აპლიკანტს ნინო ჭელიძის განათლების ცენტრი გრანტის დაბრუნებას ედავება

სამართალი

აპლიკანტს ნინო ჭელიძის განათლების ცენტრი გრანტის დაბრუნებას ედავება

23 თებ. 2020, 15:14:52

აპლიკანტი, რომელიც იაპონიამ დაასაქმა და გამოცდილებას საქართველოსთვის შეიძენს, ნინო ჭელიძის განათლების ცენტრი გრანტის დაბრუნებას ედავება. აღნიშნულ ინფორმაციას  „ახალგაზრდა ადვოკატები“ავრცელებს.

"2020 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე ლეილა გოგიშვილის თავმჯდომარეობით, „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის კონკურსში გამარჯვებული ნინო ც.-ის საქმეს განიხილა. სარჩელის ავტორი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრია, რომელიც იაპონიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს სახელმწიფო გრანტის პირობების დარღვევას და მიღებული გრანტის - 53,379,36 ლარის დაბრუნებას ედავება. თავის მხრივ, სასამართლოში წარდგენილია ნინო ც.-ის შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია თანხის დაბრუნების შესახებ სსიპ განათლების საერთაშოროს ცენტრის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ცენტრისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება საქართველოში დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადებასა და ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრული პერიოდიდან ათვილის დაწყების შესახებ.

 საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნინო ც.-მა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის ფარგლებში მოიპოვა სახელმწიფო გრანტი იაპონიაში, იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო მართვისა და პოლიტიკის ანალიზის პროგრამაზე 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლებისთვის სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. გრანტის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებულია საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, გრანტის მიმღები არ დაბრუნდა ქვეყანაში, დაარღვია გრანტის ხელშეკრულება და მოეთხოვება ფინანსური პასუხისმგებლობა თანხის უკან დაბრუნებაზე.

 სინამდვილეში, როგორც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის №10-16 ბრძანება, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 28 ივლისის, აგრეთვე 2017 წლის 25 სექტემბრის "გრანტის შესახებ" ხელშეკრულება ცალსახად აწესრიგებს შემდეგს - გრანტის მიმღებს უფლება აქვს, მიმართოს საკონკურსო კომისიას სწავლის დასრულებიდან არა უმეტეს ერთი წლის ვადით ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თხოვნით. გრანტის მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების ოფიციალური დოკუმენტი. საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭება ჩაითვლება გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის მინიჭებული უცხო ქვეყანაში დასაქმების უფლების ვადის ამოწურვისთანავე.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს, ნინო ც.-მა განცხადებით მიმართა ცენტრს და მოითხოვა საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით 1 წლით, 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენა. 2018 წლის 9 ნოემბერს, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, ცენტრმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. კომისიის აზრით, ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთებოდა სამსახურეობრივი პოზიცია და ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისობა დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამის მიმართულებასთან, რაც საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის უფლების მინიჭების წინაპირობას წარმოადგენდა. 2018 წლის 18 დეკემბერს, განცხადებით კვლავ მიემართა ცენტრს და წარედგინა სრული დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა ხელთავიდან მათზე მსჯელობა. 26 დეკემბერის ცენტრის წერილში საუბარია, რომ ნინო ც.-ის განცხადება განხილვის მიზნით წარმოებაში იქნა მიღებული და იმავდროულად, მხარეს მოეთხოვა იმ ობიექტურ გარემოებებზე მითითება, თუ რატომ არ იქნა დოკუმენტაცია წარდგენილი პირველ ეტაპზე.  2019 წლის 3 იანვარს, ცენტრს კვლავ წარედგინა დაზუსტებული მოსაზრებები სამუშაო აღწერისა და შესაბამისობების თაობაზე, ასევე ობიექტური გარემოებების თაობაზე, თუმცა 9 იანვარს, ნინო ც.-მა ცენტრისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თითქოსდა: ა. ვერც დადგენილ და ვერც დამატებით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში ვერ მოხერხდა ცენტრის ინფორმირება და ობიექტური გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენა და ბ. ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა ვერ ადასტურებდა 18/12/18 განცხადებაში მითითებული შემაფერხებელი ობიექტური გარემოების არსებობას. შესაბამისად, გრანტის მიმღებს მოეთხოვა თანხის სრული მოცულობით დაბრუნება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი შემჩნეულია აპლიკანტების მიმართ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ მოქმედებებში, ნინო ც.-ის შემთხვევა კი გამონაკლის არ წარმოადგენს. იმ პირობებში, როდესაც ა. სახეზე იყო ხელშეკრულებით და პროგრამით გათვალისწინებული საჭირო დოკუმენტური მასალა, ბ. პროგრამასთან და მიღებულ განათლებასთან შესაბამისობაში არსებული საქმიანობის სფერო, უფლება-მოვალეობები და გ. სამუშაო გამოცდილების დაგროვების დასაბუთება, ცენტრს არ გააჩნდა არავითარი უფლება, სათანადო კვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების გარეშე დაეტოვებინა 2018 წლის 18 დეკემბრის ნინო ც.-ის განცხადება საზღვარგარეთ 1 წლის ვადით დარჩენის უფლების ხელთავიდან განხილვის შესახებ. შესაბამისად, სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ნინო ც.-ს მიმართ სარჩელი სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბერს წარუდგინა, ხოლო ნინო ც.-მა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შეგებებული სარჩელით 2020 წლის 9 იანვარს მიმართა. როგორც სარჩელი, ასევე შეგებებული სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი. ნინო ც.-ის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ნიკა მენოგნიშვილი წარმოადგენენ. საქმეზე შემდგომი სხდომა 2020 წლის 20 მაისს გაიმართება.

