"ახვლედიანს და ხაზარაძეს ლისის ტბის განვითარებისთვის, 2,715.000.00 მლნ ლარი გააჩნდათ"

gurianews.com

სამართალი

"ახვლედიანს და ხაზარაძეს ლისის ტბის განვითარებისთვის, 2,715.000.00 მლნ ლარი გააჩნდათ"

2017 ოქტ 12 13:12:52

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ, ლისის ტბის წართმევის საქმეზე წარმოდგენილი ახალი დოკუმენტების სამართლებრივი შეფასების გამო, სასამართლო სხდომა გადადო.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე საქმესთან შემხებლობაში მყოფი ორი ახალი დოკუმენტი წარადგინა და სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა მათი საქმეზე მტკიცებულების სახით დართვასთან დაკავშირებით. კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის 2006 წლის 21 სექტემბრის წერილი, რომლითაც რამაზ ახვლედიანს ეცნობა, რომ მის მიერ მითითებული მისამართზე ქ. თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენდა 12 ლარს. სწორედ ამ წერილის საფუძველზე, რამაზ ახვლედიანმა, 2006 წლის 25 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს და მოითხოვა ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კონპლექსის 63,5 ჰა შესყიდვა, ხოლო მეორე დოკუმენტი ეხება ფაქტს, როდესაც 2005 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ს.ს. „ლისის ტბას“ საწესდებო კაპიტალის შესავსებად, ანგარიშზე ერიცხებოდა 2,715.000.00 მლნ ლარი. შესაბამისად, რამაზ ახვლედიანსა და მის ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძეს, ს.ს. „ლისის ტბის“ მეშვეობით, სრული მზაობა გააჩნდათ ერთობლივი საქმიანობის განხორციელებისთვის, თავის მხრივ, რამაზ ახვლედიანი მზადყოფნას გამოთქვამდა ლისის ტბის კომპლექსის 63,5 ჰა შესყიდვაზე და არ არსებობდა არც ერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რამაზ ახვლედიანს, თავისუფალი ნების პირობებში, უარი ეთქვა მამუკა ხაზარაძესთან საერთო ბიზნესზე და პარტნიორობაზე 

 თბილისის სააპელაციო სასამართლომ რამაზ ახვლედიანის მიერ წარმოდგენილი ახალი დოკუმენტები საქმესთან მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებად მიიჩნია, თუმცა შუამდგომლობის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება, მომდევნო სხდომისთვის გადადო. აღსანიშნავია, რომ პროცესის მონაწილე მხარეებმა წარმოდგენილ შუამდგომლობასთან მიმართებით აღნიშნეს, რომ თუკი სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევდა წარმოდგენილ დოკუმენტაციას, მათ არ ექნებოდათ განსხვავებული პოზიცია. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ მამუკა ხაზარაძის კომპანიამ „ლისი ლეიქ დეველოპმენტმა“ სასამართლოს წინაშე არ წარმოადგინა მოსალოდნელი დოკუმენტაცია, რომელიც შეეხებოდა 2017 წლის 19 ივლისს საქმეზე მტკიცებულების სახით დართული მასალების საპირისპირო არგუმენტაციას, როდესაც რამაზ ახვლედიანმა სასამართლოს წინაშე წარმოადგინა დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძესთან ერთად, ლისის ტბის განვითარების პროცესში, ცნობილ საერთაშორისო ბრენდებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე), რომლითაც არ დაკმაყოფილდა რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნები: საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულების ბათილად ცნობა რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ, ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დავის მხარეები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და მამუკა ხაზარაძის ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტია“.

 საქმის მასალებიდან დადგენილია, რომ რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ (გასაჩივრებულ) გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ შემდეგს: „საქმეში არსებული მასალების თანახმად, რამაზ ახვლედიანს სადავო ქონების საბოლოოდ საკუთრებაში გადაცემამდე, უნდა შეესრულებინა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა ამ უკანასკნელთა შესრულებამდე მან თავად განაცხადა უარი უძრავი ქონების მიღებაზე, ვინაიდან ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო შეესრულებინა კონკრეტული პირობები/ვალდებულებები“. რამაზ ახვლედიანმა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლოს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ახალი დოკუმენტაცია წარუდგინა. საქმეს ამჟამად განიხილავს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტიც".

 თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავს გიორგი ტყავაძე (თავმჯდომარე), მარიამ ცისკაძე და ნათია ქუთათელაძე. საქმეზე სხდომა 2017 წლის 14 ოქტომბერს, 14:00 საათზე განახლდება. 



