ბათუმელმა ნიკუშა ბუაძემ თავი მოიკლა

სამართალი

ბათუმელმა ნიკუშა ბუაძემ თავი მოიკლა

18 დეკ. 2019, 17:40:48

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმელმა  ნიკუშა ბუაძემ თავი მოიკლა. 

შსს პრესცენტრში „გურის  ნიუსს“ უთხრეს, რომ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება და გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს.




 ახალი ამბები
  • კოვზანაძე: „საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონი ქვეყანას სჭირდება„საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონი  ხელს შეუწყობს  საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეს კანონი იქნება ახალი გზამკვლევი ინვესტორებისთვის და ახალი ტიპის ინვესტიციებისთვის, ეს კანონი სჭირდება ქვეყანას"-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ონლაინ დიალოგისას განაცხადა, რომელიც    პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის,  ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ბანკის ჩართულობით გაიმართა.  ირაკლი კოვზანაძის თქმით კანონმდებლების მიერ, ექსპერტთა და დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით, პირველ საკომიტეტო მოსმენამდე, რომელიც ხვალ გაიმართება,   კანონპროექტის განხილვა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ კანონშემოქმედებით პროცესსა და ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ხელს შეუწყობს. „საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საინვესტიციო ფონდების  განვითარებას, შესაბამისი წესების დადგენასა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფას, აგრეთვე, ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენას. კანონი გავრცელდება საინვესტიციო ფონდებზე და აქტივების მმართველ კომპანიებზე, აგრეთვე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან, ადმინისტრირებასთან და აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს მთავრობის,  საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის, ინვესტორთა საბჭოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა.   ონლაინ დიალოგში საჯარო სექტორის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში რეგისტრირებული ყველა წამყვანი ფონდის ხელმძღვანელებმა და სხვა საფინანსო ინსტიტუტის ... ...
  • კიკნაველიძე: მიზნად დავისახეთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ სოფლის მეურნეობით ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან, დავით ჯინორიძესთან ერთად, სოფელ აჯამეთში, მამუკა ხაჩიძის საზამთროს ბაღი მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. უმრავლესობის დეპუტატმა ადგილობრივ მეწარმეებს იმ სახელმწიფო პროგრამებისა და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში არსებული შეღავათების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა დახმარებითაც ბიზნესის მეტად განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. „ჩვენ მიზნად დავისახეთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი წარმოებით. ამასთანავე, დავუფასოთ შრომა ფერმერებს და მივცეთ ბიზნესის მეტად განვითარების შესაძლებლობა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ადამიანებს სრულფასოვანი ინფრომაცია ჰქონდეთ იმ პროგრამებისა და შეღავათების შესახებ, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს"- განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა. შალვა კიკნაველიძის თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივმა წარმოებამ შეძლოს იმპორტის ჩანაცვლება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და გაძლიერდეს სოფელი. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ადგილობრივმა წარმოებამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი. გარდა იმისა, რომ ვქმნით ჯანსაღ, ქართულ პროდუქტს, ჩნდება ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი. ძლიერდება ქართული ბიზნესი, ეკონომიკა და სოფელი. ვფიქრობ, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული შეღავათები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პროექტებთან ერთად, ბევრ ჩვენს მოქალაქეს სოფელში დაბრუნების სურვილს გაუჩენს, იმ ფერმერებს კი, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებენ, ბიზნესის მეტად განვითარების შესაძლებლობა ექნებათ"-განაცხადა შალვა ... ...
  • მდინარაძე: ჩვენი საარჩევნო სია დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე„მხოლოდ კონცენტრირება და  აქცეენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე და ბუნებრივია ამ  ყველაფერს ჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო",-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი -2"-ის ეთერში განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოვიდ -19 იყო ერთგვარი გამოცდა ხელისუფლებისთვის, კრიზისული მენეჯმენტის თვალსაზრისით და ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა. „ბუნებრივია, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს და არც ჩვენ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმატების ფორმულა იქნება იმაში, რომ დღეს, ოპოძიციაში არ არის მსგავსი ძალაც კი, რომელიც რეალურად და გულწრფელად ზრუნავს მოქალაქეებზე და ამ ქვეყნის განვითარებაზე  და შეუძლია ეს. კოვიდ -19 იყო ერთგვარი გამოცდა ჩვემი ხელისუფლების, თუ რამდენად შეუძლია კრიზისულ სიტუაციებში მართოს ქვეყანა და შეუძლია სწორი გადაწყვეტილებები განახორციელოს ხელისუფლებამ და ეს გამოცდა ჩააბარა ამ პირველ ეტაპზე წარმატებით ჩვენმა ხელისუფლებამ",-განაცხადა მამუკა ... ...