 

 




 ახალი ამბები
  • ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე: „აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში“ პროფესიული განათლების შესახებ, საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ყავლი არ გასვლია  და მისი ცვლილებისთვის ნაბიჯი ზანტად იძვრის, რასაც  თავისი მიზეზ-შედეგობრივი საფუძველიც გააჩნია.    საქართველოში,  კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“,  2010 წელს დამტკიცდა. კანონთან ერთად არსებობს საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013–2020 წლები), რომელიც არის  პროფესიული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, სადაც სტრატეგიის ზოგად და კონკრეტულ მიზნებში გამოტანილია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ა) ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა ინდივიდუალურ და ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ბ) პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა ფენისათვის, სოციალურად დაუცველი  მოსახლეობის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართვისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა, რასაც ძირითადად, მხოლოდ ზოგადი განსაზღვრის იერი აქვს. ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან,  ჩვეულებრვი მოვლენა იყო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან,  ძირითადად, მოსწავლეთა სუსტი ნაკადის გადინება პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში  ან  პირიქით, საკმაოდ კარგი მოსწავლის და უფრო მეტად კი მისი მშობლების უპირობო სურვილი იყო, სწავლის გაგრძელება ასეთ სასწავლებელში მხოლოდ ხელსაყრელი, უმეტესად კი ხუთოსნის  ატესტატის „დათრევის“ მიზნით, რომ შემდეგ გაადვილებულიყო გზა უმაღლესი სასწავლებლისკენ. ეს მიდგომა გაბატონებულ მენტალობად, სტერეოტიპად  მრავალი ათეული წლის მანძილზე იმდენად იყო ჩამოყალიბებული, რომ მიუხედავად ძირეული სახელმწიფოებრივი ცვლილებებისა, პოსტსაბჭოთა ეპოქაშიც ინერციით  სვლას  განაგრძობს და ამჯერდ პროფესიულ კოლეჯებში სერთიფიკატის ძებნის პროცესში გადაიზარდა. უფრო ნაკლებია სურვილი,    პირს  ჰქონდეს პროფესიაში მაღალი  კვალიფიკაცის დამადასტურებელი მოწმობა. და მაინც ჩვენ მოგვიწევს ძველი და ახალი, პოსტსაბჭოთა პერიოდის  შხედულებების, მიდგომების და პრინციპების გაანალიზება, მიმოხილვა და მათზე დაყრდნობით იმის განჭვრეტა, რა არის საჭირო, რომ მენტალობად ქცეული შეხედულებები პროფესიული განათლების შესახებ, თანდათან უკუგდებულ იქნეს და დამკვიდრდეს  პროფესიული განათლებისკენ მოტივირებული ლტოლვა, რომლის გარეშეც ასე ნანატრ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ! დღეისთვის საგანგაშოა ისეთი პროფესიების სიმცირე, როგორიცაა ვეტერინარი, აგრონომი, მეფრინველე და ასე შემდეგ, რაც ჰაერივით სჭირდება ჩვენს რეგიონებს. (ამ შემთხვევაში გურიაზე ვსაუბრობთ, სადაც უკვე აგრონომებს და ვეტერინარებს  თითზე ჩამოსათვლელადაც