ლომბარდისგან დაზარალებული მოქალაქეები მესამე წელია სამართალს ეძებენ _ „მაგათ დიდი პატრონი ჰყავს“

სამართალი

ლომბარდისგან დაზარალებული მოქალაქეები მესამე წელია სამართალს ეძებენ _ „მაგათ დიდი პატრონი ჰყავს“

2019 მარ 14 15:47:20

ჩოხატაურში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე უკვე ყოფილი ლომბარდის მეპატრონე ნესტან ზაქრაძეს და ლომბარდის მოლარე-ოპერატორ ქეთევან ყაჭეიშვილს მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივები რამდენიმე წელია კუთვნილი ნივთების დაბრუნებას ითხოვენ, ჯერ კიდევ 2016 წელს, "გურია ნიუსში" შემოტანილ განცხადებებში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები, თანხის გადახდის მიუხედავად, კუთვნილ ნივთებს თვეებია უკან ვერ იბრუნებდნენ.

_ აღარ ვიცით ვის მივმართოთ. რამდენიმე თვეა გადახდილი გვაქვს დალომბარდებული ოქროს საფასური, თუმცა ოქროს არ გვიბრუნებენ. მათ "დღეს და ხვალე" არ დაუმთავრდათ. ახლა, როცა მივდივართ, გვეუბნებიან, რომ ნუ ვისაუბრებთ ხმამაღლა, რომ პასუხი არავის არ უნდა მოვთხოვოთ, რომ როცა იქნება დაგვიბრუნდება და .. მარტივად რომ ვთქვათ, დაგვცინიან! ვის არ მივმართეთ _ პოლიციას, გამგებელს, მაგრამ უშედეგოდ. თქვენი დახმარების იმედი გვაქვს მხოლოდ, _ აღნიშნულია 22 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ წერილში, რომელიც "გურია ნიუსს" 2016 წლის 8 ივლისს გამოუგზავნეს.

მსგავსი შინაარსის წერილი "გურია ნიუსში"  2016 წლის 11 ივლისსაც შემოვიდა, რომელსაც ხელს 14 ადამიანი აწერს:

_ ლომბარდის წარმომადგენელი ქეთევან ყაჭეიშვილი ყოველდღე სხვადასხვაგვარ ტყუილს გვეუბნება: თქვენი ნივთები გზაშია, მოდით, წაიღეთ _ ასეთი შეტყობინება სამჯერ გამომიგზავნა; მივედი და არ დამხვდა. ამ სიცხეში ყოველდღე ლომბარდში გვატარებს. აღარ ვიცით ვის მივმართოთ. დაგვეხმარეთ, სანამ რამე ცუდი მოხდება, _ აღნიშნულია წერილში.

ორმა მოქალაქემ "გურია ნიუსში" დაუმოწმებელი ხელწერილიც მოიტანა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ქეთი ყაჭეიშვილი პასუხისმგებელია ნივთებზე". ამავე ხელწერილით ირკვევა, რომ ნივთები 5 ივნისს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა, იმ ადამიანებს, ვისაც ყაჭეიშვილმა ხელწერილი მისცა, ოქრო დღემდე არ მიუღიათ.

დაზარალებულთა ნაწილი კი ამბობს, რომ ყაჭეიშვილმა ოქროს თანხა უკან დაუბრუნა და ლომბარდის სათაო ოფისში _ ქუთაისში, ლომბარდის მფლობელთან გაუშვა.

მოქალაქეების თქმით, ქუთაისში ჩასულებს თანხა ლომბარდში ისევ შეატანინეს, თუმცა ოქრო მაინც არ დაუბრუნეს და როგორც გვითხრეს, მას შემდეგ, ლომბარდის მეპატრონე _ ნესტან ზაქრაძე ტელეფონსაც არ პასუხობს.

ზოგიერთმა მათგანმა ისიც გაარკვია, რომ მათი კუთვნილი ნივთები გაცილებით მაღალ ფასშია დალომბარდებული, მაგრამ ვის მიერ, ამის დადგენა ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა მოქალაქეებმა საკუთარი უფლებების დასაცავად პოლიციასაც მიმართეს, სადაც გამოძიებაც დაიწყო, თუმცა, უკვე მესამე წელია საქმეზე შედეგი არ დამდგარა.

სამართლის ძიებაში განვლილი უშედეგო წლების შემდეგ, დაზარალებულების ნაწილმა სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა.

სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ჩატარდა.

