გაათავისუფლეს თუ არა უკანონოდ მუზეუმის თანამშრომლები


სამართალი

გაათავისუფლეს თუ არა უკანონოდ მუზეუმის თანამშრომლები

3 მაი. 2017, 19:45:17

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში,  ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის გათავისუფლებული თანამშრომლების ქეთევან ჭეიშვილის, მაია თოხაძის და მარინე მიმინოშვილის სარჩელის განხილვა და მთავარი სხდომა გაიმართა.

პროცესს მოსამართლე მარინა კიკნაძე უძღვებოდა. სხდომის მიმდინარეობისას, მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, მათი სამსახურიდან გათავისუფლებით ოჯახებში ტრაგედიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ულუკმაპუროდ  დარჩნენ, რადგან სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები დაირღვა და ისინი უკანონოდ არიან გათავისუფლებულები.

“ჩვენ რამდენიმე ათეული წელია ვმუშაობთ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში, მეცნიერ-თანამშრომელი ქეთევან ჭეიშვილი, დარბაზების მსახური მაია თოხაძე და  ექსკურსიამძღოლი მარინე მიმინოშვილი.

 2017 წლის 13 იანვარს დაიწყო მუზეუმის რეორგანიზაცი, რის შესახებაც მუზეუმის დირექტორმა გამოსცა ბრძანება. ამის შემდეგ მოხდა ჩვენი გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, 27 თებერვალს კი, გამოიცა ბრძანებები ჩვენი გათავისუფლების შესახებ. ბრძანებებში მითითებულია, რომ ჩვენი გათავისუფლება გამოწვეულია ფინანსური რესურსების შემცირებით, რამაც თავის მხრივ, სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა გამოიწვია. მიგვაჩნია, რომ ჩვენი შტატების შემცირება და ასევე ჩვენი გათავისუფლება დისკრიმანციულ ხასიათს ატარებს, ამასთანავე, დარღვეულია ა(ა)იპ.- ის წესდების, თვითმმართველობის მარეგულირებელი ნორმები და შრომის კანონმდებლობა, რის გამოც მივმართეთ სარჩელით სასამართლოს“,_ აღნიშნავენ მოსარჩელეები.

როგორც დაზარალებული მხარე მიიჩნევს, მათი განთავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები ხელოვნურია და არ არსებობდა რეალური საჭიროება რეორგანიზაციის ჩატარებისთვის:

“ჩვენი საშტატო თანამდებობები არსებობს მუდმივად უკვე მრავალი წელია და მითითება იმაზე, რომ არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად ვიყავით დაქირავებული, არასწორია. ახალ თანამდებობებზე კი  გამწესებული იქნა სამი პირი, რომლებმაც მუშაობა მუზეუმში დაიწყეს რეორგანიზაციამდე ძალიან ახლო პერიოდში და სამივე მათგანი არის დაახლოებული პირი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან“, _აცხადებენ მოსარჩელეები და მათი გათავისუფლების შესახებ გამოტანილი ბრძანების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

“მე პირადად 35 წელია მუზეუმში ვმუშაობ, ვითხოვთ ჩვენს ადგილებზე დაბრუნებას, როცა გაგვათავისუფლეს, გვითხრეს, რომ  შემცირდა სახელფასო ფონდი, თუმცა თანამშრომლების შერჩევა მოხდა შემცირებულ საშტატო განაკვეთებზე  არასწორად. ყოველგვარი განათლების, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით.