ვერ ნახავთ). როგორია პროფესიული განათლების მიღებისთვის იდეალური მოწყობა? რა სამუშაო ტარდება როგორც არსებული  შეხედულებების შესაცვლელად უკეთესობისკენ, ისე აუცილებელი მაღალი პროფესიული განათლების მისაღებად? თუ მოვუსმენთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მიაჩნიათ რომ კომუნისტურ ეპოქაში მაინც ბევრად უფრო უკეთ იდგა პროფესიული განათლების საკითხი და დღეს უმჯობესი არაფერი შეუქმნიათ.  მათი აზრით, თუ დღევანდელობას ვინმე კარგი სპეციალისტი  შემორჩა, გასაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, ვეტერინარიასა თუ   სამშენებლო საქმეში,  საბჭოთა პერიოდში  მომზადებული სპეციალისტებია. _რომ დასჭირდეს საქმეს, ჩაის რეაბილიტაციაზე რომ გაიძახიან ყოველ დღე,  ჩაის საკრეფი მანქნის სპეციალისტები გვყავს?   რაიონში არსებობდა სპეციალური პროფსაწავლებელი, სადაც მაღალკვალიფიციურ კადრებს ამზადებდნენ. საგანგებოდ ისწავლებოდა ჩაის საკრეფი ტრაქტორის  მძღოლის პროფესია, არ იყო ადვილი და ყველა  ტრაქტორისტი ვერ დაჯდებოდა ამ საკრეფ ტრანსპორტზე.  წარსულის გამოცდილების ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება. არსებობდა ძვირფასი ლიტერატურა, რომელიც დღესაც  ხელმისწავდომია და უნდა გადახედონ.  უცხოეთი კარგია და იქ მიღებული განათლების ან იქედან გადმოღებული გამოცდილების გარეშე წინ ვერ წავალთ, თუმცა,  მხოლოდ უცხოურითაც ვერ წავალთ წინ, ესაა ჩემი რჩევა. განსაკუთრებით უნდა იქნეს გათვალისწინებული კიდევ ერთი რამ- საბჭოთა პროფსასწავლებელს გააჩნდა საცხოვრებელი კორპუსი, მოსწავლეები უზრუნველყოფილი იყვნენ ოთხჯერადი კვებით და ბინით. დღეს საკმაო გასაჭირია, ძალიანაც რომ სურდეს,  სამგზავრო ფულის გადახდა ყოვედღიურად,  ნებისმერ ოჯახს გაუჭირდება, რომ შვილი სასწავლებელში გამოუშვას.  არადა, სოფლის ახალგაზრდობა პროფესიას უნდა დაეუფლოს. სხვანაირად საქმე არ გამოვა- გვეუბნება პროფესიით ეკონომისტი, პენსიონერი მზია თავართქილაძე, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მეურნეობებსა და კოლმეურნეობებში. _პროფესიული განათლების მიმართ დამკვიდრებულ შეხედულებებს მხოლოდ სურვილი ვერ შეცვლის  ან კარგ სპეციალისტებს კარგი  შენობა-დანადგარები ვერ მოგვცემს. აშენდა და მოეწყო ბევრი კარგი კოლეჯი, თუმცა,  აუცილებელია  პრობლემის  კარგად გააზრება, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, _ გვეუბნება წარმატებული გურული  ფერმერი დავით თენიეშივილი, _ იქ,  სადაც დაწყებითი  (ოთხი კლასი) განათლების შემდეგ ხდება არჩევითობის პრინციპით მიდგომა და  სპეციალიზირებულ სკოლებში პროფესიების გაძლიერებული სწავლება ყალიბდება და ასეა ეს ყველა წარმატებულ ქვეყანაში, კარგ სპეციალისტს რა დალევს?  მცოდნე, კვალიფიცირებული პედაგოგი კარგად ერკვევა და ხვდება, რა მონაცემები აქვს ბავშვს იმთავითვე. ამის შემდეგ ხდება მოსწავლის დაინტერესება, მოტივირება თავისი სურვილის და მონაცეების შესაბამისად. ჩვენთან ასეთი მიდგომისგან შორს ვართ.  