მოსარჩელეების ნაწილი ნესტან ზაქრაძეს უჩივის, ნაწილი _ ქეთევან ყაჭეიშვილს.

“არანაირი ნივთები არ აუღია და არც თანხა აუთვისებია ქეთევან ყაჭეიშვილს. მე, როგორც მისი წარმომადგენელი, ვაცხადებ, რომ მას არანაირად არ ევალებოდა ნივთების დაბრუნება.  ნივთების დაბრუნება ევალებოდა ლომბარდის მეპატრონეს. ქეთევანი იყო მოლარე-ოპერატორი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა ლომბარდის შინაგანაწესიდან გამომდინარე. ქეთევან ყაჭეიშვილი თანხას უგზავნიდა ლომბარდის მეპატრონეს და აქედან გამომდინარე, როდესაც კლიენტი თანხას სრულად დაფარავდა, ზაქრაძე იყო ვალდებული, ყველა კლიენტისთვის დაებრუნებინა ნივთები.  მას ნივთებზე შეხება არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა, რადგან ოქრო ინახება სპეციალურ საცავში, აქედან გამომდინარე, ქეთევანს სურვილიც რომ ჰქონოდა, ვერ დაუბრუნებდა კლიენტებს ნივთებს“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქეთევან ყაჭეიშვილის ადვოკატმა ეკა ლატარიამ.

ლატარიას ამ პოზიციას არ ეთანხმებიან დაზარალებულები. მათი თქმით, არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომ თანხა უშუალოდ ქეთევან ყაჭეიშვილს მისცეს:

_ თვეების განმავლობაში ამბობდა ყაჭეიშვილი, რომ ნივთებს დააბრუნებდა, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ ნესტან ზაქრაძესთანაც დავაპირისპირეთ და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ მეპატრონისთვის ჩვენ მიერ გადახდილი თანხები არ იყო მიცემული. ასეთი ფაქტი ძალიან ბევრია. თვეების, წლების მანძილზე ითხოვდა ყაჭეიშვილი რომ გვედროვებინა და რომ პრობლემას მოაგვარებდა. ახლა ამბობს მე რა შუაში ვარო. თუ თავად არაფერ შუაში იყო, თავიდანვე ეთქვა, _ აღნიშნავენ დაზარალებულები ჩვენთან საუბრისას.

მათივე ინფორმაციით, ყაჭეიშვილმა, რამდენიმე ადამიანს გადახდილი თანხა დაუბრუნა:

_ იმათ, ვინც სახლში მიუვარდა თანხა დაუბრუნა. ნაწილს ოქროც კი მისცა. თუ თავად არაფერ შუაში იყო, ამას რატომ აკეთებდა? ათობით მოწმე არსებობს რომ ასე მოხდა და ახლა არ არის დამნაშავე და ახლა არ ჰქონდა ვალდებულებები?  _ ამბობენ დაზარალებულები.

მათი ნაწილის თქმით, ყაჭეიშვილის დაწყებული აფიორა წარმატებით გააგრძელა ნესტან ზარაძემ:

_ ნესტან ზაქრაძეც არის ამ ყველაფერში გარეული.  არ გამოვრიცხავთ, რომ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. 80 000 ლარის დავალიანება თუ ჰქონდა ერთ ლომბარდს მეპატრონე არ უნდა დაინტერესებულიყო? სამი წელია სამართალს ვითხოვთ, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ უბრალო ხალხი ვართ და როგორც ჩანს, მაგათ დიდი პატრონი ჰყავს. სხვა დასკვნა ვერ გამოგვაქვს, _ ამბობს დაზარალებული მოქალაქეების ნაწილი.

