გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონებაზე საქმის განხილვა უზენაესს სასამართლოში გაგრძელდება

სამართალი

გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონებაზე საქმის განხილვა უზენაესს სასამართლოში გაგრძელდება

2017 მაი 4 12:00:49

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონებაზე, რომელიც მოქალაქე როლანდ ბლადაძეს ჩამოართვეს, საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება.

როლანდ ბლადაძე უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებას ასაჩივრებს. ამის შესახებ ბლადაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება არამხოლოდ დაუსაბუთებელი, არამედ უკანონოა.

„ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, პირველად მოხდა, როდესაც უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერი შეძენისა და ფლობის სასარჩელო მოთხოვნის განხილვა მოხდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლომ, ამ თვალსაზრისით არ იმსჯელა როლანდ ბლადაძის მოთხოვნაზე, საქმე ხელახალი განხილვისთვის დაბრუნებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს და განსჯადობით განეხილა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. შესაბამისად, სასამართლომ თანაზომიერი სამართლებრივი დასაბუთება ვერ წარმოადგინა იმ სამართლებრივ უხერხულობასთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში ერთ-ერთ ცენტრალური მნიშვნელობის საკითხს - განსჯადობას უკავშირდება, რითაც მოსამართლეებმა მიზანმიმართულად შელახეს როლანდ ბლადაძის ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლოს უფლება“, _ აცხადებს კაიკაციშვილი.

მისივე განცხადებით, სასამართლომ სრული იგნორირება გაუკეთა საქმის კიდევ ერთ მთავარ გარემოებას - საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებას, რომლის საფუძველზეც როლანდ ბლადაძის მიმართ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, გაუქმდა ძებნა და დაპატიმრების ბრძანება.

„სწორედ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზეა დადასტურებული გარემოება, როდესაც ბათუმში, როლანდ ბლადაძეს ერთადერთი საცხოვრებელი ბინა დანაშაულის არარსებობის პირობებში უკანონოდ ჩამოართვეს და პოლიტიკური გუნდის წევრს, იმჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გადასცეს. სასამართლომ როლანდ ბლადაძის უდანაშაულობა და ქონების ჩამორთმევის უკანონო აქტი შეფასების გარეშე დატოვა და პრიორიტეტი მიანიჭა ქონების ჩამორთმევის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში არსებობას და გიორგი პაპუაშვილის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერის უტყუარობის პრეზუმციას. სასამართლომ მიზანმიმართულად არ გაიზიარა იურიდიული სინამდვილე - 2004 წლის სასამართლო გაადწყვეტილების გაუქმებისთვის ქართულ კანონმდებლობაში სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, ვინაიდან მისი ბათილად ცნობისთვის 2009 წლის მდგომარეობით გავიდა 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო როლანდ ბლადაძემ 2013 წლის პროკურატურის დადგენილების საფუძველზე შეძლო დაემტკიცებინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში გიორგი პაპუაშვილი ჩამორთმეული ქონების არაკეთილსინდისიერი მფლობელი და მესაკუთრეა“, _ განმარტავს ადვოკატი და დასძენს, რომ სასამართლოს პალატის შემადგენლობა უკიდურესად მიკერძოებული და გაუბედავი აღმოჩნდა და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ, მხარეს გააჩნია განსაკუთრებული ობიექტური მოლოდინი.

მისივე თქმით, თუკი როლანდ ბლადაძის საქმეზე ეროვნულ დონეზე კანონიერი გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული, საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩივარი გაიგზავნება. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა მერაბ ლომიძემ, თეა ძიმისტარაშვილმა და ამირან ძაბუნიძემ მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლო უკიდურესად შეურაცხყოფილი დატოვეს და მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა კრიტიკას ვერ უძლებს. არჩილ კაიკაციშვილმა საქმეზე მიღებულ სასამართლოს განჩინებას პოლიტიკურად მოტივირებული, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიღებული მართლმსაჯულების აქტი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად ცნონ 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად.

როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებენ, სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. კერძოდ, როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობა ამ დრომდე პრინციპულად არ დგამს მოქალაქის უფლებებში აღდგენის ნაბიჯს. მთავრობამ ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინება, კანონით დადგენილ 21-დღიან ვადაში გასაჩივრდება.  

ამავე თემაზე:

რა კითხვებს აჩენს გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმეზე გადაწყვეტილების გამოუცხადებლობა

„თუ სასამართლოზე ზეწოლა არ მოხდა, ჩემი ჩამორთმეული ქონება უნდა დამიბრუნდეს“ _ როლანდ ბლადაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

ყოფილი მოსამართლის სადაო ქონება _ მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში

"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"

სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ

რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ

მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს -"ახალგაზრდა ადვოკატები"

რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით

"ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის"

გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! –"ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს

"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"

ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება

 




 ახალი ამბები
  • ონი პირველი პირების გარეშე _ მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვესონის მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. ინფორმაციის გადამოწმებას "გურია ნიუსი" თავად ემზარ საბანაძესთან და დიმიტრი საყვარელიძესთან შეეცადა, თუმცა, არცერთი მათგანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით მერის მოდგილეს, ეკა მაისურაძეს, რომელიც ინფორმაციას არ ფლობდა, მიზეზად არასამუშაო დღე დაასახელა. მოგვიანებით, სულ რამდენიმე წუთში, მაისურაძე თავად დაგვიკავშირდა და ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა, მან სხვა დეტალებზე საუბარი არ ... ...
  • იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ - მეუფე იოსები იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა საკვირაო წირვაზე განაცხადა. მეუფე იოსების ქადაგების ნაწილს სოციალურ ქსელში ბარბარე ჭკუასელი აქვეყნებს  მძიმე ზამთარი გველის, ვფიქრობ, დიდი შიმშილობა იქნება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ვთავაზობ, გამოიყენოს ეპარქიის კუთვნილი მიწები, დათესოს და საკვები მოიყვანოს. ეკლესიას აქედან ერთი გრამიც არ უნდა. თქვენ შექმნით კოოპერატივები, იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეების მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველა პირს სასტუმროდან გასვლისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ისინი ჯანმრთელები არიან. სასტუმრო საკარანტინო ზონაში მომდევნო ნაკადის მისაღებად მზად ... ...
  • "თანხას ორ ოჯახზე გადავანაწილებ" _ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ხელფასზე უარს ამბობსზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია კუთვნილ ხელფასზე უარს ამბობს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ეს თანხა 2 ოჯახზე გადანაწილდება. "მე არ ვარ თანამდებობის პირი, მე ვარ საკრებულოს რიგითი წევრი, ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურება თვეში შეადგენს 397 ლარს! მე ვალდებული ვარ, ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე. დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ თანხაზე მანამ, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება. 397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე", _ წერს ... ...
  • საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის მეუღლეს კორონავურუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ბენიამენ ფალავანდიშვილმა დაუდატურა. "გუშინ დაუდასტურდა. ამ დროისთვის იგი ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. ჩემი მეუღლე არის ინფექციონისტი და შესაბამისად, ყველა ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება", _ ამბობს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...