"ოზურგეთის მერს "ატკატების" აღებაში ადანაშაულებენ _ სუს-მა საქმის შესწავლა დაიწყო

სამართალი

"ოზურგეთის მერს "ატკატების" აღებაში ადანაშაულებენ _ სუს-მა საქმის შესწავლა დაიწყო

2018 დეკ 10 15:17:39

"გურია ნიუსში" გამოქვეყნებულ სტატიას _ ოზურგეთის მერს "ატკატების" აღებაში ადანაშაულებენ _ რას სთხოვდა შარაშენიძე უმრავლესობის ლიდერს გამოხმაურება უკვე მოჰყვა. 

როგორც "გურია ნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, სტატიის საფუძველზე ანტკორუფიულმა სააგენტომ ფაქტების შესწავლა დაიწყო.

საქმე ეხება სოფელ დვაბზუში ხიდის მშენებლობას, რომელზეც არ პროექტი არსებობს, არც ექსპერტიზაგავლილი ხარჯთაღრიცხვა და არც ხიდის მშენებლობისთვის საჭირო კვლევებია ჩატარებული.

ამ საქმეში კითხვის ნიშნებს ბადებს ის ფაქტიც, რომ  კონსტანტინე შარაშენიძემ ხიდის მშენებლობა ვალებში და შავ სიაში მყოფ იმ კომპანიას გააგრძელებინა, რომელთანაც ურთიერთობა 2013 წელს, მისი გამგებლობის დროს დაიწყო.

უფრო კონკრეტულად,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე საფეხმავალო (საქვეითო) ხიდის რეაბილიტაციის მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით (ერთ პირთან მოლაპარაკება), ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ს/ს "ხიდმშენს" შორის, 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა #538 ხელშეკრულება.

აღნიშნული ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე საფეხმავალო (საქვეითო) ხიდის რეაბილიტაციის საერთო ღირებულება განისაზღვრა 199 981 ლარით.

ხელშეკრულებას ხელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან იმდროინდელი გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე აწერდა, ხოლო სს „ხიდმშენს“ ჯიმი მამალაძე წარმოადგენდა.

ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 1 აგვისტო იყო, თუმცა, 2014 წლის 31 ივლისის შეთანხმებით, შარაშენიძის გამგებლობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს, რომლის თანახმადაც, ობიექტის ჩაბარების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 ოქტომბრით და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა 2014 წლის 1 დეკემბრამდე.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა კომპანიას, ავანსის სახით, წინასწარ ჰქონდა აღებული 150 000 ლარი _ 2014 წლის 31 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ს/ს "ხიდმშენს" ავანსის სახით ჩაერიცხა 80 000 ლარი, ხოლო 2014 წლის 3 ივნისს _ 70 000 ლარი.

ამავე დროს, 2014 წლის 27 მაისის #538-1 შუალედური ინსპექტირების აქტით დადგენილი იქნა, რომ #538 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 31 803 ლარს და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 150 000 ლარის ავანსი უკვე ჰქონდა მიღებული, აქედან _ 70 000 ლარი 3 ივნისს, ორი დღის შემდეგ _ 5 ივნისს შარაშენიძემ „ხიდმშენს“ ეს 31 803 ლარი მაინც ჩაურიცხა.

ეს ყველაფერი კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობისას _ ამის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის გამგებლად მერაბ ჭანუყვაძე აირჩიეს. უკვე ჭანუყვაძის ბრძანებით, 2014 წლის 28 აგვისტოს #538-2 შუალედური ინსპექტირება გახორციელდა და აქტით დადგენილი იქნა, რომ #538 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 63 421 ლარს, ამ დროს კი „ხიდმშენს“ ოზურგეთის ბიუჯეტიდან უკვე მიღებული ჰქონდა 181 803 ლარი.

ხელშეკრულების ვადა ისე ამოიწურა, რომ ს/ს "ხიდმშენმა" არ შეასრულა #538 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე ვადაგადაცილების პირგასამტეხლო _ 11 998 ლარი და 86 თეთრი.

2014 წლის ბოლოს, ს/ს "ხიდმშენს", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, ამ ერთი ხელშეკრულებიდან საერთო ჯამში 98 577,86 ლარი უნდა გადაეხადა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო _ ამის პარალელურად არსებობდა მეორე ხელშეკრულებაც, რომელიც შარაშენიძესა და მამალაძეს შორის 2013 წლის 19 სექტემბერს მერია-ლაითურის ხიდის ასაშენებლად გაფორმდა 2 356 225,18 ლარზე. დვაბზუს ხიდის მსგავსად, შარაშენიძემ სს „ხიდმშენს“ თანხები წინასწარ ჩაურიცხა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ მამალაძეს შარაშენიძეს ბრძანებით 700 000 ლარი ჩაურიცხეს.

