“დაზარალებულს არ მიუღია სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებაც კი“


სამართალი

“დაზარალებულს არ მიუღია სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებაც კი“

14 ივლ. 2020, 15:08:00

ოზურგეთელი სპორტსმენის იური ლომაძის ადვოკატის, ტოგო ჭელიძის თქმით, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება.

“ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პროცესუალურად საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.

ამ კონკრეტული საქმის მიმართ ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია შსს მიერ გაკეთებულ ინფორმაციაში გაჟღერებული ორი სიტყვის თანხვედრამ _ „სპორტსმენი“ და „ძალადობა“. ამ ბოლო დროს ბევრი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმისადმი ასოციაცია გამოიწვია ამ ორმა სიტყვამ, რაც არასწორია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და საზოგადობას განვუმარტო, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისის მოვლენებს არაფერი აქვს საერთო სპორტთან, ბრალდებულების სპორტსმენობასთან და ასე შემდეგ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დუმილის უფლებას იყენებენ და მე ვერ გავცდები ამ ფარგლებს, მაგრამ შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური საკითხის განხილვას და მიუხედავად იმისა, ბრალდებული სპორტის რომელი სახით იქნებოდა დაკავებული _ ჭიდაობით, ცურვით თუ ჭადრაკით, ეს გავლენას ვერ მოახდენდა მოვლენების განვითარების დინამიკაზე. ამიტომ ჩვენი თხოვნა იქნება, კარგად გავიაზროთ აღნიშნული და ამ საქმეს ჩამოვაშოროთ ეს კლიშეები“, _  აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ტოგო ჭელიძემ.

მისივე თქმით, ასევე, კარგად რომ გვესმოდეს ძალადობის რა ფაქტზეა საუბარი, ისევ ბრალდების შესახებ დადგენილებიდან მოგვიყვანს ამონარიდს, რომლის მიხედვითაც, „ერთ შემთხვევაში საუბარია დაზარალებულის ჩვენებაზე დაყრდნობით, რომ საქმეზე ბრალდებული 5 პირი რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ სცემდნენ დაზარალებულს, ხოლო  ამავე ბრალდებაში მითითებულია რომ დაზარალებულს არ მიუღია სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებაც კი. ახლა კი მინდა დავსვა შეკითხვა, თუ სიმართლეს შეეფერება ინფორმაცია, რომ 5 პირი, მათ შორის ორი სპორტსმენი გამეტებით სცემდა ერთ დაზარალებულს, როგორ მოხდა რომ რამდენიმე საათიანი გამეტებული ცემის შედეგად დაზარალებულს არავითარი დაზიანება არ გააჩნია, რომელსაც მიეცემოდა ნაკლებად მძიმე დაზიანების კვალიფიკაციაც კი? ეს ისე, მსჯელობისთვის და უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის. 

როგორც ტოგო ჭელიძე განმარტავს, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა აღკვეთი ღონისძიების უმკაცრესი სახე _ პატიმრობა, მაშინ, როცა ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული საფუძვლები აღკვეთი ღონისძიების გამოყენებისა, შესაძლებელი იყო, მიღწეულიყო გირაოს გამოყენების პირობებშიც. შევეცდები, მოკლედ აგიხსნათ ჩემი ასეთი განცხადების საფუძვლები. პატიმრობის გამოყენებისთვის სასამართლოს სახეზე უნდა ჰქონდეს შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი, ესენია:

ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების გახორციელებისათვის ხელის შეშლა;

ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა;

გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.

