ახალი დეტალები და პროკურატურის ფარული ვიდეომასალა "ციანიდის" საქმეზე

სამართალი

ახალი დეტალები და პროკურატურის ფარული ვიდეომასალა "ციანიდის" საქმეზე

8 მარ. 2017, 14:12:02

მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგები გაასაჯაროა.

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, მოცემული ეტაპისთვის ჩატარებულია ოცდაათზე მეტი მოწმის დაკითხვა, სულ ჩატარებულია ოთხმოცდაათამდე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა და ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ინფორმაციის სხვა მატარებლები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა ნაწილზე უკვე მივიღეთ დასკვნები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვისაუბროთ გამოძიების შუალედურ შედეგებზე და გავასაჯაროვოთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა შხამიანი ნივთიერების - კალიუმის ციანიდის მოძიებაში დახმარება. ამასთან ირაკლი მამალაძემ პროკურატურაში წარმოადგინა მის მიერვე ფარულად ჩაწერილი გიორგი მამალაძესთან შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა და ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული ფურცელი, რომელზეც იყო ბრალდებულის ხელნაწერი სიტყვები - „კალიუმ ციანიდი“. ირაკლი მამალაძის განცხადებით, როგორც მან შეხვედრისას გაარკვია, გიორგი მამალაძე გეგმავდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ასევე ჰპირდებოდა მომავალში არამართლზომიერ სარგებელს. ბრალდებული გეგმავდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა თანმხლებ პირებთან, მათ შორის შორენა თეთრუაშვილთან ერთად, რის გამოც  იგი ცდილობდა, სასწრაფო წესით შხამიანი ნივთიერება გერმანიაში გამგზავრებამდე შეეძინა.


ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ფაქტის სირთულის გათვალისწინებით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შემუშავდა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა გეგმა, რომლის განხორციელება დაიწყო დაუყოვნებლივ. ვინაიდან ირაკლი მამალაძემ ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და მზადყოფნა ჩართულიყო შესაბამის ღონისძიებებში, დაიგეგმა განმცხადებლისა და ბრალდებულის შეხვედრები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზანს წარმოადგენდა გამოაშკარავებულიყო ბრალდებულის რეალური განზრახვა, მიზანი, მოტივი და შესაძლო თანამზრახველები.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა ირაკლი მამალაძის ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დადასტურდა გიორგი მამალაძის მიერ შხამიანი ნივთიერების - ციანიდის შეძენის განზრახვა, ასევე ის ფაქტი, რომ იგი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას გეგმავდა ადამიანის წინააღმდეგ.  პირველი შეხვედრისას, ირაკლი მამალაძემ დეკანოზს აცნობა, რომ კალიუმის ციანიდის მოძიება განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და შესთავაზა მის ნაცვლად ნატრიუმის ციანიდის შეძენა, რომელიც აქტიურად გამოიყენება და იწარმოება საქართველოში. ბრალდებული დაინტერესდა ნატრიუმის ციანიდს ექნებოდა თუ არა რეაქცია და მიიღებდა თუ არა სასურველ შედეგს. სწორედ ამ შეხვედრისას,  4 თებერვალს - 16 საათსა და 28 წუთზე, ბრალდებულმა მისივე ტელეფონის გამოყენებით ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია ნატრიუმის ციანიდის შესახებ, რომლის მიხედვითაც გაარკვია, რომ დასახელებული ნივთიერება იყო ძლიერმოქმედი  შხამი და მისი ზემოქმედების მომწამვლელი ეფექტი ადამიანზე კალიუმის ციანიდის  ანალოგიურია. მას შემდეგ, რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ ნატრიუმის ციანიდის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო სასიკვდილო შედეგის დადგომა, ირაკლი მამალაძეს სთხოვა მისი შეძენა. ამავდროულად, საუბარში ჩანს, რომ გიორგი მამალაძე მისი ქმედებების შედეგებს უკავშირებდა გარკვეულ იერარქიულ წინსვლას, რაც გაზრდიდა მის ძალაუფლებას საპატრიარქოში და აქედან გამომდინარე ირაკლი მამალაძესაც ჰპირდებოდა „კარგ ადგილს“.


