მოქმედებს თუ არა ,,ქართული ოცნების“ პირობებში შერჩევითი სამართალი

gurianews.com

სამართალი

მოქმედებს თუ არა ,,ქართული ოცნების“ პირობებში შერჩევითი სამართალი

2017 ნოე 13 16:07:34

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. საბჭო სულ 38 მოსამართლის კანდიდატურას განიხილავდა. ოთხმა მათგანმა _ ირაკლი აბშილავამ (ზუგდიდის რაიონული სასამართლო),  ეკატერინა გაბრიჩიძემ (თბილისის საქალაქო სასამართლო),  ელისო ტუკვაძემ (თბილისის საქალაქო სასამართლო) და როინ კახიძემ (ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი) საბჭოს წევრების მხარდაჭერა ვერ დაიმსახურა. კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 4 წევრს არ მიუღია, მათ შორის საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, ვახტანგ მჭედლიშვილს და მოსამართლე ლევან თევზაძეს.

უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია, რომელიც არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის საქმეს განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ თამარ ალანია სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ სხვა ოთხ კანდიდატთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წევრობის კანდიდატად შეარჩია. თუმცა, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგს მისი კანდიდატურა არ წარუდგინა. ამას გარდა, უვადოდ განმწესებულ მოსამართლეებს შორის არის  დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელსაც 2012 წელს სკანდალური  გადაწყვეტილება აქვს მიღებული. სკანდალური გადაწყვეტილება მან კომპანია “მენეჯმენტ სერვისის“ მიმართ მიიღო. აღნიშნული  კომპანია მაშინ “ქართული ოცნების“ რეგიონულ ოფისებში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. გვრიტიშვილმა  მოწმეების დაკითხვის გარეშე, მაშინდელი ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და ოპოზიციური პარტია დააჯარიმა.

სასამართლო სისტემაში არსებულ მანკიერებაზე იუსტიციის საბჭოს წევრი ნაზ ჯანეზაშვილი  საუბრობს. მისი თქმით,  სასამართლო ჩაკეტილი სისტემაა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განსხავებული აზრი იდევნება. თავად კი ბულინგის მსხვერპლია.

სასამართლო სისტემა ხდება ჩაკეტილი ორგანო, რაც  ძალიან სერიოზული პრობლემაა ნებისმიერი მოქალაქისთვის. სასამართლო სისტემა არის  ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, ამიტომ ანგარიშვალდებული უნდა იყოს  საზოგადოების წინაშე“,  _ აცხადებს  ჯანეზაშვილი.

,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა  იუსტიციის უმაღლეს  საბჭოში და, ზოგადად, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობით. საკითხებზე სასაუბროდ ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს  ზაზა პაპუაშვილს, ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს ზაზა ხატიაშვილსა და პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს დაუკავშირდა.

_ ბატონო ზაზა (პაპუაშვილი), საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები, რომ სასამართლო ხელისუფლება დარჩა ისეთი  მდგომარეობაში, რა სახითაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებობდა, რას უპასუხებთ ამ ბრალდებებს?

_ სასმართლომ ფერი უკეთესობისკენ იცვალა. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა გამოვდივართ  ამ  ტაბუდადებული ვითარებიდან.  სასამართლო გამოვიდა იმ მდგომარებიდან, როცა მოსამართლეები გადაწყვეტლებას სხვისი შუამდგომლობით იღებდნენ.  დღეს  შესაძლებელია ნებისმიერი დავის ღირსეულად წარმართვა.  

სასამარლომ  საზოგადოებაში უფრო მეტი  ნდობა დაიმსახურა, ვიდრე იმსახურებდა უწინ. რაც შეეხება, ჯანეზაშვილის ბრალდებეს, დეტალურად ნამდილად ვერ ვისაუბრებ, რადგან არის თემები, რომლებშიც კარგად გარკვეული არ ვარ. სასამართლო ხელისუფლებისგან მთავრობის ნებისმიერი წევრი დისტანცირებულია. არ არსებობს შემთხვევა, რომელიმეს ტელეფონი აგვეღოს და  მოსამართლეს  გავსაუბრებოდით გარკვეულ საქმესთან დაკავშირებით. ამით არ მისარგებლია და არც მომავალში ვაპირებ, ვისარგებლო.