 ახალი ამბები
  • ენმ-ის მარტვილის მერობის კანდიდატი: მზად ვიყავი, მონაწილეობა მიმეღო მეორე ტურშიბოლო დღეებში ჩემს მომხრეებზე, ამომრჩევლებზე, მარტვილელებზე ზეწოლის მიუხედავად, მაინც ყველანაირად მზად ვიყავი, რომ მონაწილეობა მიმეღო მეორე ტურში, _ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის მერობის კანდიდატმა, მამუკა დანელიამ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ და როდესაც გააანალიზა, ის დაეთანხმა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას. „ამ წუთებში, როცა აქ ვარ, ფაქტობრივად, ჩვენს საოლქო კომისიაში ჩვენი კომისიის წევრებს უხდებათ მორიგეობა იმისათვის, რათა როგორმე დაიცვან სიტუაცია, რომ ჩვენ ნამდვილად გადავედით მეორე ტურში, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ საკუთარ კომისიის წევრებს უჩივლა და უნდათ შედეგების გაბათილება“, _ განაცხადა დანელიამ. ... ...
  • აზიური ფაროსანას ჭამისას, შინაური ცხოველისა და ფრინველის ხორცს გემო ეცვლებარა საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი ან ფრინველი შეჭამს აზიურ ფაროსანას _ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ  ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი არ არის, მავნებელი დაავადების გადამტანი არ არის, თუმცა, სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი მადონა ჩიტაიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ  შინაური ფრინველის ხორცს გემოვნურ თვისებებს შეუცვლის. აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ის აზიანებს თხილს, ციტრუსსა და  ბოსტნეულს, ასევე, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას. მის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი მედიაკამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ დაიწყო. პროექტს ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, USAID-ის, FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ... ...
  • როგორი იქნება ჩოხატაურის ახალი საკრებულოს შემადგენლობა და ვინ გახდება თავმჯდომარეჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, არჩევნებში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ჩოხატაურის საკრებულოში პარტიული სიით "ევროპული საქართველო" 2 დეპუტატს შეიყვანს; 1 დეპუტატი ეყოლება "ნაციონალურ მოძრაობას; 2 დეპუტატით შედის საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსი"; 1 დეპუტატი ეყოლება "შენების მოძრაობას"; ხოლო 9 დეპუტატი ეყოლება "ქართულ ოცნებას." ოლქში წარდგენილი პარტიული სიებიდან გამომდინარე "ევროპული საქართველოდან" საკრებულოში შესვლა ლია ჩიგოგიძეს და მინდია დოლიძეს უწევს; "ნაციონალური მოძრაობიდან"  _ მამია ბარამიძეს; "პატრიოტთა ალიანსიდან" _  მაია კუტუბიძეს და ირაკლი ახობაძეს; "შენების მოძრაობიდან" _ გოჩა მეგრელიშვილს; ხოლო "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრები გახდებიან: ზაალ მამალაძე; ბექა გამდლიშვილი; მანანა მინდაძე; მარინე ბერაძე; დავით შარაშიძე; თემურ ხუხუნაიშვილი; მაია გიორგაძე; შალვა ჩანტლაძე და ალექსანდრე ყაჭეიშვილი. რაც შეეხება მაჟორიტარებს _ ჩოხატაურის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" 23 მაჟორიტარული ოლქიდან 21 ოლქი მოიგო _ დაბის დეპუტატი დავით ბერძენიშვილი გახდა;ბუკისციხის _ ქეთევან სიხარულიძე; ამაღლების _ ზვიად წეროძე; გოგოლესუბნის _ აკაკი ყაჭეიშვილი; გორაბერეჟოულის _ დავით ტყეშელიაძე; გუთურის _ ლაშა თოლორდავა; დაბლაციხის _ გოჩა ჯიქია; დიდივანის _ გიორგი რამიშვილი; ერკეთის _ ნატო ჩანტლაძე; ზემოხეთის _ ერეკლე უღრელიძე; ვანზ-მოლეთის _ გივი თავაძე; ზოტის _ უშანგი ართმელაძე; კოხნარის _ ენვერ ახალაძე; ნაბეღლავის _ ალექსანდრე შარაშიძე; საჭამიასერის _ ბესიკ ყენია; ფარცხმის _ შოთა ჩხიკვაძე; ქვენობანი-ბასილეთის ბუკნარის _ დავით გუდავაძე; შუა ამაღლების _ ვლადიმერ სიხარულიძე; ჯვარცხმის _ კლოდი მდინარაძე; ხევის _ ზვიად მამალაძე; ხიდისთავის _ კობა კალანდაძე. ჩოხატაურში  მხოლოდ ორ ოლქში გაიმარჯვეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა _ ზემო სურების დეპუტატი ლევან ლომინეიშვილი გახდა; შუა სურების კი იაშა შათირიშვილი. ჯერჯერობით უცნობია როგორ გადანაწილდება თანამდებობები ახალ საკრებულოში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ... ...
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს (R)საქართველოს   სასჯელაღსრულებისა   და პრობაციის   სამინისტროს   დელეგაცია   მინისტრის   მოადგილის,   ზვიად   მიხანაშვილის ხელმძღვანელობით, მიმდინარე   წლის   22-27   ოქტომბერს,   ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის   აღსრულების   საერთაშორისო   ბიუროს   (INL)  მხარდაჭერით,   „სასჯელაღსრულების   საერთაშორისო   ასოციაციის   მე-19   ყოველწლიურ კონფერენციაში“ მონაწილეობს,   რომელიც      ლონდონში   იმართება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პენიტენციური სისტემის უმაღლესი თანამდებობის პირები ერთმანეთს საინტერესო გამოცდილებას უზიარებენ. „ეს გახლავთ ძალზე წარმომადგენლობითი კონფერენცია, რომელშიც 80 ქვეყნის 800-მდე დელეგატი მონაწილეობს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებაზე საქართველო წარადგენს პრეზენტაციას ჩვენს ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე  და პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე დელეგატებს ინფორმაციას მიაწვდის,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.   აღნიშნული   კონფერენცია      სასჯელაღსრულების   სფეროში   ყველაზე მასშტაბური   ღონისძიებაა,   რომელიც   მიზნად   ისახავს   მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ახალი ტექნოლოგიების შესწავლას.  საქართველოს სასჯელაღსრულებისა   და   პრობაციის   სამინისტროს   წარმომადგენლები,  გარდა იმისა, რომ პენიტენციური სფეროს   ექსპერტებს     გააცნობენ სისტემაში გატარებულ   და   მიმდინარე   რეფორმებს, ასევე, იმსჯელებენ   მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა  და   პენიტენციური სისტემის  სარეჟიმო  პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ყურადღებას გაამახვილებენ  მსჯავრდებულთა   რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის   პროექტებსა   და   არასაპატიმრო სასჯელის დანერგვაზე.  ... ...
  • უბნის თავმჯდომარეს საყვედური გამოუცხადეს _ "შევხვდებით სასამართლოში"ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის გოგოლესუბნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ელზა სიხარულიძეს საყვედური გამოუცხადეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ ერთხმად მიიღეს. საყვედურის გამოცხადების მიზეზი "პარლამენტართა საზოგადოების" დამკვირვებლის, ფიქრია მამარდაშვილის მიერ ოლქში შეტანილი საჩივარი და ვიდეოკადრები გახდა, რომელზეც გარკვევით ჩანს, რომ ხმის დათვლის პროცესში დამკვირვებელია ჩართული: _ დამკვირვებელს _ ამ შემთხვევაში მიხო ბერძენიშვილს არ ჰქონდა უფლება ხმის დათვლაში მიეღო მონაწილეობა. თქვენ ვერ შეძელით დაგეცვათ წესრიგი. შეგეძლოთ მიგეთითებინათ ბერძენიშვილისთვის, რომელიც წლების წინ თავად იყო კომისიის თავმჯდომარე არ მიეღო მონაწილეობა ბიულეტენების დათვლაში. ამიტომაც გიცხადებთ საყვედურს, _ უთხრა სიხარულიძეს საოლქო კომიიის თავმჯდომარემ თემურ კუტუბიძემ. მისივე თქმით, მამარდაშვილის საჩივრის ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ "დაისაჯოს ბერძენიშვილი" ვერ დაკმაყოფილდება, რადგან კომისიას დამკვირვებლის დასჯის უფლებამოსილება არ გააჩნია. მამარდაშვილი ამბობს, რომ ის სიხარულიძისთვის საყვედურის გამოცხადება საკმარისი არ არის: _ გარდა იმისა, რომ ბერძენიშვილი ბიულეტენებს ითვლიდა, იქვე იდო კალამი, რაც კანონით აკრძალულია. მე ვითხოვ უბნის ბათილად ცნობას, რადგან გოგოლესუბანში არცევნები გაყალბდა მიხო ბერძენიშვილის მიერ. თქვენს ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, შევხვდებით სასამართლოში, _ მიმართა კუტუბიძეს მამარდაშვილმა. აღსანიშნავია, რომ კომისიის დღევანდელ სხოდმაზე მამარდაშვილის მიერ შეტანილი კიდევ 4 საჩივარი განიხილეს, თუმცა, არცერთი მათგანი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილეს. საოლქო კომისიაში მიმდინარე სხდომა "გურია ნიუსის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირ ეთერში ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირი საქორწინო კაბა

