"დადასტურდა, რომ კობალაძესთან ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები და მათ ეს ფაქტი დამალეს"

gurianews.com

სამართალი

"დადასტურდა, რომ კობალაძესთან ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები და მათ ეს ფაქტი დამალეს"

2018 ივლ 14 18:26:44

20 წლის კოკა კობალაძის პოლიციელების მიერ შესაძლო ცემის ფაქტზე პარლამენტარების კითხვას შს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, საკანონმდებლო ორგანოში უპასუხა.

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო და, თუ დადასტურდება, რომ სწორედ პოლიციელებმა სცემეს, მათ შსს-ს რიგებიდან გარიცხავენ.

„მოგეხსენებათ, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციელები და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად, მართლაც დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად, ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, რომლებმაც ეს ვიზიტის ფაქტი დამალეს. ჩვენ მივიღეთ დისციპლინარული დასჯის უმკაცრესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი კონკრეტული, უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, დათხოვილი იქნებიან შსს-ს რიგებიდან, რამეთუ მსგავსი საქციელის ჩამდენი ადამიანების, პოლიციელების ადგილი შსს-ში არ არის. ყველა მასალა, რომელიც იქნა მოპოვებული გენერალური ინსპექციის მიერ, გადაეცა მთავარ პროკურატურას და შსს სრულად ითანამშრომლებს გენერალურ პროკურორთან, თუ მსგავსი ფაქტი, რომელზეც ახალგაზრდა, კონკრეტულად კოკა კობალაძე მიუთითებს, დადასტურდება,“ - განაცხადა შს მინისტრმა.

კობალაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელბს შსს. უწყების ცნობით, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს თბილისის პროკურატურაში

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოქალაქე ა.კობალაძის საცხოვრებელ სახლში მომხდარ ინციდენტში სამართალდამცველთა შესაძლო მონაწილეობის ფაქტის შესწავლა მიღებული შეტყობინებისთანავე, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელ ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პოლიციის თანამშრომლები, უბნის ორი ინსპექტორ-გამომძიებელი იმყოფებოდა. თავად პოლიციელებმა დამალეს კობალაძეების ოჯახში ყოფნის ფაქტი.

ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ეჭვები ბინაში პოლიციელთა ყოფნის ფაქტის დამალვის მოტივაციასთან დაკავშირებით, მათ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომა - ორივე პოლიციელი დათხოვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლდნენ პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელი და ქალაქ თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსი.

პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს თბილისის პროკურატურაში", _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


ნახვა: 271


 ახალი ამბები
  • “ჩემო პოზიტიურო დედი“ _ ემოციური წერილი, რომელიც შვილმა უკანასკნელად მისწერა დედასდღეს, 15 წლის მოზარდმა, ნ.ბ-ძემ სიცოცხლე თვითმკვლელობის დაასრულა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ამ ეტაპზე, ზუსტი მიზეზი რა გახდა მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი, უცნობია.  ადგილობრივები საუბრობენ, რომ გოგონას არანარი დეპრესია არ აღენიშნებოდა. ფეისბუქ გვერდზე გოგონამ ბოლო პოსტი 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. მან დედას  დაბადების დღეს ულოცავდა. “დედი, ჩემო დაუღალავო. სულ მომღიმარო. ჩემო პოზიტიურო დედი. გილოცავ დაბადების დღეს. პირველ რიგში, ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს კარგს გისურვეებ ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად. შემდეგ კი, რაც ყველაზე მთავარია, ჩემს გაძლებას. შენ ხარ ქალი! რომელიც ყოველთვის მყარად დგას ფეხზე. ქალი, რომელიც სულ იმედით სავსეა და ქალი, რომლის შვილობაც ყველაზე დიდი ბედნიერება და სიამაყეა ჩემთვის. ვიცი, საკადრისად ვერ გიფასებ ჩემს ღრმა ბავშვობაში თეთრად ნათენებ ღამეებს და სიყვარულს, რომელსაც დღემდე გამოყოფ ჩემ მიმართ. ვიცი, ხშირად გაბრაზებ, მაგრამ შენც იცი ამდენი გაბრაზების მიუხედავად, ყველაზე ძვირფასი ხარ და ყველაზე წინ დგახარ ჩემს ცხოვრებაში... მინდა, ძალიან დიდხანს ვხედავდე შენს თვალებს. თვალებს, რომელშიც მუდამ იკითხება სიკეთე, სითბო და სიყვარული. ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს შენი თავი. დედი, ყველაზე მეტად მიყვარხარ და ყველაზე ბედნიერი ვარ ამქვეყნად რომ ... ...
  • "ეს იყო ხუმრობა" _ სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის"ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, ხანდახან ხუმრაბო შესაძლებელია. "ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება. არ ვიყოთ ძალიან სერიოზულები ყოველთვის. ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", - აცხადებს ზურაბიშვილი. მანამდე პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მედიის წარმომადგენლებს ურჩია ტვინი გაენძრიათ, მაშინ, როდესაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ... ...
  • რა დაწერა გოგონამ თვითმკვლელობამდეროგორც უკვე ვწერდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 16 წლის გოგონამ ნ. ბ.-მ თავი მოიკლა. ნ. ბ.-მ თავი ჩამოიხრჩო და როგორც გვითხრეს, სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელშიც წერს, რომ ეს ნაბიჯი შეყვარებულის გამო გადადგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • ოზურგეთში 15 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩოოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. მერის წარმომადგენელის თქმით, გოგონამ თავი საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ჩამოიხრჩო. სოფელში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუ რატომ მოიკლა მოზარდმა თავი. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ამ წუთას იმ ადგილას იმყოფებიან, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. საქმე აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ... ...
  • ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბორჯომში 1992 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ის მოტოციკლს მართავდა და სატრანსპორტო საშუალება ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც, მშენებარე სახლს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით კი გარდაიცვალა. უწყება მომხდარს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - (თრაგულუს) ძუძუმწოვარ...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს,...

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...