ხელბორკილის გამოყენების შემთხვევები ციხეებში

სამართალი

ხელბორკილის გამოყენების შემთხვევები ციხეებში

2017 ივნ 26 17:35:58

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,  2016 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური საშუალებებიდან გამოყენებული იყო მხოლოდ ხელბორკილი, კერძოდ, N2 დაწესებულებაში დაფიქსირდა ხელბორკილის გამოყენების 53 შემთხვევა, N3 დაწესებულებაში - 82, N6 დაწესებულებაში - 61, N8 დაწესებულებაში - 16.

2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ხელბორკილები უფრო ნაკლები რაოდენობით იქნა გამოყენებული N3 და N8 დაწესებულებაში, ასევე 2016 წელს ხელბორკილი არ გამოყენებულა N15 და N17 დაწესებულებებში, ხოლო 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს უფრო მეტი რაოდენობით იქნა გამოყენებული N2 და N6 დაწესებულებებში.

ამავე  ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა შემდეგი წინადადებებით მიმართა საქართველოს პარლამენტს:

• „პატიმრობის კოდექსში“ შევიდეს ცვლილება და დაემატოს ჩანაწერი,რომლის თანახმად, დაუშვებელი იქნება ცრემლსადენი გაზის დახურულ სივრცეში გამოყენება

• „პატიმრობის კოდექსში“ შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს არალეტალური იარაღის სახეები

• „პატიმრობის კოდექსში“ შევიდეს ცვლილება და დაემატოს ჩანაწერი, რომლის თანახმად, დაუშვებელი იქნება ხელბორკილის გამოყენებით პირის მყარ ზედაპირზე მიმაგრება

ანგარიშის თანახმად, მითითებული რეკომენდაციები არ შესრულებულა.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ მითითებული რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია სპეციალური საშუალებების გამოყენებისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სათანადო სამართლებრივი გარანტიების არსებობის უზრუნველსაყოფად.

„აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულებების დებულებები უშვებდა დასაბუთების გარეშე, ხელბორკილების რუტინულ გამოყენებას, კერძოდ, დადგენილი იყო, რომ დღის განმავლობაში, მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულებაში გადაადგილება დანიშნულების ადგილზე მიყვანამდე, დასაშვებია მხოლოდ ხელბორკილის გამოყენებით“, _ ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, 2016 წლის დეკემბერში და 2017 წლის იანვარში, განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად, შეიცვალა ზემოხსენებული ნორმა და განისაზღვრა, რომ ხელბორკილების გამოყენება დასაშვებია, თუ მსჯავრდებული თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას, ასევე თუ საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება, ცდილობს გაქცევას, ან/ და თუ არსებობს ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის გონივრული ეჭვი. მითითებულ ცვლილებას საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება და დადებითად აფასებს.

სახალხო დამცველი რეკოპმენდაციებს აძლევს როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ასევე პარლამენტს, როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება.

კერძოდ,  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისთვის მიცემულ რეკომენდაციაში ვკითხულობთ, რომ მან უნდა უზრუნველყოს „პატიმრობის კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება და ამ პაკეტის მთავრობისათვის წარდგენა პარლამენტში ინიცირებისათვის, რომლის თანახმად, განსაზღვრული იქნება: არალეტალური იარაღის სახეები; ცრემლსადენი გაზის დახურულ სივრცეში გამოყენების დაუშვებლობა; ხელბორკილის გამოყენებით პირის მყარ ზედაპირზე მიმაგრების დაუშვებლობა.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, ომბუდსმენის წინადადებით, ცვლილება უნდა შევიდეს „პატიმრობის კოდექსში“ და დაემატოს ჩანაწერი, რომლის თანახმად, დაუშვებელი იქნება ცრემლსადენი გაზის დახურულ სივრცეში გამოყენება. გარდა ამისა, ამავე კოდექსით უნდა განისაზღვროს არალეტალური იარაღის სახეები. ასევე, კოდექსით განისაზღვროს რომ დაუშვებელია ხელბორკილის გამოყენებით პირის მყარ ზედაპირზე მიმაგრება. 

