გააქრეს თუ არა მთავარი მტკიცებულება _ დეტალები სასამართლოდან

სამართალი

გააქრეს თუ არა მთავარი მტკიცებულება _ დეტალები სასამართლოდან

2017 მაი 7 16:27:16

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბიძინა სტურუამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის მამუკა ნადირაძის შუამდგომლობა და სამ ახალგაზრდას გ.თ , თ.ბ. და ვ.ს. აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულ ახალგაზრდებს მოსამართლემ ბრალის არსი კიდევ ერთხელ შეახსენა:

“თქვენ ბრალად გედებათ სსკ. #353 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების გახორციელება, რაც განმარტებულია არის, როგორც პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის  ხელისშეშლის და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი დანაშაული ძალადობრივი ჯგუფის მიერ“. ქმედება კი ისჯება თავისუფლების ვადის აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ოზურგეთში ცენტრალურ უბანში, სადაც შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტი მდებარეობს, პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი 4 მაისს,  საღამოს 10 საათზე, საბილიარდოში მოხდა, რომელსაც ჩვენი წყარო ასე აღწერს: „ახალგაზრდები, ლუდის ბარ “ნატახტარში“ იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მათ საბილიარდოში თამაში გადაწყვიტეს. იქ შესულებს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ორი პირი დახვდათ, რომლებიც ბილიარდს თამაშობდნენ. ახალგაზრდებსა და აღნიშნულ პირებს შორის რამდენიმე წუთში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნაცემი არიან ახალგაზრდები, რომლებიც “ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში“ გადაიყვანეს. მათ სახეზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. ასევე, ნაცემი არიან ის პირები, რომლებიც, როგორც შემდეგ გაირკვა, პოლიციის მაღალჩინოსნები _ ს.ს. და მ. შ. იყვნენ.

პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს, მათი უფლებების დამცველების დავით მამალაძის, ნინო  ნინიძის და მერაბ ფუტკარაიას განმარტებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა არ იცოდნენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები იყვნენ პოლიციელები, რადგან არ ეცვათ ფორმები, არ  წარმოუდგენიათ სამსახურებრივი მოწმობა“.

პროკურორის,  მამუკა ნადირაძის განმარტებით,  2017 წლის 4 მაისს  ქალაქ ოზურგეთში ჭავაჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბილიარდის სახლში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირებმა თ.ბ. გ.თ და ვ.ს. დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და პოლიციის მაღალჩინოსნების მიმართ საქმიანობის ხელშეშლის შეწყვეტის მიზნით განახორცილეს, როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური ძალადობა:

“თ.ბ-მ ბილიარდის ჯოხი, რომელიც  მას ხელში ეკავა, თავის არეში ჩაარტყა სამმართველოს უფროსს სოსო სულაბერიძეს და ხოლო გ.თ-მ ბილიარდის ბურთი სახის არეში დაარტყა დეტექტივ _ გამომძიებელ მალხაზ შაშიაშვილს, აღნიშნულის შემდეგ კი გ.თ, თ.ბ და ვ.ს. გააგრძელეს სოსო სულაბერიძის და მალხაზ შაშიაშვილის წინააღმდეგ ძალადობა და სახის სხვადასხვა არეში ურტყამდნენ ხელ-ფეხს, მათ მოთხოვნებს _ შეჩერებულიყვნენ, არ ემორჩილებოდნენ.

შსს გურიის თანამშრომლებმა გ. თ, თ. ბ და ვ. ს მოუწოდეს, რომ შეეწყვიტათ პოლიციის მაღალჩინოსნების მიმართ ძალადობა. ისინი არ დაემორჩილნენ მათ მოთხოვნას და  ვ.ს-მ პოლიციის მუშაკს შამილი თავდგირიძეს შემოახია სამსახურებრივი ფორმის ჟილეტები, ამიტომ მოვითხოვთ სამივე პირის მიმართ იყოს გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობის სახით, რადგან მათ მიმართ არსებობს დაპატიმრების საფუძვლები, საქმეზე არსებობს მტკიცებულებები და  მოწმეთა ჩვენებები.

პროკურორმა ხაზი გაუსვა, ასევე, ერთ გარემოებას, რომ დაკავებულთაგან ორი მათგანი არის წარსულში ნასამართლევი, აქედან ერთ-ერთი კი გ.თ. იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, ამიტომ არსებობს მათი მიმალვის საფრთხე.

