ქუთაისის ციხეში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენეს

სამართალი

ქუთაისის ციხეში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენეს

2019 ოქტ 9 17:44:21

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში 2019 წლის 01 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №073011019001 საქმეზე, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული გ.წ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3421-ე მუხლის მეორე ნაწილი).

საქმეზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 01 ოქტომბერს, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორმა ქ-ნმა ნ.-მ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად. კერძოდ, ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის მიუხედავად, ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ინსპექტორის ქმედებას შედეგად მოჰყვა ბრალდებული გ.წ.-ს გარდაცვალება.

ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2019 წლის 08 ოქტომბერს, ქ-ნი ნ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელსაც ბრალი მისი ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა, დანაშაულს აღიარებს.

იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას.




 ახალი ამბები
  • თქვენ ხართ თავხედი _ დაპირისპირება ლანჩხუთში წილოსანსა და აქციის მონაწილეებს შორისცხარე სიტყვიერი დაპირისპირება და ეპითეტებით ბრძოლა გაიმართა დღეს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტრ დეპუტატ ნინო წილოსანსა და ოპოზიციის გურულ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც დღეს დეპუტატის ბიუროსთან აქცია გამართეს. მათ დეპუტატის მიერ 14 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. „თქვენ გადააგდეთ დასავლეთი, გადააგდეთ ქართველი ხალხი. თქვენ ჩვეულებრივი მატყუარა ხართ.“ „არ შეგრცხვათ გურულების?“ „თქვენ გგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადააგდეთ ან „ევროპული საქართველო“ „რა უნდა ველაპარაკო ახლა ამას?“ „ჩოხატაურის მოსახლეობას რატომ არ ხვდებით?“ „გამორიცხულია, თქვენ ეს პიჯაკიც კი ჩაიცვათ ივანიშვილის თანხმობის გარეშე“ – ისმოდა შეძახილები აქციაზე მყოფთა მხრიდან. „თქვენ ხართ თავხედი. მთელი საქართველო დაინახავს ამ თქვენს საქციელს“, _ ამ სიტყვებით იგერიებდა წილოსანი ოპონენტთა ... ...
  • რა უპირატესობა აქვს საჯარო სკოლას, სამრევლოსთან შედარებით, რომელსაც პედაგოგები ტოვებენოზურგეთში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, დასრულდა მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები, რომელიც მეორე საჯარო სკოლაში ტარდებოდა. უნარ-ჩვევების თუ საგნობრივი გამოცდების მსვლელობისას, "გურია ნიუსი" უამრავ უკმაყოფილო მასწავლებელს ხვდებოდა, რომლებიც გამოცდებზე შედიოდნენ ან პირიქით, გამოდიოდნენ გამოცდიდან. უმეტესად უკმაყოფილების მიზეზი, მათი აზრით, სამინისტროს მიდგომაა მასწავლებელთა