ამავე თემაზე: 

პატიმართა სხეულის დაზიანების რამდენი ფაქტი გამოვლინდა 2015-2016 წლებში

პატიმართა გაშიშვლების შემთხვევები ციხეებში




 ახალი ამბები
  • ცხინვალის ე.წ. КГБ ტყვეობაში მყოფი ექიმის სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ საქმის გაყალბებას აგრძელებს. ტყვეობაში მყოფი ექიმის სატელეფონო ჩანაწერები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ.  КГБ-გამოაქვეყნა. ე.წ. უშიშროების მტკიცებით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ე.წ. უწყება ვაჟა გაფრინდაშვილის ქმედებას პროვოკაციად აფასებს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებს. მნიშვნელოვანია ერთი დეტალი - ოკუპანტებს ჩანაწერები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აქვთ გაკეთებული. წყარო: ... ...
  • გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების კომიტეტს ტოვებსდამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ტოვებს.  როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, აპარატი სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის ფორმაა. ფოფხაძის თქმით, პარლამენტში ერთადერთი დეპუტატია, ვინც კომიტეტის გაცდენის გამო დააჯარიმეს. "მიმაჩნია, რომ მაჯარიმებენ მხოლოდ იმიტომ, "ქართული ოცნების" ოპოზიციაში ვარ, სხვა მოტივაცია ამას არ აქვს. მე ვიყავი "ოცნებაში" და გაცდენებთან დაკავშირებით არასდროს პრობლემა არ მქონია. ჩემს გარდა კომიტეტის გაცდენის გამო არც არავინ დაუჯარიმებიათ. პარლამენტში ვარ ერთადერთი, ვინც გაცდენის გამოა  დაჯარიმებული," - განუცხადა ფოფხაძემ "რუსთავი 2"-ს. როგორც ფოფხაძე აცხადებს, უმრავლესობის რამდენიმე წევრი  სხდომებს ხშირად აცდენს და მათზე არანაირი სანქცია არ ვრცელდება. "მაშინ, როცა უმრავლესობაში კახა ოქრიაშვილი და ილია წულაია არიან, რომელთაც ბიზნესები აქვთ, მილიონებს შოულობენ და აცდენენ სხდომებს, არავინ აჯარიმებს. მაგათ საერთოდ პარლამენტის წევრობის უფლება უნდა შეუწყვიტონ," - განაცხადა ფოფხაძემ. "უსაფუძვლოდ მაჯარიმებენ. დისკრიმინაციულია ის მუხლი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატს არ აქვს საშუალება უფლებამონაცვლე მონახოს. მე შესაძლებელია რაიონში ვიყო, უცბად დანიშნოს ვიღაცამ განათლების კომიტეტი და ვერ მოვახერხო ჩამოსვლა. ასეთ შემთხვევაში ვერავინ შემცვლის, მაშინ როცა რეგლამენტის თანახმად ფრაქციებს აქვთ საშუალება თავისი უფლებამონაცვლე წარადგინოს. დეპუტატები, რომლებიც ფრაქციაში არიან უფრო უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან. გარდა ამისა, სხდომებზე, რომელზეც მედავებიან გააცდინეო, ჩემთვის ინფორმაცია არ მოუწოდებიათ სხდომა ჩატარების შესახებ. უმრავლესობის წევრები უპრობლემოდ აწერენ ხელს, რომ სხდომას ესწრებოდნენ და მიდიან, სადაც უნდათ," - აცხადებს გედევან ფოფხაძე. წყარო: ... ...
  • “სასამართლო სისტემას სჭირდება ხსნა და შველა“ _ ოზურგეთელი პოლიტიკოსები მჟავანაძის დაკავების შესახებოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით მჟავანაძეს ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდა. ის 18 ნოემბერს თბილისში გამართულ აქციაზე 33 აქციის მონაწილესთან ერთად დააკავეს. როგორ აფასებენ მჟავანაძის ოთხდღიან პატიმრობას ოზურგეთში და რა კომენტარები გააკეთეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა, ამას ჩვენ მიერ მომზადებულ სტატიაში წაიკითხავთ. “საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მშვიდობიან მანიფესტაციას კანონით დადგენილი ნორმები და ჩარჩოები აქვს.  თუკი მანიფესტაციის დროს პირი სამართალდარღვევას ჩაიდენს, ბუნებრივია, სახელმწიფოს კანონისმიერი რეაგირება ექნება.