ოზურგეთის მერის მიერ სიძისთვის გადარიცხული ფულის საქმეს სუს-ი იძიებს

სამართალი

ოზურგეთის მერის მიერ სიძისთვის გადარიცხული ფულის საქმეს სუს-ი იძიებს

2018 იან 22 22:43:40

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის მიერ, არჩევიდან რამდენიმე დღეში მისი სიძისთვის გადარიცხული 30 000 ლარის საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს _ ეს ინფორმაცია "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმე სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც სხვისი, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების მითვისება/გაფლანგვას გულისხმობს. როგორც სისხლის სამართლის კოდექსშია განმარტებული, თუ ქმედება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებითაა ჩადენილი, აღნიშნული მუხლი 4-იდან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამავე დროს, პირს გარკვეული დროით, საქმიანობის უფლებაც ჩამოერთმევა.

აღნიშნულ საქმეზე ძიება გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში, პროკურატურის ზედამხედველობით, "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიის და დოკუმენტების საფუძველზე დაიწყო, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, საქმის გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაიწყო.

ჩვენი ინფორმაციით, სუს-ი ოზურგეთის მერს, რომელიც ჩვენ ზარებს არ პასუხობს, ამ კვირაში დაკითხავს.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, გასული წლის 26 დეკემბერს, არჩევიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომლის ხელმძღვანელი მისი სიძე, ლაშა ლომაძეა, 30 000 ლარი ჩაურიცხა.

თანხის ჩარიცხავს წინ უძღვის 26 დეკემბერს გამოცემული ბრძანება, რომელშიც ვკითხულობთ:

"საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ, შშმ კატეგორიის პირების სოციალური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველყოფის ფარგლებში შედგენილი საგანმანათლებლო გამაჯანსაღებელი პროექტის თანადაფინანსების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული (პროგრამული კოდი 04.02) ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან გამოიყოს 30 000 ლარი".

ოზურგეთის მერიიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ამ მომსახურებაზე ხელშეკრულება შარაშენიძეს და ლომაძეს შორის არ გაფორმებულა.

ვრცლად სტატია ამავე თემაზე და მხარეების კომენტარები იხილეთ აქ.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...