,,ალბიონი"-ს პედაგოგებს გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინეს

სამართალი

,,ალბიონი"-ს პედაგოგებს გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინეს

1 ივლ. 2020, 15:57:30

საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო სკოლა ,,ალბიონი"-ს პედაგოგებს ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.   

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა ,,ალბიონის" XI2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, ,,ნინოსხევის ჩანჩქერის" მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის" ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

ბრალდების მხარე, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა მიმართავს სკოლა ,,ალბიონი"-ს ადმინისტრაციას ვ.ქ.-სთვის პედაგოგიური საქმიანობის შეჩერების თაობაზე. რაც შეეხება ნ.ს.-ს, იგი აღარ ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

 




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში თხილის ტომრეში 800 გრამიანი ქვები იპოვეს: „გასატეხად გამოადგებათ“დღეს, დილიდან, ოზურგეთში,   ერთი კილოგრამი   თხილის ფასი ოთხი ლარია. სამიოდე დღის წინ დაწყებული ფასების განსხვავება „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ შორის, დღეს ისევ გათანაბრებულია და განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, საღ  თხილში  ყველას ერთნაირი ფასს - ოთხ ლარს უხდიან. თხილის მიმღებ პუნქტებში ჩანს, რომ თხილს ტეხენ, თუმცა როგორც მწონავები გვეუბნებიან, მხოლოდ  ხარისხის გაგება სურთ, რადგან უვარგისი თხილის შემოტყუება დაიწყეს.  ის მეთოდი კი, რაც გასულ წლებში იყო, ათი ცალი  გატეხილი თხილიდან,  საღის მიხედვით ფასის გამოყვანა,  აღარ მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით,   თხილის გატეხვის  აკრძალვას ხან მთავრობის მეთაურს მიაწერენ, ხანაც  ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს. _არ იფიქროთ,  თხილს  იმიტომ ვტეხდეთ, ფასის გამოთვლა გვინდოდეს.  ხარისხს ვამოწმერთ და კიდეც იმას,  ტომარაში ქვები და ხრეში ხომ არ ყრია. მოაქვთ ნაგავით სავსე, უხარისხო  თხილი. 800 გრამიანი ქვები, აგურის ნამტვრევბი და ხრეში  ჩაყარეს თხილიან ტომრებში.  ერთ პატარა ტომარაში, რომელშიც სულ 6 კილო თხილი იყო, მერე აღმოვაჩინეთ რომ 800 გრამიანი ქვაც იდო.  ნახევარკილოიანი ქვებიც ვნახეთ. ამას კადრულობს ხალხი, - გვითხრეს ოზურგეთში, ნინო  რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ  თხილის მიმღებ პუნქტში. „მტეხლაობა დაიწყეს და გამოადგებათ თხილის გასატეხად“ _ ზოგი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ამ უკადრისი საქციელის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვანიაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ქვეითი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა (R)საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა. დღეს ჩაის პლანტაციების წილი შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის კულტურას ინარჩუნებენ. ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია „ლაზი“, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ პლანტანციების ნაწილის რებილიტაცია მოახდინა. „ლაზი“ საკმაოდ წარმატებით ოპერირებს საექსპორტო ბაზარზე, აქ მოყვანილი ჩაის 80% ჩინეთში, ხოლო 20% ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყიდება. კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2017-2018 წლები, როდესაც პლანტაციები ჩინელმა ინვესტორებმა მოინახულეს. აღმოჩნდა რომ ჩაის ის ჯიში, რომელიც წალენჯიხაში ხარობს, ჩინეთში უკვე თითქმის აღარ არსებობს. ხარისხით გამორჩეული ქართული ჩაისთვის შორეული აღმოსავლეთის ბაზარი კარგი საექსპორტო სივრცე აღმოჩნდა. ჩინელ პარტნიორებთან ერთად „ლაზიმ“ ადგილობრივებისთვის სასწავლო ცენტრიც გახსნა, სადაც დანადგარების გამოყენებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას უზიარებენ დაინტერესებულებს. წალენჯიხაში ჩაის კრეფას აპრილიდან იწყებენ და აგვისტოში ასრულებენ. ამ პერიოდში ერთმანეთს ანაცვლებს ხელით და დანადგარით კრეფა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით.  „ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბულური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა.  ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია,“ - ამბობს გონერი სალია, „ლაზის“ დამფუძნებელი. დღეს საქართველოში ჩაის პლატაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება დანარჩენი კი რეაბილიტაციას საჭიროებს. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული ჩაის ბიზნესი ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არსებობს. როგორც ლაზიში ამბობენ, მთავარია თანმიმდევრულობა და 2-3 წელში ჩაი განსაკუთრებული მადლიერებით გიპასუხებთ. ... ...
  • ბ-ნ გია ვოლსკს საჯაროდ ვიწვევ- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთში იყრისზურაბ გირჩი ჯაფარიძე თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა განცხადება ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. „რამდენიმე კვირის წინ გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი ევროპული საქართველოს კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ქ-ნ ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული. ამავე დროს, იმის გამო რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. ამიტომ გადავწყვიტე გირჩის სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან. საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“,_ წერს ... ...
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...