მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე“ – პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე


სამართალი

მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე“ – პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე

15 ივლ. 2020, 12:59:31

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესია, თუ საზოგადოება გამოძიებას პროკურატურას მიანდობს. ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებზე ძალადობა მიუღებელი და არაქართულია.

„ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი..“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად და სხვათა შორის პროკურატურას, რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი… ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით და დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ვიზიტისას.




 ახალი ამბები
  • "48 საათს ვაძლევთ გამოხმაურებისთვის" _ სამოქალაქო სექტორი და ბიზნესი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებსრეგულაციების გაგრძელება სიკვდილის ტოლფასია _ კანცელარიასთან სამოქალაქო სექტორი და ბიზნესმენები, ასევე სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ლოქდაუნს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ფორმალურად, შეზღუდვების ნაწილის გამარტივებამ ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება ვერ გამოიწვია და ვერც გამოიწვევს. აქციაზე მყოფი პოლიტიკოსები ტრიბუნასთან არ მიდიან _ ხატია დეკანოიძე და სალომე სამადაშვილი აქციის მხარდამჭერებს შორის დგანან.  აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 48 საათიანი ვადა მისცეს გამოხმაურებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტირებაა დაგეგმილი. "ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას და ყველაფერი უნდა გაიხსნას, ეს ნაწილობრივი შეამსუბუქებს მდგომარეობას და მე შემიძლია ვთქვა, ჩემ თავზე ვიღებ პასუხსმგებლიბას, რომ არაფერი არ მოხდება იმაზე უარესი, რაც ახლა ხდება", _ თქვა ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ. "პანდემიას სჭირდება მართვა და ეს ძალიამ კარგად მესმის, მაგრამ სახლში ჯდომა არ არის მართვა", _ აცხადებს ელენე ხოშტარია და ხელისუფლებას ლოქდაუნის მოხსნისკენ მოუწოდებს.  აქციები ლოქდაუნის მოხსნის მოთხოვნით დღეს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება.  წყარო: ... ...
  • ლანჩხუთში ე.წ. „ძველი საავადმყოფო“ იხურებამაშინ, როცა ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს და არც თუ იშვიათად, უადგილობის გამო, ავადმყოფებისთვის სტაციონალური მკურნალობა ხელმისაწვდომი არაა, ირკვევა, რომ ლანჩხუთში ე.წ. „ძველი საავადმყოფო“ იხურება. ამის თაობაზე ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის უშუალოდ ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის თანამშრომლებისგან გახდა ცნობილი.„ყველაფერი 2016 წლის აგვისტოში დაიწყო... პირველად შევხვდი ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ მხოლოდ ერთმანეთის და პაციენტების სიყვარულით და მხოლოდ სიყვარულით, თითქმის ანაზღაურების გარეშე და ეს გრძელდებოდა წლები, თვეები, დღეები...ითმენდნენ ყველაფერს... ერთმანეთის სიხარულს და მწუხარებას იზიარებდნენ და საღამოს სახლში, ფულის ნაცვლად, პაციენტების და კოლეგების სიხარულები და მწუხარებები მიჰქონდათ.