დირექტორს მოადგილე მანან მენაბდე გვიცხადებდა, რომ ეს თანამშრომლები მხოლოდ ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგი სიორიძის შუამდგომლობითა და მისი რეკომენდაციით არიან მოსულები და ადგილებზე უნდა დარჩნენო. არ აქვთ მნიშვნელობა ორი თვის დანიშნულები არიან თუ არა, ან სპეციალისტები თუ არ არიან. მანანა მენაბდე გვეუბნებოდა, რომ ვერ წარმოვიდგენდიო თუ ის ბრძოლა დამჭირდებოდაო,  რომ შენ დამეცავიო, ვისთან მოუწია მას ბრძოლა? ეს იყო ფორმალურად და მოსაჩვენებლად, რადგან ბეგი სიორიძის ფავორიტი ადამიანები დანიშნეს ახალ შტატებზე და ის მფარველობს , ისე შტატებია მუზეუმში, რომელიც არაფრის მომცემია, მუზეუმის 80 წლის არსებობის დროს, საერთოდ არ ჰყოლია მუზეუმის დირექტორს მოადგილე, ეს მანანა მენაბდე საარჩევნო კომისიაში დამსახურებისთვის დანიშნეს, რომლის ხელფასიც ძალიან დიდ ტვირთად აწევს მუზუმის ბიუჯეტს“, _ აცხადებს ქეთევან ჭეიშვილი.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „გურია ნიუსი“ ეცადა მუზეუმის დირექტორის გოგა ტრაპაიძის, პოზიციაც ჩაეწერა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა:

“არ შემიძლია, ვერ გავაკეთებ კომენტ, მანანას ჰკითხეთ“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ტრაპაიძემ.

მუზეუმის დირექტორის მოადგილე მანანა მენაბდე კი ამბობს, რომ ყოფილი თანამშრომლები, კანონიერად არიან გათავისუფლებულები:

“რეორგანიზაციის ბრძანებას თუ წაიკითხავთ დირექტორის მიერ გამოცემულს, დასკვანასაც იმ წუთშივე გამოიტანთ, რეორგანიზაციის პასუხისმგებლობა მეკისრებოდა მე, როგორც მოადგილეს და ამიტომ მოდის ჩემზე ამხელა აგრესია“, _ აცხადებს მენაბდე.

რაც შეეხება, მოსარჩელეების განცხადებას, რომ „მუზეუმის დირექტორის მოადგილის შტატი ზედმეტია“ და „მანანა მენაბდე საარჩევნო დამსახურებისთვის არის დანიშნული“, ამაზე მენაბდე გვპასუხობს, რომ არც მისი შტატია ზედმეტი და ის არჩვენებში 80 -იანი წლებიდან აქტიურად არის ჩართული:

“ჩემი შტატი რომ ზედმეტი ყოფილიყო დღეს მე აქ არ ვიქნებოდი, არც რეორგანიზიის გახორციელებაზე და შედეგებზე მექნებოდა პასუხისმგებლობა. რაც შეეხება არჩევნებში დამსახურებას, 80-იანი წლებიდან ვარ არჩევნებში როგორც საუბნო საარჩევნო  კომისიის თავმჯდომარე და არა, ის რასაც ესენი  ამბობენ, რომ თითქოს ბეგის სიორიძის არჩევნების  აგიტატორი აქტივისტი ვიყავი,  მე შტაბში არ მიმუშავია.

ბეგი სიორიძე  არ წყვეტს ვინ დარჩეს სამასახურში და ვინ არა. ამისთვის არსებობს ადმინისტრაცია, ამიტომ არის აგრესია ჩემს მიმართ, რომ მე ყველაფერს მის სახელს ვარქმევ, როგორც გამოცდილი მუშაკი ადმინისტრაციაში, ესენი კი ნამდვილად კანონიერად არიან გათავისუფლებულები“, _ამბობს “გურია ნიუსთან“ მენაბდე.

“გურია ნიუსმა“ კომენტარისთვის ქალაქ ოზურგეთის მერს, ბეგლარ სიორიძესაც მიმართა, მისი განმარტება აღნიშნული საკითხის მიმართ ასეთია:

“არც კი ვიცი, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდნენ. შესაბამისად, აბსოლუტური სიცრუეა  მუზეუმში მიმდინარე რეორგანიზაციასთან ჩემი კავშირი. აღნიშნულ პროცესს ახორციელებს ა.ა.ი.პ. და მისი ხელმძღვანელი, შესაბამისად, ა.ა.ი.პ-.-ბის თანამშრომლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ქალაქის მერი არ იღებს“, _ აცხადებს სიორიძე.