2017 წლის 6 თებერვლის შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული ელოდებოდა თანხის გამოგზავნას შეთანხმებისამებრ ირაკლი მამალაძისთვის გადასაცემად, თუმცა მათ შორის შეხვედრა აღარ შედგა და ბრალდებულმა ნატრიუმის ციანიდი  ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირისგან შეიძინა და ისე რომ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს, 10 თებერვალს მიემგზავრებოდა გერმანიაში.  
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ  ბრალდებულს წინა თვეებშიც ჰქონდა მცდელობა მომწამლავი ნივთიერება კალიუმის

ციანიდი შეეძინა სხვა პიროვნებისგანაც, რომელსაც სთხოვდა შხამიანი ნივთიერების უცხოეთიდან ჩამოტანას.
2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.


ბრალდებულის კუთვნილ “SAMSUNG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა  რომ გიორგი მამალაძე, მკვლელობის მიზნით კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა ინტერნეტ საძიებო სისტემა GooGle-ის მეშვეობით. იგი ასევე ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით. აღნიშნული ინფორმაციის მოძიებას ბრალდებული ახდენდა მისსავე სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის მეშვეობით 2016 წლის 27 დეკემბრიდან მოყოლებული სისტემატიურად. ყველა შემთხვევაში, ბრალდებული ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით.
ასევე, ირაკლი მამალაძის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილ ფურცელზე ხელნაწერით „კალიუმ ციანიდი“ ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხსენებული ხელნაწერი შესრულებულია გიორგი მამალაძის მიერ.
ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.


მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე,  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და  შენახვის ფაქტზე.
ვინაიდან, საქმეზე მოპოვებული ცალკეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არსებობდა ეჭვი, რომ გიორგი მამალაძე შესაძლოა ამზადებდა სხვა პირების მკვლელობასაც, ასევე, რომ იგი სავარაუდოდ მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად, გაძლიერებულ იქნა გერმანიაში ყოფნის დროს პატრიარქის უსაფრთხოება. აღნიშნული ვარაუდის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა აგრძელებს მუშაობას რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად, ამ ეტაპზე გასაჯაროვდა მხოლოდ ვიდეოჩანაწერების და ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი. 


ასევე გვინდა შევეხოთ ბრალდებულის დაკითხვას. შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ბრალდებულმა აქამდე დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა, იყო კრიტიკული შეკითხვები, რომელზედაც  საერთოდ უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. ის ინფორმაცია, რაც გიორგი მამალაძემ მიაწოდა გამოძიებას, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ მტკიცებულებებთან, რომლითაც დასტურდება მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტი და მათ შორის იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა. შესაბამისად, გიორგი მამალაძის ვერსია, რომ თითქოსდა ის შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, რომელიც თითქოსდა საჭირო იყო საპატრიარქოში მომუშავე ოქრომჭედლისთვის, არის აბსურდული და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ვერსიის განვითარებით იგი ცდილობს ბრალად შერაცხული დანაშაული გადააბრალოს იმ მხარეს, ვისთანაც მისივე ჩვენებით, არის დაპირისპირებული და ვის წინააღმდეგაც მიმართული იყო მისი ქმედება. ამავდროულად, ამით ბრალდებული  მამალაძე ცდილობს ბრალდების მოწმეების დისკრედიტაციას. ნათელია, რომ ბრალდებული მიზნად ისახავს წარმოჩნდეს მსხვერპლად და თავი აარიდოს მოსალოდნელ მძიმე სასჯელს. პროკურატურის მიერ ამ ეტაპზე უკვე უზრუნველყოფილია ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება და იმედს ვიტოვებთ, რომ გიორგი მამალაძე შეასრულებს პირობას და გასცემს პასუხებს გამოძიებას მის მიმართ არსებულ კითხვებზე.


