ამოღებული მეხსიერების ბარათი სამ ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს _ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

სამართალი

ამოღებული მეხსიერების ბარათი სამ ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს _ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

2018 ოქტ 16 15:07:37

საქართველოს მთავარი პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.

გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი სამ ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს, რომლებიც, სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ უკვე გაასაჯაროვა 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიოფაილი, რომელზედაც სავარაუდოდ მ.ს.-ს, პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მოქალაქე დავით ცუხიშვილს შორის მიმდინარე საუბრებია ფარულად ჩაწერილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი. დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, ისევე, როგორც 11 ოქტომბრის და ასევე მეხსიერების ბარათზე არსებული მესამე აუდიოჩანაწერი, რასაკვირველია, მოითხოვს სპეციალურ საექსპერტო კვლევას, რაც უკვე დაწყებულია. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.

ამ დროისთვის, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ საქმეზე დადგინდეს სიმართლე და დანაშაულში მხილებული ყველა პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.




 ახალი ამბები
  • “საკმაოდ მძიმე იქნება აპრილი, შესაძლოა მაისის პირველი ნახევარიც” – გამყრელიძე“საკმაოდ მძიმე იქნება აპრილი, შესაძლოა მაისის პირველი ნახევარიც”, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა “ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. გამოვიყენე პრეკრიტიკული, პრეკრიზისული, კრიტიკული, კრიზისული, სხვადასხვა ტერმინოლოგია. ისაც ვთქვი დაახლოებით ათი დღის წინ, რომ შევდივართ ამ სტადიაში, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება სამწუხაროდ ეს თვე და შესაძლებელია კიდევ მაისიც, პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევებისა  იქნება”, – ამბობს გამყრელიძე. მისი თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას კი მოუწოდებს სოციალური დისტანცირების წესები დაიცვან, რადგან მისი თქმით, ამ ბრძოლაში ეს პირველი იარაღია: “შეკავების ფაზა საქართველოში მაქისმალურად ასე ვთქვათ, გაიწელა, ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება. ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის და ამ კვირის ბოლოს რასაც ვპროგნოზირებით იმაზე ოდნავ ცოტაც არის, ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს და ვნახოთ. მნისვნელოვანია დავიცვათ საგანგებო მდგოგომარეობა და თვითიზოლაცია. პირველი იარაღი ამ ბრძოლაში გახლავთ სოციალური დისტანცირება”, – განაცხადა ამირან ... ...
  • აპირებს თუ არა ჩოხატაურის მერია პრემიების გაცემასკორონავირუსთან ბრძოლის პრევენციულ სამუშაოებში აქტიური მონაწილეობის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო მოხელეების წახალისებას არ გეგმავს, _ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა. „საჯარო მოხელეების წახალისებას არ ვგეგმავთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჯერჯერობით, არავის წახალისება არ იგეგმება. ჩვენი რესურსები ახლა მაქსიმალურად მობილიზებულია ჩვენი თანამოქალაქეების სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“,_ გვიპასუხა კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი საქმიანობისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პრემიები გაიცა იმ ადამიანებზე, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციულ სამუშაოებში 24 საათის განმავლობაში იღებენ მონაწილეობას. როგორც მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტა, პრემიების გაცემა აღნიშნული თანამშრომლების წახალისებას ისახავდა ... ...
  • "რელიგიურ დღესასწაულს თვალყურს სახლიდან ვადევნებ" _ გიორგი გახარიამე, როგორც ერთი ქრისტიანი, რელიგიურ დღესასწაულს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. „მესმის, რომ ბევრს სურს, მსგავს ემოციურ და სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის საკითხი რაღაც წინააღმდეგობებზე დაფუძნებით დაპირისპირების მომენტები შემოიტანოს. მერწმუნეთ, ასე არ იქნება. ჩვენ ეკლესიასთან ერთად აუცილებლად ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს და ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესებსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის. ამისკენ მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების და მშობლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ აქაც ისეთ გამოსავალს ვიპოვით, როგორიც ჩვენს ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და დღევანდელობას შეეფერება“, - განაცხადა ... ...
  • COVID-19-ის ონლაინ ტესტირება: Mydoc.ge-ზე შეამოწმე შენი თავი კორონავირუსის რისკებზესაქართველოში სტარტაპ "mydoc"-ის მიერ შეიქმნა ტელემედიცინაზე დამყარებული პირველადი ჯანდაცვის ციფრული პლატფორმა https://mydoc.ge/, სადაც მომხმარებელს შეუძლია COVID-19-ის შესახებ ანონიმურობის სრული დაცვით შეამოწმოს საკუთარი ეჭვი, კორონავირუსით შესაძლო დაავადების შესახებ. ეს არის COVID 19-ის ტრიაჟის ინსტრუმენტი, შემუშავებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გაიდლაინების მიხედვით. საიტზე მოცემულია ზოგადი სიმპტომები და მათზე დაყრდნობით შექმნილია კორონავირუსის რისკების დადგენის ტესტი, რომელიც ადგენს შესაძლო რისკებს და ამის საფუძველზე მომხმარებელს აძლევს რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევაში. პლატფორმაზე უწყვეტად ხდება სამედიცინო ცოდნის ავტომატიზებული შეგროვება და სისტემატიზაცია. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხორციელდება სამედიცინო სამეცნიერო ლიტერატურის, კვლევებისა და პაციენტების ავადმყოფობის ისტორიის ანალიზი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის მიერ შეყვანილი მონაცემების (სიმპტომების) ღრმა ანალიზს ხელოვნური ინტელექტის სპეციალური ალგორითმების მეშვეობით.პლატფორმა ეყრდნობა მხოლოდ სანდო და კომპეტენტურ სამედიცინო - სამეცნიერო საერთაშორისო წყაროებს. მასში მონაცემები გროვდება მთელი მსოფლიოდან, ათიათასობით პაციენტის ავადმყოფობის სამედიცინო ჩანაწერებიდან. პლატფორმის მოდერირება და მართვა ხდება კომპეტენტური სამედიცინო საბჭოს მიერ, რომელშიც შედიან ევროპისა და აშშ-ს სპეციალისტები, როგორც სამედიცინო ასევე ხელოვნური ინტელექტის სფეროდან. წყარო: ... ...
  • Covid 19-ით გარდაცვლილი ქალი სარიტუალო სუფრაზე დაინფიცირდა _ ამირან გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი რიტუალურ სოფელში სუფრაზე დაინფიცირდა. მისივე განმარტებით, იმ ე.წ. კლასტერში, რომელშიც აღნიშნული ქალი შედიოდა, ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია. „ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტერს, რომელიც ჩვენს შიდა კლასიფიკაციაში მოხსენიებულია ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა. ეს ქალბატონი არს კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში რუსეთ-აზერბაიჯანიდან და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ და ასევე, რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი იმ პირველი ინფიცირებულის. ანუ ამ შემთხვევაში ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა სრულად არის ცნობილი,“- განაცხადა ამირან ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...