ჩვენს ქვეყანაში დღეისთვის მოსწავლეს მეცხრე კლასიდან სთავაზობენ პროფესიის არჩევის შანსს. ამ დროს ასაკის და არაერთი სხვა ფაქტორის გამო, „მისი გონება სხვაგან ქრის“.  ამიტომ სახელწიფომ პირველ რიგში უნდა გააკეთოს კოლეჯი,  რეგიონულ მოთხოვნებზე დაყრდნობით. რა სჯობს იმას, რომ ხელოვნებისთვის, ჩვენი ფოლკლორისთვის სერიოზული ფინანსებია გამოყოფილი, თუმცა, ასეთივე მიდგომა უნდა იყოს პროფესიული განათლების დასამკვიდრებლად და განსამტკიცებლად. პროფესიული დაოსტატება უნდა მოხდეს პრაქტიკულ გარემოში, რის სრული ფუფუნება არ აქვს პროფესიულ კოლეჯს. აუცილებელია თანაბარი თეორიულ-პრაქტიკული სწავლება  დამკვიდრედეს იმ გარემოში, სადაც ვართ. სახელწიფომ უნდა ააშენოს კოლეჯი რეგიონული განვითარებისთვის, სადაც  პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, უწყვეტად ვასწავლით  თეორიაც! მეტ-ნაკლებობა არ უნდა იქნეს. შემდეგ კი სასწრაფოდ გავუშვებთ უცხოეთში უკეთ განვითარებისთვის. ეს იქნება ზედნაშენი განათლება, რომლით შეიარაღებული ახალგაზრდა სპეციალისტი  ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და კონკრეტულ  რეგიონს. ვიმეორებ, კატასტროფაა - არ გვყავს ვეტერინარი და აგრონომი. კონკრეტულად გურიის მაგალითზე კი, რეგიონი უამისოდ განვითარდება? გვექნება რაღაც სტიქიური, ნაკლებშედეგიანი  შრომა.  ახლა გვაქვს  მოცემულობა_ თურქეთიდან რომ არ შემოჰქონდეთ, თუნდაც აგრარული პროდუქცია, ჩვენი ბოსტეულითაც ვერ დავაკმაყოფილებთ ელემენტარულ საბაზრო მოთხოვნას. იქნება ნამდვილი შიმშილობა. ესაა სიმართლე.  მართალია, მთავრობა ცდილობს, მიღებულია კანონი პროფესიული განათლების შესახებ, თუმცა მაინც უფრო ფორმალურობასთან გვაქვს საქმე. ამიტომა არის  სასწარაფო პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის შეცვლა. გლობალური  საკითხია ეს და  ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე. აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში, _ საკმაოდ ლოგიკურ ანალიტიკას გვთავაზობს დავით თენიეშვილი. კოლეჯ „ჰორიზონტის“  დირექტორის,     ნანა ჯოლიას აზრით, გურიაში  პროფესიული განათლების საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე დგას და მისი პრესტიჟის კიდევ უფრო ასამაღლებლად გამუდმებით იღწვიან. _პროფესიული განათლების მიმართ დაინტერესება იზრდება და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ადამიანებმა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა რომ შეწყვიტეს   ან დაასრულეს სწავლა და კონკრეტული პროფესიის მისაღებად ჩვენთან მოვიდნენ.  ასევე შრომის ბაზარი უკვე ითხოვს კვალიფიციურ კადრებს, რომლის მომზადებაც უკვე ჩვენ არ გვიჭირს. გვაქვს მატერიალურ-ტექნიკურად კარგად აღჭურვილი ბაზა. ადგილობრივი ბინესმენები თუ უცხოელი ინვესტორები უკავშირდებიან ხელისუფლებას და ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ იმ პირობითაც, რომ ჩვენ პროფესიაში კარგად მოზადებულ კადრებს მივაწვდით. ქალბატონმა ნანამ მოიყვანა მაგალითი, რომ როცა ოზურგეთში უცხოელმა ინვესტორმა სამკერვალო ფაბრიკა გახსნა, კადრები კოლეჯიდან მიიწვიეს. საინტეესო საკითხია ე.