საქართველოს პროკურატურამ დღეს საზოგადოებას მიაწოდა ის შუალედური შედეგები, რომელიც არ დააზიანებდა გამოძიების ინტერესებს. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ამ საქმის მიმართ არსებული განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი, თუმცა მიუხედავად ამისა, ვინაიდან გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, გვინდა ყველას მოვუწოდოთ მოთმინებისკენ, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ ვითარებაში ჩაატაროს საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე წარსდგება სასამართლოს წინაშე. ამავდროულად, პროკურატურა პერიოდულად გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ. " _ განაცხადა პროკურორმა წიკლაურმა საგანგებო ბრიფინგზე,

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

 




 ახალი ამბები
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მთავარ არხზე გასულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება 2020 წლის 6 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებებში გასულ ყოფილი პატიმრის ანონიმურ ინტერვიუს, სადაც რესპოდენტი საუბრობს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდზე და აცხადებს, რომ სხვა პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, ასევე სექსუალური შევიწროების მცდელობას. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, ისევე როგორც ყოფილი პატიმრის ბრალდება, თითქოს ეს ყველაფერი წახალისებული იყო პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან და მუქარები ყოფილი პატიმრის მიმართ დღესაც გრძელდება. ინფორმაციისთვის, ტელეკომპანიის რესპოდენტი, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს ყოფილი ბრალდებული ლ.ტ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 2020 წლის 14 თებერვალს მოთავსდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარე წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ლ.ტ.-მ დატოვა საპატიმრო. ვინაიდან N8 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს შეხება ჰქონდა მხოლოდ მის თანამესაკნეებთან და არ ჰქონია კონფლიქტი არც თანამესაკნეებთან და არც დაწესებულების თანამშრომლებთან. შესაბამისად, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მის მიმართ განხორციელებული იყო ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა, არის სრული სიცრუე. ... ...
  • "ადამიანებს სჭირდებათ სამუშაო ადგილები, გადარჩენის პროგრამა და არა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ"„ადამიანებს სჭირდებათ სამუშაო ადგილები, გადარჩენის პროგრამა და არა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაცებს თურმე დაეხმარებიან!“ _ ასე ეხმიანება, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე პრემიერ გახარიას განცხადებას, „ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილების მორიგი ერთჯერადი დახმარებების შესახებ. „თუ სახელმწიფო არ შეკვეცავს ამ ფინანსურ დახმარებებს და პირდაპირ არ შეძლებს ადამიანების დახმარებას, ეს იქნება  ისევ და ისევ ფიქცია და  ახალი 420 მილიონი აღმოჩნდება ისევ ბანკირების ჯიბეში! ანუ,  ის მოვლენები, რომლებიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს,  არ არის ფინანსური კრიზისი, ეს არის ეკონომიკური კრიზისი. ჩვენი მთავრობა კი, ამ ეკონომიკურ კრიზისის დამარცხებას, ისევ ფინანსური კრიზისთან ბრძოლის მეთოდებით   ცდილობს და იმის მაგივრად, რომ სამუშაო ადგილები შექმნან და კონკრეტული გადარჩენის პროგრამა აამოქმედონ, ისევ არიგებენ ფულს, რასაც აუცილებლად  მოყვება გარღვევა, ფასების კატასტროფული ზრდა.... სწორედ ამაზე ვაფრთხილებდი პანდემიის დაწყების პირველივე დღეს, ეკონომიკურ გუნდს და პრემიერ გახარიას, რომელიც დღეს შფოთავს, რომ ეკონომიკა თურმე ღრმა რეცესიაში შედის“, _ აცხადებს ... ...
