„არ პასუხობს სტუდენტების მოთხოვნებსა და საჭიროებებს“ _ “ახალგაზრდა ადვოკატები“

სამართალი

„არ პასუხობს სტუდენტების მოთხოვნებსა და საჭიროებებს“ _ “ახალგაზრდა ადვოკატები“

2018 ნოე 14 18:55:00

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხრიდან სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხზე, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამინისტროს პოზიცია არ პასუხობს მთავრობის პოზიციას განათლების რეფორმის პრინციპებსა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფაზე, არ პასუხობს სტუდენტური საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭირობებს და აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

 ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები და მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) - ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“.

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 1 ოქტომბრის წერილში, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობიდან სულ ცოტა ხნის წინ მიიღო, აღნიშნულია შემდეგი: „აღნიშნული საგადასახადო შეღავათის შემოღების შემთხვევაში, დამქირავებელ მეწარმეს (საგადასახადო აგენტს) ეძლევა შესაძლებლობა შეიმციროს სახელფასო ხარჯი, იმგვარად, რომ დაქირავებულ სტუდენტს ხელფასი არ გაუზარდოს, რის გამოც შესაძლებელია ამ შეღავათით ფაქტობრივად ვერ ისარგებლონ იმ პირებმა, ვისთვისაც ის არის დაწესებული. არასწორია შეღავათის დაწესება ასაკობრივი ნიშნით და ბუნდოვანია საგადასახადო ადმინისტრირების განხორციელების მექანიზმები. კანონპროექტის მიღება შეამცირებს საგადასახადო შემოსავლებს, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტებზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ უკვე დაწესებულია გარკვეული შეღავათები, კერძოდ სტიპენდია გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია განსახილველი პროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება“ - ნათქვამია სამინისტროს წერილში, რომელსაც ხელს იურიდიული დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, გიორგი თინიკაშვილი აწერს.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიმართ, სამინისტროს პოზიციას აქვს ალტერნატიული აზრი და საკითხი უნდა გადაწყდეს ინსტიტუციური თვალსაზრისით. სამინისტროს, რომელიც ახორციელებს გადასახედების ადმინისტრირებას, შესაძლებლობა აქვს, პირს, რომელიც დააკმაყოფილებს საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, წლის განმავლობაში, დაუქვითოს საშემოსავლო გადასახადი, ხოლო წლის ბოლოს, მას განცხადების საფუძველზე დაუბრუნდეს საშემოსავლო გადასახადის სახით დაქვითული თანხა. აღნიშნული ფინანსური მოდელი საქართველოს საგადასახადო სისტემისათვის არ არის უცნობი და ამ ფორმით, ადმინისტრირების შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადების სამიზნე ჯგუფთან დაკავშირებული რისკი სრულად იქნება აღმოფხვრილი. სტიპენდიის გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისაგან არ არის ორგანიზაციის მიერ პარლამენტისათვის შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული შეღავათების საპირწონე, ვინაიდან სტიპენდიას იღებს სტუდენტთა განსაზღვრული რაოდენობა, ხოლო საკანონმდებლო წინადადება გაზიარებისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, საშეღავათო პირობა შეეხება ყველა სტუდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს შეთავაზებული ცვლილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სწორედ ასაკობრივი ნიშნით შეღავათის დაწესება წარმოადგენს კანონპროექტის მნიშვნელოვან ღირსებას, ვინაიდან თავიდან იქნეს არიდებული შეღავათით ბოროტად სარგებლობა. რაც შეეხება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას, საქართველო, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, ამ თვალსაზრისით ევროპული ქვეყნების პრაქტიკას უნდა ამკვიდრებდნეს, სადაც მსგავსი მოდელი წარმატებით, უფრო მეტი სიკეთისა და უფლების სასარგებლოდ გადაწყდა. შესაბამისად, სახელმწიფომ სხვა ფუფუნების საგნებზე უნდა თქვას უარი და არა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხორციელებით მიუთითოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დანაკარგებზე. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს მთავრობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საკანონმდებლო წინადადების განხილვამდე, მთავრობის, სამინისტროს, პარლამენტისა და ავტორი ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრის ორგანიზებას მოითხოვს, სადაც მოხდება საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით არსებული  რისკების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის გზებზე შეჯერება და პოზიციათა დაახლოება. სამინისტროს პოზიცია მას შემდგომ გახდა აქტუალური, რაც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი სრულად დაუჭირა და გაიზიარა სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან  გათავისუფლების საკითხზე, ორგანიზაციის დასაბუთება. 

ცნობისთვის: ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით 2018 წლის 28 მარტს მიმართა, 2018 წლის 12 სექტემბერს გაიმართა საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში, რომელმაც წინადადებას მხარი სრულად დაუჭირა. დღეის მდგომარეობით, შემდგომი განხილვისთვის, წინადადები გადაგზავნილია საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, რომელიც საკითხზე წამყვანი კომიტეტია. ინიციატივა სარგებლობს სტუდენტური საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით და ორგანიზაცია წინადადების განხილვებს აგრძელებს სხვადასხვა უნივერსიტეტში პრეზენტაციების მომზადების გზითაც.




