ვის ადანაშაულებს სუს-ი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირში


სამართალი

ვის ადანაშაულებს სუს-ი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირში

11 აპრ. 2017, 18:55:42

2016 წელს 164 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა, ხოლო 12-ს უარი ეთქვა, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კონტრდაზვერვითი საქმიანობაა.

„საანგარიში პერიოდში სამსახური ახორციელდებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მისწრაფებების გამოვლენას და განეიტრალებას, გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, სახელისუფლებო წრეებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების დაცვას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევისგან. ამასთან, კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვაზე, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფაზე. უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები ლეგალური და არალეგალური პოზიციებიდან მუდმივად ცდილობენ შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებისა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, გადაიბირონ ან/და ჩანერგონ კონკრეტული პირები, მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარე პროცესების შესახებ. მათ ძირითად მისწრაფებას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს. აღნიშნულის გასანაიტრალებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსხურების საქმიანობის, გეგმების, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესაწავლას, ასევე სახელმიწფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენას და აღკვეთას“, - ნათქვამია ანგარიშში. 
სუს-ის ანგარიშის თანახმად, კონტრდაზვერვითი ამოცანების სრულყოფილად გადასაჭრელად მუდმივად ხორციელდებოდა ქვეყანაში შექმნილი ოპერატიული ვითარების მონიტორინგი. 

„უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაზრდილი ნაკადების კონტროლის შედეგად, გამოვლინდნენ პირები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. მიმდინარეობს აღნიშნული კონტიგენტის ოპერატიული შესწავლა, რათა დროულად იქნას აღკვეთილი შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას, არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. „რბილი ძალის“ კონცეფციის მიხედვით ცდილობენ. ისინი აქტიურად იყენებენ „სახალხო დიპლომატიის“ და „ინფორმაციული დივერსიის“ კომპონენტებს. აღნიშნულის გასანეიტრალებლად კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად. ასევე იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ უცხო ქვყნების სპეცსამსახურებთან. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სუბიექტები, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და ბაზრის შესწავლა წარმოადგენს. ეკონომიკური შპიონაჟი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ცალკეული კომპანიების საქმიანობას, არამედ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე. აღნიშნული საფრთხეების განეიტრალებისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნით სამსახურის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა, უცხო ქვეყნის სამსახურების დავალებით მოქმედებდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც სუს-ის ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის პრევენციაზე, ცალკეულ პირთა დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენასა და აღკვეთაზე. აღნიშნული მიმართულებით ოპერატიული ღონიძიებების 99 პირის მიმართ ტარდება.

„დაინტერესებული ქვეყნების საპეცსამსახურები აქტიურად ცდილობენ მოიპოვონ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით გრძელდება მუშაობა შიდა საფრთხეებისა და ინფორმაციის გადინების პრევენციაზე, უსაფრთხოების ზომებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლებაზე, აგრეთვე იმ სუბიექტების გამოვლენაზე, ვინც ცდილობდა ავტორიზებული წვდომა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გამოეყენებინა. ზემოაღნიშნული მიმართულებით საანგარიშო პერიოდში 164 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე (81 სახელმიწიფო დაწესებულება, 83 კერძო სამართლის იურიდული პირი) გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება (ნებართვა-ფორმა N4) ხოლო 12 ორგანიზაცია-დაწესებულებას გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათავლისწინებით, ნებართვის მიღებაზე ეთქვა უარი“, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 152 დაწესებულებაში განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების მისაღებად და საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური შემოწმება. 

ამასთან, ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 3525 ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა. 
გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი. 




 ახალი ამბები
  • კახა ასკურავა: ეს შენობა არ არის მხოლოდ კედლებიეს შენობა არ არის მხოლოდ კედლები, ეს შენობა არის ისტორია. ისტორია, რომლის გარეშეც არ არსებობს ლანჩხუთი, _ ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა ინფორმაცას ლანჩხუთის ე.წ. ძველი საავადმყოფოს გაუქმების შესახებ. "ამ შენობაში უმუშავია ქართული მედიცინის კორიფეებს, რომელებსაც ათასობით სიცოცხლე გადაურჩენიათ. გადაურჩენიათ უსასყიდლოდ! საავადმყოფო, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გადარჩა, როცა, პრაქტიკულად, ქვეყანა ჩამოქცული იყო, ახლა მისი არსებობა კითხვითი ნიშანის ქვეშაა. ამ საავადმყოფოს დახმარება და განვითარება, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაპირდა ლანჩხუთელებს, ხოლო დღეს, მისი ხელისუფლების მე-9 წელს, იხურება. მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს არ მიიღონ ეს გადაწყვეტილებ, ნუ მოუსპობენ ლანჩხუთის რაიონს მისი ისტორიის ნაწილს და ამ ტოტალური უმუშევრობის დროს, ნუ დატოვებენ 70 ადამიანს შემოსავლების გარეშე!" _ წერს ... ...
  • 95 წლის მჭედელი დაზგის გარეშე დატოვეს _ ქურდობა შუხუთშიგავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში, დაუდგენელმა პირებმა, სოფლის კოლორიტის, 95 წლის მჭედლის დურსუნ აფხაძის კუთვნილი სამჭედლო გატეხეს. დაკარგულია მთავარი დაზგა, რომელიც, დაზარალებულის ინფორმაციით, 130 წელს ითვლიდა. "გურია ნიუსი" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით უწყებაში განცხადება არ შემოსულა და შესაბამისად, ინფორმაციასაც არ ... ...
  • "ბოლომდე გამოვიყენებთ შესაძლებლობას" _ თალაკვაძე ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე"რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული", _ განცხადება ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა. "რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტის ან არშეწყვეტის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები, დეპუტატების მისაღები. ამ საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე 2 თებერვლიდან გვექნება“, _ ამბობს თალაკვაძე. შეგახსენებთ, პარლამენტში დარეგისტრირებულია 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა მანდატების გაუქმების ... ...
  • პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდასაქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარ დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.  პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ... ...
  • "კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს"-გოგორიშვილიევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას ეხმაურება. გოგორიშვილის თქმით, დღევანდელი დაკავება არის სხვა მიმართულებით ისრების გადატანის უნიჭო მცდელობა. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ კალაძის ნათესავები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, მაგრამ იმისათვის, რომ კორუფციასთან მებრძოლები გამოჩნდნენ, აკავებენ დაბალი რანგის მაღალჩინოსნებს. „დღევანდელი დაკავება, ეს არის უნიჭო მცდელობა ისრების სხვა მიმართულებით გადატანის, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად მეისრეებს ეძებენ და რათქმაუნდა, როდესაც ტენდერებში მილიონობით ლარის მოტეხვა ხდება, როდესაც იგივე smart ურნებთან დაკავშირებით, ან მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, როდესაც მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, კალაძის მეგობრები და ახლობლები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, ამაზე ყველა თვალს ხუჭავს მერიაში, მაგრამ იმისათვის, რომ იძახონ, ნახეთ როგორ ვებრძვით კორუფციას, ასე იქცვიან. კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს და ცოტა ზემოთ მონახოს ახლობელ-მეგობრები.“ - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....