EMC _ “ზვიად რატიანის საქმეზე მიღებული დადგენილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს“

gurianews.com

სამართალი

EMC _ “ზვიად რატიანის საქმეზე მიღებული დადგენილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს“

2018 იან 17 13:04:38

ზვიად რატიანის საქმეზე მიღებული დადგენილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღმოფხვრას ის სამართლებრივი ხარვეზები და შეცდომები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 დეკემბრის დაუსაბუთებელი დადგენილებით იკვეთება და საქმეზე დართული მტკიცებულებების შესაბამისად, მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

_ "როგორც ცნობილია, 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის შეურაცხყოფისთვის 2000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება EMC-იმ, 2018 წლის 6 იანვარს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 16 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა ამ საქმეზე “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზვიად რატიანის სამართალდამრღვევად მიჩნევის თაობაზე დადგენილება, საქმეში ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის გამო, მთლიანად ემყარება ზვიად რატიანის დამკავებელი პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს,  მათი კეთილსინდისიერებისა და მიუკერძოებლობის ვარაუდს. „სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სამართალდამრღვევის გამომვლენის მიერ უზუსტობის, მიკერძოების ან არაობიექტური შეფასების კონკრეტული შემთხვევის გამოვლენა.“ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესის განხილვის დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო პოლიციელთა თავდაპირველი წერილობითი განმარტებებისა და მოწმის სახით მიცემულ ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობების გამოკვლევას, სასამართლომ მხოლოდ მათი ჩვენებები სამართალდარღვევის ჩადენის დადგენისთვის სარწმუნო მტკიცებულებად მიიჩნია.

ამასთან, სასამართლოს დადგენილებაში არ უმსჯელია სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში მოქალაქის შეჩერების დროს პოლიციელთა ვალდებულებაზე, ჩართული სამხრე ვიდეო კამერით დაეფიქსირებინათ მოქალაქესთან კომუნიკაცია. სასამართლო დადგენილ გარემოებად უთითებს, რომ წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე “საპოლიციო კონტროლის ფარგლებში მოძრაობდნენ პოლიციის თანამშრომლები, რა დროსაც შეაჩერეს მოაქალაქე ზვიად რატიანი...”. ნათელია, რომ სასამართლოსთვისაც სადავო არ ყოფილა ის,რომ რატიანის შეჩერება რეიდის ფარგლებში მოხდა, რაც პოლიციას ამ კომუნიკაციის ვიდეო გადაღების ვალდებულებას აკისრებდა.

სასამართლოს ასევე არ განუმარტავს, რა გარემოებებმა დაარწმუნა,  დაკავებამდე ზვიად რატიანის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, მაშინ როცა პოლიციელთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების გარდა, საქმეში არსებული არც ერთი ნეიტრალური მტკიცებულებით და წარდგენილი ფრაგმენტული ვიდეო ჩანაწერებით აღნიშნული გარემოება არ დგინდება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილებით სამართალდარღვევის არარსებობის თაობაზე მტკიცების ტვირთი ფაქტობრივად სახელმწიფოს ნაცვლად მოქალაქეს დაეკისრა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის წარდგენილ მოსაზრებაში, სახალხო დამცველი აღნიშნავს: “მოცემული საქმე ასევე ასახავს სასამართლოში დამკვიდრებულ არასწორ პრაქტიკას, რომლის შედეგად მოქალაქეები კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების გარეშე რჩებიან. ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და იწვევს მტკიცების ტვირთის სახელმწიფოდან მოქალაქეზე გადასვლას, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”.

მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღმოფხვრას ის სამართლებრივი ხარვეზები და შეცდომები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 დეკემბრის დაუსაბუთებელი დადგენილებით იკვეთება და საქმეზე დართული მტკიცებულებების შესაბამისად, მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ამასთან, EMC მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით და მხარეებს მისცეს შესაძლებლობა იმსჯელონ, პირველი ინსტანციის მიერ, არასრულფასოვნად გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. 

