ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ბიძინასკენ დგანან თუ ზაზასკენ _ მიშა მშვილდაძე

სამართალი

ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ბიძინასკენ დგანან თუ ზაზასკენ _ მიშა მშვილდაძე

2018 ივნ 10 17:58:07

სოლიდარობის აქციაზე მიშა მშვილდაძე მივიდა, როგორც მან აქციაზე შეკრებილებს მიმართა, "ცინიკური სისტემა უნდა დაიგრეს".
"ეს ცინიკური სისტემა უნდა დაინგრეს. ეს ბრძოლა ნაწილობრივ არის პოლიტიკური და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ბიძინასკენ დგანან თუ ზაზასკენ", _ თქვა მშვილდაძემ.




 ახალი ამბები
  • "სამარცხვინო და არაადეკვატური" _ საოლქოს ვერდიქტს მოყოლილი ოპოზიციის შეფასებები „გაერთიანებული ოპოზიციის“  წარმომადგენელმა ლანჩხუთში გივი ცინცაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც მთავარი სასაუბრო თემა ლანჩხუთის #61 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ცინცაძის მიერ 14 ოქტომბრით დათარიღებულ საჩივარს ეხებოდა. საჩივარში საუბარია 13 ოქტომბერს საოლქო კომისიის სხდომაზე  მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც  ხიდმაღალას #24 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნანა ვასაძემ გივი ცინცაძეს, რომელიც საკუთარი ტელეფონით ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, ხელიდან ტელეფონი წაგლიჯა და სანაგვე ურნაში ჩააგდო. საოლქო კომისიის მხრიდან სწორედ ამ ფაქტის შესწავლას და ვასაძის მიმართ სათანადო რეაგირებას ითხოვდა თავისუფალი ზონის დამკვირვებელი. როგორც პრესკონფერენციაზე გაირკვა,  საოლქო კომისიამ ვასაძის საქციელში დარღვევა ვერ იპოვა და ცინცაძეს ბრალი აქეთ დასდო. „ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  ფაქტობრივი გარემოებების,  წერილობითი ახსნა-განმარტებებისა  და ვიდეომტკიცებულებების შესწავლის შედეგად, აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით ირკვევა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირველი საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, #24 ხიდმაღალას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილ ნანა ვასაძე ტოვებდა სხდომათა დარბაზს, რა დროსაც  ა(ა)იპ-ის „კლუბი თავისუფალი ზონა“  დამკვირვებელმა გივი ცინცაძემ მა სახეში  მიანათა მობილური ტელეფონი და მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით  „უპასუხისმგებლო და მატყუარა“. უცნობი ადამიანისგან აღნიშნულმა მიმართვამ აღაშფოთა ნანა ვასაძე, რამაც გამოიწვია მასსა და მისთვის უცნობ ადამიანს შორის პირადი ხასიათის სიტყვიერი შეკამათება. რის შემდეგაც ნანა ვასაძემ მას გამოართვა მობილური ტელეფონი, გაიტანა სხდომათა დარბაზიდან და მოათავსა დერეფნის ბოლოს ურნაში. ამასთან, გივი ცინცაძემ მობილური ტელეფონი დაიბრუნა, რომლის შემდგომაც მან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოხატა პროტესტი და დატოვა სხდომათა დარბაზი, ხოლო ვასაძემ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ემოციურ ფონზე, რაც განპირობებული იქნა დამკვირვებლის მიერ,“ _ წერია  გივი ცინცაძისთვის საოლქო კომისიიდან მიღებულ წერილობით შეტყობინებაში, რომელსაც ხელს ოლქის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილი აწერს.  აღნიშნულ წერილში საოლქო კომისიის თავმჯდომარე იმასაც აღნიშნავს, გივი ცინცაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილებაც დაარღვია:  „საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქციის“ თანახმად საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს უფლება აქვს საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სხდომის დაწყებიდან ხუთი წუთის განმავლობაში აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება ნებისმიერი ადგილიდან, რის შემდეგაც ის ვალდებულია დაიკავოს შესაბამისი ადგილი კომისიის/სხდომის თავმჯდომარის მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილი და ამ ადგილიდან აწარმოოს სხდომის ფოტოვიდეოგადაღება. ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან არ დასტურდება, რომ გივი ცინცაძე აწარმოებდა ფოტოვიდეოგადაღებას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი ადგილიდან და ფოტოვიდეოგადაღებას აწარმოებდა ცესკოს ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ ადგილი არ ქონია ა(ა)იპ-ის „კლუბი თავისუფალი ზონის“ დამკვირვებლის გივი ცინცაძისთვის დამკვირვებლის კანონით მინიჭებული უფლების შეზღუდვას და მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლას. გივი ცინცაძესა და ვასაძეს შორის ადგილი ჰქონდა პირადი ხასიათის შეკამათებასა და მცირე ინციდენტს. შესაბამისად გივი ცინცაძეს, როგორც დამკვირვებელს ხელი არ შეშლია დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელებაში და ადგილი არ ჰქონია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც მიზანშეუწონლად მიმაჩნია ნანა ვასაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა,“ _ წერს თამარ ბისიეშვილი. რაც შეეხება თავად ნანა ვასაძეს, იგი საკუთარ ოლქის თავმჯდომარის სახელზე გაკეთებულ ახსნა-განმარტებით განცხადებაში განმარტავს, რომ მან ვერ აიტანა შეურაცხყოფა უცნობი ადამიანიდან, გამოგლიჯა ხელიდან ტელეფონი და ჩადო ურნაში. „სხდომაზე პირველი საკითხის დასრულების შემდეგ, როდესაც თქვენ მომთხოვეთ სხდომის დარბაზის დატოვება, ამის შემდეგ დამკვირვებელმა გივი ცინცაძემ თავისი ტელეფონი მომანათა სახის არეში და მიწოდა შემდეგი შეურაცხმყოფელი სიტყვები _ „მატყუარა და უპასუხისმგებლო“, რის გამოც პირადი შეურაცხყოფა ვერ ავიტანე ისეთი ადამიანიდან, რომელსაც არ ვიცნობდი. გამოვგლიჯე ხელიდან ტელეფონი, გავიტანე სხდომის დარბაზიდან და დაუზიანებლად ჩავდე დერეფნის ბოლო ურნაში,“- ასე განუმარტავს ვასაძე საკუთარ ქმედებას ოლქის თავმჯდომარეს და აქვე იმასაც დასძენს, რომ მთელი სხდომის მიმდინარეობის დროს დამსწრე პირები გია გოგუაძე და კახა ასკურავა მასსა და ხიდმაღალას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უებნებოდნენ, რომ თანამდებობა დაეტოვებინათ. როგორც გივი ცინცაძემ  პრესკონფერენციაზე  განმარტა, თამარ ბისიეშვილის მხრიდან მისი საჩივრის საპასუხოდ  გამოტანილ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება.  „თამარ ბისიეშვილის განცხადება, რომ ნანა  ვასაძეს თურმე ტელეფონი სახეში მივანათე და „მატყუარა და უპასუხისმგებლო“ ვუწოდე და ამას მოჰყვა ქალბატონის გაღიზიანება, სრული აბსურდია. ვინც ჩემს მიერ 13 ოქტომბრის სხდომაზე გადაღებულ ვიდეოს ნახავს, ნათლად დაინახავს, რომ ვიდრე ვასაძემ ტელეფონი ხელიდან არ წამგლიჯა, ხმას არ ვიღებდი. ოლქი მადანაშაულებს, რომ თითქოსდა პირადი კონფლიქტი მქონია ნანა ვასაძესთან, რომელიც პირველად ვნახე ამ კომისიის სხდომაზე, ესეც სრული შეუსაბამობაა.  რაც შეეხება იმ ფაქტს,  თითქოსდა  ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან არ დასტურდება, რომ ვიდეოგადაღებას ვაწარმოებდი  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი ადგილიდან, ესეც სრული აბსურდია.  13 ოქტომბრის სხდომის ვიდეოს ხანგძლივობა სრულად, გადაღების დაწყებიდან ტელეფონის სანაგვე ურნიდან ამოღების ჩათვლით, სულ ხუთ წუთსა და 24 წამს შეადგენს. ამასთან, თუ ჩემი იმდღევანდელი ქმედება წინააღმდეგობაში მოდიოდა „საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერ ინსტრუქციასთან“, რატომ არ მიმითითა თავად  ბისიეშვილმა სხდომის მიმდინარეობისას. მოკლე,  მინდა ვთქვა, რომ ოლქის პასუხი ჩემს საჩივარზე არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული,  სრულიად არაადეკვატურია. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მომხდარ ფაქტში აქეთ მე ვარ დადანაშაულებული და მაინტერესებს ვინ აწერინებს ბისიეშვილს მსგავს გადაწყვეტილებებს,“ _ ამბობს ... ...
  • ივანიშვილის შემდეგ კობახიძე _ ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე პარლამენტის თავმჯდომარეც გამოჩნდაბიძინა ივანიშვილის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სურათიც გამოჩნდა. "არა დიქტატურას, ააირჩიე თავისუფლება" _ ასეთი მოწოდება ბანერიდან, რომელზეც ირაკლი კობახიძის ფოტო და სალომე ზურაბიშვილის სახელი და გვარია მის საარჩევნო ნომერთან ერთად. ამავე თემაზე: რატომ არის გამოსახული ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე ივანიშვილი _ პრემიერი განმარტებას აკეთებს ზურაბიშვილის ნაცვლად ივანიშვილი _ საპრეზიდენტო კანდიდატი ბანერებიდან ... ...
  • რატომ არის გამოსახული ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე ივანიშვილი _ პრემიერი განმარტებას აკეთებს"ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და ამაში განსაკუთრებული არაფერია", _ ასე განმარტავს პრემიერი მიზეზს, თუ რატომ არის გამოსახული სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილი. „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, თითოეული თქვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელიც, ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში. ამაში განსაკუთრებული არაფერია“, _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ამავე თემაზე: ზურაბიშვილის ნაცვლად ივანიშვილი _ საპრეზიდენტო კანდიდატი ბანერებიდან ... ...
  • ,,ჰავა აქ ნოტიოა და მეტად უძლური" _ ჰავა და შიდა წყლები ლანჩხუთში,,საქართველოს ბუნება მადლიანია, უხვი მოსავლისათვის დიდი შრომა არ არის საჭირო. დედაჩემი რუსი იყო და ხშირად მიყვებოდა: როდესაც პირველად ჩამოვედი ლანჩხუთში, რამდენიმე დღის შემდეგ ვიკითხე, კი მაგრამ, გლეხები სად არიან-მეთქი, ყანაში მომუშავე ვერავინ დავინახე...” რეჯებ ჟორდანიას მოგონებებიდან. რაიონის ტერიტორია მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ზონაში, რის გამო იქ ხელსაყრელი პირობები არსებობს ჩაისა და სუბტროპიკული კულტურის გასაშენებლად. რაიონის ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს შავი ზღვა, საიდანაც წყლის ორთქლად გაჯერებულ ჰაერის მასას მთელი წლის განმავლობაში უხვი ატმოსფერული ნალექები მოაქვს, მაგრამ აჭარასთან შედარებით რაიონის ტერიტორიაზე წლიური ატმოსფერული ნალექების რაოდენობა მაინც მცირეა. ჩაქვში ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 2800 მმ-ს აღწევს, ფოთში – 1600 მმ-ს, სუფსაში 1450 მმ-ს, ხოლო ლანჩხუთში 1400 მმ-ს. აჭარაში უხვი ატმოსფერული ნალექი გამოწვეულია ჩაქვის ქედის ზღვის სანაპიროსთან სიახლოვით. ჩაქვის ქედიდან ჩრდილოეთით კოლხეთის დაბლობის შუა ნაწილში სანაპირო ზოლი უფრო გაშლილია და მთებიც შორდებიან ნაპირს, რომლის ჩრდილოეთით დაბლობ ტერიტორიაზე ჰაერის მასას თავისუფალი მოძრაობის საშუალება აქვს, რის გამოც იგი იფანტება და იქ შედარებით მცირე ნალექებს ტოვებს, ვიდრე აჭარაში. ,,ჰავა აქ ნოტიოა და მეტად უძლური ადგილობრივ უმშრალ-ჭაობების (ნოყო) წყალობითა, რომელიც გველ-ბაყაყებით დახავსებულია და ზაფხულში, ცხარე მზიანს სიცხეში, ასდის მავნე სუნი და ორთქლი, რითაც მკვიდრნი იწამლ-ხაშმებიან.. ციებ-ცხელების მიზეზიც ეს გახლავთ, რომ აქ წლითი-წლობით ჩათესილია მკვიდრთა შორის და ბევრსაც ასალმებს წუთის სოფელსა. ციებ-ცხელება ქათმებსა და ძაღლებსაც კი ერევათ და ეს სნეულება აქ ისეა გაჩვეულებული, როგორც მეკკაში ხოლერა”, წერდა ჟურნალისტი კონსტანტინე გვარამაძე. შემდეგ ავტორი აღნიშნავს, რომ ,,1892 წლის ხოლერა, რომელმაც ბევრგან და მთელს საქართველოშიაც მრავალი ხალხი იმსხვერპლა, აქ გურიაში შემთხვევაც არ ყოფილა ვინმე გამხდარიყოს ხოლერით ავათ და მომკვდარიყოს. ეს გარემოება მიეწერება იმას, რომ სანიტარულათ დაცულ არიან აქაურები. გურული საზოგადოთ სუფთად ცხოვრობს. სახლი კარი, ეზო ისეთი დასუფთავებული აქვს, რომ მნახველს შეახარბებს მასა. ტანისამოსის და საცვლების ცვლა სუფთად უყვართ. ასევე წმინდათ ამზადებენ და სჭამენ სასმელ-საჭმელსა, წარმოიდგინეთ ხილსაც კი გურულები გაურეცხავად და გაუფცქვნელად არ მიირთმევენ”. განსხვავებაა არა მარტო ატმოსფერული ნალექების რაოდენობაში, არამედ ტემპერატურაშიც. მაგალითად ბათუმში იანვრის საშუალო ტემპერატურა +6+7 გრადუსია, სუფსაში +2,8, ლანჩხუთში +2,7.Yყველაზე ცხელი თვეებია ივნისი და ივლისი, მშრალი – აპრილი და მაისი. ყველაზე მეტი ნალექიანობით ხასიათდება აგვისტო და ნოემბერი. ნალექების წარმოშობასა და მიმართულებაზე დიდ გავლენას ახდენს ზღვის სიახლოვე. გამოირჩევა ქარის ორი ტიპი – სეზონური, ანუ მუსონური და დღეღამური, ანუ ბრიზები. სეზონური ქარები ზამთრობით ქრიან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ლანჩხუთის რაიონში ქარებიანი დღეები ყველაზე მეტად თებერვალშია, თუმცა ძლიერი ქარებით მარტი ხასიათდება. ამ ქარებს ადგილობრივები ზენას უწოდებენ. ,,როცა ივანემ პალიასტომს მიუწია, დაღამდა კიდეც. თუმცაღა მოიწმინდა, მაგრამ უმთვარო ღამე იყო და ბნელოდა. თან ცოტა ქარმაც მოუბერა. ,,ბიჭო, სიდან ამოგირგილდა აი წყეული ზენაის ბინდი”, - უკმაყოფილოდ სთქვა ივანემ, მერე შეხედა ცას და დაატანა: - ვარსკვლავები ისთე ცქრიალებს, რომ ქარი იმატებს.” (ეგნატე ნინოშვილი ,,პალიასტომის ტბა”). აღმოსავლეთ ქარებს ზაფხულობით ცვლის დასავლეთის ხანმოკლე და ზღვის ნოტიო ქარები. დასავლეთის ქარები უმეტესად ივლისსა და აგვისტოში ქრის, ხალხი მას ქვენას უწოდებს. მეორე ტიპის ქარები ბრიზები უფრო მეტად იცის ზაფხულში. დღისით ქრის ზღვიდან ხმელეთისაკენ, ღამით პირიქით. ხალხი ამ ქარებს უწოდებს იმბათს. ,,ნიგოითის მთა თითქმის მთელ იმერეთსა საზღვრავს გურიისაგან აღმოსავლეთით და ჩრდილოეთზე კი – სამეგრელოსა (ოდიშსა) და მდ. რიონთან ერთად. ეს მთები დიდ სამსახურს უწევენ გურიასა, რადგან არ უშვებენ იმერეთიდგან გურიაში მავნე ზენა ქარს, რომელიც დიდს ზარალს აძლევს იმერეთს.დიაღ, აქ მოკლებულია ზენა ქარი, მაგრამ ქვენაც კი არ აკლია, რომელიც ხშირად გრიგალად გადაიქცევა ხოლმე და ბევრს ზარალს აძლევს გურიას.თუ არ ვსცდები, მგონია 1895 წელში იმისთანა ქარი ამოვარდა ქვენათი, რომ რაც კი საუკეთესო ხეხილები – ნიგვზები, ლეღვები, ვაშლები და სხვა იყო, სულ ძირში დათხარა, რომელთაც ძირი მკვიდრად ჰქონდათ და ვერ წააქცია, იმისთანები წელში გატეხა და დაამსხვრია. იმ ქარმა 60, 000 მანეთამდე ზარალი მისცა გურიას”. (გურია, მხარის კვლევა-ძიების შედეგები)                                  ამონარიდი მომავალი წიგნიდან ,,ლანჩხუთი’                                ავტორები: ირაკლი მახარაძე, ნონა იმნაძე და ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის ... ...
  • 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა, – შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, ნაცვლიშვილის მეგობარი ლადო გრიგალაშვილი ... ...

არქივი

ზაფრანი

”პროფესიული გადაწვა”

ტერმინი ”პროფესიული გადაწვა” თავდაპირველად გამოიყენებოდა...

კავშირი ადამიანის ხასიათსა და ხელწერას შორის

ადამიანის ხელწერა ისეთივე უნიკალურია, როგორც...

როგორ ქმნიან მოლუსკები მარგალიტს

მოლუსკის მიერ, მარგალიტის შექმნის ტექნოლოგია,...

ყველაზე სახიფათო ობობა მსოფლიოში

„შავი ქვრივი“ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო...

როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ხველას

ექიმები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას, რომელიც...

ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაწყვილდებიან 2019 წელს?

ვერძი და მშვილდოსანი _ ვერძსა...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?