იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია

სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია

2017 ივლ 31 19:59:00

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, ევა გოცირიძემ, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია.

საქმე ეხება მის ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

კითხვები გოცირიძის ქონებასთან დაკავშირებით გაჩნდა, რომელიც წინა წლებში მისი ოჯახის საკუთრებაში იყო, თუმცა, 2016-2017 წლებში შევსებულ დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება. 

კერძოდ, ევა გოცირიძის ოჯახის საკუთრებაში აღარ ფიქსირდება (იხ, ფოტო; ავტ.) მის 50% სარგებლობაში არსებული 100 კვ.მ-ის ფართობის ბინა საფრანგეთში, სტრასბურგში, მარნის ბულვარი 44-ში, რომლის თანამესაკუთრე მისი მეუღლე მინდია უგრეხელიძე იყო.

ასევე, 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება მინდია უგრეხელიძის საკუთრებაში არსებული ბინა ქუთაისში, თამარ მეფის 1-ელ ჩიხში, რომლის ფართობი - 300.00 კვ.მ-ია და ამავე მისამართზე არსებული - 500.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი.

ასევე, ტყიბულში, ბობოთში, მდებარე 300.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი,  თბილისში, წყნეთში მდებარე 120.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა და ამავე მისამართზე არსებული 700.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მინდია უგრეხელიძის საკუთრებაში იყო.

ასევე, ევა გოცირიძის 50%-იან საკუთრებაში არსებული 3000.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი და 200.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა ამბროლაურის რაიონის სოფელ ხოტევში, რომლის თანამესაკუთრე ოლანი გოცირიძე იყო.

2016-2017 წლებში შევსებული დეკლარაციებიდან არ ირკვევა, რატომ აღარ არის ევა გოცირიძის ოჯახის საკუთრებაში ზემოთ აღნიშნული ქონება. ქონებრივ დეკლარაციებში არ არის დაფიქსირებული გაყიდეს თუ გააჩუქეს ქონება გოცირიძემ და უგრეხელიძემ.

ევა გოცირიძემ "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრისას, კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

სტატიაში _  რატომ გაქრა ევა გოცირიძის ოჯახის საკუთრებიდან ბინები და მიწის ნაკვეთები „გურია ნიუსის“ მკითხველს გოცირიძის კომენტარი უცვლელად შევთავაზეთ. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

_ქალბატონო ევა, თქვენს მიერ წინა წლებში შევსებულ დეკლარაციებში აღნიშნულია, რომ გარდა იმ ქონებისა, რომელიც ახლაც გაქვთ, კიდევ 4 ბინა და 4 მიწის ნაკვეთი იყო თქვენი ოჯახის საკუთრებაში, თუმცა, 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში ეს ქონება აღარ წერია. რატომ?

 _მაგაზე ადვილი არაფერია, გიპასუხებთ. სტრასბურგში არსებული ბინა გავყიდეთ და ამ თანხით თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე ბინა ვიყიდეთ, რაც დეკლარირებულია.

_ამ ბინის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალიც არ გიფიქსირდებათ დეკლარაციაში. შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ რა ფასად გაყიდეთ?

_იქ, სადაც შესავსები იყო, ყველა გრაფა შევავსე. გრაფები ყველაფერი შევავსე.

_თქვენს დეკლარაციაში ამ ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი არ წერია. გამოგრჩათ თუ რატომ არ გაქვთ შევსებული?

_ეტყობა წლების მიხედვით... არ ვიცი არ მახსოვს. ფაქტი არის ეს, რომ ის ბინა გავყიდეთ და მშენებარე ბინა ვიყიდეთ თბილისში.

_ანუ სტრასბურგის ბინიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად გადაიხადეთ თბილისში მშენებარე ბინაში?

_დიახ, დიახ, მთლიანად გადავიხადეთ... რაც შეეხება ქუთაისის ბინას, წყნეთის აგარაკს და ა.შ. ეს ყველაფერი იყო ჩემი ქმრის, ამიტომ მე მეგონა რომ ჩემი ქმრის იყო და ვწერდი დეკლარაციაში. თუმცა აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი გასხვისებული ყოფილა მის უფროს ვაჟიშვილზე პირველი ქორწინებიდან, ამიტომ აღარ შევიტანე. ასევე აღმოვაჩინე, რომ ამბროლაურის რაიონში მდებარე ბინა და მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩემი საკუთრებაც მეგონა, ჩემი დის სახელზეა.

_ანუ, ეს ქონება არ გაგიყიდიათ?

_არა, არ გამიყიდია, არის სხვის საკუთრებაში და რც აქამდე უნდა ჩამეწერა წინა წლების დეკლარაციებში. არასწორად იყო მითითებული. დიდი ხანი ყოფილა გასხვისებული. გარდა სტრასბურგის ბინისა არ გამიყიდია არაფერი.

