ოზურგეთში ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებული

სამართალი

ოზურგეთში ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებული

3 აპრ. 2020, 22:05:52

ოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი ძმები - 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მალევე ამხილეს.

სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.




 ახალი ამბები
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...
  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობასდეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განმარტა ბექა ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" გაიხსნა (R)ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია. საწარმო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდა. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. აქ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დასაქმდებიან. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. პირბადეების ე.წ Mელტ Bლოწნ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება და 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს. საწარმოში პირველი პროდუქციის წარმოება იწყება სახელწოდებით - „Fაცეგუარდ", რომელიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. „არსებულ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც ჩOVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, თიბისი არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმოებული პირბადეები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი პროდუქციაა. ამასთანავე, თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. ... ...
  • ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის" მიერ 2 მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა(R)ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის" მიერ 2 ახალი საავადმყოფო გაიხსნა.  მრავალპროფილური, უმაღლესი სამედიცინო აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით აღჭურვილი ფოთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდი", ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო. ამოქმედდა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი, სადაც თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია მოეწყობა. ფოთის მოსახლეობა რეაბილიტირებულ გარემოში შეძლებს სრული ამბოლატორიული და სამეანო-გინეკოლოგიური სერვისის მიღებას. პირველ ეტაპზე საავადმყოფო 19 საწოლით აღიჭურვა, რამდენიმე თვეში კი საწოლების რაოდენობა 54-მდე გაიზრდება. სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგიული ოპერაციები და კომპიუტერული რენტგენოლოგიური კვლევები ჩატარდება. აქვე იფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება და ემერჯენსი, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური ბოქსირებული  განყოფილებები. საავადმყოფო აღჭურვილი იქნება საკუთარი სამედიცინო ტრანსპორტით.  ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდი" პირველ ეტაპზე  ინფექციური განყოფილების (ცხელების ცენტრი),  შემდგომ კი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კლინიკა აღჭურვილია 10 ბოქსირებული პალატით, 3 ინტენსიური დაკვირვების სივრცით, თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიითა  და ლაბორატორიით, რომლებიც მწვავე ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.  კლინიკა „ბომონდი" დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა. კლინიკა 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. თავდაპირველად „ბომონდი" სამშობიარო სახლს და გინეკოლოგიურ ცენტრს აერთიანებდა, დღეს კი მრავალპროფილური, AC-ტიპის სამედიცინო დაწესებულებაა.  თიბისი ჯანდაცვის სექტორის N1 მხარდამჭერი ბანკია. ამ მიმართულებით თიბისის მიერ დაფინანსებული ბაზრის წილი 37.1%-ია.  ... ...
  • ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება _ დეტალებისაქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს. გარდა ამისა,  იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს - 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე; სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარს შეადგენს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?