"არჩევნები მოაგებინეს და ახალ საქმეს „უკერავენ“_ ლანჩხუთელების თანადგომა გია თვალავაძეს

სამართალი

"არჩევნები მოაგებინეს და ახალ საქმეს „უკერავენ“_ ლანჩხუთელების თანადგომა გია თვალავაძეს

2018 დეკ 11 17:09:20

საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის ოთხ დეკემბერს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნ.ჯ. დააკავეს, რომელსაც სასამართლომ მოგვიანებით პატიმრობა შეუფარდა.

სუს-ის ინფორმაციით, აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსის, გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნ. ჯ-ს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

ქრთამის აღების ფაქტთან გია თვალავაძის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. 

„მე ვიცავ ბრალდებულ გია თვალავაძეს, რომელსაც სულ ახლახანს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდა სრულიად უკანონო პატიმრობიდან. შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ გია თვალავაძეს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო რაიმე სახის ქრთამის აღების ფაქტთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, სარგებლობს ძალიან კარგი რეპუტაციით და არასდროს არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა.

როგორც ჩანს, ადგილი აქვს მცდელობას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ გია თვალავაძეს როგორმე შეუკოწიწონ ახალი საქმე და წაუყენონ ბრალდება ქრთამის აღების მუხლით. ნებისმიერი მსგავსი მცდელობა იქნება წარუმატებელი, ვინაიდან შეუძლებელია ადამიანს დაუმტკიცო იმ დანაშაულის ჩადენა, რომელთანაც მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი, კარგად ვიცნობ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მისგან ქრთამის აღებას ადასტურებს. იმდენად არარეალურია გია თვალავაძისთვის ქრთამის აღების დაბრალება, ბრალდების მხარის მხრიდან მისი ამ დანაშაულთან დაკავშირების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება.

დაცვის მხარე აუცილებლად არგუმენტირებულ პასუხს გასცემს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას და ყველა ნათლად დაინახავს გია თვალავაძის სიმართლეს.

კანონის ფარგლებში გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს და არ დავუშვებთ უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის დასჯას", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე და  სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გია თვალავაძის დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნევს.

სუს-ის მიერ ზემონახსენებ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება გია თვალავაძის კიდევ ერთი ადვოკატი ლალი აფციაური.

„პროკურატურა და ჟურნალისტებო!!! გია თვალავაძის მიმართებაში უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს?? თუ აღკვეთის შეცვლის საფასურად მიღებული ჩვენებები მიგაჩნიათ მტკიცებულებად??? არ გამოვა უდანაშაულო ადამიანის დასჯა!!!
ოცნებაააააააააა... ოცნებაააააა!!!!! ჯანმრთელობა შევწირეთ უსამართლობასთან ბრძოლას!!!! არაფრის დათმობას არ ვაპირებ!!!!“-წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლალი აფციაური.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...