დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურული სასამართლო პროცესი უნდა გაიხსნას

სამართალი

დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურული სასამართლო პროცესი უნდა გაიხსნას

2017 ივლ 12 10:36:56

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესების მთლიანად დახურვა არ ემსახურება სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებულ   სასამართლო სხდომების დახურვის  ლეგიტიმურ მიზანს _ აღნიშნულია სასამართლოსადმი მიმართვაში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს. 

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ადამიანის უფლებათა ცენტრი ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ იცავს  დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს და ახორციელებს სასამართლო პროცესის მონიტორინგს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომების მთლიანი დახურვა, არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ბრალდების პირველივე მოწმემ მხოლოდ საკუთარ ვარაუდებსა და ეჭვებზე დაფუძნებული ჩვენება მისცა სასამართლოს. ამასთან  მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის მიმართ გაჟღერებულ იქნა ბრალდება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოები  თავად უნდა დაინტერესებულიყვნენ, რა სახის ინფორმაციას ფლობს და რა  ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს საკუთარ ბრალდებას   მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა.  ირაკლი ფირცხალავას ინფორმაციით, მოწმე ირაკლი მამალაძე წლებია უსაფრთხოების აგენტია და მისი ფსევდონიმია,,პრესა’’.

"მიუხედავად პროკურატურის წინააღმდეგობისა, სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების სამართლიანი მოთხოვნა და მოწმედ დაიკითხება მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, როდესაც არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ  ირაკლი ფირცხალავა, როგორც მსჯავრდებული, ვერ იქნებოდა სასამართლოსთვის სანდო მოწმე.  სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას  არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა.

ბრალდების მხარე  მიზანმიმართულად  ცდილობს, მოწმეთა მხრიდან არ გაჟღერდეს  ბრალდებისთვის არასასურველი ინფორმაცია. არაერთხელ იყო მცდელობა მოწმეთაგან განერიდებინათ დაცვის მხარის  შეკითხვები, რაც არსებითად მნიშვნელოვანია და პირდაპირ უკავშირდებოდა  მოწმის მიერ კონკრეტულ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას ან უარყოფას. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ერთი უწყების  წარმომადგენელმა მოწმეებმა, რაც ეხებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს, დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე  აშკარად ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გასცეს. ამასთან  საქმეზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დამაჯერებლად ვერ ახსნეს, თუ რატომ არ მოხდა დეკანოზის ბარგის ჩხრეკა საერთაშორისო აეროპორტშივე. ასევე დაკითხულ იქნენ გამომძიებლები, რომლებმაც ასევე ვერ ახსნეს თუ რატომ არ ჩატარდა დეკანოზის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იარაღზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ან რატომ არ იქნა აღებული დნმ-ის კვალი, თუნდაც  იმ ვერსიის გადასამოწმებლად,  როდესაც გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ იარაღი შესანახად მას მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადასცა.  დღეის მდგომარეობით დაკითხულია  საპატრიარქოს დაცვის სამსახურის რამოდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათ ხშირად ეხმარებოდა მამა გიორგი მამალაძე, ასევე დაადასტურეს, რომ მათ  გერმანიაში საკუთარი ხარჯით უხდებოდათ კვება.  ბრალდების მიერ მოყვანილმა მოწმეებმა ჯვარედინი დაკითხვისას ასევე დაადასტურეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელფასი მისი ,, წმ.იოაკიმესა და ანას’’ სახელობის  კლინიკის დირექტორად  დანიშვნისთანავე რამოდენიმეჯერ შემცირდა, ვინაიდან კლინიკა სავალალო ფინანსურ  და მატერიალურ მდგომარეობაში იყო.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია სასამართლო პროცესების დახურვა თავისთავად არ ემსახურება მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის გაზრდას. იმ პირობებში, როდესაც სასამარლო სხდომების დახურვას  წინ უძღვოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ხმაურიანი დაკავება და გაურკვეველი ბრალის წარდგენა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და შემდეგ ბრალის დამძიმება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეუძლია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად  სასამართლო სხდომა მხოლოდ ნაწილობრივად დახუროს.

 ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასამართლოს, რომ   რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო პროცესები გაიხსნას. სასამართლოს აქვს პროცესუალური შესაძლებლობა კონკრეტული მტკიცებულებების გამოკვლევისას, რაც შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას მესამე პირთა პირადი ცხოვრების შესახებ, ნაწილობრივად დახუროს სხდომა და დაიცვას მათი ინტერესები.  სწორედ მართლმსაჯულების გამჭვირვალობა უზრუნველყოფს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის ამაღლებას, _ ნათქვამია ცენტრის მიმართვაში.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?