მიმართ. ამასთანავე, ხმაურია, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების საგამოცდო ტესტებში მაღალი კლასების მასალის შეტანის გამო. _ რატომ უნდა მოვიდეს დაწყებითი კლასების გამოცდაზე "ჯაყოს ხიზნები"? ვინ ადგენს ამ ყველაფერს, რა მიზანს ემსახურება? ეს თუ სხვა მასალა დაწყებით კლასებში არც ისწავლება და ჩვენც დიდი ხანია, არც წაგვიკითხავს, არც მის სიავკარგეზე გვიმსჯელია. მით უფრო, როცა ყველაფერზე ახლებური მიდგომებია, რატომ უნდა დაგვწიოს უკან ასეთმა ქმედებამ? _ ამბობენ ჩვენთან საუბრისას მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი ვინაობის დასახელებას ერიდებიან, _ ისედაც არ გვაქვს ნერვები ამ ორომტრიალის გამო და ნუ დავკონკრეტდებით _ საბოლოოდ მაინც ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ, _ გვითხრეს პედაგოგებმა. კიდევ ერთი საკითხი სამრევლო სკოლების პედაგოგთა აქტივობაა _ ისინი ყოყმანის გარეშე ტოვებენ აღნიშნულ სკოლებს, აბარებენ გამოცდებს, რომ შემდეგ საჯარო სკოლებში დასაქმდნენ. _ შერჩეული მიდგომაა, თუ რა შეიძლება დავარქვათ ამას, სამრევლო სკოლებისა და საჯარო სკოლების სივრცეში მომუშავე პედაგოგებისადმი.? ეს გამოიხატება ბევრ რამეში, კერძოდ, ყველა იმ სიკეთით, რითაც სახელმწიფო აწესებს საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, სასულიერო სკოლების მასწავლებლები და ასევე, მოსწავლეებიც ვერ სარგებლობენ. ეს ეხება როგორც ხელფასებს, ისე ტრენინგებს, რომელიც მათთვის ტარდება. სწორედ ამიტომ, ამ სიკეთეებზე რაკი წვდომა აღარ აქვთ, სამრევლო სკოლების პედაგოგთა ნაწილმა უკვე ჩააბარა გამოცდები და გადაინაცვლეს საჯარო სკოლების სივრცეში. საჯარო სკოლების პედაგოგებს უკვე მიეცათ შანსი, ერთდროულად იმუშაონ რამდენიმე სკოლაში, ამასთანავე სახელფასო დანამატი, რომელიც კატეგორიების მიხედვითაა განსაზღვრული, ეძლევათ ყველგან, სადაც კი იმუშავებენ. ანუ ერთდროულად თუ მუშაობს სამ სკოლაში, სამივეგან ხელფასზე დანამატს მიიღებს. გაიქცევა სამრევლო სკოლიდან მასწავლებელი, აბა, რას იზამს? _ გვეუბნება სასულიერო სკოლის პედაგოგი, რომელიც, ასევე, ვინაობის დასახელებას ერიდება, თუმცა, გვთხოვს, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ეს საკითხი აქტიურად გავაშუქოთ. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი არ ეთანხმება პედაგოგთა ნაწილის იმ განცხადებებს, რომლებიც სასულიერო სკოლებიდან მასწავლებელთა გადინების მიზეზებზე საუბრობენ, ასევე, გამოცდების წესის და საგნობრივი სტანდარტები შესახებ მათ უარყოფთ მოსაზრებებს: _ როცა მასწავლებლები საუბრობენ საჯარო და სამრევლო სკოლების განსხვავებულობაზე, ეს არაა მთლად დამაჯერებელი მიდგომა. სამწუხაროდ, სასულიერო სკოლების დაფუძნების ფორმა არის კერძო. შესაბამისად, კერძო სკოლა ამ სავალდებულო ჩარჩოში არ ზის. ისინი მათივე შემოსავლებიდან უზრუნველყოფენ მასწავლებელთა სქემატიკას და სქემის შესაბამის ანაზღაურებას. რაიმე პრინციპული მოთხოვნები სახელმწიფოსგან კერძო სკოლების მიმართ არ არის. მათი დაფუძნების ფორმა არის კერძო, და არ არიან საჯარო. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ სასულიერო სკოლები კერძო სტატუსის გამო, ვერ სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რასაც საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები იღებენ. სავარაუდოდ, ამ ყველაფერზე საპატრიარქომ უნდა იზრუნოს. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან სამართლებრივად ჩემი კომპეტენცია არ არის, რომ ვიმსჯელო იმაზე, კერძო სტატუსი უნდა მოეხსნას თუ არა. ვიმეორებ, პრობლემის მოგვარების გზა საპატრიარქომ უნდა ეძებოს. ალბათ, უნდა მიმართონ საპატრიარქოს შესაბამის კურატორს, განათლების მიმართულებით. ჩვენი პრეროგატივა ეს არ არის, _ ამბობს ლელა იმედაშვილი. მისივე განმარტებით, "მასწავლებლებს, რომლებიც უკმაყოფილო არიან გამოცდების შედეგებით, არათუ შვიდი-რვა წელი, კიდევ დამატებით ოთხი წელი ჰქონდათ დრო, რომ მინიმუმ, ერთი კრედიტი აეღოთ და ამ მდგომარეობამდე არ მისულიყვნენ. ახლა განმარტებებს ვერ გავაკეთებ, რას ნიშნავს ეს ერთი კრედიტი. იციან მათ, ვისაც ამდენი წელია, შეხება აქვს მიმდინარე გამოცდებთან და არსებულ წესებთან. დადგა ეს დრო, როცა აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში. რაც შეეხება ხელფასს, რაკი მასწავლებლები მუდამ წუწუნებდნენ, რომ მათი ანაზღაურება იყო მცირე, მათ მიეცათ შანსი, რომ რამდენიმე სკოლაში ასწავლონ. დიახ, ისინი ყველგან მიიღებენ კატეგორიის მიხედვით დანამატს", _ ამბობს იმედაშვილი. რაც შეეხება დაწყებით კლასებში გამოცდებზე მოსულ არაშესატყვის თემებს, ლელა იმედაშვილი ზოგად შეფასებას აკეთებს: _ ვერ ვიმსჯელებ კონკრეტულად, რადგან ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. მე ნამდვილად არ ვიცნობ დაწყებითი კლასების საგნობრივ სტანდარტებს. თუმცა, ხშირად ძალიან მიკვირს, რომ თვით დაწყებითის პედაგოგები არ იცნობენ ამ სტანდარტს. მე ტრენერიც ვარ და შეხვედრებზე გაოცებული ვრჩები, როცა მასწავლებლები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტული სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგებად, არ იცნობენ სტანდარტებს. ვიმეორებ _ სტანდარტი რას ითვალისწინებს, ვერ შევალ მსჯელობაში, თუმცა არ მგონია, რომ იქ სტანდარტებს ზევით იყოს რაიმე. ხომ ჩააბარა ბევრმა? ესე იგი, დაძლევას ექვემდებარება, ხომ? _ კითხვას სვამს იმედაშვილი. კითხვაზე, სავარაუდოდ, რამდენი მასწავლებელი დატოვებს სკოლას მომავალი წლიდან, ანუ, სამწუხაროდ, რამდენმა პედაგოგმა ვერ ჩააბარა გამოცდა და მოუწევს სკოლების დატოვება, ლელა იმედაშვილი ამბობს, რომ ასეთ სტატისტიკას მოერიდებიან, რადგან მათზეა დამოკიდებული, ამ ინფორმაციას გააჟღერებენ თუ არა. თუმცა, ეს სკოლაში მათ საქმიანობაზე ისედაც აისახება: _ რაც შეეხება, შედეგებს, ჩვენ თხუთმეტ დეკემბრამდე ველოდებით, ახლა ეს დაკონკრეტებით არ ვიცი, თუმცა, კიდევ რამდენი მასწავლებელი დაიწყებს სკოლაში მუშაობას და რამდენი წავა, ეს სტატისტიკა გვექნება, _ გვითხრა ... ...
