იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, გლდანის საპყრობილეში პატიმრების დასაქმების პროექტი ამოქმედდა (R)

სამართალი

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, გლდანის საპყრობილეში პატიმრების დასაქმების პროექტი ამოქმედდა (R)

2019 მაი 18 14:19:59

 N8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში მსჯავრდებულებმა სპეციალურად მათთვის დამუშავებულ მიწის ნაკვეთზე ჟოლოს პირველი ნერგები (სამი სახეობის ჟოლოს 2210 ნერგი) დარგეს და ლობიო (წითელი და თეთრი) დათესეს. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე,  სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის", შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც გლდანის საპატიმროს მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიაციატივითა და საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტი დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების, დასაქმებას ისახავს მიზნად.

ამისათვის, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" რჩევითა და დახმარებით დაწესებულების ერთ-ერთ ეზოში დამუშავდა 3 000 კვ. მ მიწის ნაკვეთი, სადაც პატიმრები ქართული ჯიშის ჟოლოს, ფრანგული ჯიშის ნესვს, ლობიოს, სალათის ფურცლებს, არტიშოკს, პომიდორს და მარწყვს მოიყვანენ.

ხილისა და ბოსტნეულის სახეობები ისე შეირჩა, რომ მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაში პატიმრებისთვის დახმარების აღმოჩენა საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატამ შეძლოს ბაზარზე მოთხოვნიდან გამომდინარე, რათა რეალიზაციიდან მიღებული თანხა პატიმრებისთვის შემოსავლის წყაროდ იქცეს. გარდა იმისა, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე პატიმრების დასაქმება, არაერთი მიზეზის გამო, მნიშვნელოვანი საკითხია, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო თერაპიაა სტრესის მართვის, ასევე, ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა.

მიწის დამუშავების პროცესი 8 და 9 მაისს მიმდინარეობდა და მასში N8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებიც იყვნენ ჩართულნი. ზოგიერთი მათგანი უვადო პატიმარია. ისინი, პროექტის დაწყებამდეც, დაწესებულების დირექტორის ინიციატივით, მცირე ზომის ბოსტანს დაწესებულების ეზოში თავისი ხელით უვლიდნენ. მათი თქმით, სუფთა ჰაერზე მუშაობის შედეგად ანტიდეპრესანტებისა და წნევის მარეგულირებელი მედიკამენტების მიღება შეწყვიტეს, თავს გრძნობენ უფრო მხნედ და იმედიანადაც არიან განწყობილნი. ახალი, მასშტაბური პროექტი კი არა მხოლოდ მათში, არამედ სხვა მსჯავრდებულებშიც დიდ ინტერესს იწვევს.

პროექტის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი", შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია", ფონდი "სალვე" და ორგანიზაცია "რეფორმერი". (R)




 ახალი ამბები
  • 3 თვე გავრილოვის სისხლიანი ღამიდან _ არასოდეს შევეგუებით გახარიასნაირ პოლიტიკურ ფიგურებს სავარძლებში3 თვე გავრილოვის სისხლიანი ღამიდან _ დაჭრილი, თვალდაკარგული და დაშავებული ასობით ადამიანი. აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს ფართომასშტაბიანი იქნება. აქციის მონაწილეები იმ დღის მოვლენებს გაიხსენებენ კი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ გიორგი გახარია მათი სირცხვილია.  „ამ თარიღის აღნიშვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან გიორგი გახარიასნაირ პოლიტიკურ ფიგურებს სავარძლებში“, _ განაცხადა ნოდარ რუხაძემ. სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.  „20 სექტემბრიდან ჩვენი პერმანენტული აქციების ფორმატი წყდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც პაუზას ვიღებთ, პირიქით. უკვე 21-22-დან ჩვენ სხვადასხვა ფლანგზე გამოვჩნდებით. მთავარი ხაზი ჩვენი იქნება ის, რომ არ ვაპირებთ ოკუპაციას შევეგუოთ, უსამართლობას და ძალადობას“ _ განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.   20 ივნისს აქციის მონაწილეების პროტესტი საქართველოს პარლამნეტში რუსი დეპუტატის გავრილოვის ყოფნამ განაპირობა. პარლამენტში სხდომის წაყვანის შედეგად ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. პროტესტი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები თავდაცვის მიზნით ტერიტორიას გაეცალნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ.  ამის შემდეგ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების გამოყენებაც დაიწყო, რის გამოც აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა. ორმა ადამიანმა, სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ კი სხეულის დაზიანებები მიიღო. ... ...
  • პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს _ შენობაში შესვლა შეზღუდულია საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო და დღეს, შენობაში შესვლა შეზღუდული იქნება. პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი დღეს დაგეგმილი აქციაა: "20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა", _ აღნიშნულია პარლამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სირცხვილია" დღეს, პარლამენტის წინ ფართომაშტაბიან აქციას ... ...
  • თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვესთბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული და თან დედის წერილი ახლდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება და ტრეფიკინგი _ დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა ... ...
  • კახიშვილი თუ შოთაძე?_ ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის სავარძელსდღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძისა და კახა კახიშვილის კანდიდატურები მოიაზრებოდა, არ დასტურდება. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში გადასვლის შემდეგ სახელისუფლებო გუნდი მის შემცვლელად ორ კანდიდატურას გახილავდა. ერთ-ერთი ვერსიით, მთავარი პროკურორის ადგილს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დაიკავებდა.  მეორე ვერსიით კი, როგოც მედიასაშუალებები წერდა, არ არის გამორიცხული ამ პოსტზე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დააბრუნონ, რომელიც თანამდებობიდან სარალიძის მკლვლელობის საქმის სკანდალის გამო აქციების ფონზე გადადგა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არ ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...