  • „აკვაკულტურის შესახებ" კანონპროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირაგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე  ნინო წილოსანი უძღვებოდა, კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ" თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა და  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ წარდგენას მხარი ერთხმად დაუჭირა.  საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია, სხდომაზე ნინო წილოსანმა გამოიტანა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნისათვის მისი მიღების მნიშვნელობა. ნინო წილოსანის განცხადებით, ეს კანონპროექტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს, როგორიც აკვაკულტურის პროდუქციის წარმოებაა. მისივე თქმით, კანონპროექტი მეორე მოსმენის შემდეგ მხოლოდ რედაქციულად გასწორდა, ხოლო კანონის   ამოქმედების ვადამ გადაიწია  2021 წლის  1 მარტამდე, ვინაიდან პანდემიის გამო განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა კანონის მიღება.  კომიტეტის წევრებმა სხდომაზე კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები I მოსმენით წარადგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და კანონმდებლებს საკანონმდებლო პაკეტის მიღების აუცილებლობაზე  მიაწოდა ინფორმაცია.  მინისტრის მოადგილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილების განხორციელება და კოდექსის სრულყოფა. მან მნიშვნელოვან საკითხზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მუნიციპალიტეტებისათვის უფლებამოსილების დამატებას ეხება, ანუ ეს არის მუნიციპალიტეტებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტის ყოლის შესაძლებლობა, ვინაიდან დღეის მდგომარეობით მუნიციპალური ტრანსპორტის ქონის უფლება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს აქვს. მისივე თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ მუნიციპალიტეტებს, რომელთაც ექნებათ სურვილი ჰყავდეთ მუნიციპალური ტრანსპორტი.  როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომიტეტს საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, გარემოს კუთხით გარკვეული შენიშვნები აქვს. თავის მხრივ, როგორც მომხსენებელმა განაცხადა, სამინისტრო წარმოდგენილ შენიშვნებს იზიარებს.  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე რამდენიმე ათეულ კანონში მოხდა ცვლილებების შეტანა, ძირითადად, ტერმინოლოგიის ცვლილების კუთხით, ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრების მიზნით.  ცვლილებების განხორცილების აუცილებლობა დადგა პარლამენტის რეგლამენტშიც. შესაბამისად, სწორედ ამ საკითხს ეხმიანება ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძისა და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" და კანონპროექტები:„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" , რომელიც კოლეგებს I მოსმენით პარლამენტის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, ამგვარად, რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად, კანონმდებლობაში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი".  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის სხდომაზე  სამი საკითხი წარადგინა. კერძოდ, კანონპროექტები: „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (II მოსმენა); „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (I მოსმენა); „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" (I მოსმენა). სამივე კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.  მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტის მიღებით, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ახალი დაცული ტერიტორიის - ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსება და მის მართვასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება იგეგმება. როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა,  ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა, ხოლო დაცული ტერიტორიის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთის რესპუბლიკასთან. კანონპროექტის მიმართ კომიტეტმა გარკვეული შენიშვნები დააფიქსირა, რომლებიც მომხსენებლის თქმით, ფაქტობრივად, გაზიარებულია.  რაც შეეხება კანონპროექტს „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", იგი განსაზღვრავს ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის ახალი ფართობს და საზღვრებს (კოორდინატებს).  კანონპროექტის მიღების შედეგად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფართობი გაიზრდება 4179,6 ჰა-თი და ადიგენის მუნიციპალიეტეტში მდებარე ტერიტორიის ნაწილს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი. გაფართოებული ტერიტორია შევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგელობაში და მასზე გავრცელდება ეროვნული პარკის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები. ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტის ძირითადი მიზანია დიდი ზომის ძუძუმწოვრების და უპირველესად, „საქართველოს წითელი ნუსხით" დაცული ორი სახეობის - კავკასიური კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) და კავკასიური არჩვისთვის (Rupicapra rupicapra caucasica) დასავლეთ მცირე კავკასიონზე ეკოლოგიური დერეფნების შექმნა.  „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტრით კი, რომელიც კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა, მოქმედ კანონში აისახება პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის დემარკაციის შედეგები (ახალი ფართობი და კოორდინატები). კანონპროექტის მიმართ კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ ჰქონდათ.  პარლამენტის წევრების სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას საკანონმდებლო ინიციატივა -  კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კომიტეტს I მოსმენით გოგა გულორდავამ წარუდგინა და ზოგადი პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღება ნარჩენების მართვის კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის, ცალკეული რეგულირებების დახვეწის აუცილებლობით, ასევე, კოდექსის მთელი რიგი ნორმების სრულყოფილი და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით არის განპირობებული.   მისივე თქმით, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიზიკური/იურიდიული პირები, მიუხედავად ნარჩენების კოდექსში კონკრეტული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა, მაინც ანაგვიანებენ გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით. აღმოჩნდა, რომ კანონით დაწესებული ჯარიმები მათთვის არ არის სამართალდარღვევების ჩადენისაგან შემაკავებელი ფაქტორი და არსებული რეგულაციების ფონზე არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტურ გზად კი, კანონპროექტის ინიციატორებს დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდა მიაჩნიათ. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით დაწესდება გაზრდილი სანქციები ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისათვის. აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც ასევე გაიზიარა მომხსენებელმა. კომიტეტმა ასევე დაუჭირა  მხარი სხვა განხილულ საკითხებსაც. ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომის დასასრულს, სხდომის შედეგები შეაჯამა. „დღეს კომიტეტს ძალიან ნაყოფიერი დღე ჰქონდა, მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. მათ შორის, სამი დაცული ტერიტორიის შესახებ კანონპროექტები განვიხილეთ, აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტი მივიღეთ მესამე მოსმენით. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით  დამატებითი ღონისძიებები განვიხილეთ და მხარი დავუჭირეთ, რომ უკეთესად განხორციელდეს აღსრულება და ჩვენი თანამოქალაქეები შეეჩვიონ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ კულტურას. ამასთან ერთად, მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომიტეტის აპარატს, რომელიც ამ პანდემიის პირობებშიც და ყოველდღიურ რეჟიმში   დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენთვის სწორი და კომპეტენტური ინფორმაცია და შენიშვნები მოეწოდებინა", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და აპარატის თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის კომიტეტის სახელით მადლობა ... ...
  • სიკვდილის ჯიბრზე გამარჯვება, სადაც გზამკვლევი ვარდებია: „თუ დააკვირდები, ყვავილების შეჯიბრს აღმოაჩენ...“ოზურგეთი, ექადიის უბანი და მაკა გობრონიძის ვარდები, _ მისამართი, რომელსაც გურიაში ქუჩის ან ნომრის დასახელებით არ იცნობენ, მაგრამ უფრო ადვილად მისაგნებია, ვიდრე ქალაქის რომელიმე ცენტრალური უბანი. ყველამ იცის, რომ ამ უბრალო გარემოში, სადაც ჩვეულებრივი ორსართულიანი სახლი დგას, ძალზე უპრეტენზიო და ფუტკარივით შრომის ლაბირინთებში ჩაფლული ოჯახი ცხოვრობს და მათ გვერდით, გულღიაობასა და უბრალოებასთან,  თითქოს, ადამიანურად წილნაყარი,   ორასზე მეტი ჯიშის ვარდი მეფობს.   ყოველგვარ რემონტს და ულტრამოდურობას შორს მყოფ ოჯახს და მის  მოზრდილ კარმიდამოში შესეულ ვარდებს   ენით აუღწერელი სიმდიდრე აფენია: მზის შესაშური ოქროსფრის შუქ-ჩრდილები,  კოკრების ფორმების ვირტუალური ვიზუალი, სიკაშკაშე და პირიქით, დაბინდული ფერების მიმზიდველი ხიბლი...  ამ გარემოს მხოლოდ ფუტკრის ზუზუნი და ცასწავალა ჩიტების უდარდელი მოძახილი ამუსიკალურებს. 2015 წელს დაიწყო ვარდების მოშინაურება. ეს ის დროა, როცა ეგონა, რომ იქამდე მხოლოდ თეთრი და წითელი ვარდი არსებობდა.   _მირანდა ბრეგაძესთან შევიძინე რედინტუიცია და კლეოპატრა. მერე „იელის ბაღების“ ჰოტკოკოა და ვერსილიაც მივამატე. აქედან დაიწყო ჩემი უსასრულო გატაცება ვარდებით, განსაკუთრებით იმ აღმოჩენით, რომ ამხელა ქალს მეგონა, ვარდი მხოლოდ წიტთლი ან თეთრი უნდა ყოფილიყო , - გულიანად იცინის ქალბატონი მაკა და ამბობს, რომ განსაკუთრებული შედეგი კერძო კოლექციებმა გამოიღო. _ვუცვლით ერთმანეთს ნერგებს. ძირითადად, ვაკალმებ. ყველა სამუშაო თითქმის ინტერნეტით ვისწავლე. ზოგმა იცის და არ გასწავლის. მე კი მსურს, თუ რამ ვიცი, ყველას გავუზიარო. განსაკუთრებით მიყვარს ეს ჩახუჭუჭებული ოსტინები. ოცი სახეობის მარი როუზი მაქვს. ასევე ჩემთან სახლობენ ბენკამენ ბრიტნი, გოლდენ სელებრეიშენი, კეტრინ მორლენი  და სხვები, რომელიც ჩემთვის ოჯახის ცოცხალ წევრებად იქცნენ.  ამათ, როგორც ადამიანებს, ისე ვესაუბრები. დამიჯერეთ, უკეთესი მკურნალი არ არსებობს, _  ეფერება,  „ტავზე“ -კოკრებზე   ხელს უსვამს, იხრება და სულს უბერავს ვარდებს მაკა-ქალბატონი. საინტერესო კუთხეში „ცხოვრობენ“:   „დეზდემონა“, „შექსპირი“, „გოეთე“... მაკას ახლა ძალიან სურს „ოტელოს“ სახეობა შეიძინოს და დარწმუნებულია, შეძლებს. _აბა, „დეზდემონა“ ამ ვარდების კორიანტელში ოტელოს გარეშე როგორ ვამყოფო? - კვლავ გულიანად იცინის ვარდების ტრფიალი  ქალბატონი და სასწრაფოდ საჩუქრად გამოაქვს უკვე კარგად მოსულიერებული ნერგი. მერე კი მისეული ლაღი  ტონით,   დაწვრილებით გიყვება, როგორ უდა გაახარონ, დააკალმონ ვარდები მარტივად და  თანმიმდევრულად. (რასაც ბევრი არ გაგიმხელს, თავადაც ბევრჯერ იწვნია . ავტ.)  და ახლა  რაკი კარგად დაამუღამა,  მზადაა მთელ სამყაროს გაუზიაროს თავისი გამოცდილება: _ხვიარა ჯიშებია თუ ფლორიბურდები (ერთ ღერზე ბევრი ყვავილი), ჩაის ვარდები თუ პულმენორიენტექსპრესი _ ჯერ მაინც ვერ ვუყურებ ბიზნესის კუთხით. გაყიდვა კი დავიწყე, მაგრამ უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს, როცა სხვას ვასწავლი, ვჩუქნი... თითქოს, სიცოცხლე მემატება.  