ლისის ტბის ყოფილი მეპატრონე ბიზნეს-პარტნიორის დაკითხავს ითხოვს

სამართალი

ლისის ტბის ყოფილი მეპატრონე ბიზნეს-პარტნიორის დაკითხავს ითხოვს

8 მაი. 2017, 14:27:01

ლისის ტბის წართმევის საქმეზე, მამუკა ხაზარაძის დაკითხვა, მიუკერძოებელი გამოძიებისა და კანონის თანასწორობის ინტერესებშია, _ ამის შესახებ განცხადება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ორგანიზაცია საქართველოს მთავარ პროკურატურას ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის დათმობის საქმეზე სწრაფი და ეფექტირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის მიმართავს და აღნიშნავს, რომ გამოძიების მიუკერძოებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, აუცილებელია მომჩივანი მხარის მიერ დასახელებული ყველა მოწმის დაკითხვა კანონის სრული დაცვით მოხდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროკურატურის მთავარი ამოცანაა, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.

საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა“, _ ამბობს კაიკაციშვილი.

მისივე თქმით, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება უნდა დაჩქარდეს და  რამაზ ახვლედიანი დაზარალებულად იქნეს ცნობილი.

იმავდროულად, დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირთა სამართლოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მოახდინეს რამაზ ახვლედიანის იძულება ქონების დათმობის მიზნით. იქედან გამომდინარე, რომ მხარის მაღალი იურიდიული ინტერესია, საქმეზე ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და გამოძიებისთვის საქმეზე ყოველმხრივი მტკიცების მიწოდება, მოცემულ ეტაპზე, საჭიროდ მიგვაჩნია, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხოს იმ პირთა წერე, რომლებსაც უშუალო შემხებლობა ჰქონდათ ქონების დათმობის პროცესთან და დაადასტურებენ რამაზ ახვლედიანის მიმართ განხორციელებულ უკანონო მოქმედებებსა და იძულებას, რაც გამოძიებას საშუალებას მისცემს აღადგინოს მოქალაქის დარღვეული უფლებები და დაიცვას მისი ჭეშმარიტი ინტერესები“, _ აღნიშნა კაიკაციშვილმა.

როგორც პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა განაცხადა, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაკითხოს ბიზნეს-პარტნიორი, დღეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვით უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მან  არაერთხელ სთხოვა მამუკა ხაზარაძეს, რომ ჩართულიყო და გარკვეულიყო საკითხში, თუ რამ გამოიწვია ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი აგრესიული მოქმედებები და ქონების დათმობის სურვილი, როდესაც განწყობა სახელმწიფოსთან მხარეებს გააჩნდათ სათანამშრომლო.

მისივე ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე მაშინ ირიბ პასუხს სცემდა, რომ პრობლემების შემთხვევაში, რამაზ ახვლედიანს კონსტიტუცია დაიცავდა.

„მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ  ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები. შესაბამისად, მისი დაკითხვა საქმის ყოველმხრივ შესწავლისა და გამოძიებისთვის, არის არსებითად მნიშვნელოვანი“, _ აცხადებენ ახვლედანის ინტერესების დამცველი „ახალგაზრდა ადვოკატები“.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმეს ამჟამად  საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი განიხილავს. მოწმის სახით დაიკითხა რამაზ ახვლედიანიც. რაც შეეხება სასამართლოში მიმდინარე პროცესს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დააკმაყოფილა რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნები პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ქონების ჩამორთმევის ფაქტი გაფორმდა და საქმეს ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლო, თავმჯდომარე მოსამართლე გიორგი ტყავაძის მეშვეობით განიხილავს. დავის მხარეები, „ლისი ლეიქ დეველოპმენტთან“ ერთად, პრეზიდნეტის ადმინისტრაცია და ქალაქ თბილისის მერიაა.

შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსმა“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ცოტა ხნის დაიწყო. ჩვენს მიერ მოპოვებული და გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2006 წელს, რამაზახვლედიანს საკუთრებაში არსებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია იძულებით, ზეწოლით დაათმობინეს ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის კაბინეტში, თუმცა, ეს გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა და მტკიცებულებად არ მიიღო წერილი, რომელიც მას, როგორც თვითონ ამბობს, იძულებით დააწერინეს პრეზიდენტის სახელზე. წერილის მიხედვით, ახვლედიანი თმობდა საკუთრებაში არსებულ, უკვე გამოსყიდულ ქონებას, სანაცვლოდ კი, მას კომპენსაცია უნდა მიეღო. თუმცა, დღემდე არც კომპენსაცია მიუღია და ქონებაც ვერ დაიბრუნა.

თუ როგორ და რა პირობებით აღმოჩნდა შემდგომში ლისის ტბის მიმდებარე 355 ჰა ტერიტორია რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორის მამუკა ხაზარაძის კომპანიის ხელში, „გურია ნიუსი“ უახლოეს მომავალში  გაგაცნობთ.

