„ახალგაზრდა ადვოკატები“ლისის ტბის წართმევის საქმეზე მამუკა ხაზარაძის დაკითხვას მოითხოვს

gurianews.com

სამართალი

„ახალგაზრდა ადვოკატები“ლისის ტბის წართმევის საქმეზე მამუკა ხაზარაძის დაკითხვას მოითხოვს

2018 აგვ 10 15:33:01

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ახალ მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს განცხადებით მიმართავს და პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ, წინა ხელისუფლების პირობებში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების წართმევის ფაქტზე გამოძიების პირად კონტროლზე აყვანას და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, რამაზ ახვლედიანის წინაშე ჩადენილი სისტემური დანაშაულის საქმეზე, არ დამდგარა უფლების აღმდგენი გადაწყვეტილება, საქართველოს მთავარი პროკურატურა არ ახდენს საქმეზე შედეგზე ორიენტირებულ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას, რამაზ ახვლედიანისთვის სრულიად უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რატომ არ ხდება შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე მისი დაზარალებულად ცნობა, უშლის თუ არა პროკურატურას პოლიტიკური, ბიზნესს და სამართლებრივი ინტერესები, საქმეზე მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დარღვეული უფლების სამართლებრივი კვალიფიკაციის შეფასების პროცესში, სახელმწიფო საქართველოს მთავარი პროკურატურის სახით, არ ახდენს საჭირო საპროცესო მოქმედებების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის წართმევის საქმეზე, მნიშვნელოვანი წინსვლა არ არის, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით კი განხორციელებული ღონისძიებები - არასაკმარისია.

რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის დათმობის საქმეზე სწრაფი და ეფექტირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს და 2017 წლის 13 თებერვლის განცხადებით მოთხოვნილი საქმესთან შემხებლობაში მყოფი მაღალჩინოსნების მოწმის სახით დაკითხვას გადაუდებლად მოითხოვს.

  • გ. ხ, რომელიც საქმიანობდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს II განყოფილების მაშინდელი უფროსის პოზიციაზე. სწორედ აღნიშნული პიროვნების მხრიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ, სისტემატურად ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები და ისმოდა მოთხოვნა უძრავი ქონების გადაფორმებასთან დაკავშირებით. სწორედ გ. ხ.-ს ასეთი მორიგი ზარის საფუძველზე, რამაზ ახვლედიანი დაბარებულ იქნა მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში, სადაც მას იძულებით დააწერინეს განცხადება ქ. თბილსიის მერიისა და საქართველოს მთავრობის მიმართ ლისის ტბის უძრავი ქონების დათმობასთან დაკავშირებით.
  • მ. გ, რომელიც საქმიანობდა ფინანსური პოლიციის უფროსის მაშინდელი მოადგილის თანამდებობაზე. სწორედ აღნიშნული პიროვნება დახვდა რამაზ ახვლედიანს ფინანსურ პოლიციაში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მიაყენა კედელთან, დაემუქრა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ნათესავების დაპატიმრებით და იქვე აღნიშნავდა, რომ ასრულებდა დავით კეზერაშვილის დავალებას, რომ იმავე დღეს - 2006 წლის 4 ნოემბრის, ღამის 23:00 საათამდე, თუკი რამაზ ახვლედიანი არ დაწერდა ქონების დათმობის შესახებ განცხადებას, დაიჭერდნენ არამხოლოდ მას, არამედ მ. გ-საც, რადგანაც მისივე განმარტებით, ქონების დათმობის მოთხოვნა მომდინარეობდა საქართველოს პრეზიდენტისგან. ამასთან, მ. გ.-მ რამაზ ახვლედიანს ადგილზე უჩვენა ქალაქის ყოფილი არქიტექტორი და შენობაში იმყოფებოდა ნოტარიუსი, რომელსაც წარსულში რამაზ ახველდიანის მიმართ დამოწმებული ჰქონდა კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და მ. გ. აცხადებდა, რომ თუკი რამაზ ახვლედიანი ხელს არ მოაწერდა ქონების დათმობის განცხადებას, დაიჭერდნენ ქალაქის არქიტექტორს და ნოტარიუსაც. ასევე, თაღლითობის ბრალდებით სხვა იმ პირებსაც, რომელიც უწყებაში დაბარებულ ან დასაბარებელთა სიაში ჰყავდათ.
  • მ.ჩ, რომელიც საქმიანობდა ფინანსურ პოლიციაში გამომძიებლის პოზიციაზე. სწორედ ამ პიროვნების სამუშაო კაბინეტში შეიყვანეს რამაზ ახვლედიანი, სადაც ხდებოდა ზეწოლა და ზემოქმედება ქონების დათმობის განცხადების დაწერაზე. რამაზ ახველდიანმა სწორედ გამომძიებლის კარნახით შეადგინა ის განცხადების ტექსტი, რომელიც საქმეში წარმოდგენილია 2006 წლის 4 ნოემბრის თარიღით. გამომძიებელი ამბობდა, რომ თუკი განცხადება არ მომზადდებოდა, ყველა იმ ადამიანს დაიჭერდნენ, რომლებიც უძრავი ნივთის შეძენის პროცესში, რაიმე ფორმით მონაწილეობდა.„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

 ორგანიზაციის შეფასებით, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაკითხოს რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორი, დღეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვით უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება. მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები. შესაბამისად, მისი დაკითხვა საქმის ყოველმხრივ შესწავლისა და გამოძიებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია.

