ლისის ტბის დათმობის საქმეზე სააპელაციო სასამართლო ხვალიდან განხილვებს იწყებს

სამართალი

ლისის ტბის დათმობის საქმეზე სააპელაციო სასამართლო ხვალიდან განხილვებს იწყებს

2017 ივნ 26 22:31:10

ლისის ტბის დათმობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის შეტანილ სარჩელზე განხილვა ხვალ გაგრძელდება.

საქმე ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მიწის ნაკვეთებს ეხება, რომელიც ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის განცხადებით, იძულებით, ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში, 2006 წლის 4 ნოემბერს,  საკუთარი განცხადების საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო. განცხადების დაწერიდან ცოტა ხანში კი, ქონება გასხვისდა და ის რამაზ ახვლედიანის ბიზნესპარტნიორის მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ საკუთრებაში გადავიდა, რომელსაც დღემდე ეს კომპანია ფლობს.

ქონებაზე სასამართლო დავები 2015 წლიდან მიმდინარეობს. 2012 წლიდან საქმეს ასევე იძიებს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, თუმცა ძიების დასრულებამდე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

როგორ დაათმობინეს ბიზნესმენს წლების განმავლობაში შეძენილი ქონება, ამაზე „გურია ნიუსი“ უკვე წერდა სტატიაში _  შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი" ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ - ნაწილი I.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, 2015 წლის 12 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად ეცნოთ  საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2006 წლის 10 ნოემბრის განკარგულება, რამაზ ახვლედიანისათვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში. 17 ნოემბერს საქმე სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

მოგვიანებით, საქმეში მესამე პირად ჩართეს „ლისი ლეიქ დეველოპმენტიც“, რომლის დამფუძნებლებიც რამაზ ახვლედიანის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორები არიან.  როგორც „გურია ნიუსი“ უკვე წერდა, 2006 წლის 14 ივლისს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა „ტურისტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბა“-ს მიერ 1998 წლამდე ფაქტიურად დაკავებულ ტერიტორიას, პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში რამაზ ახვლედიანს გადაეცა, ხოლო 267 ჰა არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ს.ს. „ლისის ტბას“, აღნიშნული კომპანიის ბიზნეს-პარტნიორები იყვნენ რამაზ ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე.

პრეზიდენტის განკარგულებით, განსაზღვრული პირობები უნდა შესრულებულიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე. კერძოდ, უნდა დაწყებულიყო ლისის ტბის რეაბილიტაციის პროცესი, უნდა მომხდარიყო აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება, ლისის ტბის კომპლექსის განვითარების აქტის მომზადება, შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ პირობების უმეტესობა უკვე შესრულებული იყო, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ახალი განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა რამაზ ახვლედიანისთვის, 2006 წლის 14 ივლისს გადაცემული ლისის ტბის ნაკვეთები. პრეზიდენტმა ახალი განკარგულების მიზეზად დაასახელა ბიზნესმენის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, თუმცა,  აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა სწორედ იმ ვითარებაში, როდესაც რამაზ ახვლედიანის მხრიდან ყველა პირობა უკვე შესრულებულიყო იყო და 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებითვე აღიარებული ამ პირობების შესრულების საბოლოო ვადაც - 2006 წლის 31 დეკემბერი, ჯერ დამდგარი არ იყო.

თუმცა, საწინააღმდეგოს ფიქრობს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე, რომელმაც 2016 წლის 27 ოქტომბერს, რამაზ ახვლედიანის საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და პრეზიდენტის 2006 წელს გამოცემული განკარგულება ძალაში დატოვა. ქონება კი, კანონიერად გასხვისებულად მიიჩნია.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმების მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს.

საქმეში არსებული მასალების განხილვისა, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ 2016 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე, არ დააკმაყოფილა არც ერთი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა ცალკეული საჯარო მოხელეების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორების მოწმის სახით დაკითხვას.