  • „მიხვდა, რომ ძალიან აქვს „დარხეული“ და ცდილობს“ _ გურული ოპოზიცია სამთავრობო დაპირებას აფასებსმთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თვითდასაქმებულების, ბავშვების, სტუდენტების დახმარებას და კომუნალური გადასახადების დაფინანსებას ეხება, ანტიკრიზისული გეგმის მესამე ნაწილს წარმოადგენს. საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ განცხადება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გურული პოლიტიკოსები. "დავით თარხან-მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი ოზურგეთის საკრებულოში, შოთა გოგიბერიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შეჭირვებულ ადამიანებს სისტემატურად უნდა ეხმარებოდეს. „სოციალურად  შეჭირვებული ადამიანებისთვის ყველანაირ დახმარებას მივესალმებით. ზოგადად, ეს რომ უფრო სისტემური ხასიათის იყოს, საკანონმდებლო დონეზე რეგულირდებოდეს, რომ შეჭირვებული ადამიანები რეალურად იღებდნენ დახმარებებს და არ მანიპულირებდეს სოციალური სამსახური რაღაც გაურკვეველი ქულათა სისტემით, რომელსაც ვერავინ ხვდება და შემდეგ ეხსნება უამრავ ადამიანს დახმარება _ თუ ეს ნაკლოვანება იქნება აღმოფხვრილი, შეჭირვებული ადამიანები მიიღებენ დახმარებას და ეს იქნება საკითხის სისტემური გადაწყვეტა, მე ყველაფერს მივესალმები. მთავარია, ადამიანს სახელმწიფომ რაღაცაში შეუმსუბუქოს მდგომარეობა“,_ გვითხრა შოთა გოგიბერიძემ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლანჩხუთში, კახა ასკურავა  ამბობს, რომ აღნიშნული დახმარება ისევ ხალხის ფულიდან გაიცემა, თუმცა ეს ფული ნასესხებია, რაც მომავალში დიდ საგარეო ვალს განაპირობებს. გარდა ამისა, ასკურავა მიიჩნევს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, წინასაარჩევნოდ ისევე გადაირჩინოს თავი და დატოვოს მის მიერ დაარსებული პარტია ხელისუფლებაში, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა, როდესაც მიხვდა, რომ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების მოგების შანსი არ ჰქონდა და მოსახლეობა კარტოფილით და ხახვით მოისყიდა. „ამ გადაწყვეტილებასთან არც გახარია და არც თალაკვაძე კავშირში არ არიან. პოლიტიკას აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მისი თვითგადარჩენის ინსტიქტი. ეს არის დაპირებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს გასცა ადამიანების გულის მოსაგებად, უფრო სწორად მოსასყიდლად. დავიწყოთ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა მიზანმიმართული იყო, გაეღარიბებინა მოსახლეობა, რათა ადვილად  ემართა იგი.  ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკა, რადგან ღარიბი ადამიანის მართვა გაცილებით იაფი დაუჯდებოდა ივანიშვილს. რა მოხდა მმართველობის ბოლო წელიწადს? _ მოსახლეობა ძალიან გაღარიბდა, გამწარდა და ამას დაემატა კოვიდ 19-ის მიერ ისედაც დამძიმებული ეკონომიკის კიდევ უფრო დამძიმება და ჩამოშლა; მოსახლეობა ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზე მივიდა და ბიძინა ივანიშვილი უკვე მიხვდა, ის რომ ქობულეთში კიტრს და პომიდორს არიგებდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე კი _  კარტოფილს და ხახვს, ამით ვერ გავიდოდა ფონს. იმიტომ, რომ მოსახლეობა სერიოზულად გაღარიბებულია და ეტყობა, მოითათბირეს, რომ ისეთი მსუყე დაპირება უნდა გაეცათ, რომ ძალიან გაჭირვებული მოსახლეობის გული მოეგოთ. თუმცა, გამორიცხულია. ეს არის მოკლევადიანი, ერთჯერადი დაპირება, რომელსაც მოსახლეობა ხვდება და ზუსტად აცნობიერებს, რომ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, ხვალ გაცილებით უფრო დიდი გაჭირვება ელოდება, იმიტომ, რომ ფულს, რასაც ახლა არიგებს, არის მოსახლეობის ფული. მთელი უბედურება იმაშია, რომ ეს ფული ნასესხები ფულია, რომლის გადახდაც