ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალი _ ფოცხიშვილის და ომოლჩენკოს მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია (ექსკლუზივი)

სამართალი

ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალი _ ფოცხიშვილის და ომოლჩენკოს მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია (ექსკლუზივი)

2019 თებ 8 19:00:31

 2017 წლის 20 ივლისს, ოზურგეთში, სასტიკად მოკლული 42 წლის გურამ ფოცხიშვილის და მისი დის ქმრის 33 წლის დიმა ომოლჩენკოს მკვლელობაში ბრალდებული კახა მეგრელიშვილი, მეტსახელად "ბუძგია" დაკავებულია.

"გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მეგრელიშვილი თურქეთში იმყოფებოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ თურქ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად დააკავა.

ჩვენი წყაროს თქმით, მეგრელიშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოლახა და სწორედ იმ დროს დააკავეს სარფში ქართველმა სამართალდამცავებმა.

ფაქტი რამდენიმე საათის წინ მოხდა.

 1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ კახა მეგრელიშვილს, მეტსახელად "ბუძგიას", მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  ბრალი დაუსწრებლად წარედგინა 2017 წლის დეკემბერში წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მეგრელიშვილი, რომელმაც, 2017 წლის 20 ივლისს, დღისით, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე, ნათლიის სახლის წინ, საკუთარ ავტომობილში გურამ ფოცხიშვილი და დიმა ომოლჩენკო ჩაცხრილა ერთ წელზე მეტია რაც ძებნაში იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მეგრელიშვილი  განაწყენებული იყო ნაცნობზე ფოცხიშვილზე, რომელმაც წარსულში, შეიარაღებულმა სახლში მიაკითხა და მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ანგარიშსწორების მიზნით, ფოცხიშვილის მოკვლა განიზრახა.

"ამისთვის მან სპეციალურად, ფარულად შეიძინა ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 ივლისს, მეგრელიშვილი და მისი თანამზრახველი ავტომობილით აედევნენ მსხვერპლს _ გ.ფ-ს, რომელიც  ოზურგეთში, ნათესავთან დ.მ-სთან სთან ერთად ავტომანქანით გადაადგილდებოდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს ისინი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" _ აღნიშნავდნენ 2017 წლის დეკემბერში "გურია ნიუსთან" საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან მიმალულმა ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველმა ავტომანქანა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურის ტერიტორიაზე დაწვეს და მიატოვეს.

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე „გურია ნიუსმა“ ჟურნალისტური მოკვლევა მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დაიწყო.

მაშინ, ჩვენთან საუბარში, წყარო ფოცხიშვილის მკვლელობას, 2010 წელს, ბათუმის ციხეში მომხდარ კრიმინალურ ფაქტს უკავშირებდა და აღნიშნავდა, რომ ეს წლების წინ დაწყებული შურისძიების გაგრძელება იყო:

_ 2010 წლის გაზაფხულზე, გურამი ბათუმის ციხეში, სამედიცინო კამერაში სამ პირთან ერთად იჯდა. ნარდს თამაშობდნენ და სწორედ ამ დროს მას ერთ-ერთმა უკანა მხრიდან ხელი კისერში წაუჭირა, ორმა კი მაკრატლით დაჭრა. ეს საქმე მაშინ არავის გამოუძიებია, არც ისაა ცნობილი, ვინ შეიტანა 4-კაციან კამერაში ე. წ. "ქსივა", რომ იქ "ცუდი ტიპი" და "ქურდების მტერი" იჯდა.

არც ის დადგენილა, როგორ მოახერხეს მაკრატლის შეტანა კამერაშიდა ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. თუმცა, ეს გურამმა ძალიან კარგად იცოდა და არც ამ ამბავს დატოვებდა "გაურკვეველს". თუმცა, როგორც ვიცი მამამისის გამოსვლას ელოდებოდა. მანამდე კი ცდილობდა ოჯახიფ ინანსურად უზრუნველყო. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ყველაფრის უკან იდგნენ, ბუნებრივია ესეც იცოდნენდა ალბათ, დაასწრეს.

პოლიციას შორს წასვლა არ სჭირდება _ გამოიძიონ 2010 წელს მომხდარი დაჭრა. დაკითხონ ის პირები, ვინცმასში მონაწილეობდა _ ყველანი გარეთ არიან. ერთ-ერთი ოზურგეთელია. დაკითხონ ის კრიმინალურიავტორიტეტი, რომელიც გურამის ყველაზე ძლიერი მტერი იყო და რომელიც უკრაინიდან რამდენიმე თვის წინდაბრუნდა ოზურგეთში. თუკი დაადგენენ, ვინ იყო 2010 წელს დამკვეთი, ამ ამბავსაც გახსნიან. მით უმეტეს, რომადამიანები, რომლებმაც გურამი ციხეში სასიკვდილოდ გაიმეტეს, კრიმინალური სამყარო წევრები არ არიან, რომამით რაღაც "ჩინი" მიეღოთ. უფრო მეტს გეტყვით _ ერთ-ერთი ჩვეულებრივი ტაქსისტია, _ გვიყვებოდა წყარო, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შსს-მ რამდენიმე თვეში  ოფიციალურად დადასტურდა.

კახა მეგრელიშვილი ის ადამიანია, რომელზეც ჩვენი რესპონდენტი საუბრობდა _ ის მიიჩნეოდა ფოცხიშვილის დაჭრის დამკვეთად 2010 წელს და სწორედ ის იმყოფებოდა ოზურგეთში მიმდინარე წლის ზაფხულში _ მაშინ, როცა გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი უმოწყალოდ ჩაცხრილეს.

ამავე თემაზე: სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები _ რა იპოვა პოლიციამ დამწვარ მანქანასთან

ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები _ რა განიხილეს აფხაზეთში გამართულ "სხადნიაკზე"




 ახალი ამბები
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...
  • მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა _ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს., _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის ... ...
  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და სერგეი რუმასი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...