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე გავარკვიეთ, რომ 2013 წელს ხიდის მშენებლობაზე ათვისებული იყო 339 816 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 19 აპრილი იყო, რომელიც დაარღვია კომპანიამ და 2014 წლის 30 მაისის შეთანხმების საფუძველზე, მშენებლობის ვადამ გადაიწია 2014 წლის 1 სექტემბრამდე; აგრეთვე, კომპანიას დაერიცხა პირგასამტეხლო, 2014 წლის 19 აპრილიდან 2014 წლის 30 მაისამდე, 40 კალენდარული დღის ვადაგადაცილებაზე 93 340,32 ლარის ოდენობით.

პარალელურად კომპანიას გაუგრძელეს ხელშეკრულების ვადა, თუმცა, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დვაბზუს ხიდის მშენებლობისას _ „ხიდმშენმა“ შარაშენიძის მიერ წინასწარ ჩარიცხული ბიუჯეტის თანხები გამოიყენა, სამუშაოები არ შეასრულა და არც თანხების დაბრუნებაზე უფიქრია.

არადა, ინსპექტირების ჯგუფმა დაადგინა, რომ ლაითური-მერიის ხიდზე კომპანიას წინასწარ ჩარიცხული 700 000 ლარიდან მხოლოდ 286 471 ლარის სამუშაო ჰქონდა შესრულებული.

მიუხედავად ამ თვალხილული დარღვევებისა, საბიუჯეტო თანხების, შეიძლება თამად ითქვას, ფლანგვისა, არავის უფიქრია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია აემუშავებინა და ბიუჯეტის თანხა ამ ფორმით მაინც ამოეღოთ. ეს ვადაც ხელიდან იქნა გაშვებული და ხალხის მიერ შევსებული ბიუჯეტის ფულიც _ „ხიდმშენის“ ყულაბაში წასული.

აღსანიშნავია კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი _ დვაბზუს ხიდის მშენებლობა შარაშენიძემ „ხიდმშენს“ ისე დააწყებინა, რომ არც პროექტი არსებობდა და არც შესაბამისი ექპერტიზა, რაც კანონის დარღვევაა. თუმცა, ამ თემით მაშინ არავინ დაინტერესებულა.

ამ ყველაფრის შემდეგ, ახალმა გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ თანხების ამოღების მიზნით სასამართლოს მიმართა, მოიგო კიდეც პროცესი და კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანის მოთხოვნით შესყიდვების სააგენტოსაც მისწერა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ხიდმშენს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის თითქმის ნახევარი მილიონი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად. როგორც გავარკვიეთ, კომპანიამ 50 000 ლარამდე ჩარიცხა კიდეც ბიუჯეტში, თუმცა, დანარჩენის გადახდა არ გაუგრძელებია. შესაბამისად, მის ქონებას ყადაღა დაედო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხა მას შემდეგ შევიდოდა, რაც კომპანიის ქონება, რომელიც მილიონებს შეადგენს, აუქციონზე გაიყიდებოდა.

ჩვენ იმის დადგენაც შევძელით, რომ ამ კომპანიას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გარდა, ბევრი მევალე ჰყავდა და „ხიდმშენს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო ორგანიზაციებიდან თუ პირებიდან მილიონები ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, მევალეები რიგში იდგნენ.

გავარკვიეთ ისიც, რომ 2016-2017 წლებში, „ხიდმშენის“ პრობლემების მოგვარებას ხელისუფლების მაღალი პირებიც ცდილობდნენ და მევალეებს, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მორიგებას სთხოვდნენ. თუმცა, ოზურგეთის შემთხვევაში ეს არ შედგა _ როგორც იმდროინდელმა ჩინოვნიკებმა გვითხრეს, ამის საშუალებას კანონიც არ აძლევდათ და უფრო მეტიც _ კომპანიამ დვაბზუს ხიდის მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილი სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაც კი ვერ შეძლო.

