„ბლადაძის საქმეზე აღდგენილი სამართლიანობით, მიეცით საზოგადოებას შანსი“_კაიკაციშვილი უზენაეს სასამართლოს

სამართალი

„ბლადაძის საქმეზე აღდგენილი სამართლიანობით, მიეცით საზოგადოებას შანსი“_კაიკაციშვილი უზენაეს სასამართლოს

2018 მაი 28 13:28:53

საქართველოს უზენაესი სასამართლო 30 მაისს სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, უზენაესმა სასამართლომ ისტორიული  გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც შემდგომში გაზრდის ან შეამცირებს საზოგადოების მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ ნდობას.

 „საქართველოს უზენაესი სასამართლო მნიშვნელოვანი, საეტაპო და ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგას, რომელმაც არა მხოლოდ ერთ დაზარალებულ ოჯახს უნდა დაუბრუნოს სამართლიანობის განცდა, არამედ საზოგადოებაში უნდა განამტკიცოს დარღვეული უფლებების აღდგენით კანონის უზენაესობის განცდა და სასამართლომ აჩვენოს სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითი. სხვა შემთხვევაში, ქართული მართლმსაჯულების გახორციელებაზე პასუხისმგებელი უმაღლესი ინსტანცია, ხელს შეუწყობს საზოგადოების უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ, რაც საბოლოო ჯამში, როგორც მთავრობის, ასევე სასამართლო სისტემის გაკოტრებით დამთავრდება. ამიტომაც, მინდა მივმართო უზენაეს სასამართლოს, როლანდ ბლადაძის საქმეზე აღდგენილი სამართლიანობით, მიეცით საზოგადოებას მომავლის განვითარების და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი შანსი“,_აცხადებს კაიკაციშვილი.

კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილება ტესტია, რამდენად არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი, თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა.

„სასამართლო არ უნდა ასოცირდებოდეს რომელიმე გავლენიანი პირის ან/და სახელმწიფო უწყების პოლიტიკურ განწყობებთან. შესაბამისად, როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევის საქმეზე, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ  სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი განმახორციელებელი ინსტანცია - საქართველოს უზენაესი სასამართლო, ბოლომდე დარჩება იმ შეფასებების, გამონათქვამებისა და მსჯელობის ერთგული, რომელსაც პროცესის მონაწილე ყველა მხარე და საზოგადოება ისმენდა საქმის განხილვის დროს. გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს როლანდ ბლადაძის ერთადერთი საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევის და შემდეგ გასვისების პროცესზე, 2004 და 2007 წლებში განვითარებულ მოვლენებზე, ექნება ისეთივე პრინციპული და სწორი შეფასება, როგორი შეფასებაც არსებობდა როლანდ ბლადაძის მიმართ მიღებულ 2013 წლის პროკურატურის დადგენილების მნიშვნელობასთან. დაზარალებულმა როლანდ ბლადაძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულებით შეძლო გაექარწყლებინა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების უკანონო გადაწყვეტილებები და მოეხდინა საკასაციო სასამართლოს კონსოლიდირება იმის შესახებ, რომ სწორედ 2013 წლის 13 აპრილის აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილება წარმოადგენს მთავარ სამართლებრივ დოკუმენტს, რომლითაც უდანაშაულოდ იქნა ცნობილი როლანდ ბლადაძე, მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივ წარმოება იყო პოლიტიკური მოტივით და დაუსაბუთებელი, ხოლო სისხლის სამართლებრივი წარმოებიდან გამომდინარე სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად ქონების ჩამორთმევის ფაქტი - უკანონო“,_განაცხადა კაიკაციშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ 2013 წელს როლანდ ბლადაძის უდანაშაულობის აღიარებით იურიდიული საფუძვლები გამოაცალა ყველა იმ სამართლებრივ პრეტენზიას თუ გადაწყვეტილებას, რომელიც ქონების ჩამორთმევას და პირის უკანონოდ სისხლის სამართლებრივ დევნას უკავშირდებოდა. შესაბამისად, აღნიშნული მკაფიოდ პასუხს სცემს კითხვებს, დაირღვა თუ არა ბათუმში, ერას ქუჩა 37, ბ.8 ჩამორთმევით როლანდ ბლადაძის ქონებრივი უფლებები, წარმოადგენდა თუ არა სახელმწიფოსთვის გადაცემული ქონება უკანონოს და დაუსაბუთებელს, „გოგიტიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უზრუნველყო თუ არა როლანდ ბლადაძემ მტკიცების ტვირთის გამოყენება და უზრუნველყოფილ იქნა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, აქვს თუ არა სასამართლოს უფლებამოსილება მოახდინოს პრივატიზაციის პროცესის კონტროლი და მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება, არის თუ არა როლანდ ბლადაძის იურიდიული ინტერესი ერთადერთი, ნამდვილი და მიღწევადი, არის თუ არა სასარჩელო მოთხოვნები სწორად დასმული, რა სამართლებრივი გარემოებები განაპირობებს როლანდ ბლადაძის ქონებრივ უფლებებში აღდგენას, რატომ არ არის მხარის მოთხოვნები ხანდაზმული და არის თუა რა რეალური სამართლებრივი პრობლემა ქონების ჩამორთმევის შესახებ კანონიერ ძალაში არსებული 2004 წლის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებისთვის აღარ არსებობს სამართლებრივი ჩარჩო.

კაიკაციშვილმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სათანადოდ ვერ შეაფასა როლანდ ბლადაძის თანხვედრი ნაბიჯები დავის მორიგებით დასრულებაზე. შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი უწყების არამართლზომიერ მოქმედებებს და ამით ხელი შეუწყოს მომავალი თვითნებობის აღკვეთას. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამართალწარმოების პროცესი მიუთითებს იმას, რომ საქართველოს უზენაესს სასამართლოს შესწევს ძალა სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა აიღოს როლანდ ბლადაძის საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ პროცესის მონაწილე მხარეები: სახელმწიფო (პოლიტიკური ხელისუფლება) და გიორგი პაპუაშვილია (სასამართლო ხელისუფლება).

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმეზე 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკააციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად“. სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“.

როლანდ ბლადაძის საქმე ნინო ბაქაქურმა (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძემ და ზურაბ ძლიერიშვილმა განიხილეს. გადაწყვეტილება 30 მაისს, 14:00 საათზე გამოცხადება.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დაზარალებული როლანდ ბლადაძე ოჯახთან და საზოგადოებასთან ერთად, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მხოლოდ კანონიერ გადაწყვეტილებას და ქონებრივ უფლებებში აღდგენას მოელის. საქართველოს უზენაესს სასამართლოს დაზარალებულის უფლებებში აღდგენისთვის აქვს ყველა მტკიცებულება. შესაბამისად, საქმეს არავითარი სამართლებრივი პრობლემა არ გააჩნია და თავისუფალი ნების პირობებში, მოსამართლეებმა - ნინო ბაქაქურმა, ბესარიონ ალავიძემ და ზურაბ ძლიერიშვილმა უნდა მიიღონ კანონის არსიდან, წარდგენილი მასალების საფუძველზე, კანონიერი გადაწყვეტილება - როლანდ ბლადაძეს ჩამორთმეული ერთადერთი საცხოვრებელი სახლი უნდა დაუბრუნდეს.




 ახალი ამბები
  • ჩვენი გადასაწყვეტია, გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ - მამა დიმიტრი ვეკუაეს ჩვენი გადასაწყვეტია _ გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის, დიმიტრი ვეკუას განცხადებით, COVID-19-ის ინფექციაზე მასობრივ ტესტირებაში სასულიერო პირთა ჯგუფის მოხვედრაზე ინფორმაცია მისთვის სიახლეა. ამის შესახებ, მამა დიმიტრი ვეკუამ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა. "ეს სიახლეა ჩვენთვის. ახალი ამბავია, პირველად გავიგეთ ამის შესახებ და პირველად გაჟღერდა საზოგადოებაში ფართოდ ეს ინფორმაცია. არ ვიცით, საერთოდ, რა სახის და რომელ ტესტებზეა საუბარი. მესმის, რომ მთავრობას სურს, ეს პროცესი კონტროლს დაუქვემდებაროს. აუცილებლად ვიმსჯელებთ ამის შესახებ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი გადასაწყვეტია - გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ,"- განაცხადა სასულიერო პირმა.  შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 აპრილს დამტკიცებული ალგორითმის თანახმად, COVID 19-ზე მასობრივ ტესტირებას ექვემდებარებიან შემდეგი ჯგუფები: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ... ...
  • ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები _ გამყრელიძეჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელი ამირან გამყრელიძე "პირველ არხთან" საუბარში. მისივე თქმით, საქართველოში დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია, სამედიცინო მიზნით მოხმარებისას კი ის ერთჯერადად უნდა გამოიყენონ. "ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები. გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები ჩატარდა. გვაქვს დიდი დეპარტამენტი, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც მუშაობს ამ ტიპის საკითხებზე, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი უნდა ეცვას", — განაცხადა ამირან გამყრელიძეიმ. ცნობისთვის, ქართული პირბადეების ხარისხი და დიზაინი სოციალურ ქსელში კრიტიკისა და განხილვის საგანი გახდა. აღნიშნული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია, მათი ღირებულება 50 თეთრია და ერთ პირს მხოლოდ სამი პირბადის შეძენა ... ...
  • დაბადებასა და გარდაცვალებასთან, ასევე, აპოსტილთან დაკავშირებული სერვისების გაცემა განახლდასახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განაახლა. ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია და ამ მოწმობების პირველად ან განმეორებით მიღება სურს, შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით მიმართოს. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge ან პორტალზე – my.gov.ge, რის შემდეგაც უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციურ სამსახურს სკაიპის ოფიციალურ მისამართზე – sda.gov.ge. განაცხადის დარეგისტრირება ვიდეოგასაუბრებით მოხდება. მომხმარებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის მიღებას პორტალ my.gov.ge-ს ან sda.gov.ge-ს ვებგვერდების საშუალებით შეძლებს, ხოლო მზა დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის საშუალებით მიიღებს. ასევე, დღეიდან მოქალაქეები მათთვის საჭირო დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას შეძლებენ. ამისათვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10, სადაც ოპერატორი მოინიშნავს მის საჭიროებას, რის შემდეგაც მოქალაქემ დასამოწმებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოსტით უნდა გაუგზავნოს მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა. აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს მოქალაქე მის მიერ მითითებულ მისამართზე ფოსტით მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განაახლა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემაც. ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება. პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს, ან, გარკვეულ შემთხვევაში, მასთან ადგილზე ვიზიტი ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ... ...
  • ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყოსაგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...