 ახალი ამბები
  • „პრინციპი ძალაშია _ოპოზიციას დესტაბილიზაცია ნებისმიერ ფასად სურს“_ საყვარელიძე„ოპოზიცია არეულობის მოწყობას გეგმავს. ფიქრობთ, ამ აქციას სხვა ფუნქცია გააჩნია?! გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქციის ჩასატარებლად  ისეთი ადგილი შეარჩია, საიდანაც  სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩაშლას შეეცდება“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.  მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა ნებისმიერ ფასად სურთ. „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი პარტიის წევრებს მოძღვრავს, რომ „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. აღნიშნულის გაკეთება სააკაშვილსა და მისი პარტიას წევრებს იმიტომ სურთ, რომ ხელისუფლება გააღიზიანონ და ძალის გამოყენებამდე მიიყვანონ. პრინციპი, რომ ოპოზიციამ ნებისმიერ ფასად დაიწყოს დესტაბილიზაცია, ძალაში რჩება, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს“, _ აღნიშნა საყვარელიძემ. გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ აქცია, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად,  16 დეკემბერს თელავში ... ...
  • ავარიის შედეგად ლანჩხუთში მეოთხე კლასის მოსწავლე დაშავდალანჩხუთში,  ცენტრალური ავტომაგისტრალის სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე დღეს, ნაშუადღევს  მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი  ქუთაისშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო გიმნაზიის მეოთხე კლასის მოსწავლეს,  რომელიც მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, გზის გადაკვეთისას  დისტრიბუციის მანქანა დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედიკოსები ამბობენ, ავარიის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო აუცილებელი გახდა რეანემობილით მოზარდის ქუთაისში ... ...
  • ქვემო ქართლში გარემოს დაბინძურების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა მეორე შეხვედრა გამართა11 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებულმა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა („საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები“), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად გამართა რიგით მეორე გასვლით სამუშაო შეხვედრა კომპანია RMG-ის (RMG Copper და RMG Gold) წარმომადგენლებთან. სამუშაო ჯგუფის წევრები კომპანიაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ქვემო ქართლში კერძოდ ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში კომპანია RMG-ის საქმიანობის შედეგად გამოწვეული გარემოს დაბინძურების მაღალი დონის, მოსახლეობისა და საზოგადოებრვი ჯგუფების აქტიურობის ფონზე 2018 წლის გაზაფხულზე კომპანია RMG-ის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გარემოს დაცვითი ღონისძიებების როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ვალდებულებები დაეკისრა. დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების უმეტესობა წყალდაცვით ღონისძიებებს უკავშირდება. 2018 წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის შემდგომ შეიქმნა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი. რომელიც შედგება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან: „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები“. მათი მუშაობის შედეგად შედგა რიგით მეორე გასვლითი სამუშაო შეხვედრა მომპოვებელი კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების კუთხით. ტერიტორიაზე დაწყებული პროექტების დათვალიერებისას, სამუშაო ჯგუფის წევრებს, „საყდრისის კომიტეტიდან“ ჰქონდათ შენიშვნები და კითხვები: „ჩვენ არ დავუშვებთ რომ კომპანიის აქტიურობა გარემოსდაცვითი მიმართულებით იყოს მხოლოდ ერთჯერადი ან ფასადური კომპანიამ მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს.“ საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის განცხადებით: „ჩვენ უკვე მეორედ ჩამოვედით სამუშაო ჯგუფის ფორმატში გარემოდაცვითი მიმართულებით შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე გასაცნობათ. უნდა ითქვას რომ სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს თუმცა ამ ეტაპზე მათ ეფექტურობაზე საუბარი ნაადრევია. შედეგიანობის შეფასებას მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ თუ შევძლებთ. შესრულებული თუ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას რა თქმა უნდა ჩვენ გაგვიჩნდა კონკრეტული კითხვები და მას აუცილებლად დავსვათ უახლოესს ხანში პარლამენტში სამუშაო ჯგუფისა და არემჯის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. სადაც ასევე ვისაუბრებთ ჯგუფის მომავალ აქტივობებზეც. რაც მთავარია ჩვენ არ დავუშვებთ რომ კომპანიის აქტიურობა გარემოსდაცვითი მიმართულებით იყოს მხოლოდ ერთჯერადი ან ფასადური კომპანიამ მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს". „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო -კვლევითი პლატფორმის“: „ვიმედოვნებთ სახელმწიფო კონტროლით და ჩვენი რეკომენდაციებით კომპანიია ბოლომდე მიიყვანს ყველა ვალდებულების შესრულებას. დათვალირებებისას წაქრმოქმნილი შეკითხვები, კომენტარები, პრეტენზიები და პრობლემურ საკითხები კომპანიას უახლოეს მომავალში წარედგინება.