"მაიძულებდა მისთვის სასქესო ორგანოზე მეკოცნა" _ მამინაცვალი 6 წლის გერზე სექსუალურად ძალადობდა

სამართალი

"მაიძულებდა მისთვის სასქესო ორგანოზე მეკოცნა" _ მამინაცვალი 6 წლის გერზე სექსუალურად ძალადობდა

2019 ნოე 14 10:22:50

6 წლის მოზარდი, რომელიც მამ​​ასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ამბობს, რომ მასზე მამინაცვალი სექსუალურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც ის ბიოლოგიურმა მამამ ბელარუსიდან წამოიყვანა.

არასრულწლოვანი იხსენებს აბაზანაში მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტსაც, როდესაც მამინაცვალი მას აიძულებდა სხვადასხვა ადგილზე შეხებოდა. 6 წლის ბიჭი კამერებთან დეტალურად აღწერს ღამეებს, როცა მოძალადე მას ცემითა და წამებით აღვიძებდა, მერე კი საათობით ოთახში კეტავდა და აშიმშილებდა.

ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ახლა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსითაა, ის მამამ ბელორუსიიდან მომხდარის გამო წამოიყვანა. დაიწყო სასამართლო დავებიც, დედა ბელორუსიიდან შვილის დაბრუნებას ითხოვს, მამა კი მზადაა საცხოვრებლად საქართველოში დარჩეს, რადგან ბავშვს დედასთან და მამინაცვალთან დაბრუნების ეშინია.

მიზეზი, რატომაც 6 წლის ბიჭი მამასთან ერთად სამართალს საქართველოში ეძებს მარტივია - ბელორუსიაში არასრულწლოვნის მამამ გამოძიებას არაერთხელ მიმართა. ითხოვდა, შვილის მძიმე ისტორია ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს მოესმინათ, თუმცა უშედეგოდ. ახლა ის შვილის დაცვას საქართველოში ცდილობს.

არასრულწლოვანთან ახლა ქართველი სოცმუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს, ბავშვს  ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რომლითაც დგინდება რომ ბიჭზე სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის კვალი ნამდვილად ვლინდება. მიუხედავად დასკვნებისა და არასრულწლოვნის ჩვენებისა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ბიჭის დედასთან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო - დაუყოვნებლივი აღსრულების წესით. უფლებადამცველი გამოძიების ხარვეზებზე საუბრობს და მოსამართლეს საქმის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

6 წლის ბიჭი ახლა ბათუმში ცხოვრობს, თუმცა ნებისმიერ დროს შესაძლოა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, იძულებით მამინაცვალთან და დედასთან დააბრუნონ. ადვოკატი და სოციალური სამსახური  გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, მაგრამ ეს აღსრულებას არ აჩერებს და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი იძულებით საქართველოს ტერიტორიას დატოვებს - საქმეზე მსჯელობა სხვა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს და იქამდე, სანამ დაზარალებული მხარე სიმართლეს უზენაეს სასამართლოში დაამტკიცებს, 6 წლის ბავშვს ცხოვრების გაგრძელება იქ მოუწევს, სადაც მასზე ძალადობენ.

როგორც ბავშვი "კურიერთან" ამბობს, მას დედაც ცუდად ექცეოდა, ურტყამდა და ამცირებდა, რის გამოც მასთან დაბრუნების ეშინია.

წყარო : რუსთავი2




 ახალი ამბები
  • ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვაეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის ამ კომიტეტში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. კომიტეტიდან ბესელიას წასვლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად იმ პირების არჩევას უკავშირდება, რომლებსაც ბესელია მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებს. რამდენიმე თვის წინ, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გახდა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების ... ...
  • პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცაპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით). უფრო დეტალურად, პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მაია ვაჩაძე - 90 ხმა, თამარ ზამბახიძე - 89 ხმა, შალვა თადუმაძე - 89 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 89 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 85 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 90 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 88 ხმა, ნინო ქადაგიძე - 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 85 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 87 ხმა. პარლამენტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 0 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 2 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 2 ხმა, შოთა გეწაძე - 2 ხმა , პაატა სილაგაძე - 0 ხმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა. სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. კენჭისყრამ ასევე ჩაიარა დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე. უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმყოფებოდა. ... ...
  • აკაკი ზოიძისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტმა მხარი დაუჭირააკაკი ზოიძისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრაზე 85 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმეგი კი არცერთი ... ...
  • "88 მონა დეპუტატი"_ მელიას უფლებამოსილება შეუწყდაპარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის გადაწვეტილება თინა ბოკუჭავამ გააპროტესტა და დეპუტატებს "მონები" ეძახა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში 88 "მონა" დეპუტატია და ნდობასა და მანდატს არ იმსახურებენ. "დეპუტატებს აღარ დავუძახებ ამ ადამიანებს, არ იმსახურებენ, იმიტომ, რომ დეპუტატები ხალხის მანდატს ატარებს, ნდობას და პატივისცემას იმსახურებს და ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის მონები, რომლებმაც ახლა, ამ წუთას მოუხსნეს დეპუტატის უფლებამოსილება ნიკა მელიას. 88 დეპუტატი ესწრებოდა და 88-მ დაუჭირა მხარი. ამით ნიკას ვერაფერს დააკლებენ, ვერ დაგვაკლებენ ვერცერთ ჩვენგანს, იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე და ეს არის არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება,"- განაცხადა თინა ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა. პროექტის ავტორი გამომცემლობა „რუსთაველი 850“-ია.    „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის უნიკალურობა, მარჯორი უორდროპის  მიერ თარგმნილ ტექსტთან ერთად, არის ე.წ. წერეთლისეული ილუსტრაციები, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც უორდროპების ოჯახის დიდი დამსახურებაა. პირველად „ვეფხისტყაოსნის“ სრული ინგლისური თარგმანი, რომელიც მარჯორი უორდოპმა შეასრულა, 1912 წელს ლონდონში ოლივერ უორდროპის მიერ გამოიცა (მარჯორი უორდროპი იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და).  წერეთლისეულ ხელნაწერსა და მასში დაცულ უცნობი მხატვრების მიერ შესრულებულ უნიკალურ ილუსტრაციებს საინტერესო ისტორია აქვს. მრავალი თავგადასავლის შემდეგ  უნიკალური ხელნაწერი საბოლოოდ წერეთლების საკუთრება გახდა, მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ის ყდაში ჩასვა, თბილისში ჩამოიტანა, მაგრამ გზაზე ეტლში დარჩა. ამის შემდეგ ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილს ჩაუვარდა ხელში. ექვთიმემ კი ის  წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა. მოგვიანებით, წერეთლების დაჟინებული მოთხოვნით, რამდენიმე დღით ხელნაწერი კვლავ წერეთლებს გადაეცათ. თუმცა, ექვთიმეს მცდელობით, ხელნაწერი უკან დაბრუნდა. სამწუხაროდ, ხელნაწერიდან 10 ილუსტრაცია ამოჭრილი იყო. 1911 წლის ბოლოს, ექვთიმე თაყაიშვილმა ოქსფორდიდან მიიღო ოლივერ უორდროპის წერილი, რომელიც იტყობინებოდა, რომ დაკარგულ ილუსტრაციებს ვაჭრები ლონდონში ყიდდნენ. უორდროპმა გადაიღო სურათების ფოტოპირები და ექვთიმე თაყაიშვილს გამოუგზავნა თბილისში. სწორედ უორდროპების წყალობით  გახდა ცნობილი, სად ინახებოდა დაკარგული ილუსტრაციები, რომელიც  ექვთიმე თაყაიშვილმა  სამშობლოში დააბრუნა.   „განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ საქართველოს ბანკს ჩვენი წვლილი შეგვაქვს ეროვნული საგანძურის - „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე ხელახლა გამოცემაში, რომელიც დამშვენებულია წერეთლისეული ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ 36 ილუსტრაციით, მათ შორისაა ის 9 ილუსტრაციაც, რომლის მოძიებაში და საქართველოში დაბრუნებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ოლივერ უორდროპს. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წიგნის პრეზენტაცია ასევე ისტორიულ, „საკრედიტო საზოგადოების“ შენობაში გაიმართა, რომელიც  პირველი საბანკო ნაგებობაა თბილისში და რომელიც ბანკმა ისტორიული სახით შეინარჩუნა. „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით საქართველოს ბანკი, პარტნიორთან ერთად, კიდევ არაერთ სიახლეს გეგმავს. კერძოდ, შეიქმნება სპეციალური პლატფორმა shotarustaveli.ge, სადაც განთავსდება „ვეფხისტყაოსნის“ ყველა გამოცემის ელექტრონული კატალოგი, გამოიცემა შოთა რუსთაველის აფორიზმების კრებული, რომლის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...