რაც შეეხება, ზვიად რატიანის საქმეში არსებული ფრაგმენტული ვიდეო ჩანაწერების კანონიერებას, ამ საკითხის შესწავლის მიზნით, EMC-იმ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

შსს-ს გენერალური ინსპექციის მხრიდან დისციპლინური წარმოების ფარგლებში უნდა დადგინდეს:

- სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების დროს, 2017 წლის 23 დეკემბერს, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების შესაბამისი თანამშრომლები ასრულებდნენ თუ არა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონისა და შს მინისტრის 21 დეკემბრის ბრძანებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, კერძოდ, ატარებდნენ თუ არა რეიდს შესაბამისი სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლით, იყვნენ თუ არა აღჭურვილი ჩართული ვიდეო გადამღები ტექნიკით და ახორციელებდნენ თუ არა რეიდის ფარგლებში მოქალაქეებთან კონტაქტის ვიდეო გადაღებას უწყვეტ რეჟიმში.

- დამოუკიდებლად შესწავლას საჭიროებს, ზვიად რატიანთან კონტაქტის პირადი მობილური ტელეფონით გადაღების კანონიერება, ასევე ვისი გადაწყვეტილებით დაიწყეს პოლიციელებმა რატიანის დაკავების შემდგომი მოვლენების ვიდეო გადაღება და რატომ არ არსებობს პოლიციისა და რატიანის თავდაპირველი შემხებლობის სრული ვიდეოჩანაწერი. საპოლიციო საქმიანობის შესახებ არსებული საკანონმდებლო აქტებიდან არც ერთი მათგანი არ ანიჭებს პოლიციის თანამშრომელს უფლებამოსილებას, საპოლიციო საქმიანობის დაფიქსირებისთვის პირადი მობილური ტელეფონი გამოიყენოს.

პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის მხრიდან შემოწმებას ექვემდებარება:

- პოლიციელების მიერ ზვიად რატიანთან კონტაქტის პირადი მობილური ტელეფონით გადაღების კანონიერი საფუძვლების არსებობა. პირადი მობილური ტელეფონით მოქალაქესთან კონტაქტის ფრაგმენტულად აღბეჭდვა ქმნის საქმის გარემოებების ფალსიფიცირების რისკებს, ასევე არღვევს პერსონალური მონაცემების მოპოვების და დამუშავების სტანდარტს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4  მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევის საშიშროებას.

