"ჯერ აგინა, მერე 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა"

სამართალი

"ჯერ აგინა, მერე 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა"

2 ივლ. 2020, 12:50:18

შალვა გოგოლაძემ არარაგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“, _ განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს.

შემთხვევა 29 ივნისს მოხდა, 24 წლის კაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. სევა შალოიანი ამ დროისთვის მკურნალობას დამწვრობის ცენტრში განაგრძობს, მას სხეულის 37% აქვს დამწვარი.

თავად გოგოლაძე ბრალს არ აღიარებს.

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




 ახალი ამბები
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...
  • ჭიჭინაძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა გაქცევას აპირებს„ „ოცნების“  მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად ხალხს 200-300 ლარს ჰპირდება. ამასობაში, ბანკებმა მილიარდი უკვე მოიპარეს, რადგან მაშინ, როდესაც ქვეყანაში გადამხდელი პრაქტიკულად არავინ იყო, ბანკების შემოსავალმა სწორედ მილიარდი შეადგინა. რაც ნიშნავს იმას, რომ ფულის აკუმულირება მთავრობასა და ბანკებს შორის კარგი კომბინაციებით ხდება.  ანუ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გვყავს მთავრობა, რომელსაც ჩემოდნები ჩალაგებული აქვს და სადღაც გაქცევას აპირებენ.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. ჭიჭინაძის განცხადებითვე, ხელისუფლების მიერ ხალხის ერთჯერადი დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხები, ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ იმუშავებს. მისი თქმითვე, „ოცნებას“ არავინ ყავს გუნდში, ვინც გაიაზრებს, რომ ფინანსური კრიზისი და ეკონომიკური კრიზისიდან განსხვავდება. „კარანტინის გამოცხადების დღიდან ვაფრთხილებდი პრემიერ გახარიას, რომ ქვეყანას ეკონომიკური პაკეტი სჭირდებოდა;  რომ ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 8-10 % იქნებოდა;  და, რომ „ოცნების“ ეკონომიკური გუნდის ოპტიმისტური ბოდვა და მათმა უგუნური ქმედებები,  ჩვენს ეკონომიკას მხოლოდ დაანგრევდა. მაგრამ „ოცნების მთავრობა“  ეკონომიკური კრიზისის დამარცხებას ისევ ფინანსურ კრიზისთან ბრძოლის მეთოდებით ცდილობს და სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, ხალხს ფულს ურიგებენ დახმარების სახით.  200-300 ლარიან პაკეტების შეთავაზება,  ამ თანხების გამოყოფა ჰგონიათ  კრიზისთან ბრძოლა, რაც ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე იმუშავებს მძიმედ! რადგან გამოუმუშავებელი, არა ეკონომიკიდან შემოსული ფულის გამოყრა და დარიგება მხოლოდ ფასების ზრდას იწვევს. მოკლედ, არავინ ყავთ გუნდში, ვინც გაიაზრებს, რომ ფინანსური კრიზისი არის აბსოლუტურად სხვა ფენომენი და ეკონომიკური კრიზისი სულ  სხვა. რომ ეკონომიკური კრიზისი იწვევს სამუშაო ადგილების განადგურებას, ფინანსური კრიზისი კი იწვევს ვალის გადაუხდელობას! არადა, დღეს საქართველოში, ტურისტული ბიზნესი, მომსახურების სხვადასხვა სფეროები პრაქტიკულად განწირულია  და  თუ ამას დროულად არ დაუპირისპირდება სახელმწიფოს ქმედითი პოლიტიკა,  თუ არ იქნება  რეზერვები მიმართული როგორ შეიქმნას ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები, როგორ განვითარდეს სხვა მიმართულების ბიზნესები, მაშინ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე კრიზისში აღმოჩნდება. ეს ფულის დარიგება კი, კიდევ უფრო დიდ გაუფასურებას გამოიწვევს ქვეყანაში და მეტს არაფერს“,_ აცხადებს დავით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...