ახლა გეტყვით. პირველი ყვავილობის ტალღა რომ გადაივლის, ივნისის ბოლოს,  კალამს ავჭრი სამ მუხლზე. მერე ხუთი სათით ვდებ სტიმულიზატორ კორნევინში. ერთი მწიკვი, დანის პირით აღებული,  ერთ ლიტრ წყალში იხსნება. შემდეგ კი გადაგვაქვს ღია გრუნტში, რომელსაც დიდი ამბავი არ უნდა. ოღონდ, ქვიშაც უნდა შევურიოთ მომზადებულ ნიადაგს, რომ მიწას „სუნთქვა“ არ გაუჭირდეს.. ვრწყავთ, როცა სჭირდება. ოღონდ არასდროს მორწყოტ სუფთა წყლით. ბლექჯეკი გახსენით წყალში - ერთი ამპულა ათ ლიტრს ყოფნის.  ადვილად გაიხარებს ნებისმიერი. ზუსტად ამდაგვარია ნოემბრის დაყვავილების შემდგომი  დაკალმებაც, ოღონ ნუ შეშინდებით, თუ კლასიკური სათბური არ გაქვთ _ ზემოდან გადაჭიმეთ ხის ტოტები რკალისებურად და გადახურეთ ცელოფნით, როგორც, ვთქვათ,  დათესილ ქინძს ვხურავთ. დრო და დრო შეუჭვრიტინეთ. წყალი როცა დასჭირდება, მიხვდებით. გაზაფხულზე გადარგავთ. ეგ არის და ეგ.  აუცილებლად მიაწოდეთ მიწას ბლექჯეკით გაჯერებული წყალი. ისეც მოუხდება და მით უფრო, თუ ნიადაგი გამომშრალია. იცით, თუ დააკვირდები, ყვავილების  შეჯიბრს მათ შორისვე  აღმოაჩენ. თითქოს, ერთმანეთის ინტერესით უკეთესდებიან, იფურჩქნებიან.. ადამიანებისგან განსხვავებით. თუ ეს განწოყობა გადმოგედო,  ყველა წინაღობას გადალახავ,  თვით სიკვდილსაც უკან მიაბრუნებ და სამოტხეში ყოფნას კანონზომიერად  გაიხანგრძლივებ  _ ასე მარტივად და შინარსიანად მოგვიყვა ქალბატონმა   მაკამ, როგორც თავად ამბობს,  თავისი „ვარდთმცოდნეობის“ შესახებ.   ყველაზე მთავარი _ მაკა გობონიძე თავისი გაწყობით და თავისი საქმიანობის გადმოცემით, ნებისმიერს, თუნდაც ყვავილებისადმი გულგრილს,  უცებ უჩენს სურვილს, ვარდების სამყაროს შემოქმედი თავადაც გახდეს. ქალბატონ მაკას, მიუხედაად იმისა, რომ ჯერ არანაირი დახმარება არ გაწევია რომელიმე სექტორის მხრიდან, ამბობს, რომ არ სურს ვინმეს შეწუხება და თავის ოჯახთან ერთად, როგორმე  მიკროსათბურის გაკეთებას  მაინც  მოახერხებს, რითაც მუშაობას გააუმჯობესებს. მით უფრო, როგორც თავად თქვა, დანაზოგით უკვე იყიდეს კარკასი და ცელოფანი. დანარჩენ საჭირო მასალასაც აწი შეიძენენ... და ბოლოს, ამ ღიმილიან ქალბატონთან შეხვედრის ფინალი უცნაურად დასრულდა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა  ჩვენი შთაბჭდილება, რომ მაკა გობრონიძე ღვთიური ბუნებით დაჯილდოებული ქალბატონია, რომელსაც აკისრია საგანგებო ფუნქცია - სიცოცხლის სურვილი და ძალა ჩაბეროს სულიერსა თუ უსულოს... „თუ იცით, როგორ დაიწყო ქალბატონმა მაკამ ვარდების მოშენება?  იგი ავადმყოფობას ებრძოდა,  საკმაოდ რთულსა და მძიმეს. როცა თბილისისკენ აიღო გეზი,    ექიმებთან ვიზიტის შემდგომ,  ოზურგეთში დაბუნებულს, თითო ახალი ჯიშის ვარდი ჩამოჰქონდა, რგავდა და ახარებდა... მან სიკვდილის ჯიბრზე სასწაული მოახდინა. უმჯობესდებოდა მისი დიაგნოზი უკეთესობისკენ და მრავლდებოდა ვარდები.  მისი პატარა გოგონას რთული ოპერაციაც საუკეთესო შედეგით   დასრულდა... ოჯახს ერთი თეთრისთვისაც არ დაუწუწუნია. მხოლოდ ბანკების პროცენტიანი ვალის ამარა იბრძოდნენ.. ასე გაამარჯვებინა სოცოცხლეს, როგორც  საკუთარ თავში, ისე _  შვილში.  ეს ოჯახი მომავალშიც  ბევრ სასწაულს შეძლებს..“- გვიამბეს ექადიის უბანში...    „ერთი ოჯახი გურიაში აგროვებს განძს“ _ ახლახან სოციალურ ქსელში დაწერა ერთმა ჩვენმა კოლეგამ მაკა გობრონიძის ოჯახის შესახებ.   დავმატებდი ერთს_ დიახ, ოჯახი, რომელიც თავად საგანძურია, აგროვებს განძს ყველასთვის და ამიტომაცაა შედეგიც  გამორჩეულად სიცოცხლისუნარიანი. „გურია ნიუსი“    წარმატებებს უსურვებს  „ვარდთმცოდნეობაში“ განსწავლულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?