ხორავას ქუჩის მკვლელობა _ პროკურატურის "ოქროს მოწმე" დაკავებულია

სამართალი

ხორავას ქუჩის მკვლელობა _ პროკურატურის "ოქროს მოწმე" დაკავებულია

4 ივნ. 2019, 12:00:49

ხორავას ქუჩის მკვლელობა - მოზარდების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდია დააკავეს _ ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ხორავას ქუჩის გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სამართალდამცველებმა დიღმის ტრასაზე, დახლოებით ნახევარი საათის წინ აიყვანეს. სავარაუდოდ მაშინ, როდესაც კალანდია ქალაქის დატოვებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია საქმის მთავარი მოწმეა, თუმცა იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, კალანდია არასანდო მოწმედ იქნა მიჩნეული. 

სააპელაციო სასამართლომ გუშინ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ვერც მეორე ინსტანციამ დაადგინა, დავით სარალიძის მკვლელი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად.

დაკავებულთა უფლებადამცველებმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თქვეს, რომ მიხეილ კალანდია სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მსგავსად, არასანდო მოწმედ მიიჩნია. 

განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქმის პროკურორმა არ უპასუხა კითხვას - დაიწყებოდა თუ არა სამართლებრივი პროცედურები მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, რომლის დაკავების რეკომენდაციაც, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გასცა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სააპელაციო სასამართლოს აღწერილობისა და სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების გათვალისწინებით უწყება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს და აუცილებლად იმსჯელებს, შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე. 




 ახალი ამბები
  • "ჯერ აგინა, მერე 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა"შალვა გოგოლაძემ არარაგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. „მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“, _ განაცხადა გამყრელიძემ. დღეს ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს. შემთხვევა 29 ივნისს მოხდა, 24 წლის კაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. სევა შალოიანი ამ დროისთვის მკურნალობას დამწვრობის ცენტრში განაგრძობს, მას სხეულის 37% აქვს დამწვარი. თავად გოგოლაძე ბრალს არ აღიარებს. ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სვანეთში პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ჩასატარებლად ემზადებიანქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ სვანეთში პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება. “კარგი ამბავი მაქვს, სვანეთის პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი ჩატარდება 25-29 ივლისს, 2020 წელს. მესტიაში. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო,ძალიან სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფესტივალი ამ პერიოდში ჩატარდეს. გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები შემდეგ მაილზე: svanetiff@gmail.com განიხილება, მხოლოდ 2018-2020 წლის ფილმები. ფილმების მიღება მხოლოდ ათი დღე გაგრძელდება. ფესტივალზე მივიწვევთ კონკურში შერჩეულ ქართველ რეჟისორებს. დეტალურ ინფორმაციებს მალე გამოვაქვეყნებთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე“, _ წერს მარიამ ... ...
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედისახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმ მიმდინარე პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. 2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ  შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“.  ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად 5 მლნ ლარისა იქნება 10 მლნ ლარი. ბენეფიციარებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიზნით სესხის აღების შემთხვევაში, გადაამუშაონ კონკრეტული რაოდენობის ყურძენი. ლიზინგის ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი ლიზინგის მოცულობა და ნაცვლად 5 000 000 ლარისა განისაზღვრება 10 000 000 ლარით, ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტო მოახდენს გაცემული ლიზინგის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას (ნაცვლად არაუმეტეს 24 თვისა) წლიური 12%-ის ოდენობით. თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.  კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში. პროგრამას ასევე ემატება ქვეკომპონენტი ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობისათვის, რაც გულისხმობს ჩაის შესაძენად საბრუნავი საშუალებებისათვის კრედიტის გაცემას. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა 12 ... ...
  • ცოტა რამ გველგესლას შესახებკავკასიური გველგესლა დასავლეთ საქართველოში ერთადერთი შხამიანი გველის სახეობაა, რომელიც ბინადრობს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე. ის არ არის აგრესიული და ყოველთვის ცდილობს თავის გარიდებას. გავრცელებულია ძალიან ფრაგმენტულად, საქართველოში მხოლოდ ათამდე ადგილასაა ნანახი. კავკასიური გველგესლა დღის გველია, ხშირად თბება მზეზე, თუმცა ძირითადად ახასიათებს მალული ცხოვრების წესი. კავკასიური გველგესლა „წითელი ნუსხის“ სახეობაა წყარო:კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფეისბუქგვერდი; ფოტო: ნათია ... ...
  • პროფსასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადებას შეძლებენპროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტები სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადებას შეძლებენ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „დღეს განათლების სამინისტრო სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს. ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადებაა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას და არ შეაფერხებს გაწვევის პროცესს, ვინაიდან ეს მხოლოდ ერთჯერადი გადავადება იქნება. მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებაში კურსები არის 12- ან 24-თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს მხოლოდ ერთჯერადი გადავადებაა“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...