  • კუთვნილი სტატუსის მოთხოვნა შესაბამისი ანაზღაურებით თუ კოლეგების დისკრედიტაციის მცდელობამაია ჩხაიძე, რომელიც ლანჩხუთში ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმს ხელმძღვანელობს, სხვა კოლეგებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუზეუმო სფეროში შექმნილი პარადოქსული ვითარებიდან გამომდინარე, პრესკონფერენციის გამართვას აანონსებს:  "ვფიქრობ, საკითხის უფრო მეტად კონკრეტიკისა და გამჭვირვალეობისთვის სხვა მუზეუმებთან ერთად საჭირო გახდება პრესკონფერენციის ჩატარება, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებისგან წარმოებულ დევნა-შევიწროებას". საქმე ისაა, რომ, დაახლოებით, ორი თვის წინ, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ერთობლივი წერილით მიმართეს, სადაც  ითხოვდნენ "კუთვნილ სტატუსს შესაბამისი ანაზღაურებით": "მოვითხოვთ: მხარეთმცოდნეობის და ეგნატე ნინოშვილის მუზეუმები დარჩნენ, როგორც ძირითადი მუზეუმები და მოგვემატოს ხელფასი, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებშია. თ. ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი არის ბიბლიოთეკა და შეუერთდეს ცენტრალურ ბიბლიოთეკას; ვ. წულაძის სახელობის თეატრის მუზეუმი შეუერთდეს თეატრს განყოფილების სახით, ხოლო სპორტის მუზეუმი _ სპორტულ განყოფილებას; საკასო აპარატი და ბილეთები მხოლოდ ჩვენთან  და ნინოშვილის მუზეუმში მოქმედებს და რატომ უნდა ვიყოთ მათთან გათანაბრებულები, მით უმეტეს, რომ სადაც უნდა იკითხოთ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმები ყველგან პრიორიტეტულია? გთხოვთ, აღნიშნული საკითხი, ასევე, განიხილოს შესაბამისმა კომისიებმა და სამუშაო ჯგუფებმა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მოთხოვნებს გულისხმიერად მოეკიდებით და მოგვანიჭებთ კუთვნილ სტატუსს შესაბამისი ანაზღაურებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით, მივმართოთ სხვა ზომებს", _ ვკითხულობთ აღნიშნულ წერილში. როგორც გაირკვა, ეს წერილი საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე უკვე იყო მსჯელობის საგანი. მუზეუმის თანამშრომლების მოთხოვნას ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, რომელიც არახალია,  არადამაკმაყოფილებელი პასუხი  გაეცა ფინანსური უზრუნველყოფის არარსებობის მოტივით. რაც შეეხება წერილში გაჟღერებულ სხვა მოთხოვნებს, კომისიის განმარტებით,  საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში  გახდება შესაძლებელი, თუ  მუზეუმის მხრიდან წარმოდგენილი იქნება  მკაფიოდ ჩამოყალიბებული განვითარების სტრატეგიული გეგმა. პრესკონფერენციის გამართვამდე კი, ზემოთ ნახსენები წერილის გამო, საკუთარ პოზიციას თეატრისა და კინოს მუზეუმის ხელმძღვანელი მაია ჩხაიძე საჯაროდ აფიქსირებს  და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექტივს დისკრედიტაციის მცდელობაში დებს ბრალს. "სულ ახლახან, საკრებულოს განათლების, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიამ განიხილა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელთა განცხადება, რომელიც არ ეტეოდა არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში და აშკარად შეიცავდა ახალშექმნილი მუზეუმების დისკრედიტაციის მცდელობას. საბედნიეროდ და სრულიად სამართლიანადაც, პოზიციამ და ოპოზიციამ (სრული ალოგიკურობის გამო) მათი მოთხოვნა ერთხმად უარყო. აღნიშნულ სხდომაზე, მათი უსამართლო პოზიციის გამო, სხვა მუზეუმების ინტერესების დაცვის მიზნით, მძაფრი დაპირისპირება მომიწია მუზეუმის თანამშრომლებთან. ისინი, აღნიშნულ განცხადებაში ავითარებდნენ შემდეგ მოსაზრებას, რომ მაგალითად, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი სინამდვილეში ბიბლიოთეკა იყო და ბიბლიოთეკას უნდა დაქვემდებარებოდა; ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმი ლანჩხუთის სახალხო თეატრის კუთვნილება გამხდარიყო. მაშინ, როცა თეატრი თავად ექვემდებარება ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას. სპორტის მუზეუმი უნდა მიეერთებინა სპორტის განყოფილებას და ა. შ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს კი  ყოველივე ამის შემდეგ უნდა