წ.  სასკოლო პროექტები, იგივე პროფესიული უნარების განვითარება სკოლებში, რომლის დანიშნულებაა, უფრო სწორად ძირითადი გამოწვევაა მეტი პროფორიენტაცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება თითოეულ ადამიანს პროფესიული განათლების შესახებ. _ამ საქმეს  ჩვენი კოლეჯი აკეთებს. გვაქვს ეს პროექტი, რაც ეხმარება ახალგაზრდას, არ დაკარგოს დრო პროფესიის არჩევაში. ჩვენ სკოლებში ჩვენი აღჭურვილობით შევდივართ. ეს არის მოკლე, მაგრამ საფუძვლიანი კურსი, ადგილზე ნახოს, ისწავლოს, დააკვირდეს მოსწავლე ამა თუ იმ პროფესიას. აირჩიოს,  რა უნდა და თუ სურვილი ექნება, გააგრძელოს სწავლა კოლეჯში, _ გვითხრა ქალატონმა ნანა ჯოლიამ. პროფესიული განათლების შესახებ შეხედულებებსა და მის მნიშვნელობაზე ხაზგასმას მეტ-ნაკლები აზრობრივი დატვირთვით ახდენენ   კონკრეტული მოქალაქეები, წარმატებული ფერმერები, უფროსი თაობის ადამიანები თუ კონკრტულად ამ სექტორში დასაქმებული რიგითი თუ ხელმძღვანელი პირები. თუმცა, როგორც გამოიკვეთა,  პროფესიული განათლების მიმართულებით, გამორჩეულად  უტყუარი ალღო მაინც გამოცდილ ფერმერებს გააჩნიათ. ამიტომ  ძალზე უპრიანი იქნება მათი აზრის გათვალისწინება პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ცვლილებებისას, რაც გლობალური საკითხია და ბუნებრივია,  მისი ხელაღებით და უცებ  ფორმირება არ ... ...
  • ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლთან მოქალაქემ შველი იპოვაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავი​დან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა. შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში ... ...
  • „ვიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც“„ვიბრუნებთ აფხაზეთს,ვიბრუნებთ სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც",_ ამის შესახებ ქართველი წინასწარმატყველი,  ლელა კაკულია მის ახალ ვიდეო მიმართვაში აცხადებს. აღნიშნული ვიდეო მიმართვა ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ... ...
  • „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ"- აშშ-ის საელჩოდღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება: „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს. დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ ... ...
  • გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას ცდილობს„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია ერთი ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით, შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს",_ ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, გააკეთა. გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობა დიდი უზნეობაა და სწორედ ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. „სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?