 

ამავე თემაზე:

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი" ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ - ნაწილი I

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

 




 ახალი ამბები
  • გურულის არჩევანი არჩევნების წინუძველესი გურული ვაზის  ჯიშების ერთ-ერთი პირველი მომძიებელი სოსო ხინთიბიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში (ჭანიეთის თემი) ცხოვრობს. ახლა  თავის კარმიდამოში რთველის შუაგულშია და ჩქარობს,  ტონობით ყურძნის დაკრეფა მოასწროს. თეთრიშა, საკმიელა, ტაკიძურა, ჩხავერი, ქაქუთურა... რომელ ჯიშის ვაზს არ ნახავთ  მის კარმიდამოში, სადაც ასევე უხვადაა მანდარინი, ხურმა, თითქმის ყველა მრავალწლოვანი ხეხილოვანები. ასევე ფუტკარი და შინაური ფრინველები. ვაზზე კი, განსაკუთრებით გურულ ჯიშებზე, როგორც თავად ამბობს, „ჭკუა ეკეტება“. _არჩევნებზე კი უნდა გავიქცე, შინ ვერ დავჯდები, თუმცა მალევე  უკანვე უნდა მოვბრუნდე. სამი-ოთხი დღე მაინც მინდა, რომ ყურძნის კრეფა დავასრულო. ადამიანის არჩევანი,  პოლიტიკურ არჩევნებზე უფრო,  თავდადებული შრომა უნდა იყოს.  მხოლოდ მაშინ გვექნება დოვლათიც საუცხოო და ეგ არჩევნებიც,  _ ღიმილით გადმოგვძახის გიდელით ხელში, ტალავერზე მიყუდებულ კიბეზე მდგარი სოსო ხინთიბიძე და    სრულიად სამყაროსთან მოკითხვას გვაბარებს:  „მთის წვერზე ვცხოვრობ და  აქედან მოძღვნილს სხვა ხიბლი ... ...
  • „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება"„ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა არჩევნებზე დაადასტურა, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს. „ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები, ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის სექტორში“. ... ...
  • რატომ მიუვიდათ მომხმარებლებს გაზრდილი კომუნალური გადასახადები სუბსიდიის ამოწურვის შემდეგ„არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე“, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის კომუნალურებზე შეღავათების პროგრამის პირველ ეტაპზე მომხმარებლების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს გამოეხმაურა. კერძოდ, როგორც მოქალაქეები წერდნენ, საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მათ გაზრდილი კომუნალური გადასახადები მიუვიდათ. როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ყველა კომპანიის შემთხვევაში, სააგნარიშო პერიოდი თვის სხვადასხვა რიცხვიდან იწყება, შესაბამისად, დარიცხვებიც სწორედ ამ თარიღის მიხედვით მოხდა. „არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე“, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის კომუნალურებზე შეღავათების პროგრამის პირველ ეტაპზე მომხმარებლების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს გამოეხმაურა. კერძოდ, როგორც მოქალაქეები წერდნენ, საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მათ გაზრდილი კომუნალური გადასახადები მიუვიდათ. როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ყველა კომპანიის შემთხვევაში, სააგნარიშო პერიოდი თვის სხვადასხვა რიცხვიდან იწყება, შესაბამისად, დარიცხვებიც სწორედ ამ თარიღის მიხედვით მოხდა. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს მთავრობა მეორე ეტაპზეც - მიმდინარე წლის ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალშიც აუნაზღაურებს. კომუნალურებზე შეღავათების პროგრამა იგივე პრინციპით განხორციელდება, როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს კი ექნებათ შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე უარი თქვან. მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებმა სუბსიდირებით მიმდინარე წლის მარტში, აპრილსა და მაისშიც ისარგებლეს. მაშინ მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე 170 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ხოლო სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი სამი თვის განმავლობაში 9 600-მა მოქალაქემ თქვა. „ბევრმა მომხმარებელმა არასწორად გაიგო 3 და 4 თვის სუბსიდირება. მოგეხსენებათ, საანგარიშო პერიოდი კომპანიებისთვის არ არის 1-ლი რიცხვიდან 31-რიცხვამდე. ყველა კომპანიას აქვს თავის საანაგარიშო პერიოდი, ეს შეიძლება დაიწყოს 10, 15 ან 28 რიცხვიდან. შესაბამისად, როდესაც დასრულდა პირველი პროგრამა სუბსიდირების და ივნისში მიუვიდათ მაისის თვის დარიცხვა, მომხმარებლებმა გააპროტესტეს. ჩვენ კარგად შევისწავლეთ საკითხი, ძალიან ბევრი საჩივარი იყო შემოსული. ინდივიდუალურად შევისწავლეთ ყველა და გავუგზავნეთ პასუხები, სადაც მოყვანილი იყო როდის დაუსუბსიდირდათ. ანუ მაგალითად 1-ლი მარტიდან რომ იწყებოდა პროექტი, რეალურად ბევრს 15 თებერვლიდან 15 მარტამდე რაც მოიხმარა, ის დაუსუბსიდირდა. ჩვენ შევისწავლეთ ასეულობით საკითხი და ყველა შემთხვევაში სწორად იყო დაანგარიშებული. აქ პასუხისმგებლობა გადადის კომპანიებზე, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მთავრობას, ვინც ახდენს სუბსიდირებას. იმ თვეებში, როცა ეკუთვნოდა მომხმარებელს სუბსიდიის მიღება, ეს გაკეთებული იყო, არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე. ეს ძალიან მკაცრად გაკონტროლდა და ახლაც გაგრძელდება. მითუმეტეს, რომ უკვე შესწავლილი გვაქვს საკითხი და უფრო მომზადებულები შევხვდებით“,- განაცხადა გიორგი ფანგანმა. წყარო: ... ...
  • "ჩვენი მხარდამჭერები დაიღუპნენ" _ ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებსნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს გორთან მომხდარი ავტოავარიის დროს მისი მხარდამჭერების და წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით: “რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა– ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები ისხდნენ ტრაილერი დაეჯახა. მომხდარის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“– ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში. თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე,  გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა  ამ დროისთვის ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულია 10 ადამიანი. ისინი გორის კლინიკაში გადაიყვანეს. მიკროავტობუსს, რომლითაც თბილისში ნაციონალური მოძრაობის აქციაზე მყოფები ზუგდიდში ბრუნდებოდნენ, სატვირთო ტრაილერი შეეჯახა. გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით ... ...
  • 5 დაღუპული და 11 დაშავებული _ შსს განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...