ცნობისთვის, სასამართლო სხდომა 8 მაისისთვის გადაიდო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მარინა კიკნაძე სწორედ 8 მაისის სხდომაზე გახდება ცნობილი. 




 ახალი ამბები
  • კახა ასკურავა: ეს შენობა არ არის მხოლოდ კედლებიეს შენობა არ არის მხოლოდ კედლები, ეს შენობა არის ისტორია. ისტორია, რომლის გარეშეც არ არსებობს ლანჩხუთი, _ ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა ინფორმაცას ლანჩხუთის ე.წ. ძველი საავადმყოფოს გაუქმების შესახებ. "ამ შენობაში უმუშავია ქართული მედიცინის კორიფეებს, რომელებსაც ათასობით სიცოცხლე გადაურჩენიათ. გადაურჩენიათ უსასყიდლოდ! საავადმყოფო, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გადარჩა, როცა, პრაქტიკულად, ქვეყანა ჩამოქცული იყო, ახლა მისი არსებობა კითხვითი ნიშანის ქვეშაა. ამ საავადმყოფოს დახმარება და განვითარება, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაპირდა ლანჩხუთელებს, ხოლო დღეს, მისი ხელისუფლების მე-9 წელს, იხურება. მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს არ მიიღონ ეს გადაწყვეტილებ, ნუ მოუსპობენ ლანჩხუთის რაიონს მისი ისტორიის ნაწილს და ამ ტოტალური უმუშევრობის დროს, ნუ დატოვებენ 70 ადამიანს შემოსავლების გარეშე!" _ წერს ... ...
  • 95 წლის მჭედელი დაზგის გარეშე დატოვეს _ ქურდობა შუხუთშიგავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში, დაუდგენელმა პირებმა, სოფლის კოლორიტის, 95 წლის მჭედლის დურსუნ აფხაძის კუთვნილი სამჭედლო გატეხეს. დაკარგულია მთავარი დაზგა, რომელიც, დაზარალებულის ინფორმაციით, 130 წელს ითვლიდა. "გურია ნიუსი" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით უწყებაში განცხადება არ შემოსულა და შესაბამისად, ინფორმაციასაც არ ... ...
  • "ბოლომდე გამოვიყენებთ შესაძლებლობას" _ თალაკვაძე ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე"რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული", _ განცხადება ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა. "რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტის ან არშეწყვეტის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები, დეპუტატების მისაღები. ამ საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე 2 თებერვლიდან გვექნება“, _ ამბობს თალაკვაძე. შეგახსენებთ, პარლამენტში დარეგისტრირებულია 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა მანდატების გაუქმების ... ...
  • პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდასაქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარ დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.  პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ... ...
  • "კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს"-გოგორიშვილიევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას ეხმაურება. გოგორიშვილის თქმით, დღევანდელი დაკავება არის სხვა მიმართულებით ისრების გადატანის უნიჭო მცდელობა. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ კალაძის ნათესავები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, მაგრამ იმისათვის, რომ კორუფციასთან მებრძოლები გამოჩნდნენ, აკავებენ დაბალი რანგის მაღალჩინოსნებს. „დღევანდელი დაკავება, ეს არის უნიჭო მცდელობა ისრების სხვა მიმართულებით გადატანის, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად მეისრეებს ეძებენ და რათქმაუნდა, როდესაც ტენდერებში მილიონობით ლარის მოტეხვა ხდება, როდესაც იგივე smart ურნებთან დაკავშირებით, ან მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, როდესაც მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, კალაძის მეგობრები და ახლობლები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, ამაზე ყველა თვალს ხუჭავს მერიაში, მაგრამ იმისათვის, რომ იძახონ, ნახეთ როგორ ვებრძვით კორუფციას, ასე იქცვიან. კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს და ცოტა ზემოთ მონახოს ახლობელ-მეგობრები.“ - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....