ჩვენს შვილიშვილებს მოუწევს. ეს ფული არ არის არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ ფული. ეს ფული არის ხალხის ფული, მაგრამ დოვლათით შექმნილი ფული კი არ არის, არამედ ნასესხები ფულია, რომელიც მერე აუცილებლად დასაბრუნებელი იქნება. იმხელა ვალი აქვს აღებული „ქართულ ოცნებას“ მისი მმართველობის პერიოდში, არსებობს სტატისტიკა და ვინც შემომედავება, გაეცნოს, რამხელაზეა გაზრდილი საგარეო ვალი. ნასესხებ და ბიუჯეტში ჩადებულ ფულს აძლევს ხალხს. ეს ისედაც ხალხის საკუთრებაა, მაგრამ მთელი უბედურება არის იმაში, რომ ეს არის ძალიან მოკლევადიანი, რადგან  ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ეს ქვეყანა განწირულია ეკონომიკური დეპორტისთვის, ძალიან ბევრი პირობიდან გამომდინარე. მათი სტრატეგიაა გამოართვან, ჩაიდონ ჯიბეში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს ასეთ პირობებში ცხოვრებას კიდევ 4 წლის განმავლობაში. ამასაც არ გასცემდა, უბრალოდ, მიხვდა, რომ ძალიან აქვს „დარხეული“ და მაქსიმალურს ცდილობს“,_ გვითხრა ასკურავამ. კახა ასკურავას მსგავსი მოსაზრება გააჩნია, მოძრაობა „ლელოს“ ლანჩხუთელ ლიდერს, იური კუპრაძეს. კუპრაძე ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ  „ოცნების“ პოლიტიკა მიზნად ისახავს ხალხის გაღარიბებას. პანდემიამ კი ხალხის მდგომარეობა გააუარესა. ხელისუფლებისგან ხალხის დახმარება მისასალმებელია, მაგრამ წინასაარჩევნოდ  გროშების გაცემა საქმეს ვერ უშველის და საჭიროა ძირეული ცვლილებები. „მივესალმებით ყოველგვარ დახმარებას მთავრობის მხრიდან იქნება ეს თუ კერძო ბიზნესიდან, რომელიც გააუმჯობესებს ადამიანების და ჩვენი მოქალაქეების ყოფას. მაგრამ აქ არის რამდენიმე ისეთი საკითხი, რომლის მიხედვითაც უნდა შევაფასოთ მთავრობის მოქმედება _ რატომ დღეს, აი, ასეთი დახმარება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ხელისუფლება არის წარუმატებელი. „ოცნების“ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააღატაკა ხალხი. გააღატაკა იმიტომ, რომ ეკონომიკა უკან მიდის, ხალხს შემოსავალი არ აქვს. ხალხი, უმეტესად რეგიონებში სოციალური დახმარებებით არსებობენ, ე.ი. „ოცნების“ პოლიტიკა არის ღარიბი ხალხის მართვა. კატასტროფულად არის შემცირებული ინვესტიციები 2019-2020 წლებში, გააჩერეს დიდი პროექტები. 2018-2019 წელს ჩემი ინფორმაციით, დაიკარგა 11 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა, როცა უნდა შეექმნა. რას დაპირდა გაზაფხულზე მთავრობა ხალხს. გვახსოვს 200-300 ლარიანი დახმარებები, მაგრამ ბევრ ადამიანს ეს დახმარება არ მიუღია. არ ვიცი ეს ფულის უკმარისობის, თუ რის გამო, მაგრამ ვიცი, რომ ბევრმა ვერ მიიღო. ახლა კიდევ ახალ დახმარებას გვთავაზობს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის წინასაარჩევნო ტრიუკი, გროშების ხარჯზე ხალხის მოსყიდვა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამე რასაც აცხადებენ ხალხამდე ვერ მივა. საიდან უნდა მოიტანოს ეს თანხა მთავრობა, როდესაც წლევანდელი ბიუჯეტის 45% ვალებით არის შევსებული და ამ ვალებით დახმარების გაწევა რას ნიშნავს? ჩვენს შვილებს ვუტოვებთ უზარმაზარ ვალს. 2012-ში რომ იყო მთავრობის ვალი 9 მილიონი დოლარი თუ ლარი, დღეს _ 27-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ 2400 ლარი იყო 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე დავალიანება, წელს _ 7 400-ია. მივესალმებით ყველანაირ დახმარებას, მაგრამ რის ხარჯზე ხდება ეს დახმარება? რატომ ხდება წინა საარჩევნოდ და რატომ არ გადადგმულა ერთი ნაბიჯი ეკონომიკის გასაძლიერებლად, ამიტომ გროშების გაცემა საქმეს ვერ უშველის და საჭიროა ძირეული ცვლილებები, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ და სიღატაკე დავძლიოთ“,_ გვითხრა იური  კუპრაძემ. ჩოხატაურის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე, მაია