ნატო გოგელიას პოლიციის სამმართველოში იბარებენ
როგორც "გურია ნიუსის" კორესპონდენტს ნატო გოგელიას პოლიციის გამომძიებელმა ცქვიტინიძემ სატელეფონო საუბრისას შეატყობინა, ის პოლიციაში იმის გამო არის დაბარებული, რომ ამ დილით პატრული გამოიძახა და დახმარება თხოვა:
_ ერთი საათის განმავლობაში სამჯერ დავრეკე ჩოხატაურის პოლიციაში და ვითხოვე პატრულის დახმარება, რათა დაცვის პოლიცია მიზღუდავდა ჩემს კანონიერ უფლებას და არ მიშვებდა გამგეობის შენობაში.
პარალელურად დავურეკ შსს-ს პრესსამსახურის უფროსს ზურაბ გვენეტაძეს და გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსს დავით ცირეკიძეს, რომელსაც ანალოგიური თხოვნით მივმართე.
ამ დროის განმავლობაში გამგეობასთან მდგარ საპატრულო პოლიციის ავტომანქანასთან მივედი, თუმცა, მისვლისთანავე მანქანა წავიდა, _ ამბობს ნატო გოგელია.
რამდენიმე წუთში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებთან ერთად გოგელია პოლიციაში გამოცხადება.