პანდემიისა თუ ეპიდემიის პირობებში, სრულიად დაუცველები, ზოგჯერ საკუთარი ინფიცირების ხარჯზე, სულს უბერავდნენ და აცოცხლებდნენ კლინიკას, პაციენტებს... ეს არ იყო მხოლოდ მუშაობის სურვილი. ეს იყო სურვილი, რომ არ დასრულებულიყო ის დიდი ისტორია, რასაც ,,ძველი საავადმყოფო" ჰქვია; ისტორია, რომელიც ინახავს მოგონებებს თაობებზე... ჩემთვისაც არ არის ეს შენობა,უბრალოდ, ნაძვებში მდგარი ბავშვობის მოგონება, სადაც ჩემი და უამრავი ჩემი ახლობლის სიცოცხლე დაიწყო ან გადარჩა. ჩემთვის ეს შენობა ბრძოლის და მოთმინების სიმბოლოა, სადაც ყველას დევიზი ქართული ანდაზა _ ,,ვინც მოითმენს, ის მოიგებს" იყო. და მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, ისეთ ქალაქში, სადაც სწავლით და მუშაობით, ბრძოლით და არ დანებებით, თუნდაც სიბერეს მიტანებული ექიმი, სახლში ბედნიერი წავა იმის იმედით, რომ შვილიშვილებს რაღაც ღირებული, დიდი ისტორიის ნაწილი შემოუნახა და ამისთვის ღირდა ბრძოლა და მოთმინება.ეს ,,ძველი საავადმყოფოა" და ჩვენ ის გვჭირდება!“ _ წერს სოციალურ ქსელში თეონა ქურიძე, რითაც კლინიკის სხვა თანამშრომელთა გულისტკივილსაც გამოხატავს. აღნიშნულ პრობლემას კიდევ ერთი ლანჩხუთელი მიშა თვალაბეიშვილი ეხმაურება, რომელიც ხელისუფლებაში მყოფ პარტიას მოუწოდებს, რომ არ დაუშვას კლინიკის გაუქმება. იგი, ასევე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც მოუწოდებს, გულითან მიიტანონ შექმნილი ვითარება და გვერდით დაუდგნენ აქაურ თანამშრომლებს. „სასაცილო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ქვეყანაში ასეთი კოვიდ ვითარებაა. თითქმის, დღე არ გადის, რომ გარდაცვლილზე არ შევიტყო. დღე-ღამეში 400-500 ინფიცირებული, არ არის კლინიკებში ადგილი, ამ დროს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კლინიკა იხურება... კლინიკას, სადაც ნამდვილად პროფესიონალები მუშაობენ. პატარა კლინიკა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს დღეიდან თითქმის უმოქმედო ხდება?! ქართული ოცნება / Georgian Dream მოგმართავ მთელი ლანჩუთის სახელით _ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კლინიკის დახურვა, ეს იქნება დიდი შეცდომა თქვენი მხრიდან! მოგმართავთ ლანჩხუთის მოსახლეობას _ გულთან მიიტანეთ ჩვენი გულისტკივილი და გვერდით დაუდექით ამ ძირძველი ღირსების მქონე კლინიკას... არ დაიხუროს ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“, _ ამბობს მიშა თვალაბეიშვილი. „ძველი საავადმყოფოს“ შესაძლო გაუქმების ამბავთან დაკავშირებით საკუთარ უარყოფით განწყობას რიგითი ლანჩხუთელებიც აფიქსირებენ და ამბობენ, რომ მათ ერთმანეთის გვერდით დგომით უნდა შეძლონ ამ "თბილი კერის“ შენარჩუნება. „ყველაფერი შეიძლება დათმოს ადამიანმა?! იბრძოლე რამდენიც გინდა, მავანთ თუ სურვილი არ აქვთ, არაფერი გამოვა. ხალხიც არ ვარგივართ, არაფერზე რეაქცია არ გვაქვს, ასეც არ შეიძლება. გამოვიდეთ გარეთ, მოვითხოვოთ, ჩვენც ხომ გვაქვს უფლებები. ამ პატარა რაიონში არის საოცარი სითბოთი და პაციენტიებისადმი უანგარო თანადგომის ჯანდაცვის ცენტრი "ძველი სავადმყოფო", რომლის წევრებსაც არაერთი სიხარული მოუტანია ლანჩხუთელებისთვის; არაერთი ექიმი თუ სამედიცინო პერსონალი აღუზრდია, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში წარმატებით მოღვაწეობენ. ნუთუ, ჩვენ არ შეგვწევს ძალა ერთმანეთის გვერდში დგომით შევინარჩუნოთ ეს თბილი კერა?!“ _ ასე აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ლანჩხუთის მაცხოვრებლები. გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „გურია ნიუსი“, უპირველესად, კლინიკის მენეჯერს თინიკო გოგუაძეს დაუკავშირდა და მეტი დეტალის გარკვევას მისგან შეეცადა. მან მადლობა გადაგვიხადა საკითხით დაინტერესების გამო და გვითხრა, რომ კლინიკის გაუქმებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არც თავად ფლობდა და მეტი ინფორმაციის მისაღებად მუნიციპალიტეტის პირველ პირთან გადაგვამისამართა. „ჯერჯერობით, ნათლად არც ჩვენც ვიცით, თუმცა, ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა სამინისტროს წარმომადგენელმა გასულ პარასკევს. ეს