ლისის ტბის საქმეზე სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა

სამართალი

ლისის ტბის საქმეზე სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა

2018 ივლ 12 15:38:14

 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი კანონიერ და იურიდიულ ინტერესებში აღდგა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რამაზ ახლედიანის კომპანია „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - ლისის ტბის“ სააპელაციო საჩივარი, რომლის თანახმადაც, სამართლებრივი ძალისმქონედ იქნა აღიარებული ლისის ტბაზე „საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის“ ლიცენზიიდან წარმოშობილი ვალდებულებები და სამართლებრივი ურთიერთობები. შესაბამისად, სასამართლომ გააუქმა საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და არ გაიზიარა საქმეში მოპასუხე: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მესამე პირების: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამართლებრივი პოზიციები, რომელიც ეხებოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, კომპანიის მიმართ გაცემული ლიცენზიის სახეობის გაუქმების გამო, გაცემული ლიცენზიის სამართალ-ურთიერთობის არარსებობის მტკიცებას.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული ხასიათისაა, ვინაიდან საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. დადგენილია, რომ „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბამ“ 2000 წლის 27 სექტემბერს, 25 წლის ვადით, 2024 წლამდე, მიიღო საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია. 2014 წლიდან, სახელმწიფომ შპს „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ლისის ტბასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის პირობებში და მიუხედავად, საკამათო გახადა საკითხი, კანონმდებლობის თანახმად, იყო თუ არა მოქმედი აღნიშნული ლიცენზია და ინარჩუნებდა თუ არა იურიდიულ ძალას. სამინისტროსა და კომპანიას შორის საკითხის გარკვევის მიზნით წერილობითმა გამოხმაურებამ ლიცენზიანტი კომპანიის მიმართ ორი ფორმალური პასუხი გახადა ცნობილი. პირველი - აღნიშნული საკითხის შესახებ სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებს ინფორმაცია არ გააჩნიათ, მეორე - იმ შემთხვევაში, თუ საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იქნებოდა, მაშინ იგი შეინარჩუნებდა იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების სამართლებრივი სტატუსზე ადგენს, რომ „თუ კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, რომელზედაც გაიცემოდა ლიცენზია ან ნებართვა, ამ კანონით აღარ რეგულირდება, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების განხორციელებისათვის ლიცენზია ან ნებართვა“. ამავე კანონის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, „ამ კანონის ამოქმედებამდე კონკრეტულ საქმიანობაზე გაცემული ლიცენზია, რომელზედაც ამ კანონის თანახმად გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში“.

 მოცემულ შემთხვევაში, მხარემ სასამართლო გზით დაამტკიცა, რომ კომპანიის მიმართ 2024 წლამდე სახელმწიფოსთან გაცემული ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები, სამართალ-ურთიერთობა მოქმედია და არც ერთ კანონს, არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, იგი არ გაუუქმებია. ლიცენზია თავისი არსით წარმოადგენს უფლებააღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც კომპანიას ანიჭებს უფლებას და სარგებელს. მისი გაუქმება უნდა მოხდეს ან ადმინისტარციული აქტით ან მის გაუქმებაზე პირდაპირ უნდა არსებობდეს მითითება კანონში. ზოგადი ადმინისტარციული კოდექსით, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორედ აღნიშნული დასაბუთება და მიდგომები გაიზიარა. ამასთან, გაიზიარა სადავო საკითხის გადაჭრისთვის „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები, რომელიც განმარტავს წყალმოსარგებლის სტატუსს და ვალდებულებებს, რასაც რამაზ ახვლედიანის კომპანიის მიმართ გაცემული ლიცენზიის შინაარსი იმეორებს და მოქმედია.

 ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილეს მოსამართლეებმა: გიორგი გოგიაშვილმა (თავმჯდომარე), შოთა გეწაძემ და ოლონა თოდუამ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ. საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა. მოპასუხე მხარეებს მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მისი საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის, 21 დღე აქვთ.  