“ პლატფორმის წარმომადგენლის, ნიკოლოზ წიქარიძის განცხადებით: „რიგით მეორე მონიტორინგის შეხვედრა გაიმართა RMG-ს საწამოში, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენი ხდევები სასარგებლო წიაღისეულის ათვისებასთან დაკავშირებით, ეფუძნება მწვანეთა მსოფლმხედველობას, შესაბამისად რადიკალურად განსხვავდება საქართველოში ამ დარგში დღეს არსებული სახელმწიფო ეკონომიკური ხედვებისგან, ასევე კომპანიის პოზიციებისგან, თუმცა ვინაიდან დღეს დაბინძურების საკითხი გაცილებით მწვავედ დგას, სამუშაო ჯგუფში ჩვენი ჩართულობის მთავარ მიზანს წარმოადგენს კომპანიის იძულება მინიმუმამდე დაიყვანოს დაბინძურება რეგიონში. დათვალიერების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია დაწყებულ სამუშაოებს აგრძელებს, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა დაბინძურების აღმოფხვრისათვის მნიშვნელოვანი არცერთი ღონისძიება დასრულებული არ არის, შესაბამისად სანამ პირწმინდად არ იქნება შესრულებული უკლებლივ ყველა ვალდებულება და არ გამოიცდება ყველა დანადგარი, მანამდე ნაადრევია საუბარი ღონისძიებების ეფექტურობაზე და დაბინძურების აღმოფხვრაზე. ვიმედოვნებთ სახელმწიფო კონტროლით და ჩვენი რეკომენდაციებით კომპანიია ბოლომდე მიიყვანს ყველა ვალდებულების შესრულებას. დათვალირებებისას წაქრმოქმნილი შეკითხვები, კომენტარები, პრეტენზიები და პრობლემურ საკითხები კომპანიას უახლოეს მომავალში წარედგინება. ასევე საზოგადოებისთვის წარსადგენად მომზადდება ანგარიში.“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით კი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს კომპანიის საქმიანობას, გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით. „მისასალმებელია, რომ კომპანიის მხრიდან საქმიანობა დაწყებულია და სამინისტროს მიერ დაკისრებული ვალდებულებების პროგრამით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს. ეს არის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს, კომპანია “RMG“-ს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სწორი თანამშრომლობის შედეგი. ახლო მომავალში პარლამენტში გვექნება რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, სადაც უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში ვისაუბრებთ თუ რა კეთდება და როგორი ეფექტი ექნება ამას გარემოს დაცვის კუთხით. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს კომპანიის საქმიანობას გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით“, - განაცხადა კახა კუჭავამ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, წლის ბოლომდე გეგმავს საქართველოს პარლამენტში ღია სამუშაო შეხვედრას კომპანიის წარმომადგენლებთან, ასევე მოწვეული იქნება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მოხდება კომპანიის მხრიდან გაწეული სამუშაოების შეფასება. შეხვედრის შემდეგ სამუშაო ჯგუფი მოამზადებს და გაასაჯაროვებს 2018 წელს სამუშაო ჯგუფის საქმიანობისა და მონიტორინგის შედეგების შესახებ ... ...
  • ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „ოცნებაში“ საკადრო ცვლილებები დაიწყებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ მმართველ პარტიაში ახალი სახეები გამოჩნდებიან. კობახიძე არ აკონკრეტებს, ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება და ვინ შემოემატება მმართველ პარტიას, თუმცა აღნიშნავს, რომ გუნდის განახლება აუცილებელია. „აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი გუნდის განახლება, გაჯანსაღება, ახალი სისხლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის შედეგებს სათანადო დროს,  ქართული საზოგადოება იხილავს. ბოლოო ჯამში, მთავარი არის ის, რომ მმართველობის თითოეულმა რგოლმა სათანადოდ იმუშაოს. ხარვეზსა და ჩამორჩენას ჩარევა სჭირდება“, _ აღნიშნა ... ...
  • „ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ“_ ოპოზიცია აქციის ჩასატარებლად ემზადება“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაზე  „გურია ნიუსთან“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში დაანონსებული აქციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უარის თქმის მიუხედავად, ოპოზიცია საკუთარი დღის წესრიგით იმოქმედებს და აქციის ჩატარების ადგილმდებარეობას თავად განსაზღვრავს. „თელავის ცენტრალურ ხელისუფლებას სურს, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს მშვიდობიანი აქცია, როლის ჩატარებას ვგეგმავთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომის მიხედვით ვიმოქმედებთ. აქციის ადგილმდებარეობის შეცვლა დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე და საჭიროებაზე, რომელსაც გარემოება მოითხოვს“,_ აღნიშნა ქარდავამ.   _ კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ოპოზიციის მიერ დაანონსებული მშვიდობიანი აქცია „ძალა ერთობაშიას“ მომხრეებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს?_ ქარდავა გვპასუხობს, რომ აღნიშნულის პროვოცირებას  საქართველოს ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუწყოს. „ქართული ოცნებას“ მომხრეები არ ჰყავს, ჰყავს მხოლოდ აქტივისტები. „გაერთიანებულ ოპოზიციას“  მომხრეები გვყავს. არ ვისურვებ, რომ დაპირისპირება მოხდეს და ამის პროვოცირებას ხელი საქართველოს ხელისუფლებამ შეუწყოს. მათთვის იქნება საზიანო თუ ასეთ სისულელეს ჩაიდენენ“,_ აღნიშნა ქარდავამ.  16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციას ... ...

არქივი

ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...