ელიავას ბაზრობის რევიტალიზაციის პროცესი უნდა შეჩერდეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

სამართალი

ელიავას ბაზრობის რევიტალიზაციის პროცესი უნდა შეჩერდეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

26 იან. 2021, 13:20:39

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“  თბილისის მუნიციპალიტეტში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსს ეხმაურება .

ორგანიზაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას პროცესის სიცხადისკენ მოუწოდებს - საკონკურსო წინადადების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი 678 500,00 ლარი უნდა მიიღოს შემსრულებელმა კომპანიამ, რომელმაც საპროექტო ობიექტის მნიშვნელოვან ნაწილზე - 51,593 კვ.მ ფართზე უკვე მოამზადა მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც არ აღსრულებულა, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებული კონკურსი კი ეყრდნობა საფუძვლებს, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს წესით დავის საგანს და თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამართალწარმოების პროცესი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს შემდეგს:  თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, დედაქალაქის მასშტაბით გამოიყო ქალაქთგეგმარებითი არეალები, სადაც უნდა დაზუსტდეს ტერიტორიების განვითარების პირობები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი განვითარების პრინციპებით დაბალანსებული განვითარებისა და საიმედოდ ფუნქციონირებადი ქალაქის ქალაქგეგმარებითი პირობები. გენგეგმის მიხედვით, „ელიავას ბაზრობა“ და მისი მიმდებარე ტერიტორია განისაზღვრა არეალად, სადაც ქალაქგეგმარებითი არეალის ნაწილის განვითარება დასაშვებია მხოლოდ განვითარების ერთიანი ჩარჩო პირობებისა და ხედვის ფარგლებში. წინამდებარე ტექნიკური დავალება განსაზღვრავს მოთხოვნებს ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი კვლევებისა და რევიტალიზაციის ერთიანი კონცეფციის შესამუშავებლად. სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რევიტალიზაცია გულისხმობს სწორი კონცეფციის შექმნას, მის განხორციელებასა და შეუზღუდავ შემოქმედებით პროცესს. რევიტალიზაციის პროექტი არ უნდა იყოს განყენებული და უნდა ჯდებოდეს ქალაქის განვითარების სტარტეგიულ ხედვაში.

1. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ (ს/კ 202249673) მხრიდან, რომელიც ელიავიას ბაზრობის ტერიტორიის ერთ-ერთ მსხვილ მესაკუთრეს წარმოადგენს, 2016 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი იქნა განცხადება  თბილისში, ბარათაშვილის სახელობის მარცხენა სანაპიროსა და ა. კერესელიძის ქუჩებს შორებს მდებარე: ს/კ 01.13.05.010.043, ს/კ 01.13.05.010.015, ს/კ 01.13.05.010.044 და ს/კ 01.13.05.010.041 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირების შესახებ. 51,593 კვ.მ ფართზე მომზადებული მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა დადებითად შეფასდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების მხრიდან და დასამტკიცებლად გაიგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით შეჩერდა და რეაგირების გარეშე დარჩა. ვითარების გათვალისწინებით, შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფმა“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, აქტის დავალების გამოცემის მოთხოვნით, სარჩელი აღძრა სასამართლოში. სამწლიანი პროცესი შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ გამარჯვებით დამთავრდა.

კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიღებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების მიზნით წარედგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადმინისტრაცულმა ორგანომ კი, 2019 წლის დეკემბერში გამართულ სხდომაზე, შემდგომი განხილვის მიზნით, საკითხი კენჭისყრიდან მოხსნა.

2. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ მხრიდან 2019 წლის მაისის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოს წესით, ბათილობის მოთხოვნით, გასაჩივრებული იქნა ქ. თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმა ადგენს სპეციალურ პირობას, იმ დათქმით, რომ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარება დასაშვებია ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების გეგმის შესაბამისად. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ ასაბუთებს, რომ გასაჩივრებული ნორმა პირდაპირ შეეხება არამხოლოდ თავის, არამედ ხსენებულ ტერიტორიაზე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის ინტერესებს. ადგილზე ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ერთიანი კონცეფციის საფუძველზე განაშენიანების გეგმის შემუშავება შეუძლებელია და ასეთი პერსპექტივა ობიექტური რეალობაა. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ ასაბუთებს, რომ ესპობა კუთვნილი ბიზნეს-ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა და იმ ვითარებაში, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, არსებობს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს სახით არ ახდენს დოკუმენტის დამტკციებას და ნამდვილი მესაკუთრეთა ინტერესების დაცვას.