ნესტან ზაქრაძე, რომელსაც, სასამართლოს გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც უწევს ჩვენებების მიცემა, ამბობს, რომ ქეთევან ყაჭეიშვილი ლომბარდის კლიენტების თანხას ითვისებდა: "კლიენტების მოტანილი თანხები პროგრამაში არ იყო ასახული. მის მიერ მითვისებულია 36 000 დოლარის ნივთები. ახლა დარჩენილი მაქვს 2000 დოლარის ნივთი გასაცემი, დანარჩენი ჩემი ხარჯებით დავფარე. არსებობს უამრავი ფაქტი, რომ ამ საქმეში ქეთი ყაჭეიშვილი ჩადიოდა უკანონობას. ძალიან დიდი თანხები დავხარჯე ექსპერტიზაში, რადგან სიმართლე დამედგინა. სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა _ ყველა დოკუმენტზე ყოფილი მოლარე-ოპერატორის ქეთევან ყაჭეიშვილის ხელმოწერაა. ეს დასკვნა დევს სამოქალაქო საქმეში, რომლის განხილვა ახლა მიმდინარეობს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. ასევე, გურიის პოლიციის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ერთ ჩემს განცხადებაზე და ველოდები გამოძიების დასრულებას.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ქეთევან ყაჭეიშვილმა ვალის გარკვეული ნაწილი გადაიხადა. ყველანაირად ვცდილობ, სიმართლე გაირკვეს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. სტრასბურგამდე რომ დამჭირდეს ჩასვლა, ჩავალ აუცილებლად. სიმართლე ნამდვილად იზეიმებს, მე ამის იმედი მაქვს", _ გვითხრა ნესტან ზაქრაძემ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაზარალებულების ნაწილმა სამართლის საპოვნელად სასამართლოს მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საქმეზე 80 ადამიანია დაკითხული: "დაზარალებული მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლით,
რაც გულისხმობს თაღლითობას და 2-იდან 4-წლამდე ვადის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში 80 ადამიანი გამოიკითხა. ასევე, გამოძიების დროს დაზარალებულების ნაწილს ლომბარდიდან დაუბრუნდა ნივთები. გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება", _ გვითხრეს პრესსამსახურში.
"გურია ნიუსი" ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს.




 ახალი ამბები
  • მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი გახდაკენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა. "პიტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს. შეცვალო სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ცუდი ინტერნეტი და 58 მოსწავლეზე მხოლოდ ერთი მასწავლებელი მოდის, იოლი ამოცანა არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებმა, სკოლამდე რომ მიაღწიონ, 7 კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით გზაზე, რომელიც წვიმის სეზონზე გაუვალი ხდება. პიტერმა შექმნა ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები სკოლაში, ეხმარებოდა მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები. პეტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. ამჟამად პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი ემზადება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური გამოფენისთვის, რომელიც წელს, არიზონაში, აშშ-ში გაიმართება. პიტერი და მისი კოლეგები დასვენების დღეებში ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებენ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან. სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან სამამდე შემცირდა. იტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს", _ წერს მასზე "ბათუმელები". პიტერმა ჯილდოდ მილიონი დოლარი მიიღო. ამ კონკურსზე წელს პირველად მონაწილეობდა საქართველო, რომლის წარმომადგენელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო ათ მასწავლებელში დასახელდა და დღეს, დუბაიში, დაჯილდოების ცერემონიალზე იმყოფებოდა. ლადომ მოახერხა და ორი დღის განმავლობაში, მსოფლიოს საქართველო სხვა კუთხით გააცნო _ იქ მყოფ კოლეგებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა და მასტერკლაებიც ჩაატარა. "მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი საქართველოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელმა, ლადო აფხაზავამ მის გულშემატკივრებს გუშინ გამოუგზავნა. ამავე თემაზე: რა ხდება დუბაიში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულის დასახელებამდე (ვიდეო) "მილიონი ჩემთვის არ მინდა" _ 24 მარტს მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება „ჩემი ქორწინების დღეს დედა გარდაიცვალა“ _ რა ხდება ლადო აფხაზავას პირად ცხოვრებაში (ექსკლუზივი) რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან ლანჩხუთის გამგებელმა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელებული პედაგოგი ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...
  • ოზურგეთელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა რობოტიქსის ვორქშოფში მიიღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები თბილისის ტექნოპარკს სტუმრობდნენ. 25-მა ახალგაზრდამ რობოტიქსის ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა _ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, სტარტ-აპების შესაძლებლობების და ტექნო პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ. პროექტი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ ხორციელდება. ეს, ახალი ტექნოლოგიების პროგრამის ფარგლებში, დეპუტატის ბიუროს მიერ ჩატარებული მეორე აქტივობაა, რომელიც ონლაინ პლატფორმით ორგანიზდება. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში, პირველი საჯარო სკოლის განახლების პროექტში ტექნოლოგიური ცენტრის შექმნაც არის გათვალისწინებული, რომელიც ტექნოპარკის კონცეფციაზე დაყრდნობით ... ...
  • გურიაში გათოვდა _ მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწიამარტის ბოლოს გურიაში თოვლი მოვიდა. თოვლმა, ბარში უკვე დაფარა მიწა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს. გურიაში ამ წუთებშიც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...