“ - ასეთი კომენტარი გააკეთა “გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. ტარიელ აროშიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დავით მჟავანაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. “ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. სოფელში სხვადასხვა პროექტები ხორციელდება და ვაკვირდები სამუშაოებს“, _ გვითხრა ტარიელ აროშიძემ. შოთა გოგიბერიძე “პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი:  “ერთი რამ ნათელია _ სასამართლო მიკერძოებულია. სასამართლო სისტემას სჭირდება ხსნა და შველა. კიდევ ერთხელ ჩანს სასამართლოს სისტემის რეფორმირების საკითხი. უნდა მოვაშოროთ სისტემას ჯიბის მოსამართლეები.“ ლევან მგელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი: “ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსამართლის გადაწყვეტილებას, რადგან მიტინგს აქვს მისი ეიფორია. მე ვფიქრობ, ეს დაკავებები პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და საზოგადოების დაშინება უფრო არის, რადგან არ მიიღონ მონაწილეობა აქციებში.“ “ქართული ოცნების“ წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლელა საჯაია მჟავანაძის დაკავებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის კომენტარს აკეთებს: “არა მგონია, სასამართლოს უსამართლოდ მიეღოს გადაწყვეტილება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.“ “ლეიბორისტი“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მამალაძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს: “მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანია თუ არა სამართლიანი? _  უსამართლო ქვეყანაში, როგორ იქნება სამართლიანი. ყველა კარგად იცის, რომ მოსამართლე ზეწოლის ქვეშ იყო“. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თორნიკე გოგუაძე ამბობს, ეს ადამიანები იმიტომ გამოკეტეს 10 და 13 დღით, რომ 25 ნოემბერს გასამართ აქციაზე არ მოვიდნენ. “აბსოლუტური უაზრობა იყო. კადრები, რომელიც წარმოადგინეს მტკიცებულებად, იმ კადრებში დავით მჟავანაძე არ იყო საერთოდ. სხვა ადამიანი ჩანს ვიდეოში და დააკავეს დათო მჟავანაძე. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ორ ადამიანს მიუსაჯეს ოთხი დღე, დანარჩენს 10 ან 13 დღე, რადგან 25 ნოემბერს გასამართ აქციაზე არ მოვიდნენ ის ადამიანები, რომელიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები აქციებში. “ - გვითხრა თორნიკე ... ...
  • პარლამენტის კენჭისყრის შედეგები ჩემთვის სამწუხარო იყო - ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ​ჰარცელის განცხადებით, აუცილებელია დიალოგის სწორი მიმართულებით წარმართვა. ევროკავშირის ელჩის თქმითვე, ხელისუფლებამ ნდობის მოპოვება ხელახლა უნდა შეძლოს. "გასულ კვირას, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტის კენჭისყრის შედეგები ჩემთვის სამწუხარო იყო. არა იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს საკუთარი პოზიცია საარჩევნო სისტემის შესახებ, არამედ იმიტომ, რომ მოსახლეობამ უნდა აირჩიოს არჩევნების ჩატარების წესი. მნიშვნელოვანია ნდობის თავიდან მოპოვება და დიალოგის დაწყება, რომელშიც ორივე მხარე უნდა ჩაერთოს," - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა ... ...
  • ვინ არიან ოზურგეთელი მეორესკოლელები, რომლებმაც უცხოენის ოლიმპიადაში 40-დან 40 ქულა აიღესეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაღალი რეიტინგული შეფასება დაიმსახურეს და მეორე ტურში 27 მოსწავლე გადავიდა.  _ შედეგების მიხედვით II ტურში გადავიდა სულ 27 მოსწავლე, ამათგან სამი მოსწავლე დოლიძე ანა (ინგლისური ენა), თავართქილაძე თამარ (ინგლისური ენა, რუსული ენა) მელუა ანა (რუსული ენა) რესპუბლიკის მასშტაბით, რეიტინგით I ადგილზე არიან. მათ  40-დან 40 ქულა მოიპოვეს ამ საგნებში.  რეიტინგულად წარმატებები აქვთ, ასევე, მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებში, _ თქვა „გურია ნიუსთან“ სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.   „გურიანიუსი“  გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს შემდგომი ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?