16 წლის კარლი ო ბრაიენის...

უჩვეულო მეგობრობა

მიესალმეთ სამ განუყრელ მეგობარს -...

ციყვების „ომი“

 კანადელი ფოტოგრაფი ანდრე მოროზოვი ონტარიოს...

სილამაზის საიდუმლო

ამქვეყნად ყველა ქალს სურს ლამაზი...

ყველაზე დაბალი მასწავლებელი

 ინდოეთის ქალაქ ჰარიანის ქალთა სკოლის...

„ლაბორატორიული ცხოველების დაცვის დღე

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების ძალისხმევით, 1979...
კარმიდამო ჩემი

ხილის ჩირის სამკურნალო თვისებები

ხილის ჩირში თავმოყრილია ნატურალური ნივთიერებები...

როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა

მედიკამენტებით მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის...

ყინულით მკურნალობა

ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ...

ფიტოთერაპევტების რჩევები

თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ...

რა რაოდენობის სითხეა აუცილებელი ბავშვისთვის

ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე...

მწვანილის სამკურნალო თვისებები

ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ...

ნატურალური თაფლი ვირუსებს ებრძვის

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის...

თავყვითელა - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში თავყვითელას იყენებდნენ, როგორც...

სიმინდის სასარგებლო თვისებები

სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან...

87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

თბილისში, დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი...

"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

კრასულა ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა, რომელსაც...