თ.ბ-ს და ვ.ს-ს უფლებების დამცველმა დავით მამალაძემ განმარტა, რომ პროკურორის მიერ წაყენებული ბრალდება არის შეგნებულად დამძიმებული და უსაფუძვლო ყოველგვარი მტკიცებულებებით გაჯერებული, რაც, რა თქმა უნდა, მამალაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც მამალაძემ სასამართლოს პროცესზე აღნიშნა, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც უნდა ყოფილიყო ყველაზე მთავრი მტკიცებულება და დამადასტურებელი სიმართლისა, არის საბილიარდო სახლში დამონტაჟებული ვიდეოფირები, რომელიც უკვე აღარ არსებობს:

“ბრალდების მხარის ფორმულირება, რაც დადგენილებაშია მითითებული, არის შეგნებულად დამძიმებული, არ არის მტკიცებულებებით გაჯერებული, რადგან არ შეესაბამება არსებულ ვითარებას, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რითაც ჩვენ შეგვიძლია ნათელი მოვფინოთ არსებულ რეალობას, არის განადგურებული, თუმცა, ვის მიერ ჯერ არ ვიცით, ეს არის საბილიარდოს სახლიდან გამქრალი ვიდეოფირები, არ არსებებს ვიდეო. რაც შეეხება პოლიციელების წინაშე ძალადობას, ეს არ არის სიმართლე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არ ცნობენ თავს დამნაშავედ, ისინი ამ ბრალდებას არ აღიარებენ“, აღნიშნა მამალაძემ.

მისი განმარტებით, ინციდენტის დროს აშკარად ჰქონდა პოლიციის მხრიდან პროვოკაციას ადგილი, რადგან ისეთ ადგილებში, სადაც აზარტული თამაშებია, ან თუნდაც საბილიარდო, საყოველთაოდ არის აღიარებული ის ფაქტი, რომ მცირე ზომით უწმაწური სიტყვები დასაშვებია, ამაზე პროვოცირება არ უნდა მომხდარიყო:

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ვ.ს. და თ.ბ  ამბობენ, რომ მათ რომ სცოდნოდათ, საბილიარდოში მყოფი პიროვნებები პოლიციელები იყვნენ, მათ წინაშე ფიზიკურ ძალადობას არ ექნებოდა ადგილი და არც წინააღმდეგობას გაუწევდნენ. თავდაპირველად პოლიციელები წამოვიდნენ მუქარაზე,  ჩხუბსა და ძალადობაზე, ახალგაზრდები კი, თავის დაცვის მიზნით, წამიერად  ეცადნენ მათ მოგერიებას, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციელების მიმართ ძალადობა წინასწარ განზრახული არ ყოფილა“.

დავით მამალაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ვ.ს-თან დაკავშირებით ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება:

“თვითონ პოლიციის მიერ გამოკითხული მოწმეებისგანაც კი ირკვევა, რომ  ვ.ს. საბილიარდოს ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია, პირიქით, ის აშველებდა მხარეებს,  ჩვენ გვყავს უამრავი მოწმე დაკითხული, რომ ვ.ს. დააკავეს მას შემდეგ, რაც საბილიარდოდან გამოვიდა და თხოვდა გარეთ მყოფ ადამიანებს,  რომ ბიჭები იყვნენ უდანაშაულო და პროვოკაცია მოაწყვეს პოლიციელებმა.

სამივე ახალგაზრდის უფლებების დამცველებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ  მოსამართლეს გირაოს სახით 5 000 ლარის გადახდა დაეკისრებინა და ახალგაზრდები არ დაეტოვებინათ პატიმრობაში, რადგან მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე რეალურად არ არსებობდა.

თუმცა, პროკურორი კიდევ ერთხელ განმარტავდა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა,  სამედიცინო დასკვნების მიღების შემდეგ კი შესაძლოა იყო, დაკავებულებს ბრალი კიდევ უფრო დამძიმებოდათ, რაზედაც ადვოკატმა დავით მამალაძემ უპასუხა, რომ დაზიანებები მიყენებული ჰქონდა ორივე მხარეს, ანუ დაზარალებული არის, როგორც ერთი მხარე, ასევე, მეორე მხარე _ ახალგაზრდები. მამალაძის განმარტებით, მას ინფორმაცია აქვს, რომ ვ.ს-ს საქმე „განზრახ  შეკერა პოლიციამ“.

“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვ.ს. პოლიციელს შამილი თავდგირიძეს შემოახია სამსახურებრივი ჟილეტი, არის ტყუილი და განზრახ  შეკერა პოლიციამ საქმე“.

სასამართლო პროცესზე სამივე ადვოკატი დაბეჯითებით ირწმუნებოდა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა არ იცოდნენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები იყვნენ პოლიციელები, შესაბამისად, არცერთი მათგანი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 21 ივნისს 12 საათზე ჩაინიშნა.

 “გურია ნიუსი“ დაუკავშირდა საბილიარდოს მფლობელს ირაკლი კელენჯერიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ საბილიარდოს სახლში კამერები დგას, თუმცა, ჩაწერა ვერ ხორციელდება ტექნიკური მიზეზების გამო.

 




 ახალი ამბები
  • “მორიგი სუპერ-ამბავი"-ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერ-ამბავი,“ - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე. “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში"_ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...
  • რა უჯდება ოზურგეთს საახალწლო მორთულობების დადგმაოზურგეთში საახალწლო მზადება უკვე დაიწყო. ქალაქის ცენტრში ნაძვის ხის დეკორაციას აწყობენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, ნაძვის ხის განათება 27 ან 28 დეკემბერს მოხდება. ასევე ჩვენ დავინტერესდით რა ჯდება ნაძვის ხის და საახალწლოდ მორთულობების დადგმა. მერიის  პრესსამსახურის უფროსის თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან 15 000 ათასი ლარია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს