"ახალგაზრდა ადვოკატები" – აჭარის პროკურატურამ პაპუაშვილის სავარაუდო დანაშაულის საქმეს მტკიცებულებად ფილმი დაურთო

სამართალი

"ახალგაზრდა ადვოკატები" – აჭარის პროკურატურამ პაპუაშვილის სავარაუდო დანაშაულის საქმეს მტკიცებულებად ფილმი დაურთო

2017 ნოე 20 13:51:43

აჭარის ა/რ პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიერ მოქალაქე როლანდ ბლადაძის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის მისაკუთრების ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, დოკუმენტური ფილმი: "სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ", მტკიცებულების სახით დაურთო. აღნიშნულის თაობაზე "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

 "ჩვენ აჭარის ა/რ პროკურატურიდან, სულ ახლახანს მივიღეთ ოფიციალური წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის მიმართვა გაზიარებულ იქნა და გიორგი პაპუაშვილის მიერ მოქალაქე როლანდ ბლადაძის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის მისაკუთრების ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს დაერთო დოკუმენტური ფილმი: "სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ". საზოგადოება ინფორმირებულია, რომ აღნიშნული ფილმი დეტალურად აღწერს როლანდ ბლადაძის მიმართ, 2004-2012 წლებში უკანონო დევნისა და ქონების ჩამორთმევის ფაქტებს. ფილმი დეტალურად უჩვენებს სახელმწიფოს მიერ 2012 წლის შემდგომ, სამართალწარმოების პროცესში არამართლზომიერი პოზიციების არსებობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ გაიზიარა ფილმის საქმეზე დართვის საჭიროება. ამავე წერილში ნათქვამია, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის" _ განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

 როლანდ ბლადაძემ კიდევ ერთი ქონების _ ავტოფარეხის უკანონოდ მითვისების საქმეზე, პროკურატურას 2013 წლის იანვარში მიმართა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე. კერძოდ, 2010 წლის მარტში, გიორგი პაპუაშვილს საკუთრების უფლება წარმოეშვა როლანდ ბლადაძის მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხზე, რომლის გასხვისებაც, არც 2007 წლის სახელმწიფოსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით და არც სხვა იურიდიული დოკუმენტაციით, დადასტურებული არ იყო. გიორგი პაპუაშვილის მოთხოვნით, 2009 წლის 18 დეკემბერს გაიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრება, რომელმაც დღის წესრიგით განიხილა ერთადერთი საკითხი - გიორგი პაპუაშვილისთვის დამხმარე ნაგებობების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. საერთო კრების გადაწყვეტილებით, მომზადდა მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რათა გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში აღრიცხულიყო ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა #37-ში მდებარე დამხმარე ნაგებობა - სამეურნეო სათავსო და გარაჟი, 35,63 კვ.მ ოდენობით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ იყო უფლებამოსილი, განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება გიორგი პაპუაშვილისთვის ავტოფარეხის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. მეტიც, ავტოფარეხი არ წარმოადგენდა საერთო საკუთრებას. 2000 წლის 11 სექტემბრის ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის ოქმის გადაწყვეტილებით, ავტოფარეხი გატარდა როლანდ ბლადაძის მფლობელობაში. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტით, მხოლოდ როლანდ ბლადაძე ითვლებოდა მის მართლზომიერ მფლობელად. ამიტომაც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა უფლებამოსილი არ იყო, განეხილა ავტოფარეხის გიორგი პაპუაშვილისთვის მიკუთვნების საკითხი, თუმცა დოკუმენტებით ჩანს, რომ აღნიშნული მოქმედებებით, სახელმწიფომაც როლანდ ბლადაძის მიმართ, მორიგი უკანონო ქმედება განახორციელა.

 ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ საქმეში არსებობს ამხანაგობის თავმჯდომარის ჩვენება. კერძოდ, მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ ავტოფარეხი როლანდ ბლადაძის საკუთრება იყო, იგი გიორგი პაპუაშვილის დაცვის უფროსმა მიიყვანა მაშინდელ გამგებელთან, სადაც გამზადებული დახვდა ოქმი ავტოფარეხის გიორგი პაპუაშვილისთვის გადაცემის შესახებ. ამხანაგობის თავმჯდომარეს, ზემოქმედების ქვეშ მოუხდა ოქმზე ხელის მოწერა და აღნიშნული ხელმოწერა დადასტურდა ნოტარიუსის მიერ. ამასთან, ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს არქივში აღარ მოიპვება ავტოფარეხზე როლანდ ბლადაძის საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტები. ამჟამად გვხდება მხოლოდ შემდეგი ჩანაწერი: "აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდა ერას ქუჩა #37-ში მდებარე რ. ბლადაძის ავტოფარეხი, რომელიც საარქივო მასალებში არ ინახება", რაც ცალკე დანაშაულის ნიშნებს ატარებს.

 "ახალგაზრდა ადვოკატები" შევნიშნავთ, რომ ქ. ბათუმში, 2012 წელს, ერას ქუჩა #37-ში განხორციელდა ავტოფარეხებისა და დამხმარე სათავსოების დემონტაჟი. მათ შორის მოექცა გიორგი პაპუაშვილის სახელზე გაფორმებული ავტოფარეხიც. როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველებმა, 2013 წლის ივნისში, შეძლეს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ოფიციალური დოკუმენტის მიღება, რომლის მიხედვითაც დემონტირებული ავტოფარეხის სანაცვლოდ, გიოორგი პაპუაშვილმა კომპენსაციის სახით მოითხოვა და მიიღო 3565 ლარი.

 მოცემულ შემთხვევაში, აჭარის ა/რ პროკურატურა არ განმარტავს, რა საფუძვლებით არ ხდება გიორგი პაპუაშვილის მოწმის სახით დაბარება და დაკითხვა. თუკი საგამოძიებო უწყება ასეთ ღონისძიებას საქმისწარმოების დროს არ მიმართავდა, ვინაიდან გიორგი პაპუაშვილის მოწმის სახით დაბარება არ აღქმულიყო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ რაიმე ფორმით უხერხულობის შემქმნელ გარემოებად, დღეს საგამოძიებო ორგანომ კანონის წინაშე ყველას თანასწორუფლებიანო დამოკიდებულების პრინციპი არ უნდა დაარღვიოს. ამასთან, ორგანიზაცია მოითხოვს, როლანდ ბლადაძე მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან საქმეზე უკვე შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა მისაღები და როლანდ ბლადაძეს სრული უფლება აქვს სამოქალაქო სასამართლოს გზით იდავოს ზიანის ანაზღაურებაზე.




 ახალი ამბები
  • ერთდღიანი ბაზრობის პოლიტიკური ელფერიის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის... და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია "ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“. აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ. აქციის პარარელურად "გურია ნიუსმა" რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები ... ...
  • ოზურგეთის ხელოვნების ცენტრი 30 წლისაა13 დეკემბერს,  ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის  ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა. _მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ.  30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის,   მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი  მაინც არის.  ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი   დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ  გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ,  საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე  მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე  გვაქვს უამრავი  გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით  გახსნა ღონისძიება  და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე. სურატების გალერეის დირექტორმა,  ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა  სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ. _ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები.  ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის ,  არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი.  ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია.  1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.  არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში,  ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე  და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის  აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების  განვითარება.  ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად   გავხსნით  მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას.  იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის.  მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი.  კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან  სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ  გადავურჩით    გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც  არის.   ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე  დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება.  კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით  ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა   და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა. სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან  ცამოსულმა  სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად  გალერეას. დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის,  სახვითი ხელოვნების ... ...
  • "ერთადერთი, რაც შემიძლია, საჩუქრად გადავცე კომპასი“_თალაკვაძე ელისაშვილს ეხმაურებადღეს "სამოქალაქო მოძრაობამ" ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა  იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების,  ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და  ფეოდალიზმში დაადანაშაულეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით "მაჟორიტარი ფეოდალია". თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს. „უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...