3. 2021 წლის 4 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „არტსტუდიო პროექტი“ (ს/კ 204489393). კონკურსი ეფუძნება ქ. თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძვლებს, რაც გასაჩივრებულია სასამართლო წესით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, გამარჯვებული და შემსრულებელი კომპანია დაფუძნებულია 2005 წელს, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირები კი არიან ოთარ სულაბერიძე (დირექტორი) და ირინე სკალვინია (დირექტორი, საქართველოს და იტალიის სახელმწიფოს ორმაგი მოქალაქე). კომპანიის მესაკუთრეა გიორგი სულაბერიძე (50%-იანი წილის მმართველი) და ვასილ წერეთელი (50%-იანი წილის მმართველი). საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიასთან საკონკურსო წინადადების შესყიდვის მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, რომლის ღირებულებაც დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 678 500,00 ლარი. აღსანიშნავია, რომ სწორედ შპს „არტსტუდიო პროექტმა“ მოამზადა შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც არსებითად არ განუხილავს ქ. თბილისის საკრებულოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აზრით, საჭიროა სიცხადე შევიდეს იმ საჭიროებებსა და თანმიმდევრობებში, რომელიც ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსის გამოცხადებას შეეხება. კერძოდ, კონკურსის გამოცხადება და შემდგომი პროცესი ეფუძნება იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც გასაჩივრებულია სასამართლო წესით. შესაბამისად, ლეგიტიმურად დაისმის შეკითხვა, თუ რა აუცილებლობით იქნა განპირობებული კონკურსის გამოცხადება სასამართლოში სადავოდ ქცეული საფუძვლების პარალელურად. დადგენილია, რომ საქმეში მესამე პირად ჩართულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. სწორედ ამ უკანასკნელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოაცხადა კონკურსი ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით.

ამასთან, ორგანიზაცია საუბრობს პასუხისმგებლობის და წინადახედულობის საკითხებზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი 678 500,00 ლარის განკარგვასთან დაკავშირებით. თუ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდება შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ სარჩელი, ბათილად იქნება ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რითაც შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელებისთვის სრული სამართლებრივი საფუძველი შეექმნება, შედეგად ვიღებთ რეალობას, როდესაც ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის ერთიანი კონცეფციის შემუშავებისთვის გადახდილი საბიუჯეტო თანხა გამოუსადეგარი დოკუმენტის მომზადებისთვის იქნება დახარჯული.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამართლიანი შეიძლება ყოფილიყო საკითხის გადაწყვეტა იმგვარად, რომ საპროექტო ობიექტის მნიშვნელოვან ნაწილზე - 51,593 კვ.მ ფართზე, რომელსაც ფლობს შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ და უკვე არსებობს მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, არ გამოცხადებულიყო კონკურსი. ქ. თბილისის საკრებულოს დაემტკიცებია შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ მიერ წარდგენილი მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა და კონკურსი გამოცხადებულიყო საპროექტო ობიექტის სხვა დარჩენილ ნაწილზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს და მოუწოდებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შეჩერდეს გამარჯვებულ შემსრულებელ კომპანიასთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, მოხდეს საკითხის და რეალობის სწორად შეფასება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილებები.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის 6 აპრილს მონიტორინგის პირველადი შეფასებითი ნაწილი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. შესაბამისად, ორგანიზაცია საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

 

 