მიეღო "მთავარი" მუზეუმის სტატუსი და შესაბამისად, გაზრდოდა ხელფასებიც. მართლაცდა, "ქათმის ჰორიზონტის" მსგავსია. ანდა, სრულიად დესპოტი უნდა იყოს ადამიანი, რომ დღეს, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, იფიქრო მხოლოდ საკუთარი შრომის ანაზღაურებაზე და არ გაითვალისწინო კოლეგების ყოფითი პრობლემებიც, რომლებსაც, ფაქტობრივად, კოლეგებად არც კი თვლიან. და მაინც, თავის დროზე (10 წლის წინ) რა რეალურმა ფაქტორმა განაპირობა ჩვენს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის მუზეუმების დაარსება, რასაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დღემდე ვერ ეგუება და რაც ამ წერილის მთავარ საკვანძო საკითხს წარმოადგენს? კანონი მუზეუმების შესახებ განმარტავს, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდი სრულად უნდა იყოს დაკომპლექტებული მხარის ბუნების, ისტორიის, კულტურის, ეკონომიკის უნიკალური ექსპონატებით. გამომდინარე იქედან, რომ მუზეუმი სრულფასოვნად ვერ პასუხობდა კანონით გათვალისწინებულ გამოწვევებს, წარმოიშვა აუცილებლობა სხვადასხვა ტიპის მუზეუმების დაფუძნებისა. მაგალითად, აი, რას წერს საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი დავით ასკურავა თავის წიგნში "ვალოდია წულაძე _ შტრიხები პორტრეტისათვის": "ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ბატონი ვალოდიას ცხოვრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალა ერთობ მწირია" და არა მარტო ვალოდიასი... სწორედ ამან დაუდო საფუძველი  ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის დაარსებას, რომელიც ხელოვნების ტიპს განეკუთვნება და რომელიც, ინტენსიურად და ნაყოფიერად ეწევა სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას. პროგრესულ და წარმატებულ საქმიანობას ეწევიან ლანჩხუთში არსებული სხვა ტიპის მუზეუმებიც. ერთადერთი, რითაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმის უპირატესობა ვლინდება, არის მუზეუმის დიდი შენობა, რითაც ხშირად მანიპულირებენ. აქვე აღვნიშნავ, რომ შენობის კეთილმოწყობაში ლომის წილი მიუძღვის, პატივსაცემ პიროვნებას, აწ განსვენებულ მიხეილ გვარჯალაძეს, რომლის მიმართაც საშინელ უმადურობას იჩენენ. საერთოდ, ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კომპეტენტური პირებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც სწორად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში არსებული მუზეუმების (მათ შორის, მხარეთმცოდნეობის) ტიპებს", _ ამბობს მაია ... ...
  • თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა რომელიმე საარჩევნო მოდელი ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი გაიმართა. როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, არჩვენები 2020 წელს გაიმართება და კანონპროექტის ჩაგდება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს. „სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საჭირო ხმები ვერ მიიღო, თუმცა, ეს არ ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. 2020 წლის არჩევნები ნებისმერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა რომელიმე საარჩევნო მოდელი. შევახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველ ხალხთან ერთად არა თუ დღეს არსებულ დემოკრატიულ გარემოში, არამედ 2012 წლამდე რეპრესიულ გარემოში შეძლო გამარჯვება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს როცა ამ საკითხზე ვმსჯელობთ. ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური გარემო და სახელმწიფო მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. მოვუწოდებ ოპონენტებს, პოლიტიკოსებს აჟიოტაჟის შემქნის ნაცვლად მოემზადონ 2020 წლის საარჩევნო პროცესისთვის“,_ განაცხადა ... ...
  • "გადაგვაგდე? გადაგაგდებთ" _ საპროტესტო აქცია შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მოთხოვნებს უერთდებიან. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით და საყვირებით გამოხატავენ პროტესტს. ამბობენ, რომ აქციები პერმანენტულად გაიმართება და მანამ არ შეწყდება, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?