"გეგონება, ბინ ლადენი მეჯდა მანქანაში" _ ჩალაგაშვილი ოქრუაშვილის დაკავებაზე

სამართალი

"გეგონება, ბინ ლადენი მეჯდა მანქანაში" _ ჩალაგაშვილი ოქრუაშვილის დაკავებაზე

2019 ივლ 26 08:05:25

"დაახლოებით, 9-10 მანქანა იყო და 50 სამართალდამცავი, ჯავშანჟილეტებით, იარაღებით, გეგონება ბინ ლადენი მეჯდა მანქანაში", _ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების დეტალებზე ისაუბრა "გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გურამ ჩალაგაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

ჩალაგაშვილის თქმით, ის ოქრუაშვილთან და პარტიის კიდევ ერთ ლიდერთან ერთად კოტე კემულარიასთან მიდიოდნენ, როდესაც მათი მანქანა გააჩერა პოლიციამ, ოქრუაშვილს ბრალი გააცნო და ხელბორკილები დაადეს.

„ჩემს მანქანაში ჩაჯდა ირაკლი უკანა სავარძელზე. დიღომში აღმაშენებლის ხეივანზე, კერძო დასახლებებისკენ რომ ჩავუხვიეთ, უცებ მომადგა ერთი შავი ჯიპი გვერდიდან, ჩართეს სირენები, მანქანა ისე ჩამიყენეს, რომ მანქანის გაჩერება ძლივს მოვახერხე. დაახლოებით 9-10 მანქანა იყო და 50 სამართალდამცავი, ჯავშანჟილეტებით, იარაღებით, გეგონება ბინ ლადენი მეჯდა მანქანაში. ირაკლი მიხვდა მაშინვე, რაც ხდებოდა. გავაჩერეთ მანქანა და გადმოვედით ყველა. ამის შემდეგ მას წაუკითხეს ბრალი, დაადეს ხელბორკილები, გააფორმეს ოქმი და დაახლოებით, 15 წუთის შემდეგ დასხდნენ და წავიდნენ ორთაჭალის მიმართულებით, შსს-ში. არაფერი უთქვამს თვითონ ირაკლის, ის იყო მხნედ და საკმაოდ კარგ ხასიათზე. არაფრის თქმის უფლება არ მისცეს და წაიყვანეს ისე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი მსოფლიოში“, _ განაცხადა ჩალაგაშვილმა.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14-15 დეკემბერს რიგით მესამე, გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა. ღონისძიებაზე „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყვნენ ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარი პროდუქციით. დამწყები მეწარმეების ინსპირაციისა და მოტივაციისთვის მოძრავ მარკეტში მონაწილეობდნენ გამოცდილი და წარმატებული კომპანიებიც. სწორედ მათ გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ადამიანებს, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს ან მომავალში აპირებენ ნაბიჯის გადადგმას სპარტაპერობისკენ. ასევე, გამოიყო სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა, დაესვა თავისი ბიზნესისთვის საინტერესო კითხვები და 10 წუთის განმავლობაში მიეღო პასუხები და სასარგებლო რჩევები უკვე წარმატებული სტარტაპერებისგან. სტარტაპერებს „სტარტაპ ექსპომ“ ყველაზე დიდ და განსხვავებულ სავაჭრო საგამოფენო სივრცით ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე 130-მდე მეწარმე გაერთიანდა. ღონისძიების მიზანი ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობა და ქართული პროდუქციის  პოპულარიზაცია იყო. „სტარტაპ ექსპოს“ სახელწოდებით ასეთი მასშტაბური ღონისძიება პირველად 4 წლის წინათ ჩატარდა და სტარტაპერებისა და მომხმარებლებისგან მიღებული დადებითი გამოხმაურებების გამო, ღონისძიება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მეტიც, სტარტაპერების განვითარებისთვის აუცილებელი სივრცის შექმნამ „სტარტაპ ექსპოს“ წლის შემაჯამებელი ღონისძიების როლი შესძინა. სტარტაპ მარკეტი მოძრავი ივენთების პლატფორმაა, რომლის მთავარი მიზანი თავიდანვე უნიკალური პლატფორმის შექმნა და განვითარება იყო, რომელიც ერთ ჭერქვეშ გააერთიანებდა ახალგაზრდა მეწარმეებს და მათ დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბებაში შეუწყობდა ხელს.  დროთა განმავლობაში სტარტაპ მარკეტი განვითარდა და რამდენიმე თემატური მარკეტით დაწყებულ პლატფორმას ინტეგრირებული მარკეტების მიმართულება დაემატა. ... ...