გიორგაძე კი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. „რაც კარგი გაკეთდება, მივესალმები ყველაფერს. ისიც ძალიან კარგია, რომ 200 ლარია ამ სასკოლოდ ბავშვებისთვის. ვიღაცის მშობელი უმუშევარი დარჩა, ვიღაცას 2-3 ბავშვი ჰყავს, ეს სულ არარაობას, რაღაცას ნიშნავს. თუნდაც დენის და გაზის გადასახადიც ანალოგიურია. შეიძლება ზამთრის პერიოდში ვიღაცას მეტი ჰქონდეს დანახარჯი, ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობას რაც შეღავათი გაუკეთდება, კარგია“,_ ამბობს მაია გიორგაძე. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლანჩხუთის საკრებულოში, ამირან გიგინეიშვილი, ასევე, მიესალმება ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. გიგინეიშვილი მიიჩნევს, რომ ხალხის დასახმარებლად გასაკეთებელი უფრო მეტია, მაგრამ მოსახლეობაზე, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა აისახოს პანდემიით გამოწვეული ცუდი მდგომარეობა. „მოსახლეობა არ არის კარგ მდგომარეობაში გამომდინარე ამ კორონავირუსიდან. არის  ეკონომიკური ვარდნა, რამაც ბიუჯეტის სეკვესტრები გამოიწვია, როგორც ცენტრალურის, ასევე ადგილობრივების. ყველგან, მათ შორის ლანჩხუთში მივიღეთ ბიუჯეტის შემცირება. შესაბამისად, მოსახლეობაზე, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა აისახოს კრიზისი, რაც გამოწვეულია არსებული მდგომარეობით. შესაბამისად, გადაწყვეტილება კარგია და ვფიქრობ, უფრო მეტიც უნდა ყოფილიყო“, _ ამბობს ამირან გიგინეიშვილი. ცნობისთვის, ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი ითვალისწინებს დახმარებას თვითდასაქმებულებითვის,  კერძოდ,  ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დახმარება სექტემბრამდე ჩაირიცხება. აღნიშნული ჩარიცხვებით თვითდასაქმებულების დახმარების პროგრამა სრულდება. „ერთჯერად 300-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით, მთავრობას 250 000-მა საქართველოს მოქალაქემ მომართა. ეს დახმარება 170 000-მა მოქალაქემ უკვე მიიღო. თუმცა, სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ, გადავწყვიტეთ, დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომლებმაც სრულად ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით, თხოვნა დაუკმაყოფილდეს და დაერიცხოს ეს ერთჯერადი 300 ლარი. ამით ეს პროგრამა დასრულდება“, _ გიორგი გახარია. გარდა ამისა, 17 წლის ასაკის ჩათვლით, თითოეული ბავშვი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ბავშვებისთვის სოციალური დახმარება სასწავლო წლის დაწყებისას გაიცემა. „ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი მოქალაქეები, 17 წლის ჩათვლით ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ და ეს იქნება ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში“, – გიორგი გახარია. აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის მესამე ნაწილი ითვალსიწინებს სტუდენტების დახმარებასაც. კერძოდ, პრემიერის განცხადებით, დახმარებას მიიღებენ ასევე სტუდენტები, რომლებსაც სოციალურად 150 ათას ქულამდე აქვთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ ერთი სემესტრის, 2020-2021 წელის 1 სემესტრის სრულ ანაზღაურებას და გარდა ამისა, სტუდენტები, რომელსაც სოციალურად 150 ათას ქულამდე არიან და სწავლის საფასურის გადაუხდელობის  გამო შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, სახელმწიფო დაუკომპენსირებს 1 წლის სწავლის საფასურს და ეს არის 1 225 ლარი. პრემიერის განცხადებით, ამ შეღავათით ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო ერთი წელი რთული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის. პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებში დაუფარავს. გადასახადების დაფარვა მთავრობის მიერ იგივე პრინციპით მოხდება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. „200 კვტ საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბურ მეტრ გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული“,_ განაცხადა ... ...