რამდენიმე წყარომ ისიც გვითხრა, რომ 2015-2017 წლებში, მაშინ, როცა კონსტანტინე შარაშენიძე „ქართუში“ მუშაობდა, იგი ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს თხოვდა, რომ „ხიდმშენს“ დვაბზუში ხიდის მშენებლობა გაეგრძელებინა. თანამდებობის პირებთან საუბარში შარაშენიძე იმასაც ამბობდა, რომ „ხიდმშენს“ „ქართუს“ ტექნიკას პირადად დაახმარებდა. უფრო მეტიც, წყაროს თქმით, აღნიშნული თხოვნით „ქართუში“ მომუშავე შარაშენიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძესაც მიმართა:

გიდასტურებთ, რომ იყო ასეთი შემთხვევები. სულ უნდოდა მაგ ხიდის დასრულება. რამდენჯერმე მითხრა, იქნებ, დაიძრას პროექტიო, _ აღნიშნა ‘გურია ნიუსთან“ საუბრისას თალაკვაძემ.

_ ბატონო არჩილ, ეჭვი არ გაგჩენიათ, რატომ იყო შარაშენიძე ამ თემით ასე დაინტერესებული და რატომ სურდა, აღნიშნული ხიდი მაინდამაინც „ხიდშმენს“ დაესრულებინა?

_ არ დავინტერესებულვარ არასდროს. მივიჩნიე, რომ ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული პროექტი იყო, _ გვითხრა თალაკვაძემ.

თუმცა, როგორც ჩანს, შარაშენიძესთვის ეს „ერთი ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული“ პროექტი არ ყოფილა _ 2017 წელს, თანამდებობაზე არჩევიდან მალევე მან ეს თემა ისევ წამოწია. რამდენიმე წყაროს თქმით, იურიდიული და ინფრასტრუქტურული სამსახურის თანამშრომლებს პირდაპირ მოთხოვა, რომ მოეძებნათ გზა მშენებლობის გასაგრძელებლად და თან ისე, რომ სამუშაოები ისევ „ხიდმშენი“ შეესრულებინა.

მერიის თანამშრომლებმა ვერა, თუმცა, ეს გზა წყაროს თქმით, თავად „ხიდმშენმა“ მოძებნა _ შარაშენიძეს კომპანიის“ იურისტებმა“ მორიგების აქტი კაბინეტში მიუტანეს და შეთახმებაც შედგა ზედმეტი კითხვების გარეშე.

ამ შეთანხმების საფუძველზე შარაშენიძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმის წარმოების შეწყვეტაც მოითხოვა „ხიდმშენის“ მიმართ. ოღონდ არა მხოლოდ დვაბზუს ხიდის საქმეზე _ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შარაშენიძემ აღსრულების ბიუროს, 2018 წლის ოქტომბერში მიწერა, რომ „ხიდმშენის“ მიმართ ორივე საქმე შეეჩერებინა, რომლითაც ოზურგეთის ბიუჯეტში, თითქმის 400 000 ლარი უნდა შესულიყო და ამ თანხის ამოღების მიზნით, აღსრულების ბიუროს რამდენიმე დღეში „ხიდმშენის“ ქონება აუქციონზე უნდა გაეყიდა.

აღსანიშნავია, რომ, წყაროს თქმით, ეს წერილი ბიუროში აუქციონის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე შევიდა და მასში აღნიშნულია, რომ პროცესი 3 თვით უნდა შეჩერდეს.

ამ სამ თვეში კი კომპანიამ დვაბზუს ხიდის მშენებლობა უნდა დაასრულოს, რის შემდეგადაც შარაშენიძე ვალებს გამოუქვითავს. თუმცა, რამდენს და რის საფუძველზე, უცნობია _ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ დრომდე არ არსებობს ხიდის მშენებლობისთვის საჭირო პროექტი, ექპერტიზაგავლილი ხარჯთაღირცხვა, ჰოდროგეოლოგიური დასკვნა...

ეს რომ ნამდვილად ასეა, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ადასტურებს ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომელი გია ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, კომპანიას ახალი პროექტი არ წარმოუდგენია და მათ არც ექსპერტიზის დასკვნა აქვთ. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მას თათბირზე დაუძახეს და შედგა სიტყვიერი მოლაპარაკება, რომ დოკუმენტაცია ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მომზადდებოდა(?!).

ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა დაგვიდასტურა ისიც, რომ გაზრდილია ხარჯთაღრიცხვაც, რომელსაც ექსპერტიზა არ ახლავს და მხოლოდ ფურცელზე ჩამოწერილი ციფრებია.

ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი სამსახურის უფროსისგან, თემურ გიორგაძისგან გაგვეგო, მაგრამ უშედეგოდ _ მას შემდეგ, რაც გიორგაძემ გაიგო, ვინ ვიყავით და რისთვის ვურეკავდით, რამდენიმე ზარის მიუხედავად ტელეფონში ჩვენი ხმა ვერ გაიგონა(?!). მას  სმს-იც მივწერეთ, თუმცა, პასუხად ის მივიღეთ, რომ იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა, ტელეფონი კარგად არ იჭერდა. მეორე დღეს გიორგაძემ ჩვენ ზარებს საერთოდ არ უპასუხა.

არადა, კითხვები ბევრია _ საეჭვო კომპანიის მიერ უპროექტო, უექსპერტო, გეოლოგიური დასკვნების გარეშე საეჭვოდ დაწყებული მშენებლობის საქმეში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება _ შარაშენიძემ „ხიდმშენს“ დვაბზუს ხიდის დასამთავრებლად, სოფელ ლაითურში დანგრეულ ხიდზე გამოყენებული მეორადი კოჭებიც გადასცა, რომელიც ხიდზე ისე დაამონტაჟეს, რომ ექსპერტიზა არ ჩატარებია. არც არავის დაუსვამს კითხვა, რამდენად გამძლე იქნება, დემონტაჟის დროს ამოღებული, ნახევრად დაშლილი კოჭები ახალ ხიდზე, რომლის სიგრძე 24 მეტრია; აგრეთვე, რამდენად ჰქონდა მერს უფლება, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, აუდიტის მიერ შეფასებული კოჭების კომპანიისთვის აუქციონის გარეშე, თანაც უსასყიდლოდ გადაეცა.

ჩვენ შევეცადეთ ყველა დეტალი კონსტანტინე შარაშენიძესთან გაგვერკვია, თუმცა, ჩვენი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა _ შარაშენიძემ არც სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხა.

კითხვებზე პასუხი ვერც პრესსამსახურის საშუალებით მივიღეთ. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა გზა ვცადეთ, თუმცა, ოზურგეთის მერი კონტაქტზე არ გამოვიდა.

არადა, ეს იმ დროს, როცა ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ შარაშენიძემ „ხიდშმენის“ ხელმძღვანელობისგან ე. წ. „ატკატი“ ჯერ კიდევ 2013 წელს, მაშინ აიღო, როცა თანხა წინასწარ ჩაურიცხა და სწორედ ამიტომ იყო დაინტერესებული 2015-2017 წლებში, რომ კომპანიას მშენებლობა განეახლებინა და ბიუჯეტის ფული უკან არ დაებრუნებინა.

ჩვენი წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ ჯიმი მამალაძე შარაშენიძემ წლების მანძილზე სთხოვდა მიცემული „ატკატის“ უკან დაბრუნებას ან საქმის მოგვარებას. წყაროს თქმით, მაშინ შარაშენიძემ ეს ვერ შეძლო და დღეს, კომპანიას შეთანხმებაც სწორედ ამიტომ გაუკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალებში მყოფ, საეჭვო საქმეებში გახვეულ „ხიდმშენთან“, რომელსაც რამდენიმემილიონიანი ქონება აქვს და რომლის გაყიდვიდან ოზურგეთის ბიუჯეტი თითქმის 400 000 ლარს მიიღებდა, საქმეს არ დაიჭერდა.

ეს შეკითხვები შარაშენიძეს სმს-ითაც გავუგზავნეთ, თუმცა, მან ამ კითხვებზეც დუმილი არჩია.

კონტაქტზე არ გამოვიდა არც ‘ხიდმშენის“ ხელმძღვანელი ჯიმი მამალაძე _ რამდენიმე ზარი და სმს მამალაძემაც უპასუხოდ დატოვა. არადა, კითხვები მასთანაც ბევრი იყო. მით უმეტეს, რომ ჯიმი მამალაძე, 2012 წელს, თითქმის იგივე სქემით, რაც 2013-2014 წლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაახორციელა, სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით გასამართლებული იყო.

ერთი სიტყვით, უპასუხო კითხვები ბევრია. ამ თემაზე საუბარი ექსპერტებსაც კი უჭირთ _ გამოცდილი მშენებლებისთვის, გეოლოგებისთვის გაუგებარია, როგორ დაიწყეს ხიდის მშენებლობა პროექტისა და ექსპერტიზის დასკვნების გარეშე; კითხვები აქვთ იურისტებსაც, რომლებიც ამ საქმეში კორუფციის ნიშნებს ხედავენ და აღნიშნავენ.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ორ სხვა ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს. პარალელურად, მერის საქმიანობას სწავლობს მთავარი პროკურატურაც.




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...