ჩინჩალაძეებისა და მურუსიძეების სამართალს ადარებს სასამართლო ხელისუფლებას ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი.

_ ბატონო ზაზა,  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 მოსამართლე უვადოდ განამწესა,  ოთხი მოსამართლე კი დაიწუნა, როგორია თქვენი დამოკიდებულება სასამართლო სისტემის მიმართ, აღდგა ,,ქართული ოცნების“ პირობებში დაპირებული სამართიანობა?

_ დღეს ჩვენ გვაქვს მურუსიძეების და ჩინჩალაძეების  სამართალი. ჩემი შეფასებით, ეს ხალხი იყო სააკაშვილის რეჟიმის საყრდენი. ივანიშვილმა რომ დაინახა, ერთ-ერთი დამონებული სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ეს ხალხია, დატოვა სისტემაში. ვსამ კითხვას _ ივანიშვილს რომ ეთქვა წინასაარჩევნოდ ლევან მურუსიძეს და ჩინჩალაძეს დავტოვებ სასამართლო სისტემაშიო, ვინმე მისცემდა ხმას? რა თქმა უნდა, არა.  სისტემა ჩააბარეს  ორ საკმაოდ ცუდ ადამიანს.  34 მოსამართლეს დანიშნავენ თუ 54 -ს რა მნიშვნელობა აქვს? ეს იქნება ჩინჩალაძის და მურუსიძის მიღებული გადაწყვეტილება. როცა ვთქვი _ ხალხო, ქუჩაში გამოდით, ივანიშვილი  მურუსიძეს გაურიგდა და ნიშნავს-მეთქი,  ხალხმა ლანძღვა დამიწყო. ახლა  87-ე ადგილზე ვართ დამოუკიდებლობის ხარისხით, რაც სამარცხვინოა.  საქალაქო სასამართლოს ყოფილი  თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს განსხვავებული აზრის გამო და ყოველგვარი პროცედურების დარღვევით შეუწყვიტეს  სასამართლოს თავმჯდომარეობა.  გამოვიდა ადამიანი და დაუპირისპირდა სისტემას, რაზეც საბჭო გაუსწორდა. ფაქტია, რომ სააკაშვილის როგორ რეჟიმსაც ვებრძოდით, ის რეჟიმი დარჩა  სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სასამართლოსგან  რაიმე სიკეთეს არ უნდა ველოდოთ.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, სასამართლო დახურული სივრცეა, სადაც თითოეული გადაწყვეტილება ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არის მიღებული.

_ ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, იმსახურებდა თუ არა 34-ვე მოსამართლე მანტი ტარებასა და უვადოდ განმწესებას?

_ ბედნიერი იქნებოდა ქვეყანა თუ 34 მოსამართლე ძალიან პატიოსანი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე იქნებოდა. სასამართლო არ გახლავთ თავისუფალი სივრცე. ასე იყო წინა ხელისუფლების პირობებშიც. იქ, სადაც მურუსიძე გაისეირნებს, სამართლიანობას ვერ დავინახავ. მიუღებელია საკონსტიტუციო სასამართლოზე რაიმე სახის ზეწოლა. საინტერესო იყო პოლიტიკური ვნებების ამოფრქვევა, სანამ მეოცნებენი უმრავლესობას მოიპოვებდნენ. ახლა, რასაკვირველია, კენჭისყრა კარგად იციან და გამიკვირდება თუ  რაიმე ისეთი საქმე იქნება მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რომელიც გულზე არ მოეფინება მეოცნებეებს.  დღევანდელი რეალობა გვაჩვენებს, რომ მივიღეთ ის, რაც არსებობდა წინა ხელისუფლების პირობებში.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია.  როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობენ, გააგრძელონ „ხელების გადაგრეხვის“ პოლიტიკა და საბჭოს თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გაურკვეველი მიზეზების გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნასთან  დაკავშირებით ხელი დაგვიანებით, ორი კვირის შემდეგ მოაწერა.