პირველი გარემოება თავისთავად გამოირიცხება, რადგან სასამართლოს საქმეში ედო მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა რომ ბრალდებულები პოლიციაში თავიანთი ნებით გამოცხადდნენ და არსად გაქცევას და მიმალვას არ აპირებდნენ. ისინი თავად იყვნენ დაინტერესებული, სწრაფი, ეფექტური, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარებით, რათა საქმეზე დროულად დადგენილიყო ჭეშმარიტება. მათ ნდობა გამოუცხადეს სახელმწიფოს, კერძოდ, სამართალდამცავ ორგანოებს და გამოცხადდნენ პოლიციაში.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის მოლოდინს ან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი მათგანი არ არის წარსულში ნასამართლევი; არ არიან რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში შემჩნეული; უფრო მეტიც, სასამართლოს წინაშე იდო ჩვენ მიერ მიწოდებული უამრავი დახასიათება და შუამდგომლობა ბრალდებული პირების შესახებ, მათ შორის ჭიდაობის ფედერაციის, მეზობლების, ვეტერანი სპორტსმენების და ბევრი სხვა, რომლებიც დადებითად ახასიათებდნენ ბრალდებულ პირებს და სასამართლოს სთხოვდნენ მხედველობაში მიეღოთ მათი თხოვნა და არ გამოეყენებინათ პატიმრობა, მით უმეტეს, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთს გააჩნია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გართულებები, რომელიც საჭიროებს სპეციალურ რეჟიმზე ყოფნას და ექიმის ზედამხედველობას. 

რაც შეეხება მტკიცებულებების მოპოვებაში ხელშეშლას, ეს ნაწილიც დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან გამოძიების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ საქმეზე დაკითხული იყო ყველა მოწმე, შეგროვებული იყო ყველა საკვანძო მტკიცებულება, გარდა ამისა, როცა აღნიშნულ მოტივს უთითებს გამოძიება პატიმრობის გამოყენების საფუძვლად, ვალდებულია, სულ მცირე, სასამართლოს დაუსაბუთოს, თუ კონკრეტულად, რა მტკიცებულების მოპოვებას გეგმავს გამოძიება და როგორ შეიძლება აღნიშნულს ხელი შეუშალოს ბრალდებულის არა საპატიმრო აღკვეთი ღონისძიების ქვეშ ყოფნამ. რაც, რა თქმა უნდა, არ იყო წარმოდგენილი და დასაბუთებული ბრალდების მხრიდან. საქმეში იყო  მხოლოდ უბრალო პოზიცია ვარაუდის დონეზე, რომ შეძლება ასე მომხდარიყო და სასამართლოც დაეთანხმა აღნიშნულს.

ჩემი ღრმა რწმენით და ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების ანალიზის შედეგად, მივედი დასკვნამდე, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ ყოფილა განპირობებული კანონიერ საფუძვლებზე დაყრდნობით, არამედ ეს გაკეთდა სახელმწიფოს სახის შენარჩუნებისთვის, რათა, როცა გავიდოდა ტელევიზიით ან სხვა საინფორმაციო წყაროს მეშვეობით ინფორმაცია, რომ ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებული 5 პირი იქნა დაკავებული, იქვე მეორე წინადადება გაჟღერებულიყო _ ხუთივე მათგანს სასამართლომ პატიმრობა „მიუსაჯა“. მაღალმა საჯარო ინტერესმა და სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად ქცევამ მიგვიყვანა ამ შედეგებამდე. მე არ მინდა ახლა ამის გამომწვევი მიზეზების განხილვაში შევიდე და გავცდე ჩვენი მსჯელობის საგანს, მინდა მხოლოდ ჩემი, როგორც იურისტის და სამართალმცოდნის პოზიცია დავაფიქსირო ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ იური ლომაძისა და სხვათა მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების სახე პატიმრობა იყო შეუსაბამო და დაუსაბუთებელი“, _ თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ტოგო ჭელიძემ.

“გურია ნიუსი“ აგრძელებს აღნიშნულ თემაზე მუშაობას და მკითხველს მიაწოდებს უახლოეს ინფორმაციას.