ყველაფერი იცის მერმა და მისგან შეგიძლიათ, გაიგოთ დეტალები“, _ გვითხრა თინიკო გოგუაძემ. უშედეგო აღმოჩნდა ჩვენი მცდელობა, რომ მერს ალექსანდრე სარიშვილს დავკავშირებოდით, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა, ტრადიციად ექცა, სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხოს. შექმნილ ვითარებაში მერსა და ჩვენ შორის შუამავლობისთვის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილებას მივმართეთ, რომ მისი მეშვეობით მაინც მიგვეღო მერისგან კომენტარი ჩვენთვის საინტერესო საკითხზე და ამ დრომდე პასუხის მოლოდინის რეჟიმში ... ...
  • არა პოლიტიკურ ლოქდაუნს - არასამთავრობოებმა კანცელარიაში პეტიცია შეიტანესარა პოლიტიკურ ლოქდაუნს - ამ სახელწოდებით პეტიცია კანცელარიაში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის _"ახალგაზრდა თაობის", "ახალი ძალა საქართველოსთვს", მონიტორინგის ცენტრის", ამერიკის მხარდამჭერა ლიგის", ევროპული მომავლისთვის" წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს. მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით არსებული შეზღუდვები უმოქმედო და არაფრისმომცემია და აუცილებელია მათი გადახედვა. "ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის არა პოლიტიკურ ლოქდაუნს... ეს ვითომ პირველი მარტია, მერე გადავა პირველ აპრილამდე და ა.შ... მოლოდინი გვაქვს, რომ პასუხი არ გვექნება გახარიასგან და ამ ხელისუფლებისგან, რადგან ისინი საზოგადოებას პასუხს არასდროს არ სცემენ", - ამბობენ პეტიციის ... ...
  • შეხვედრა გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით (R)რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე დღეისთვის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს, მიმოიხილეს განხორციელებული და გასატარებელი ღონისძიებები. ასევე, იმსჯელეს პირველი თებერვლისთვის საჯარო სკოლებში პედაგოგებისა და მშობლების ტესტირების შესახებ. აღინიშნა, რომ სწავლის დაწყების წინ, სკოლებში აღნიშნული რეკომენდაციები მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ამ ეტაპზე რეგიონში ვირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება ფიქსირდება, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ... ...
  • ზურაბ ჯაფარიძე: "მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის"„გირჩი _ მეტი თავისუფლებას" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მზად არის რევოლუციისთვის, რომელიც იქნება უსისხლო და "ოცნების" ხელისუფლება ძალაუფლებას დათმობს. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის ძალა, რადგან მმართველი გუნდი "ყველაფერზე წამსვლელია" _ ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში _ გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა.  "მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის. პრობლემას ვერ ვხედავ საერთოდ მაგაში. ეს არ ნიშნავს, რომ თოხებითა და ნაჯახებით გამოვა ხალხი, მაგრამ, ზოგადად, კი, თუ ძალაუფლებას არ დათმობენ, რევოლუციაც არის ერთერთი გზა. მშვიდობიანი გზით მივალთ რევოლუციამდე, კი რა თქმა უნდა", _ თქვა ზურაბ ჯაფარიძემ  გადაცემის წამყვანის, თამარ ბაღაშვილის კითხვაზე, "ამ განცხადებისთვის შეიძლება თქვენც დაგიბარონ პროკურატურაში", ჯაფარიძემ კითხვის პასუხად თქვა, რომ "არაუშავს".   "უფ, არაუშავს. ხო მაგრამ სიმართლეა, მართლა ვემზადები, რევოლუციას დაარქმევ ამას თუ რას დაარქმევ, რა მნიშვნელობა აქვს, ვემზადები იმისთვის, რომ თუ არჩევნების გზით არ თმობენ ხელისუფლებას, ძალაუფლებას ეს ძალაუფლება წავართვა... რა პრობლემაა რევოლუციასთან. სისხლის არ ვღვრი და არაფერი, მშვიდობიანად წავართმევთ", _ ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....