 ცნობისთვის: რამაზ ახვლედიანი, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ლისის ტბის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების წართმევის ფაქტზე დაზარალებულად ცნობის მოთხოვნის გარდა, საერთო სასამართლოების წესით, აგრძელებს საკუთრების ხელყოფაზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების პროცესს. ამჟამად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მსჯელობს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულების რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში წარდგენილ საკასაციო საჩივარზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, რამაზ ახვლედიანი, კიდევ ერთ საქმეზე, კანონიერ და იურიდიულ ინტერესებში აღდგა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რამაზ ახლედიანის კომპანია „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - ლისის ტბის“ სააპელაციო საჩივარი, რომლის თანახმადაც, სამართლებრივი ძალისმქონედ იქნა აღიარებული ლისის ტბაზე „საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის“ ლიცენზიიდან წარმოშობილი ვალდებულებები და სამართლებრივი ურთიერთობები.


ნახვა: 58


 ახალი ამბები
  • ჩაისუნთქე სუფთა ბგერა _ ხვალ ბახმაროში პირველი მუსიკალური ფესტივალი გაიმართებახვალ, 19 აგვისტოს, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, პირველი თანამედროვე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ბახმარო SunSet Fest ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციული დოღის შემდეგ ჩატარდება და მომავალში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ფესტივალი ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, მზის ჩასავალ გორასთან, 17:00 საათიდან _ დილამდე მსმენელს შესთავაზებს თანამედროვე მუსიკას ახალგაზრდებში პოპულარული ჯგუფებისა და DJ-ების შესრულებით. დაგეგმილია მზის გაცილების ცერემონიალი; ფესტივალის ტერიტორიაზე უკვე მოეწყო „კარვების ქალაქი“ ლაშქრობისა და კემპინგის მოყვარულთათვის. ტერიტორია უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი სერვისით; იფუნქციონირებს კაფე & ბარი, რომლებშიც, ძირითადად, გურიაში წარმოებული პროდუქტი, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალში მონაწილეობენ მუსიკალური ჯგუფები: KILLAGES, არა, MEBO RENARD, ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები, George Merych, Leif S, ლურჯი იალქანი. დიჯეები: SUMO, WCAN და ანი ANI. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სიურპრიზიც ელოდებათ _ მსმენელისთვის ყველაზე ცნობილი ცნობილი გურული DJ დაუკრავს. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალი ტარდება სახელმწიფო პროგრამა “Check in Georgia“ ფარგლებში. ევროკავშირის პროექტის - " მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" მხარდაჭერით. ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს “ა(ა)იპ „Post- ალიონი“. მედია პარტნიორი ორგანიზაციები არიან: მედია სახლი “გურია ნიუსი“ და კლიპარტი. ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული გურიაში მცხოვრები ახალგაზრდები - მოხალისეები. ფესტივალი ხელს შეუწყობს ბახმაროს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ბიზნეს სექტორის ჩართვას ტურიზმის განვითარებაში. ფესტივალის გენერალური სპონსორია "წყალი მარგებელი". სპონსორები არიან: კომპანია "ზედაზენი"; შპს "პალადა"; "საქენერგო რემონტი"; შპს “NEW ROAD"; "ორბი ჯგუფი" "ოზურგეთლუდი", "ვასაძის პური"; "My family", სასტუმრო "ბახმარო".; "ნატურალ თი კომპანი", "ჩვენი მარკეტი". მხარდამჭერები არიან: გურიის სამხარეო ადმინისტრაცია; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო; შინ აგან საქმეთა სამინისტრო; ენერგო პრო ჯორჯია, მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიურო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი; "ლიდერფუდი"; TBC ბანკი; ოზურგეთს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია; ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე; ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი გელა ჭანუყვაძე; ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე, ბიზმესმენი გია ... ...
  • ბახმაროში ტრადიციული დოღისთვის სამზადისი მიმდინარეობსჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღისთვის აქტიური სამზადისია. „ბახმაროს თასი 2018“-ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები იბრძოლებენ. ღონისძიების ორგანიზატორები წყაროს წყალი “ბახმარო” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი “წყალი მარგებელია“. დოღის გამართვაში მონაწილეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი მოეწყობა. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა ... ...
  • თვითმკვლელობა ოზურგეთში _ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. ჩადენილი დანაშაულის უმაღლესი სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...
  • ელჭექი, სეტყვა, წყალმოვარდნები _ როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. "18 აგვისტოს დღის ბოლოდან 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", _ ნათქვამია ეროვნული სააგენტოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ... ...
  • რა უნდა გაითვალისწინონ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმასაქართველოში ნადირობის სეზონი დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას, თან უნდა იქონიონ დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნადირობა ნებადართულია 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 15 თებერვლამდე. სამინისტროს ნორმატიულ აქტში ცვლილებაა. ხანძრების გამო, სანადიროდ ნებადართული ადგილები შემცირდა. საქართველოში, დღეისათვის, 40 000-ზე მეტი მონადირეა რეგისტრირებული. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...