 ახალი ამბები
  • გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.  როგორც გიორგი გახარია „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს,  საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.  „ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად  ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", - აღნიშნავს გიორგი ... ...
  • ანა აბრამიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება35 წლის რუსთაველ ახალგაზრდას, ანა აბრამიშვილს მოქალაქეების დახმარება ესაჭიროება. გასული წლის თებერვალში, ჰემორაგიული ინსულტის გადატანის შემდეგ, ექიმებმა ანა აბრამიშვილს სისხლძარღვების არტერიო-ვენური მალფორმაციისა და თავის ტვინის ცერებრული ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დროიდან. ის მოწყვეტილია აქტიურ ცხოვრებას _ ექიმების მკაცრი რეკომენდაციით დაუშვებელია მისი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რამაც შეიძლება ნებისმიერ დროს რისკის ქვეშ დააყენოს მისი სიცოცხლე. მდომარეობა დღითი-დღე კრიტიკული ხდება, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება. ანა აბრამიშვილის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი 68 000 აშშ დოლარია საჭირო. ანა აბრამიშვილს ექიმები აძლევენ გარანტიას, რომ ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე თვეში ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ „თიბისი ბანკსა“ და "საქართველოს ბანკში" გახსნილ ანგარიშებზე. თანხის ჩარიცხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი. თიბისი ბანკი: #GE21TB7671645061100002; საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000100997087.  მიმღები ანა აბრამიშვილი. მოქმედებს საქველმოქმედო ზარიც მაგთის, ბანის და ბილაინის აბონენტებისთვის _0901701322. Paypal: Anna.abramishvili85@gmail.com, პირადი ნომერი: ... ...
  • თელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ხანძარი იყო - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ერთ-ერთ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადები დროულად მივიდნენ, მეორე სართული სრულად დაიწვა.როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ომარ აჩუაშვილმა განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად ელექტროგაყვანილობა ... ...
  • თევზის სუნი _ მოუგვარებელი პრობლემა ფოთშითევზის სუნი ქალაქ ფოთის მოსახლეობისთვის ყოველდღიურ პრობლემად იქცა. ჩატარდა არა ერთი აქცია, მაგრამ ამ აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო და დღესაც ქალაქ ფოთის მოსახლეობის მოუგვარებელ პრობლემად რჩება. „ფანჯარასაც ვერ ვაღებთ, რომ ოთახი გავანიავოთ. გარეთ სარეცხიც გაფენაც შეუძლებელია“, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ქალაქ ფოთის ერთ-ერთი მცხოვრები. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჯგერენაია ამბობს, რომ ქალაქში არსებულ თევზის სუნის პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა ჯგუფი და პირველი შეხვედრა ჩატარდა. სამუშაო ჯგუფმა შეადგინა გეგმა, რის მიხედვითაც უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა: „გვაქვს გეგმა, რომლი მიხედვითაც პრობლემის მოგვარების  სამუშაოებში უნდა ჩავრთოთ სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პეტიციის ავტორი და ასე შემდეგ. სამუშაო გემის მიხედვით გათვალისწინებულია საქმეში შესაბამისი სააგენტოების ჩართვა, რის შემდეგაც დაიდება სპეციალისტების დასკვნები. ამ ეტაპზე კუთხით ვმუშაობთ„, _ გვითხრა ... ...
  • ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალაისტორიკოსი, თსუ-ს პროფესორი, გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა,_ ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტი facebook-ზე აქვეყნებს. ,,ბატონ გიორგის მრავალი წელი აკავშირებდა უნივერსიტეტთან, ისტორიის მიმართულების სტუდენტების უამრავმა თაობამ გაიარა მის თვალწინ, აღზარდა არაერთი შესანიშნავი ისტორიკოსი. ძალზედ დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებს. პანაშვიდი: 21 იანვარი (ხუთშაბათი), 17:00 საათიდან; გამოსვენება: 22 იანვარი, 14:00 საათი; მისამართი: სიონის საკათედრო ტაძარი (სიონის ქუჩა N°3)" - წერია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....