ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2017 მარ 29 16:17:12

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობასა და მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევაში, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ასევე ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გოგიტა ჩქოფოია დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-მუხლის პირველი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით.
უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაჩამორთმეული გოგიტა ჩქოფოია, 2016 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ექსპლუატაციის წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა ავტომობილს. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრზე, სოფელ ოკამთან მოძრაობისას მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გოგიტა ჩქოფოიამ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა, რის შედეგადაც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ბეტონის ზღუდეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა გოგიტა ჩქოფოია სასამართლო განჩინების საფუძველზე 20 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 381-მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) და 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ასევე ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.
"ბრალდებული არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და ცდილობდა გამოძიების შეცდომაში შეყვანას. იგი განმარტავდა, რომ საჭესთან ის არ მჯდარა და ავტომანქანას ავარიის შედეგად გარდაცვლილი პირი მართავდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ გოგიტა ჩქოფოია სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე სამი წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება", _ აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.




 ახალი ამბები
  • რა გავლენას ახდენს დედის ტირილი ნაყოფზეორსული ქალბატონები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაანაწყენოთ. გარეგანი ფაქტორები გავლენას ახდენს ჰორმონალურ ცვლილებებზე და განწყობაზე. ამიტომ, საინტერესოა, რას იწვევს დედის ტირილი ნაყოფზე. ბავშვი მჭიდროდ არის დაკავშირებული დედასთან. ოცდამეცხრე კვირიდან ბავშვს უკვე განვითარებული აქვს შეგრძნების ორგანოები. განარჩევს სუნს, გემოს, გრძნობს სივრცეს მის გარშემო. დედა და ბავშვი ერთმანეთთან დაკავშირებულია როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. როცა დედას უხარია, სისხლში გამოიყოფა ენდორფინი და ბავშვის განწყობაც საშვილოსნოში უმჯობესდება. ხოლო, როცა დედა ნერვიულობს ან ტირის გამოიყოფა სისხლში სტრესის ჰორმონი - კორტიზოლი. დედა უნებურად გადასცემს ამ ჰორმონს ბავშვს და შესაბამისად, ცუდ განწყობას. იმისათვის, რომ გაზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვი, აკონტროლეთ ემოციები. დაიცავით ნეგატიური განწყობისაგან ბავშვი. ის, ასე მშვიდი და გაწონასწორბული ... ...
  • რამდენ ხანში გამოდის ნიკოტინი ორგანიზმიდანრამდენ ხანში გამოდის ნიკოტინის სიმპტომები ორგანიზმიდან? _ ნიკოტინის სიმპტომები, როგორიცაა გაღიზიანება, დაბალი ენერგია, კონცენტრაციის სირთულე, თავის ტკივილი, შიმშილის გრძნობა და ცუდი განწყობა შეიძლება გაგრძელდეს სამი თვის განმავლობაში. ნიკოტინი მოწევის შეწყვეტიდან 72 საათის განმალობაში გამოდის ორგანიზმიდან, მისი სიმპტომების გამოსვლა კი 2-3 დღიდან იწყება და მთლიანობაში 3 თვემდე გრძელდება. მოწევის შეწყვეტა ნამდვილად იწვევს შიმშილის გრძნობას? უმეტეს შემთხვევაში იწვევს რადგან სიგარეტის მოწევა თრგუნავს მადას და მგრძნობელობას, შეწყვეტის შემდეგ კი უკეთესად შეიგრძნობა საჭმლის გემო და ამიტომაც შეიძლება გამოიწვიოს წონაში მატება. მოწევა ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმს, შეწყვეტის შედეგად კი ვწვავთ უფრო ნაკლებ კალორიას. სიგარეტი შეიცავს 4000 ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის 43 ცნობილია როგორც კიბოს გამომწვევი (კანცეროგენური) ნაერთები და 400-მდე სხვა ტოქსინებს. ნიკოტინი მაღალი დამოკიდებულების მატარებელია და იგი ტვინამდე მოწევიდან მხოლოდ 6 წამში აღწევს. როცა გადაწყვეტთ მოწევისთვის თავის დანებებას დაკავდით სპორტით და მიაქციეთ ყურადღება რას ... ...
  • სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის ბიჭი დღეს მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალესსამტრედიაში 24 წლის ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ ისე დაკრძალეს, რომ მას წესი არც ერთმა მღვდელმა არ აუგო. მოტივი, გარდაცვლილის ე.წ. "ბიბლიური თავისუფლების" წევრობა გახდა. საუბარია პარტია "გირჩის" მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე, რომელიც მღვდელმსახურის მოწმობას ნებისმიერ მსურველზე გასცემს. ამ გზით ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან. მართალია "გირჩმა" ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის მოწმობა გააუქმა, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილიყო, თუმცა მართლმადიდებლური წესით დაკრძალვის უფლება სამღვდელოებამ 24 წლის ბიჭის ოჯახს მაინც არ მისცა. წყარო: ... ...