 ახალი ამბები
  • "სანამ ჩვენ ამდენი თვეა ზღაპრებს გვიყვებიან, ქვეყანაში შემოსული მილიარდები ქრება" _ ჭიჭინაძეთუ ღარიბაშვილი არ გადააყენებს ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს და  ე.წ. სამი მუშკეტერის საქმეებით პროკურატურა არ დაინტერესდება, მაშინ თავად ღარიბაშვილი გახდება პასუხისმგებელი  მთელ იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში ტრიალებს. შესაბამისად, თანამონაწილეც, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. "რადგან სწორედ ამ „ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ადამიანების ჯანმრთელობის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე გაიუმჯობესეს მატერიალური მდგომარეობა და მიითვისეს  პოლიტიკური ძალაუფლება. ანუ, სანამ ჩვენ ამდენი თვეა ზღაპრებს გვიყვებიან, ქვეყანაში შემოსული მილიარდები ქრება; კოვიდის ფონდით  არჩევნებს ყიდულობენ; გაჩერებული ქვეყნის,  გაღატაკებული ხალხის ფონზე  ბანკები მარტო იანვარში 117 მილიონიანი სუფთა მოგებაზე გადიან; ( რაც გასულ წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია!) საბანკო სისტემამ, არაპროფილური საქმიანობით,  მანიპულირების მეშვეობით  ყველაფერი მიიტაცეს  და ასევე  არნახულ მოგებებზე გავიდნენ (მაგ. საავადმყოფოები, აფთიაქები, სადაზღვევო კომპანიები...). მარტივად რომ ვთქვათ, როგორც კი ქვეყანაში ფული შემოვიდა, ამ ფულის სხვადასხვა სქემებით მიტაცება მოხდა. ადამიანები კი, ცოტა ხანში, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როდესაც  მთელი შემოსავლების ნაწილი, რომელსაც მონური შრომის ხარჯზე იხდიან,  ვალების მომსახურება დასჭირდება... _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.                                      ... ...
  • ნათია თურნავა: „ნამახვანიჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად  ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს. ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული. გარდა ამისა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამინისტროს ვებ და ფეისბუქგვერდზე ძალიან დეტალური პასუხი იმ ფსევდოსამართლებრივ ანალიზზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. ძალიან ნათლად ვხედავთ იმას, რომ მათი სურვილია, ანტიჰესების კამპანიას შეუერთდნენ. მათი დასკვნა ძალიან ზედაპირული და არაკომპეტენტურია. ამდენად, როდესაც გაეცნობით ჩვენს დეტალურ განმარტებას, ბევრი კითხვის პასუხს მიიღებთ“, - აღნიშნა ნათია ... ...
  • გომელაური: „2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა”შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით.  ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის “ფარგლებში ისაუბრა.  მისივე თქმით,  უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე. „ ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 4 სასაზღვრო სექტორი:  დედოფლისწყაროში - სექტორი „ლეკისყურე“, ბათუმში  - სექტორი  „ჩირუხი“, ხოლო ყაზბეგში  - სექტორები  „ჯუთა“ და „თრუსო“. განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები.  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის (EXBS) ფინანსური დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე. 2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა “, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციას 20 ერთეული ყველგანმავალი  „არგო“ გადაეცა და სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი მაღალი გამავლობის 90 ავტომანქანით და 6 სატვირთო ავტომანქანით გაძლიერდა. „სრულად განახლდა სანაპირო დაცვის რადიოსაკომუნიკაციო სისტემა. თურქული მხარის მხარდაჭერით, კაპიტალურად გარემონტდა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები - „სოხუმი“ და „ფოთი“. სასაზღვრო ავიაციის მფრინავებმა არაერთი ფრენა განახორციელეს,    როგორც სასაზღვრო, ასევე, სახანძრო და სამაშველო საგანგებო სიტუაციებისას. გარდა ამისა, სამოქალაქო ავიარეისებს ასრულებენ მთის მოსახლეობის დასახმარებლად“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციისა და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა. „სასაზღვრო პოლიციას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ორმხრივად გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ნატოს ანტიტერორისტული ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდამჭერია. 2020 წლის ოქტომბერში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური გაიარეს”,_ აღნიშნა შს ... ...
  • შს მინისტრი: უკომპრომისო ბრძოლა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ გრძელდებაშინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 „კანონიერი ქურდი“, ასევე „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 49 პირის მიმართ“,  -განაცხადა ვახტანგ ... ...
  • ვახტანგ გომელაური - 2020 წელს პასუხისგებაში მიეცა 71 ნარკორეალიზატორი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, "მინისტრის საათის" ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე - ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო. „ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის  საპასუხოდ, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას. „ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ასევე გამოვლენილი იქნა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებელი ნარკოლაბორატორია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით,  უწყებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. „ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. 2020 წელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი. ამავე პერიოდში პოლიციის მიერ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი ჰეროინი; 1 კილოგრამი კოკაინი;6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება; 7 000 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი“, - განაცხადა ვახტანგ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...