„ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში 4 თვეში 754 პირია მიცემული“_შსს

gurianews.com

სამართალი

„ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში 4 თვეში 754 პირია მიცემული“_შსს

2018 აპრ 25 12:22:06

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1იანვრიდან 24 აპრილამდე 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო. ამის შესახებ უწყებაში უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

„სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 24 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ- საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოიღეს 18 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები, სხვადასხვა სახის ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებები“,_ამბობს ის.

მისივე თქმით, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია 754 პირი, მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ასევე რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების ფეხსაცმელების ძირებში დამალული 6 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 120 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.  დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციელებმა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ 3 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 647,34 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გადამალული 290 გრამი ჰეროინი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულიც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმერეთში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირია დაკავებული. მას საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედება ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 780 აბი, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“, 51 საბრძოლო ვაზნა და 15 ათასი ლარი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად არის მიღებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 24 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამოიღო: 

2 კილო და 600 გრამი ჰეროინი, 723 გრამი კოკაინი, ბუპრენორფინის შემცველი 3000 აბი, 1 კილო და 355 გრამი „მდმეი“, 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 130 გრამი მორფინი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს თანამშრომლები ნარკოდანაშაულის პრევენციის, მისი დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.




 ახალი ამბები
  • კიდევ ერთი კანონდარღვევა, ამჯერად გრიგოლ ვაშაძის "მონაწილეობით"ეს ფოტო ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავშია გადაღებული. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატი მგზავრთა მოსაცდელზე ემულსიითაა გაკრული. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში, რომელშიც პლაკატების გასაკრავი ადგილებია მითითებული, მგზავრთა მოსაცდელები არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ პლაკატი კანონდარღვევით გააკრეს. დილით, "გურია ნიუსმა" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატის უკანონოდ გაკვრის ფაქტიც დააფიქსირა. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის პლაკატი, სოფელ ზომლეთში, საგზაო ნიშანზე დაგვხდა ... ...
  • რუსმა ოკუპანტებმა ლომისის მამათა მონასტერთან ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცესლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველ არხი" ავრცელებს. გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...
  • შსს-მ ძალადობის და იძულების ბრალდებით რუსთავში 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და იძულების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ღამით, რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ამავე კორპუსის მაცხოვრებელ გოგონას შეყვა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაადგილებას აიძულებდა. გოგონამ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და გ.მ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება ძალადობის და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს (R)"ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს", – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში, იგი მოსახლეობას ჰპირდება, რომ საქართველოს განვითარება 21 საუკუნის თანამედროვე, ევროპულ ფორმატზე გადავა. "მე ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ფორმატზე, რაც 21-ე საუკუნის ევროპას გულისხმობს. ევროპის ქვეყნებიდან უნდა გადმოვიტანოთ ის, რაც დადებითი აქვს. კარგი მაგალითები უნდა გამოვიყენოთ. აზრთა სხვადასხვაობა საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის, იქ, სადაც სხვადასხვა აზრი არ არსებობს, ქვეყანა მკვდარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი უნდა დავჭამოთ. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ყველა იმ საკითხებში, რაც საჭირბოროტოა ამ ქვეყნის მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთის, გამთლიანებისთვის. ვინც მომყვებით გამთლიანების, გაერთიანების, ევროპულობის გზაზე და რაც მთავარია, ქართველობის გზაზე, ყველა ერთად საქართველოსთვის, მაშინ გამომყევით", – განაცხადა სალომე ... ...
  • ზურაბიშვილი: ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყნის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი (R)ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი,-ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საბურთალოს მოსახლეობას მიმართა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი. „ჩვენ, რაც ვართ, ამას ვაჩვენებთ მსოფლიოს. მე, ვიქნები თქვენი გარეთ წარმომადგენელი, მე ვიქნები აქ, ქვეყნის შიგნით, თქვენი გამაერთიანებელი, რაც არ უნდა ეს ზოგჯერ რთული ჩანდეს. ეს უნდა მოხდეს თქვენთან ერთად, იმიტომ, ამას მარტო ვერ შევძლებ. ამას ვერ შევძლებთ თუ არ ვიქნებით გაერთიანებული ყველანი ერთად, თუ არ ვიქნებით კავშირში იმ მოსახლეობასთან, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩვენ გველოდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომლის ენა, რომლის კულტურა, ჩვენ უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ დღეს სხვა არავინ არ იცავს მათ. ხვალ ვიქნებით გამთლიანებული და მათთან ერთად გაერთიანებული. ეს არის ის საქართველო, რომელსაც მე გთავაზობთ, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ ერთად- პატარები, დიდები, ხანში შესულები, ყველანი ერთად",-აღნიშნა სალომე ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?