  • საკონტეინერო გადაზიდვები 34 %-ით გაიზარდა (R)საქართველოს რკინიგზამ 2019 წლის 10 თვის განმავლობაში 64 000 კონტეინერი (TEU) გაატარა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ეს მონაცემები 34 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და გაორმაგებულია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით. საქართველოს რკინიგზის მიერ მიმდინარე წელს გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობა, ნედლი ნავთობის გარეშე, 8, 57 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მეტია. თუ კი გასულ წლებში საქართველოს რკინიგზით უმეტესწილად ნედლეული - ნავთობი, მადნები, ხორბალი თუ სხვა საქონელი გადაიზიდებოდა, დღვანდელი მონაცემებით, მზარდია დამუშავებული პროდუქციის კონტეინერებით გადაზიდვა. 2019 წლის ცალკეული თვეების მიხედვით, რკინიგზას ყველაზე მაღალი დატვირთვა ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც მთლიანად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1 მილიონ ტონას გადააჭარბა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 825 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. ... ...
  • ტროლები, ბოტები და ყალბი ამბების მიზანმიმართული გავრცელება: Freedom Hous-ის ანგარიშის მიგნებებისაერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ ინტერნეტის თავისუფლების შესახებ 5 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში 75 ქულით, გასული წლის მსგავსად, კვლავ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია.ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს, საქართველოში ციფრული უფლებები ზოგადად დაცულია, რაც Freedom House-ის შეფასებით, ახალი კონსტიტუციის მიღებით არის განპირობებული, რომლითაც თითოეული მოქალაქს ინტერნეტზე წვდომა გარანტირებული და უზრუნველყოფილია.“თუმცა, ინტერნეტის თავისუფლებისადმი საფრთხეები მთელი რიგი მიმართულებებით კვლავ ნარჩუნდება”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.Freedom House-ი განმარტავს, რომ ე.წ. ხელისუფლებასთან აფილირებული ე.წ. “ტროლები”, “ბოტები” და მომხმარებლები განსაკუთრებით 2018 წლის გაზაფხულზე დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების, საპრეზიდენტო არჩევნებისა და სხვა მნიშვნლოვანი მოვლენების პარალელურად აქტიურდებოდნენ. მაგალითად, სოციალური მედიის საშუალებით, ანონიმური წყაროები ჩნდებოდნენ და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საინფორმაციო ლანდშაფტს ანადგურებდნენ.ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში უშუალოდ ხელისუფლების კონკრეტული ონლაინ კონტენტის სისტემატურ მანიპულაციას არ ჰქონია ადგილი, ხელისუფლებასთან აფილირებული ჯგუფები საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, სოციალურ მედიაში ყალბ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებდნენ.ანგარიშში ე.წ. “ტროლებისა” და “ბოტების” მიერ გავრცელებული ყალბი ამბების გავრცელების რამდენიმე კონკრეტული შემთხვევაც არის მოყვანილი. მაგალითად, Freedom House-ის განმარტებით, მათთვის ერთ-ერთი აქტივისტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის ზაფხულში, ანტისამთავრობო აქციების დროს, სოციალურ მედიაში სახელისუფლებო ტროლებისა და ბოტების ანგარიშები ამ აქციების დისკრედიტაციისთვის იყო გამოყენებული.Freedom House “მედიის განვითარების ფონდის” მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ სოციალურ მედიაში ყალბი ანგარიშები ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა ჯგუფების იმიჯის შესალახად იყო გამოყენებული.ანგარიშში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგზე დაყრდნობით, ხაზგასმულია, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დეზინფორმაციის გავრცელება ხდებოდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან. Freedom House-ი არასამთავრობო ორგზანიცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო” საზოგადოების (ISFED) ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმაზეც მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საგრძნობლად გაიზარდა ანონიმური მომხმარებლების სახელით გამოქვეყნებული დასპონსორებული პოსტები და გვერდები, რომელთა მიზანიც მეორე ტურში გადასული ორი კანდიდატის დისკრედიტაცია იყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალურ მედიაში მაშინ გავრცელებული ყალბი ამბები ძირითადად ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ იყო გამოყენებული. თუმცა, ყალბი ამბები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც ვრცელდებოდა.ამასთან, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ინტერნეტსსივრცეში თავდასხმებისა და შევიწროების შემთხვევები კვლავაც გრძელდება და საანგარიშო პერიოდში არაერთი ასეთი ფაქტიც დაფიქსირდა. აღნიშნულ კონტექსტში, პარლამენტის დეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისა და სექსუალური განათლების აქტივისტის ხატია ახალიას მიმართ ინტერნეტის მეშვეობით გამოხატული მუქარის ფაქტებია მოყვანილი.Freedom House-ი განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ყალბი ამბების გამავრცელებელი Facebook-ის გვერდები და მათი მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ანგარიშში Facebook-ის 2019 წლის იანვრის განცხადებაც არის მოხმობილი, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ საქართველოზე ფოკუსირებული რამდენიმე გვერდი წაშალა, რომლებიც რუსეთში იყვნენ დარეგისტრირებულნი.ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა კონტრაქტების საშუალებით რამდენიმე ისეთი, მიკერძოებული მედიასაშუალების დაფინანსებას კვლავაც განაგრძობს, რომლებსაც რუსეთთან აქვთ კავშირები და ანტიდასავლური პროპაგანდის დღის წესრიგით არიან გამორჩეული.Freedom House-ი აცხადებს, რომ საქართველოში მედია მრავალფეროვანია და მისი შინაარსიც მრავალმხრივი, თუმცა იქვე არასამთავრობო ორგანიზაციების “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “მედიის განვითარების ფონდის” მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კვლავ გარკვეული მედიასაშუალებების პოლიტიკურ აფილაციებსა და მათ მხრიდან დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე მიუთითებს. წყარო: "მედია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?