ნახვა: 265


 ახალი ამბები
  • დაკითხვიდან ერთი კვირის შემდეგ პროკურატურამ კითხვებს არ უპასუხა _ რატომ დამალა პროკურატურამ გამოძიებაინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძესთან და ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან მთავარ საგამოძიებო ორგანოს კითხვები აქვს. საუბარია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტსა და დიდი ოდენობით თანხების მითვისებაზე. აღნიშნულ გადაცდომებზე გამოძიება  პროკურატურაში უკვე მიმდინარეობს. ყოფილი მინისტრების საქმის შესწავლასთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ მთავარ პროკურატურას, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაუკავშირდა, თუმცა, პროკურატურამ მაშინ ჩვენს კითხვებს პასუხი არ გასცა. როგორც გუშინ ფინანსთა და  ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  პროკურატურაში გამოკითხვაზე, დაახლოებით, 20 დღის წინ იმყოფებოდა, შესაბამისად, ,,გურია ნიუსის“ კითხვაზე მთავარ საგამოძიებო ორგანოს, დაკითხვიდან, დაახლოებით, 10 დღის შემდეგ, პასუხი უნდა ჰქონოდა. "პროკურატურაში გახლდით, სადღაც 20 დღის წინ. ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. პროკურატურამ მთხოვა ჩემი მოსაზრება დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, მინდა აღვნიშნო, რომ იყო ისეთი საკითხი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე, ყველა იმ მოსაზრებაზე, რაც გამაჩნდა და ყველა იმ კითხვაზე, რაც იყო დასმული მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გავეცი",_თქვა ქუმსიშვილმა. უფრო ზუსტად, დაახლოებით, ერთი კვირის წინ, როცა ,,გურია ნიუსი“ ყოფილი მინისტრების საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით დეტალებს პროკურატურაში აზუსტებდა. საგამოძიებო ორგანოში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მოიძიებდნენ, თუმცა, მთავარ პროკურატურაში  ჩვენს კითხვებს აღარ უპასუხეს. მაშინ „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არც ყოფილმა მინისტრებმა უპასუხეს. თუ რატომ არ გასაჯაროვდა აღნიშნული ინფორმაცია ერთი კვირით ადრე და რატომ არ უპასუხეს ,,გურია ნიუისის“ შეკითხვებს მთავარ პროკურატურაში? _ამ კითხვებით მთავარ საგამოძიებო ორგანოს მივმართეთ. როგორც მთავარ პროკურატურაში გვითხრეს, საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ. ,,გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მიმდინარეობს გამოძიება და თქვენ მიერ დასახელებული პირები გამოიკითხნენ პროკურატურაში,  დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოგაწვდით“,_გვითხრეს მთავარ პროკურატურაში. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, გაფლანგვა _ როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ყოფილ მინისტრებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და შედეგების შესახებ საზოგადოებას უმალვე ... ...
  • ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზეც მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის გარე პერიმეტრზე, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა. საქართველოს მასშტაბით, ტყისპირა პერიმეტრებზე „მოიზიდე და გაანადგურე“ ტექნოლოგიის სადგურები განლაგდა, რაც უზრუნველყოფს ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მავნებლის გავრცელების შემცირებას. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები. მერაბ ჭანუყვაძე: „სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს კვლავ აქტიურად აგრძელებს. კერძოდ, ტყის გარე პერიმეტრზე მიმდინარეობს აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება. გურიაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის გარე პერიმეტრზე, ჯამში 15 ათასამდე ფერომონი დამონტაჟდა. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს სიმინდის საყანე ფართობების შეწამვლაც. ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ აღნიშნული სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება“. ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემების ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიული რუკაზე და ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით, იგეგმება ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია. ... ...