- ასევე, უნდა შეფასდეს შს სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის დაკავების შემდგომ გაკეთებული ეპიზოდური და არასრული ვიდეო ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრინციპების - მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად, სამართლიანად და კანონიერად დამუშავების, ასევე მონაცემთა მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის დამუშავების პრინციპების დაცულობა", _ აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას - ირაკლი კობახიძე სკანდალურ ვიდეოჩანაწერზე„ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე სპექტაკლი და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილისმომგვრელი და სასაცილო,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ფარულ ვიდეოჩანაწერს, სადაც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ღიმილისმომგვრელია“ ეს ჩანაწერები, რადგან ეს საკითხები აქტუალური აღარც არის. ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, უნდა დაიკითხოს თუ არა ოთარ ფარცხალაძე, კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.  „კიდევ ერთხელ ვიმეორებ სპექტაკლი ჩავარდა და დამთავრებულია ეს კომედია, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ ნაცმოძრაობამ "რუსთავი 2"-ის მეშვეობით,“ - განაცხადა კობახიძემ. კობახიძის თქმით, აუდიოჩანაწერების საუბრების შინაარსი „კომიკურია.“ „რუსთავი 2“-ს მიაწოდეს ვიდეო ჩანაწერი, სადაც "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირებისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარია ასახული. ყიფიანი ჩანაწერებში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ცდილობდა „ომეგა ჯგუფის“ საქმის მოგვარებას, რის გამოც მას კონფლიქტი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მოუვიდა, რომელიც ამ ბიზნესს დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა. ლევან ყიფიანი ჩანაწერების პირველ ნაწილში დეტალურად იხსენებს ე.წ. ცნობილი სარდაფის ეპიზოდის დეტალებს, მეორე ჩანაწერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილსა და "ომეგა ჯგუფის" სხვა წარმომადგნელებს უყვება, რომ ყველა პრობლემას ივანიშვილს ოთარ ფარცხალაძე ... ...
  • ზაზა სარალიძეს სამართალდამცველებმა კარვის გაშლის ნება არ მისცეს პარლამენტის წინ წვიმის დროს შვილმოკლული მამების აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ ამის ნება არ მისცეს და გამოდარებამდე პარლამენტის შენობაში შესვლა შესთავაზეს. საბოლოოდ, აქციის მონაწილეები სახელმწიფო დაცვის სამსახურმა არც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეუშვა. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან. „პოლიციას ჩვენთვის ჰქონდა ასეთი რამე ნათქვამი, ოღონდ კარავი არ გაგვეშალა, წვიმის დროს შეგვიშვებდნენ პარლამენტის შენობაში. დაგვიხსნეს ჯებირები, შეგვიშვეს, მაგრამ იქიდან დაცვის სამსახურმა გამოგვყარა. არ შეიძლებოდა იქ ყოფნა. აღმოვჩნდით წვიმაში ისევ. მანქანაში მედო კარავი და ვცდილობდით იმის გაშლას. აგვიკრძალეს ყველაფერი. პროვოკაციას ჩვენ თვითონაც ვერიდებით უკვე, იმიტომ, რომ ვიცით, რომ აბსოლუტურად ყველანაირ ზეწოლაზე წამოვლენ. ჩვენთვითონაც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კანონის ჩარჩოებში მოვექცეთ, მაგრამ თავად არღვევენ იმ კანონს. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის თანახმად, ჩვენ გვაქვს დროებითი კარვის განთავსების უფლება,“ _ განაცხადა ზაზა ... ...
  • "თითქოს ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს ფაქიზი თემები, რეალურად კი ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ" (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. მან ელჩებთან ისაუბრა წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროპული ტიპის კამპანიის სტანდარტებს. „არჩევნებამდე დარჩა ერთი კვირა და საჭირო იყო, საერთაშორისო თანამეგობრობისათვის შეჯამების სახით გაგვეცნო, თუ როგორი არაევროპული ტიპის კამპანია ჩატარდა. გამოყენებული იყო სიძულვილის ენა და სხვა ხერხები, რაც შეიძლებოდა საქართველოში დაპირისპირების საფუძველი გამხდარიყო. სინამდვილეში, ქვეყანაში დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს. თითქოს ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს ფაქიზი თემები, რეალურად კი ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ერთიანობის, თანასწორობის, თანაცხოვრების იმ პრინციპების დარღვევა, რაც აქამდე მოვიტანეთ. არავის აქვს მისი დარღვევის უფლება“, - განაცხადა სალომე ... ...
  • იტალიაში ზღვამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი გამორიყაიტალიაში 31 წლის გიორგი ფერაძე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ზღვამ გამორიყა. ახლობლები მომხდართან დაკავშირებით იტალიური მხარის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგებს ელოდებიან. მათი თქმით, გიორგი ფერაძე იტალიაში სამუშაოს საძებნელად დაახლოებით 4 თვის წინ წავიდა. ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს და გარდაცვლილს ოჯახის დახმარება სურდა. ისინი მთავრობას ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვენ. "ოჯახი მოხუცი ბებიის პენსიით არსებობს. მაღაზიაში რომ გადახვიდეთ, ნახავთ მარტო ნისია რამდენი აქვთ. ოჯახს ძალიან უჭირს. ბიჭმა აქ სამუშაო ვერ იშოვა და ამიტომ გადაწყვიტა წასვლა. მარტო სახლს რომ შეხედოთ, სახლი დანგრევის პირასაა. უკიდურესად გაჭირვებულები არიან", - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები. გიორგი ფერაძე ბაღდათის მუნიციოალიტეტის სოფელ ვარციხეში ცხოვრობდა. ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი 18 ოქტომბერს იპოვეს. წყარო: ... ...
  • შსს-მ ლანჩხუთში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?