_რაც შეეხება სტრასბურგის ბინას, შეგიძლიათ გვითხრათ რა ფასად გაყიდეთ?

_რატომ უნდა გითხრათ? თითქმის იმ ფასად, რა ფასიც გადავიხადეთ  ვაკის ბინაში. ეს დეტალები თქვენ რაში გაინტერესებთ?

_თქვენ ეს დეტალები დეკლარაციაში შემოსავლის გრაფაში უნდა ჩაგეწერათ, რადგან ამის ვალდებულება გაქვთ. რაც არ გაგიკეთებიათ.

_არ ვიცი, გამომრჩა ეტყობა. თითქოს ყველაფერი შევავსე. და თუ რაღაც არ არის, შევსებული, მაშინ შემდეგ გვერდზე როგორ გადავედი შევსებისას?! იმ ბინით, რომელიც თავისი ამბებით გავყიდეთ, ძლივს შევწვდით რომ კარკასი გვეყიდა აქა, ფაქტობრივად ისეთი სიტუაცია იყო.

_ანუ, თქენ ამბობთ, რომ საფრანგეთში, სტრასბურგში, ბინა 22 861 დოლარად გაყიდეთ? ჭავჭავაძის ბინის საფასურად დეკლარაციაში სწორედ 22 861 დოლარი წერია...

_22 ათასი? არა, 228 ათასი უნდა ეწეროს. შეცდომაა, ალბათ...“, _აღნიშნა ევა გოცირიძემ ჩვენთან ინტერვიუში.

იურიდიული კომპანია LPC-ის დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია CIDI -ს გამგეობის წევრი ილია ჭანტურაია „გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-მუხლის თანახმად, "ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.

კითხვაზე: ვინ უნდა დაადგინოს დარღვევა? _ იურისტი გვპასუხობს:

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის და საჯარო სამსახურის ბუროს დებულების თანახმად, მონიტორინგის განხორციელების ფუნქცია დეკლარაციის სწორად შევსებაზე აკისრია საჯარო სამსახურის ბიუროს. ბიუროს შეუძლია გააკონტროლოს თანამდებობის პირის მიერ სწორად არის თუ არა შევსებული დეკლარაცია. ბიუროს ასევე შეუძლია დეკლარაციაში მონაცემების დაზუსტების მიზნით მიმართოს სახელმწიფო ორგანოებს და თანამდებობის პირებს.

ხოლო სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის დადგენის უფლებამოსილება აქვს პროკურატურას. ბიურო ამ სახის დარღვევას ვერ დაადგენს, თუმცა, ბიუროს შეუძლია ამგვარი სახის დარღვევის შესახებ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს მას შემდეგ, რაც ამოწურავს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და თუ მიიჩნევს, რომ დეკლარაციაში მონაცემები არის განზრახ არასწორად შეტანილი“, _ ამბობს ჭანტურაია და დასძენს, რომ „დარღვევის აღმოჩენის შესახებ შესაბამისი უწყებისათვის მიმართვის უფლება ყველას აქვს“.

ამასთან, შესაბამისმა ორგანომ დარღვევის შესახებ შეტყობინებისთანავე კომპეტენციის ფარგლებში უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა-მოკვლევა“, _ აღნიშნავს იურისტი.




 ახალი ამბები
  • რას წერდა ავარიამდე გოგო, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად დაიღუპაქვიშხეთთან გარდაცვლილი მარიანა ქორიძემ, რომელიც ქმართან და შვილებთან ერთად ბაკურიანიდან ბრუნდებოდა, სადაც უმცროსი გოგოს დაბადების დღე აღნიშნეს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პატარას დაბადების დღეს ულოცავდა. "ჩემს თამარას, ჩემს ,,უკრაინკას" ვულოცავ დაბადების დღეს. ჩემო სიხარულო შენს ბუთქუნა ვარდისფერ ლოყებს რა დამავიწყებს. ძალიან მიყვარხარ, მინდა ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი გქონდეს", _ წერდა მარიანა. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ქვიშხეთთან მოხდა. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა და ავტომანქანა წყალში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მამა შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა, მარიანა კი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ ... ...
  • ტრაგედია ქვიშხეთთან _ დაღუპულია დედა, მამა და სამი ბავშვიწუხელ საშინელი ავარია მოხდა ქვიშხეთთან.  მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც დედ-მამა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა. მამა ბაქარ ბანძელაძე შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა _ ბაქარი წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს, ვერც ბავშვების, ორი ბიჭუნას და ერთი გოგონას გადარჩენა მოხერხდა. დედა, მარიანა ქორიძე უმძიმეს მდგომარეობაში ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა ვერ მოახერხეს მისი გადარჩენა. ოჯახი ბაკურიანიდან ბრუნდებოდა, სადაც პატარა გოგონას დაბადების დღე ... ...
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...