გიორგი გახარია: გამოძიებამ ეს გამიზნულად გააკეთა, ეს იყო გამოძიების გარკვეული სტრატეგია

სამართალი

გიორგი გახარია: გამოძიებამ ეს გამიზნულად გააკეთა, ეს იყო გამოძიების გარკვეული სტრატეგია

2018 აგვ 3 11:49:44

შს მინისტრი გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხობს. საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ მინისტრს მიმართა კითხვით, იცის თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე სისხლიან დაპირისპირებამდე მირზა სუბელიანის შვილმა სოციალური ქსელით შეატყობინა დეიდაშვილს კონფლიქტის შესახებ, რის შემდეგაც ახალგაზრდები ხორავას ქუჩაზე მივიდნენ, მათ შორის, ის პირებიც, ვინც დღეს მსჯავრდებულები არიან.

რაზეც მინისტრმა გახარიამ აღნიშნა, რომ იცის მირზა სუბელიანის შვილის შესახებ, თუმცა, რა ფორმით სთხოვა მან დეიდაშვილს დახმარება, ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.

„ინფორმაცია მაქვს იმ დოზით და იმ დონით, რამდენიც იყო და არის საჭირო იმისთვის, რომ მივიღო ის გადაწყვეტილებები, რომელიც არის ჩემი კომპეტენცია. ვიცი, რომ მირზა სუბელიანის ვაჟი იყო ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ისიც ვიცი, რომ მისი ინიციატივით მოხდა ან მისი თხოვნით მოხდა იქ ახალგაზრდების შეკრება, რა ფორმით იყო გაგზავნილი ეს ინფორმაცია, ამის დეტალები არ ვიცი,“ - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი აბესაძის კითხვები მინისტრის მიმართ კონკრეტულ დეტალებს შეეხებოდა, მათ შორის იმას, რომ არასრულწლოვნებმა მიმოწერის წაშლა მოასწრეს, რადგან სამართალდამცავებმა მათი ტელეფონები არ ამოიღეს და ასევე, არ განახორციელეს მოსმენა.

ამაზე საპასუხოდ გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ტელეფონები გამოძიების გარკვეული სტრატეგიის გამო არ ამოიღეს.

„ამ ფაქტის შესახებ ვიცი და ისიც ვიცი, რომ გამოძიებამ ეს გამიზნულად გააკეთა, ეს იყო გამოძიების გარკვეული სტრატეგია,“ - განაცხადა გახარიამ.

მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ ტელეფონებთან დაკავშირებულ კითხვებს გამოძიებამ პასუხი გასცა.

საგამოძიებო კომისიის წევრი, ირაკლი აბესაძე ასევე დაინტერესდა იცის თუ არა მინისტრმა, რომ მირზა სუბელიანის შვილის მიმართ არ განხორციელებულა არანაირი ფარული საგამოძიებო მოქმედება, რაზეც მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციასაც ფლობს.

აბესაძის თქმით, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტიც არ ჩატარებულა სუბელიანის შვილის მონაწილეობით, მაშინ, როცა სხვა არასრულწლოვნების მიმართ განხორციელდა.

„დიახ, დღეს უკვე ვიცი,“ - აღნიშნა გახარიამ ირაკლი აბესაძის პასუხად. 

ირაკლი აბესაძის კითხვაზე, იცის თუ არა მინისტრმა, რომ 2 დეკემბრის შემდეგ 14 დეკემბრამდე გამოძიებას არავინ არ დაუკითხავს, ამაზე პასუხად მინისტრმა აღნიშნა, რომ "დეტალურად, ახლა არ მახსოვს".

გამოძიების მიერ გამოკითხვის თითქმის ორკვირიანი შეჩერების შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმაც, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.

rustavi2.ge




 ახალი ამბები
  • სიცოცხლე გრძელდება! _ ჩოხატაურში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა„სიცოცხლე გრძელდება! დღეს გურიას და საქართველოს კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატა, მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა. ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ამ რთულ მდგომარეობაში მრავალი სიხარული და ბედნიერი დღეები შემატებოდეს!”,_ აღნიშნულ ინფორმაციას შპს „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი ... ...
  • "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა(ფოტოები) "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ... ...
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდისჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას 7 აპრილის ... ...
  • დაკეტილი მაღაზიები და ქუჩები ადამიანების გარეშე _ ჩოხატაური 9-ის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)დღეს კომენდანტის საათის გამოცხადებიდან მერვე დღეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ "ჩოხატაური 9-ის ... ...
  • ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში _ საკრებულოს მაღალჩინოსანთა გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” , საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს. ასევე საკრებულოს თითოეული წევრი აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ“,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...