გურამ ასათიანმა თანამდებობა დატოვა

სამართალი

გურამ ასათიანმა თანამდებობა დატოვა

2018 მარ 29 14:47:50

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსმა გურამ ასათიანმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა და თანამდებობა დღეს დატოვა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსმა ქემალ ხალვაშმაც დაწერა.

დღეს დილით, გურამ ასათიანი თანამშრომლებს თათბირს უტარებდა, როცა სამსახურის შენობაში შემოვიდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს  თანამშრომლები და 10  პირი ხელბორკილებით შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.

ბოლო თვეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ოზურგეთში არსებულ კარიერების თემას სწავლობდა.

ერთ-ერთი დაკავებული პირის მეუღლემ გვითხრა, რომ, როგორც მას გამომძიებელმა აცნობა, მის მეუღლეს  სსკ 332-ე მუხლით ედავებიან, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენაბას გულისხმობს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სუს-ი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების საქმიანობას მათი უფლებამოვალეობის შესრულების დროს ჩუმად აკონტროლებდა, რისი ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალებიც გააჩნიათ.

P.S. რამდენიმე წუთის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან  თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების  განყოფილების თანამშრომლები:  გენო ქ., ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების  განყოფილების თანამშრომლებს: გენო ქ-ს, ემზარ ც-ს, მამუკა ა-ს,  ირაკლი ხ-ს  და რამაზ კ-ს., საჯარო  ინტერესის საწინააღმდეგოდ, დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, უკანონო ქმედების ჩადენის შედეგად, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით შეუთანხმდნენ, რომ მოახდენდნენ ინერტული მასალის - ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვებას. გენო ქ-მ,  ემზარ ც-მ, მამუკა ა-მ, ირაკლი ხ-მ, და რამაზ კ-მ, 2017-2018 წლებში არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული მათზე დაკისრებული მოვალეობები და აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლების უკანონო ქმედებებში მხილებისა და სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად, თავისი უმოქმედობით და ყალბი დოკუმენტების შედგენის შედეგად, საშუალება მისცეს იმავე კომპანიების წარმომდგენლებს, მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის, ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

2018 წლის 29 მარტს გენო ქ. ემზარ ც.,  მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დაკავებული იქნენ  ბრალდებულის სახით.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341 მუხლით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო".

ამავე თემაზე:

კორუფციული სქემა და ფინანსური მაქინაციები _ რას სწავლობს ანტიკორუფციული სამსახური ოზურგეთში

რა მუხლებით იძიებს სუს-ი საქმეს ოზურგეთის გარემოს დაცვის სამსახურში (ექსკლუზივი)




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...