 ახალი ამბები
  • ერქომაიშვილის, შარაშენიძის და გოგიბერიძის პრესკონფერენცია, რომელსაც "ქართული ოცნება" ემიჯნებადღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სოსო ერქომაიშვილმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და შოთა გოგიბერიძემ, ადამიანებმა, რომელიც საკუთარ თავს, როგორც „2012-იანელები“, ისე მოიხსენიებენ, პრესკონფერენცია გამართეს. თუმცა, პრესკონფერენციაზე, რომელიც საკუთარი არსით, მედიის დასწრებას და მათი მოსაზრებების გაშუქებას მოიაზრებს, მხოლოდ ერთი მედიასაშუალება _ „გურიის მოამბე“ მიიწვიეს. როგორც გამოცემა წერს, „შეხვედრაზე საუბარი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასა და მათივე განცხადებებიდან გამომდინარე, საქართველოს გადარჩენაზე იყო.  იყვნენ მკვეთრად კრიტიკულებიც, რომლებიც ამ "ბრძოლაში" ჩართვას სწორედ იმის გამო არ აპირებენ, რომ პარტიის შტაბს მათთვის მიუღებელი პირები _ მერაბ ჭანუყვაძე და კობა დუნდუა ხელმძღვანელობენ.  „რა გააკეთა პარტიამ ამ წლების განმავლობაში? ვინ დაიყენა გვერდით? რას მიხსნით აქ? შტაბს რომ მერაბ ჭანუყვაძე და მართლა მთელი ცხოვრება "ნაციონალების" მხარდამჭერი, კობა დუნდუა უდგანან სათავეში, იმათ დავუდგე გვერდით?“ _ დამსწრეთაგან იმათი განცხადებების საპასუხოდ კი, ვინც 'ოცნებას" წინა ხელისუფლების იმ პირებთან გარიგებაში ადანაშაულებენ, ვინც დამნაშავეები იყვნენ, ერქომაიშვილმა და შარაშენიძემ შემდეგი განცხადებები გააკეთეს:  კოტე შარაშენიძე: "ვიცი, რასაც შენ განიცდი, ისე განვიცდით ჩვენც, მაგრამ რაღაც რაღაცეების გამო შეზღუდულები ვართ. დავუჭიროთ მხარი ბიძინა ივანიშვილს, ისე კი არა, ზოგიერთი რომ იძახის ტყუილად ჰაერზე. ის საქმე უნდა გავაკეთოთ, რასაც დღევანდელი რეალობა ქვია. ბეწვის ხიდზე გავდივართ ახლა".  სოსო ერქომაიშვილი: "თუ იმაზე ვსაუბრობთ ახლა, საქართველო თუ სხვა რამე, ეს არაა სწორი. მე საქართველოს გვერდით ვდგები ახლა და დავამთავროთ. ამაზე ახლა მოვრჩეთ ლაპარაკს, ვსო. დროის ამბავი რა არის, ამას მე გეტყვით არჩევნების მეორე დღეს”, _ აღნიშნულია „გურიის მოამბის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. „გურია ნიუსი“ რამდენიმე საათია, ცდილობს, გაარკვიოს, რატომ არ მიიწვიეს პრესკონფერენციაზე სხვა მედიასაშუალებები და რატომ გაკეთდა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი პრესკონფერენცია მხოლოდ ერთი მედიისთვის. როგორც პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში გვითხრეს, აღნიშნული პრესკონფერენციის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, და ეს იმ ფონზე, როცა სოსო ერქომაიშვილი „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრია. ბიუროს წევრის მიერ გამართული პრესკონფერენციის შესახებ საქმის კურსში არ იყო არც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დიტო სამხარაძეც. პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ლელა გაბეჩავას თქმით, პრესკონფერენცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული არ ყოფილა, ამის შესახებ ინფორმაციაც არ ჰქონდათ და მისთვის უცნობია, რა უნდოდა პრესკონფერენციაზე ბიუროს წევრს და რატომ იყო მიწვეული მხოლოდ ერთი მედიასაშუალება. კითხვაზე, რას გვეტყვიან პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ბრალდებებზე, რომ „ოცნების“ შტაბში „ნაციონალები“ არიან, მით უმეტეს, რომ ამ ბრალდებებზე მმართველი პარტიის ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრს და პრესკონფერენციის ორგანიზატორს პასუხი არ გაუცია და ამაზე საუბარი სამომავლოდ გადადო, პარტიაში აღნიშნეს, რომ ვერაფერს: _ ერქომაიშვილს ვერ ვუკავშირდებით და ამ დროისთვის რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ, სავარაუდოდ, ეს ერქომაიშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო. ამ პრესკონფერენციასა და იქ მყოფ ადამიანებთან პარტიას შეხება არ ჰქონია და არანაირი პრესკონფერენცია ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, _ გვითხრა გაბეჩავამ. ჩვენ შევეცადეთ კომენტარები პრესკონფერენციაზე მყოფი ადამიანებისგანაც მიგვეღო. შარაშენიძემ, როგორც ყოველთვის „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისგან მაგალითი აიღო სოსო ერქომაიშვილმა და კონტაქტზე არ გამოვიდა. ერთადერთი, ვინც კომენტარი გააკეთა, შოთა გოგიბერიძე იყო, რომლის განმარტებით, დღეს პრესკონფერენცია არ ჩატარებულა: _ ეს იყო „2012-იანელების“ სამუშაო შეხვედრა და არა პრესკონფერენცია. არავინ მიგვიწვევია. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როცა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ამ შეხვედრის შესახებ სტატია წავიკითხე. ვერ გეტყვით, ვინ იყო. 50 კაცი იყო იქ და ყველას არ ვიცნობდი, _ აღნიშნა გოგიბერიძემ.   ... ...
  • ზურაბიშვილი: საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები (R)საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ჟურნალისტებმა ქალთა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, არიან თუ მის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პიარკონსულტანტები ისრაელიდან, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არ არიან ჩართული რუსი პიარსპეციალისტები". პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის" წევრებს შეხვდა, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ... ...
  • "მერი გვეკაიფება" _ რატომ დაუპირისპირდნენ დაბა ლაითურის მაცხოვრებლები ოზურგეთის მერსოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის #2 საბავშვო ბაღში ახალის ნაცვლად ძველი საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს - ამის შესახებ დაბის მცხოვრებლებმა “გურია ნიუსს“ დაუკავშირდა. “კარგად დააკვირდით ამ სურათს და არ გაგიკვირდეთ _ ეს ის დაპირებაა, რომელიც რამდენიმე დღის უკან ბატონმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ლაითურს მე-9 რაიონის მოსახლეობას მისცა და  რომელსაც დიდი სიხარულით ელოდნენ. თქვენთვის მომინდია, დაარქვით სახელი _  ეს შეურაცხყოფაა, დაცინვაა თუ სხვა რამ მსგავსი, რადგან ასეთი და ცოტა უკეთესი უკვე ლაითურის #2 საბავშვო ბაღში დგას 50 წელია. რატომ ჩათვალა მერმა, რომ ჩვენ ამითაც კმაყოფილი ვიქნებოდით, მაშინ როცა თავისი სახლის წინ ეზოში აშენებს ახალ პარკს.  ეჭვი გვაქვს ეს სწორედ იმ პარკიდან ამოიღო და გამოგვიგზავნა იმ ადამიანებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს და მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს  _ ვინ გაგვცემს ამაზე პასუხს?“ - ეს წერილი ფოტოებთან ერთად „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურიდან გამოუგზავნეს. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ საბავშვო ბაღში მიტანილი ატრაქციონები დაზიანებული _ ერთ-ერთი კი დაჟანგულია. დაბაში არ მალავენ, რომ შარაშენიძის საქციელით შეურაცხყოფილები არიან: _ მერი გვეკაიფება _ სხვა არ ვიცით რა ვიფიქროთ. ასეთი აგდება და შეურაცხყოფა გინახავთ სადმე? ხელისუფლების კანდიდატისთვის ხმა კი უნდათ და დაპირების შესრულება არა! ნურავის გონია, რომ ასე ადვილად მოტყუვდება ხალხი. თუ დაგვცინიან არც ჩვენ დავრჩებით ვალში და არჩევნებზე გავცემთ საკადრის პასუხს, _ აღნიშნავენ დაბაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის თანაშემწის რეზო მესხიძის თქმით, ატრაქციონები ლაითურში გვიან ღამით მიიტანეს: _ კომუნისტების დროინდელი ატრაქციონებია, მაგრამ ვინ მოიტანა არ ვიცით. ჩვენთვის არავის არაფერი არ უთქვამს. მუნიციპალიტეტის მერიისგან იყო დაპირება, რომ საბავშვო ატრაქციონებს მოიტანდნენ _ ხალხიც ელოდებოდა და მოიტანეს ძველი ატრაქციონები. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ესენი სხვაგან იდგა და ჩვენთან გადმოისროლეს. არადა, მასეთი ატრაქციონები დგას დაბაში _  უბრალოდ, ერთს ცალი ფეხი არ აქვს და მეორე კიდევ გაფუჭებულია, _  გვითხრა რეზო მესხიძემ. ვინ და საიდან მიიტანა ძველი ატრაქციონები დაბაში უცნობია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დაბა ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატის გია ჩაგანავასთვისაც. „გურია ნიუსმა“ კი გაარკვია, რომ ატრაქციონები, ოზურგეთის მერის სახლთან მდებარე პარკიდან წაიღეს, რომლის ნაცვლად შარაშენიძის მეზობლად არსებულ სკვერში ახალი იდგმება. ის, რომ ატრაქციონები ნამდვილად ოზურგეთიდანაა წაღებული „გურია ნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ: „ეს საბავშვო ატრაქციონები ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე პარკიდან, სადაც ააჯამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გუშინ, მერიის გადაწყვეტილებით წაიღეს. როგორც მერისგან გავიგე,  ადგილზევე მოხდება ატრაქციონის დამონტაჟება, რესტავრაცია, შეღებვა და განახლება,“  _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა აუცილებელია. აღნიშნულ საკითხზე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალები საქართველოში ამომრჩეველთა 53 პროცენტს წარმოადგენენ, მაგრამ პოლიტიკაში სათანადო ადგილი არ აქვთ. „ქალების ჩართულობა აუცილებელია. ქალები წარმოადგენენ ამ ქვეყნის ამომრჩევლების 53 პროცენტს, მაგრამ არ აქვთ სათანადო ადგილი პოლიტიკაში. ამ დროს ქვეყნის ყველა სხვა დარგში, პრაქტიკულად, ქალები არიან წარმოდგენილი. ისინი არიან ძალიან ძლიერები, ზოგჯერ, ძალიან წარმატებულიც, მაგრამ არა პოლიტიკაში, არც ადგილობრივ დონეზე და არც პარლამენტში. მაგალითი, რაც მე მინდა, შემოვიტანო ქართულ პოლიტიკაში, რომ როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებში, საქართველოსაც ეყოლება ქალი პრეზიდენტი, ეს არის მაგალითისა და შემდეგი ბრძოლისთვის, რაც უნდა გავიაროთ, რომ საზოგადოება თანამედროვეობისკენ შეიცვალოს და ამავდროულად, შეინარჩუნოს ყველაზე ღირებული ტრადიციები. ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა. ეს არის ამ ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც მთავარი ძალა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე. პრეზიდენტობის კანდიდატმა მოძრაობის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი მისი ფოტოს შეცვლის შესახებ: მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონსსაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ბილბორდებიდან მისი ფოტოების ნაცვლად ოცნების  ლიდერების გამოსახულებით ჩანაცვლებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია ბანერების შეცვლით და განმარტავს, რომ პირველი ტურისთვის გადაღებული ფოტო მას არ მოსწონდა. „განცდა იყო, რომ ვარ ძალიან ბედნიერი იმიტომ, რომ ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა. მე არ ვიცი, თქვენი მოსაზრება როგორი არის, მე ძალიან მომწონს ახალი სურათი და პირველი ტურის დროს, მე სულ ვამბობდი, რომ მე მეგონა, რომ ჩემი სურათი ცოტა ძალიან ბევრი იყო და ძალიან დიდი იმიტომ, რომ ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს და მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონს, იმედი მაქვს, თქვენც,“  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ორგანიზაცია ქალები სამართლიანობისთვის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ეს საზოგადოება უნდა შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რომელიმე სხვა ქვეყნის „კოპიო“, არამედ თანამედროვე და ქართული“. ზოგიერთ ბილბორდზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა, ბანერზე მხოლოდ ქართული ოცნების დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული.  ... ...

არქივი

ზაფრანი

უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

დიდი ტვინი საშუალოდ, ტვინის მოცულობა...

სიყვარულის ფერების თეორია

ჯონ ალან ლი კანადელი მეცნიერია,...

ყველაზე არაპროგნოზირებადი და სახიფათო ცხოველები

თაფლიჭამია თაფლიჭამია, იგივე რეიტელი, მართალია,...

როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო

ღვინისათვის “სუნთქვის" საშუალების არ მიცემა...

7 თვისება, რომლითაც მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს ამოიცნობთ

ინტელექტი ადამიანის თვისებაა, რომელიც აზროვნების...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?