კერძოდ, რამაზ ახვლედიანმა ითხოვდა მოწმის სახით დაკითხულიყვნენ  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, საქართველოს პრეზიდენტი 2004–2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი 2005–2013 წლებში, გიგი უგულავა, მაშინდელი ფინანსური პოლიციის თანამშრომლები და გამომძიებლები, ნოტარიუსი, რომელთანაც ღამის საათებში მოხდა იძულების შედეგად დათმობილი ქონების და ბიზნესის გადაფორმება. მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა დაუსაბუთებლობისა და საქმესთან შემხებლობის არქონის მოტივით, არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მოგვიანებით მიიღო მოსამართლემ, აღნიშნულია, რომ რამაზ ახვლედიანმა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო თავად განაცხადა უარი ქონების საკუთრებაში მიღებაზე, ამიტომ „სასამართლო თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იყო მის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის დადგომამდე გამოეცხადებინა თავისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად“.

სწორედ ამიტომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ახვლედიანის ინტერესების დამცველებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლო განხილვები ხვალ დაიწყება.

ახვლედიანის დაცვის მხარე ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის  მიერ გამოტანილი 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ძალადაკარგულად გამოცხადდეს, მიხეილ სააკაშვილის 2006 წლის 10 ნოემბრის განკარგულება, რამაზ ახვლედიანისათვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმებას ეხება.

„ჩვენთვის გაუგებარია, თუ როგორ და რატომ იქნა მიჩნეული უდავო ფაქტობრივ გარემოებად ის ფაქტი, რომლის მიმართაც ჩვენ მიერ თავიდანვე გამოთქმული იქნა პრეტენზია. აქ გასათვალისწინებელია, რომ 2006 წლის 4 ნოემბერს შედგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება ეწინააღმდეგებოდა რამაზ ახვლედიანის ნება–სურვილს, ასე რომ არ ყოფილიყო, ახვლედიანი არასამუშაო დღეს არ დაიწყებდა ნოტარიუსის ძებნას და შაბათ დღეს სახლში არ მიაკითხავდა ნოტარიუს - ციური ბერიძეს.

სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოეხდინა მტკიცებულებების კომპლექსური შეფასება, დაადგინა, რომ სახეზე იყო უდავო მნიშვნელობის გარემოება, თითქოს რამაზ ახვლედანი მოქმედებდა თავისი ნებით და უარს ამბობდა საკუთრებაში იმ ქონების მიღებაზე, რომლის განვითარებას იგი ჯერ კიდევ 1998 წლიდან ეწეოდა და წარმატებით ახორციელებდა ნაკისრ ვალდებულებებს; რის შედეგადაც 2004 წლის 4 ოქტომბერს გამოისყიდა და გახდა ლისის ტბის მიმდებარედ განთავსებული შენობა-ნაგებობების და სხვა მოძრავი ქონების მესაკუთრე. სასამართლოს შეფასება და მიდგომა ამ სადავო საკითხთან კრიტიკას ვერ უძლებს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სასამართლომ რამაზ ახვლედიანს უარი უთხრა იმ მოწმეთა დაკითხვაზე, რომელთაც სასამართლოსათვის უნდა მიეწოდებინათ ღირებული და პირდაპირი ინფორმაცია, რამაზ ახვლედიანის მიმართ განხორციელებული იძულების შესახებ. ამდენად სასამართლოს მსჯელობა გახლავთ ტენდენციური, მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ საბოლოოდ მიღებული ყოფილიყო მოსარჩელის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება“, _ აღნიშნულია სააპელაციო სარჩელში.

ლისის ტბის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია (გიორგი ტყავაძე (თავმჯდომარე), ნათია ქუთათელაძე, ქეთევან დუგლაძე) ხვალ, 16:00 საათზე იმსჯელებს. მოპასუხე მხარეები საქმეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თბილისის მერია და “ლისი ლეიქ დეველოპმენტია“.

 

ამავე თემაზე:

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი" ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ - ნაწილი I

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში




 ახალი ამბები
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...