  • რა წერია მანქანაში აღმოჩენილ ქაღალდზე _ შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებსშსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია "გურია ნიუსმა" უწყებისგან მიიღო. "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. 2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება", _ ნათქვამია შსს-ს ... ...
  • ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში (R)პანდემიის პერიოდში ლიბერთიმ პარტნიორ კომპანიებში მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტი - ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი დანერგა, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას, ბარათით გადახდისას, საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულიც მიიღონ. დღეიდან, ეს სერვისი წამყვანი სააფთიაქო ქსელების გარდა, „ნიკორა სუპერმარკეტში“ გახდა ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით. ლიბერთის ახალი სერვისის მიზანია მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს საბანკო მომსახურებით იქ, სადაც რეგულარულად დადის. „ნიკორა სუპერმარკეტი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქსელია საქართველოში. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 242 სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 191 თბილისში, ხოლო დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი. თანხის განაღდების სერვისით სარგებლობა მარტივია - „ნიკორა სუპერმარკეტში“ მინიმუმ 5 ლარის პროდუქციის შეძენისას, სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ სუპერმარკეტის სალაროდან თანხის განაღდებაც მოითხოვონ. განაღდებული თანხა ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს. “მოხარული ვართ, რომ „ნიკორა სუპერმარკეტთან“ ჩვენი ორ წლიანი თანამშრომლობა კიდევ ერთი ახალი პროექტით გრძელდება. ამჯერად, გავერთიანდით ახალი მიზნისთვის, რომ ჩვენს მომხმარებელს სწორედ იქ შევთავაზოთ საბანკო სერვისები, სადაც ყველაზე ხშირად დადიან. ასევე, მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში გაიზარდოს გადახდის უსაფრთხო გზით სარგებლობის მოტივაცია და ნაღდი ფულის აუცილებლობის შემთხვევაში, შემცირდეს დამატებით ბანკში ვიზიტის საჭიროება. ამ პროექტში „ნიკორა სუპერმარკეტთან“ პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვინდა მადლობა გადავუხადოთ კომპანიის მენეჯმენტს და მომსახურე პერსონალს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ - ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი, გიორგი მაკარიძე „ნიკორა სუპერმარკეტის“ და ლიბერთის პარტნიორობა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში უკვე ორ წელს ითვლის. 2018 წლიდან ლიბერთის სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის, სუპერმარკეტების ქსელში 350-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე მუდმივი ფასდაკლება მოქმედებს. ერთი წლის წინ კი ნიკორა ლიბერთის ლოიალობის პროგრამის, ქეშბექის მეგობარი ობიექტი გახდა, რაც ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს აძლევს საშუალებას „ნიკორა სუპერმარკეტში“ ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას ყველაზე მაღალი ქეშბექით ისარგებლოს. სოციალური ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი ლიბერთის მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ავერსის, PშP-ს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში მთელი ქვეყნის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...