიდან 1370-504 მეტრ ნიშნულებს შორის. პროექტის მიხედვით, ჰესის სათავე კვანძიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი კურორტი ბახმარო, მდებარეობს 6570 მეტრში, ჰესის ძალური კვანძიდან (ჰესის შენობა) უახლოესი საცხოვრებელი ზონა, სოფ. უკანავა დაცილებულია 2315 მეტრით, ხოლო სოფ. ვაკიჯვარი 3375 მეტრით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარდა პროექტით გათვალისიწნებულისა, ჰესის მშენებლობა ასევე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა, ფამფალეთი, ბახვი, მთისპირი და მშვიდობაური - სადაც მდინარე ბახვისწყალი ჩაედინება. პროექტის განმახორციელებელი შპს "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის" მიერ დაფუძნებული და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს "ბახვი 2"-ია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოცემული და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ მოიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას, არ ეფუძნება სრულყოფილ კვლევებს, მათ შორის, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ყველა ფაქტორი; არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის კუმულატიური ეფექტი, მისი მშენებლობისა და ექსპლუატაციის გავლენა კურორტ ბახმაროს ეკოსისტემაზე, ასევე, იმ სოფლებსა და მცხოვრებ მოსახლეობაზე, სადაც მდინარე ჩაედინება. გარდა ამისა, არსებითად პრობლემურად დგას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მონაწილეობის საკითხი, რამდენადაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ინფორმირებისა და რეალური მონაწილეობითი პროცესის გარეშე განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს გამოუსწორებელი ზიანის რისკის ქვეშ აყენებს. ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო იქნება ოზურგეთის მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის უფლების დაცვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ჰიდრორესურსების მართვის რეალური კონტროლის მექანიზმი. ... ...
  • რატომ გამოიძახეს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მეხანძრე-მაშველებითბილისში, ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახნძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მეხანძრეები იმ მიზეზით გამოიძახეს, რომ სადარბაზოში დენის მრიცხველებთან კვამლის სუნი იდგა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრეებს სერიოზული არაფერი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?