  • “დაბრძანდით, ერთი დაბრძანდით“ - საკრებულო სხდომა ხმაურით დაიწყო (ვიდეო)“დამნაშავეები სხედხართ ახლა საკრებულოს დარბაზში და არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებთ“, _ თქვა საკრებულოს დეპუტატმა დავით მჟავანაძემ საკრებულოს მორიგ სხდომაზე. “ნაცმოძრაობის“ წევრები დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვდნენ “ქართული ოცნებისგან“, რასაც მცირეხნიანი კამათი და დაპირისპირება ... ...
  • "ნაცმოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. დეპუტატმა დავით მჟავანაძემ სხდომაზე კითხვა დასვა _ იღებს თუ არა პასუხისმგებლობას დეპუტატ ბესო ქათამაძის სცემის ფაქტზე "ქართული ოცნება"? ასევე, დაინტერესდა, სად იმყოფებოდა საკრებულოს თამჯდომარე. "ეს ადამიანი გაურბის პასუხისმგებლობას. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით", _ თქვა მჟავანაძემ. "ბატონი დავით დარჩია იმყოფება თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტზე და ამის გამო არ ესწრება სხდომას", _თქვა დარჩიას მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მცირე კამათის შემდეგ  "ნაცმოძრაობის წევრებმა" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ... ...
  • "დაველოდოთ გამოძიებას" _ ჰქონდა თუ არა პროკურატურას შეკითხვები ნოდარ ჯავახიშვილთან (ექსკლუზივი)საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროკურატურაში დაიბარეს. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, საგამოძიებო უწყებას კითხვები მის თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებსა და შესყიდვებზე ჰქონდა: "ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს“, _  განაცხადა ალავიძემ. ყოფილ მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია და არ ის უთქვამს, კონკრეტულად რას იძიებს პროკურატურა მისი წინამორბედის, ნოდარ ჯავახიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილეა. ნოდარ ჯავახიშვილი კი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას მასთან კითხვები არ ჰქონია: _ თუ ჩემს პერიოდს შეეხებოდა, მე დამიბარებდნენ. არავის არ ჰქონია ჩემთან მსგავს საკითხზე შეკითხვები. ასეთი რამ როდესმე გაგიგიათ? _  საქართველოში, იმ უსამართლობის პერიოდშიც კი, რაც გვქონდა, არ ყოფილა, რომ სხვის საქმეზე სხვა დაებარებინოთ დაკითხვაზე, _ აღნიშნა ჯავახიშვილმა. _ ბატონო ნოდარ, ხართ პირადად პასუხისმგებელი ყველა იმ პროექტზე და შესყიდვაზე, რომელიც თქვენი მინისტრობისას გახორციელდა? _ რასაკვირველია ვარ, მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში. _ თქვენ ხართ აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. შეგიმოწმებიათ თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობა მაშინ, როცა ის ალავიძეს ებარა? _ არა. მე მორალური უფლებაც არ მაქვს იმ სისტემის აუდიტი ვატარო, სადაც თვითონ ვმუშოაბდი. ამიტომ, ეგ ჩემს საკურაციო ზონაში არ შემოდის. მართალია, აუდიტის სამსახურმა შეამოწმა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაგრამ მე შეგნებულად არ ვინტერესდები ამ თემით. _ ალავიძის მუშაობას როგორ აფასებთ? _ რამდენადაც თქვენგან გავიგე, მიდის გამოძიება და ჩემი  შეფასება აღარ არის საინტერესო. გვაქვს საშუალება დაველოდოთ გამოძიებას და იმის შეფასება მოვიღოთ. _ როგორც ყოფილ მინისტრს და სფეროს მცოდნეს, გქონდათ კითხვები ალავიძის მინისტრობის დროს გახორციელებულ პროექტებზე? _ ნამდვილად არ ვუყურებდი მაგას. მე ვუყურებდი მაშინ, როცა მინისტრი ვიყავი. _ ბატონო ნოდარ, ალავიძის მინისტრობისას სამინისტროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ის ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც თქვენ დროს... ნუთუ არ დაინტერესებულხართ და სიტუაცია არ მოგიკითხავთ? _ მერე? მე მინისტრის პოსტი რომ ჩავაბარე იქ დამთავრდა ჩემი შეფასება სამინისტროს მართვასა და შეფასებაში, _ გვითხრა ნოდარ ჯავახიშვილმა. ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი გამოძიების მიმდინარეობაზე ზურა ალავიძისგან გაგვეგო, თუმცა, ყოფილმა მინისტრმა "გურია ნიუსის" ზარებს არ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე...

ხუთი ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე

კუბომედუზა _ უდავო ლიდერი, ყველაზე...

უკვდავების გასაღები

ადამიანი ოდითგან ოცნებობს უკვდავებაზე, ამიტომ...

სიძუნწე დაავადებებს იწვევს

დადგენილია, რომ ძუნწობასა და სნეულებებს...

ქალთევზა _ მითი თუ სინამდვილე

უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანებს უამრავი...

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი

ბრიტანელი ბენ ლი, რომელიც ვიოლინოზე...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...