ოზურგეთის მერმა ბიძაშვილს 73 849-ლარიანი ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაუფორმა

სამართალი

ოზურგეთის მერმა ბიძაშვილს 73 849-ლარიანი ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაუფორმა

2019 ივლ 22 14:48:26

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ნათესავების დასაქმებას და მათ ფინანსურ უზრუნველყოფას განაგრძობს _ მას შემდეგ, რაც ბიძაშვილის მეუღლე შემოქმედის რწმუნებულად დანიშნა და ქალიშვილის სიძეს, ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გადაურიცხა (ამ საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს), საკუთარ ბიძაშვილს, დედის ძმისშვილს, დავით გოგუაძეს 73 849,14 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაუფორმა.

ამ თანხით გოგუაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ძიმითის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის სამუშაოები უნდა შეასრულოს.

უფრო კონკრეტულად კი, სოფლის ე. წ. 3-5 ბრიგადის დასახლებაში და სოფლის ცენტრში წყალმომარაგების სისტემა უნდა გააკეთოს; სოფელ ძიმითში (ნასაკირალი) სასაფლაოს აღმართში ბეტონით გზის საფარის მოწყობის სამუშაოები ჩაატაროს; სოფელ ძიმითში (ნასაკირალი) წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოახდინოს და ძიმითის სასაფლაო შეღობოს.

რატომ შეარჩია ერთ პირთან მოლაპარაკების წესით საკუთარი ბიძაშვილი, ამ კითხვაზე ოზურგეთის მერისგან პასუხი ვერ მივიღეთ _ კონსტანტინე შარაშენიძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

რაც შეეხება შემსრულებელს _ დავით გოგუაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ძიმითში სამუშაოები შესრულება შარაშენიძემ პირადად სთხოვა:

_ კოტემ მითხრა, რომ ძიმითი პრობლემური იყო და უნდა მიმეხედა. მე მაქვს გამოცდილება და ასეთი ტიპის სამუშაოსაც ვასრულებ. სხვათა შორის, მარტო კოტემ კი არა, მთელმა სოფელმა მთხოვა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დავით გოგუაძემ, რომლის თქმით, ძიმითში სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ეს პროექტი, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ ფინანსდება და როგორც დავაზუსტეთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს რეკომენდაცია მისცა, ხელშეკრულებების გაფორმებამდე ბაზრის კვლევა ჩაატარონ _ ასე მოიქცა მაგალითად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, რომელმაც ბაზრის კვლევაზე ელექტრონული შერჩევა/შეფასება გამოაცხადა კონკურენციის გაზრდის მიზნით.

გადამოწმებისას გაირკვა, რომ მსგავსი პრაქტიკა გამოიყენეს სხვა მუნიციპალიტეტებმაც. თუმცა, ფაქტებით და დავით გოგუაძის კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, ოზურგეთის მერს არც სამინისტროს რეკომენდაცია ადარდებს და მისი მთავარი საზრუნავი ნათესავების კარგად ყოფნაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ათობით კომპანიას და ინდმეწარმეს იპოვიდა, რომლებიც მსგავსი ტიპის სამუშაოს ასრულებს და მათ შორის, ძიმითშიც.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ კანონით, დედის ძმისშვილი შარაშენიძეს ახლო ნათესავად არ ეთვლება და ინტერესთა კონფლიქტში არ შედის, თუმცა, როგორც იურისტები ამბობენ, ეს ზრდის კორუფციის რისკებს:

_ როდესაც ხელშეკრულება ფორმდება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით და ამ ხელშეკრულებას, ყოველგვარი ბაზრის კვლევის გარეშე უფორმებ ბიძაშვილს, ბუნებრივია, ეჭვები, კითხვები ჩნდება და კორუფციის რისკი იზრდება, _ ამბობენ იურისტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამ თემით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

ამ საქმეში არის კიდევ ერთი დეტალი _ შარაშენიძის მიერ დავით გოგუაძესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ვკითხულობთ: „ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, მოწოდებული საქონლის, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და შესრულების ვადების დაცვის კონტროლს (ინსპექტირება) ახორციელებს შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი“ _ ანუ შარაშენიძის ნდობით აღჭურვილი და მას დაქვემდებარებული პირები, რომლებიც, როგორც ოზურგეთში ამბობენ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მერის ბიძაშვილის მიერ გახორციელებულ სამუშაოებში ხარვეზს აღმოაჩენენ.




 ახალი ამბები
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...
  • მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა _ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს., _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის ... ...
  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და სერგეი რუმასი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...