  • ,,მშვიდობით, ვანიჩკა; შეხვედრამდე, შეფ!"- ივანე ხუხუნაიშვილი გარდაიცვალა47 წლის ასაკში, გულის შეტევით, მოულოდნელად გარდაიცვალა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ივანე ხუხუნაიშვილი. 1996 წლიდან ის იკავებდა საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას. 2017 წლიდან იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ივანე ხუხუნაიშვილი ლანჩხუთელია, სადაც  დედასთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ივანე ხუხუნაიშვილის მამა, ლუდვიგ ხუხუნაიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სამტრედიის სამხედრო კომისრად. დღეს მთელი დღეა, საკრებულოს თანამშრომლები სამძიმარს იღებენ და უდიდეს გულისტკივილს გამოთქვამენ არაჩვეულებრივი ადამიანის, განათლებული და კეთილშობილი ხელმძღვანელი პირის გარდაცვალების გამო. სოციალურ ქსელში ადამიანები ივანე ხუხუნაიშვილს მოსაფერებელი სახელით ემშვიდობებიან: ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, ... ...
  • მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიცილალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პრესსამსახური ... ...
  • ტყემალაძე: "ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ"საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, კუხიანიძის პოსტი იყო არაკორექტული, ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, რომლის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ", - განაცხადა ტყემალაძემ. შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძის ,,ფეისბუქ პოსტის"გამო ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა საკრებულოსთან აქცია გამართეს დეპუტატის თანამდებობიდან გადადგომის ... ...
  • მოჭენავს მერაბ ბრძენიშვილის ცხენი გურიაში? _საიუბილეო დაპირება ოზურგეთელებს_ვანდალური აქტი როცა  მოხდა ქუთაისში და მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაშალეს, ეს იყო მისი ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც თან გაჰყვა დიდ ხელოვანს, _ თქვა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის 30 წლის  საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხატვრო გალერეის დირექტორმა, ავთანდილ თავართქილაძემ და ანონსის სახით  გააცნო ზეიმის მონაწილეებს სამომავლო ჩანაფიქრი. _თქვენ იცით, რომ ჩვენი სახვითი ხელოვნების ცენტრი მერაბ ბერძენიშვილის სახელს ატარებს. მინდა,   გითხრათ, რომ მომავალ წელს მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაიდგმება ოზურგეთში, გალერეის წინ. როცა მისი ქნდაკება ისე დაშალეს, რომ მისი დემონტაჟიც არ მოხერხდა, მაშინ გვქონდა საუბარი, ძალიან კარგი ლაპარაკი იმის  შესახებ, რომ მერაბის ქანდაკება უნდა  დადგმულიყო აქ. „მზეჭაბუკი“ ჰქვიოდა ამ ქანდაკებას. მახსოვს, მაშინ  მითხრა: „ მე მგონია, ავთოია, ბიჭო, ჩემი ცხენი მოჭენავს გურიაშიო“... მერე ის პროექტიც ჩავარდა. სირცხვილია, რომ ასეთი ხელოვანის, დიდი გურულის ქანდაკება არ იყოს ოზურგეთში.  მართალია,  ასე ვთქვათ, ეს ცხენი რომ გამოჭენდეს გურიაში,  თანხები და მობილიზება სჭირდება,  თუმცა,  ეს მოხერხდება და ძალიან კარგი.  ასეთი  დიდ გურულის ძეგლი რომ არ იყოს გურიაში, სირცხვილიცაა,_  თქვა მან და დასძინა, რომ ბერძენიშვილის ქანდაკება განსაკუთრებით დაამშვენებს ფოლკლორის ქალაქს. საიუბილეო ღონისძიები მონაწილეები ტაშით და ოვაციით შეხვდნენ ავთანდილ თავართქილაძის ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...